მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტებისთვის ყველაზე უცნაური საახალწლო გარემო
ჟურნალისტებისთვის ყველაზე უცნაური საახალწლო გარემო

ამ­ბო­ბენ, ჟურ­ნა­ლის­ტი არის (ან უნდა იყოს) ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ სცი­ვა, არ იღ­ლე­ბა, ვერც შიმ­შილს გრძნობს და ვერც შიშს... ამ­ჯე­რად და­ვინ­ტე­რეს­დით " იზი­ა­რე­ბენ თუ არა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ახა­ლი წლის სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბი­ლე­ბას, ჩვე­უ­ლი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლი უფრო სტრე­სუ­ლია მათ­თვის " 12 სა­ა­თის ოჯა­ხურ პი­რო­ბებ­ში შეხ­ვედ­რა თუ ახა­ლი წლის ღა­მის "მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრში" გა­ტა­რე­ბა...

ნი­ნია ახვლე­დი­ა­ნი:

" რამ­დე­ნი­მე წლის წინ გუ­და­უ­რი­დან ჩა­ვერ­თე "ქრო­ნი­კა­ში", ჯგუფ "ში­ნის" კონ­ცერ­ტი იყო... მახ­სოვს, ძლივს აგ­ვიყ­ვა­ნეს მე­ო­რე სა­ბა­გი­როს­თან მე და ჩემი ოპე­რა­ტო­რი, კახა წუ­ლა­ძე. ის ყინ­ვა არ და­მა­ვი­წყდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გან­ცდაა, როცა ახალ წელს არა სახ­ლში, არა­მედ, სა­დღაც მაღ­ლა, 2 000 მეტრზე, თოვლში ხვდე­ბი... წელს აღ­დგო­მა ავ­ღა­ნეთ­ში გა­ვა­ტა­რე.

" გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არ არის, როცა მთე­ლი წელი და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ და ახალ წელ­საც პრო­ფე­სი­ულ გა­რე­მო­ში ხვდე­ბი?

" არა. სხვა­თა შო­რის, მა­შინ ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მინ­დო­და, მარ­ტო, უცხო გა­რე­მო­ში შევ­ხვედ­რო­დი ახალ წელს...

ნატო ნი­ჟა­რა­ძე:

" ახალ წელს ძი­რი­თა­დად, მარ­თლაც პრო­ფე­სი­ულ გა­რე­მო­ში ვა­ტა­რებ­დი, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩემი დაღ­ლა სახ­ლის საქ­მე­ებ­სა და ახა­ლი წლის ლა­მა­ზად შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. "რუს­თა­ვი 2 "-ში მუ­შა­ო­ბი­სას უფრო და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მი მქონ­და, ახალ წელს მარ­თლაც ბოლო წუ­თამ­დე ვმუ­შა­ობ­დი. ერთხელ, 31-ში ჩარ­თვე­ბი გვქონ­და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი­დან. მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვი. ჩემი და და მე­გო­ბა­რი მო­ვიდ­ნენ, რომ მარ­ტო არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი უცხო ხალ­ხთან. სწო­რედ იმ წელს გავ­თხოვ­დი. ახა­ლი წლის ღა­მეს გა­დარ­ბე­ნა­ზე ვარ და სა­ერ­თოდ, სულ ვჩ­ქა­რობ, მუდ­მი­ვად, სახ­ლშიც კი სულ დავ­რბი­ვარ, ნორ­მა­ლუ­რი სი­ა­რუ­ლის­თვის დრო მე­ნა­ნე­ბა (იცი­ნის)... ბოლო წუ­თე­ბამ­დე რა­ღა­ცას ვა­მა­ტებ სუფ­რას, ვცდი­ლობ, არა­ფე­რი გა­მომ­რჩეს. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა გა­რეთ, სა­დარ­ბა­ზო­ში მი­წევ­და ხელ­ში დიდი, ტკბი­ლე­უ­ლით სავ­სე კა­ლა­თით. ამ­ბო­ბენ, კარ­გი ფეხი მაქვს და ოჯა­ხის მეკვლე ყო­ველ­თვის მე ვი­ყა­ვი. ახლა ამ ტრა­დი­ცი­ას ჩემი შვი­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ. ისე კი, ახალ წელს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა მთა და თოვ­ლი და ხში­რა­დაც ვხვდე­ბო­დი ხოლ­მე გუ­და­ურ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. ახლა ახალ წელს სახ­ლში, ოჯახ­ში შეხ­ვედ­რას არა­ფე­რი მირ­ჩევ­ნია...

დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძე:

" ბავ­შვო­ბა­ში სა­ა­ხალ­წლოდ მა­მას მოს­კოვ­ში მივ­ყავ­დი ხოლ­მე და ახალ წელს სას­ტუმ­რო "იზ­მა­ი­ლო­ვოს" რეს­ტო­რან­ში ვხვდე­ბო­დით. მას შემ­დეგ ძი­რი­თა­დად, ოჯახ­ში ვხვდე­ბით. რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი პარ­ლა­მენ­ტის წინ, ნაძ­ვის ხეს­თან, ჭიქა შამ­პა­ნუ­რით ხელ­ში, რად­გან "იმედ­ში" გა­და­წყვი­ტეს, სა­ა­ხალ­წლო ეთე­რი "ახალ ამ­ბებს" წა­ეყ­ვა­ნა...

" სა­ა­ხალ­წლო სი­უ­ჟე­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ არ შეხ­ვედ­რი­ხართ ახალ წელს?

" არ მახ­სენ­დე­ბა. ვინ გამ­წი­რავ­და ახალ წელს სა­მუ­შაო მივ­ლი­ნე­ბის­თვის?! უცხო­ეთ­ში სი­ა­რუ­ლი და უკვე მზა რე­პორ­ტა­ჟი ეკ­რა­ნი­დან მომ­ხიბ­ვლე­ლად ჩანს, მის უკან კი უზარ­მა­ზა­რი შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. ახა­ლი წელი პი­რა­დად ჩემ­თვის, ოჯა­ხუ­რი ზე­ი­მია, რო­მე­ლიც სულ ბავ­შვო­ბას მახ­სე­ნებს. ამ დღის გა­ტა­რე­ბა ყო­ველ­თვის ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში მინ­და. ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, არც ერთ უქმე დღეს არ და­მის­ვე­ნია. 31-ში, ტრა­დი­ცი­ულ დროს, როცა ეთერ­ში "სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი" გა­დის, მეც ვმუ­შა­ობ, მერე კი გა­ვიქ­ცე­ვი და სუფ­რას მო­ვამ­ზა­დებ. გვი­ან ღა­მით დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვნა­ხავ, რო­მელ­მა არ­ხმა რა სა­ა­ხალ­წლო პროგ­რა­მა მო­ამ­ზა­და...

ნა­თია მი­ქი­აშ­ვი­ლი:

" ახალ წელს ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი თით­ქმის ერთ რე­ჟიმ­ში ხვდე­ბა " ან ას­წრებ და 12 სა­ათს წუ­თე­ბი რომ აკ­ლია, სახ­ლში გარ­ბი­ხარ, ან ვერ ას­წრებ და " ქუ­ჩა­ში რჩე­ბი. "იმედ­სა" და "მა­ესტრო­შიც" მი­წევ­და გა­რეთ ყოფ­ნა. წელ­საც ეს მე­ლის, რად­გან მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ბავ­შვო პრო­ექ­ტი " "ყი­ნუ­ლის დე­დო­ფა­ლი" გა­ვა­კე­თე. ეს არის 3D შოუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჰო­ლი­ვუ­დუ­რი წარ­მოდ­გე­ნაა.

" გა­იხ­სე­ნეთ ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი გა­რე­მო, სა­დაც ახალ წელს შეხ­ვდით...

" ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი გა­რე­მო სახ­ლში შეხ­ვედ­რაა (იცი­ნის). გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა ხოლ­მე ასე და ეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია.

გოგა ბე­რი­ძე:

" აქ­ტი­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა არა­სო­დეს იცის, ერთ გა­და­ღე­ბა­ზე წა­სუ­ლი, შემ­დეგ სად აღ­მოჩ­ნდე­ბა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" სპე­ცი­ფი­კა ისე­თია, შე­იძ­ლე­ბა, დი­ლით გახ­ვი­დე გა­და­ღე­ბა­ზე და მე­ო­რე დი­ლით 20 მა­სა­ლით დაბ­რუნ­დე. 31 დე­კემ­ბერს ქუ­ჩის რე­პორ­ტა­ჟი მო­მიმ­ზა­დე­ბია, აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბას ითხო­ვენ... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო არ არის, მერ­წმუ­ნეთ, სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა იქაც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. მათ­თან ერ­თად შამ­პა­ნუ­რი და­მი­ლე­ვია და მათ­თვის უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი მი­სურ­ვე­ბია. გარ­და ამი­სა, 12 სა­ათს ეკ­ლე­სი­ა­ში, ღა­მის კლუბ­ში, სტრიპ­ტიზ-კლუბ­შიც კი შევ­ხვედ­რი­ვარ. ვფიქ­რობ, ჟურ­ნა­ლის­ტი ნე­ბის­მი­ე­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რეს­პონ­დენ­ტე­ბის პულ­სა­ცი­ას უნდა გრძნობ­დეს.

" გოგა, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის რა უფრო სტრე­სუ­ლია " როცა ახალ წელს პრო­ფე­სი­ულ გა­რე­მო­ში ხვდე­ბა, თუ როცა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს?

" აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის, ალ­ბათ 12 სა­ა­თის სახ­ლში შეხ­ვედ­რა უფრო სტრე­სუ­ლია. პი­რა­დად ჩემ­თვის, ნამ­დვი­ლად ასეა. ჟურ­ნა­ლის­ტი მიჩ­ვე­უ­ლია მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრში ყოფ­ნას. დიდი სტრე­სი იქ­ნე­ბა, ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ვა­დევ­ნო თვალ­ყუ­რი, რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ ცნო­ბი­ლი თუ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ახალ წელს. შე­იძ­ლე­ბა, არა­ნორ­მა­ლუ­რა­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ რე­პორ­ტი­ო­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი იქ უნდა იყოს, სა­დაც ამ­ბა­ვი ხდე­ბა. ვუ­ლო­ცავ ჟურ­ნალ "გზას" და მთელ მე­დი­ა­სივ­რცეს ახალ წელს და ვი­სურ­ვებ, რომ მეტი პო­ზი­ტი­უ­რი სტა­ტია იწე­რე­ბო­დეს!..

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჟურნალისტებისთვის ყველაზე უცნაური საახალწლო გარემო

ჟურნალისტებისთვის ყველაზე უცნაური საახალწლო გარემო

ამბობენ, ჟურნალისტი არის (ან უნდა იყოს) ადამიანი, რომელსაც არ სცივა, არ იღლება, ვერც შიმშილს გრძნობს და ვერც შიშს... ამჯერად დავინტერესდით " იზიარებენ თუ არა ჟურნალისტები ახალი წლის საზეიმო განწყობილებას, ჩვეული რეჟიმიდან გამომდინარე, რომელი უფრო სტრესულია მათთვის " 12 საათის ოჯახურ პირობებში შეხვედრა თუ ახალი წლის ღამის "მოვლენათა ეპიცენტრში" გატარება...

ნინია ახვლედიანი:

" რამდენიმე წლის წინ გუდაურიდან ჩავერთე "ქრონიკაში", ჯგუფ "შინის" კონცერტი იყო... მახსოვს, ძლივს აგვიყვანეს მეორე საბაგიროსთან მე და ჩემი ოპერატორი, კახა წულაძე. ის ყინვა არ დამავიწყდება. მიუხედავად ამისა, არაჩვეულებრივი განცდაა, როცა ახალ წელს არა სახლში, არამედ, სადღაც მაღლა, 2 000 მეტრზე, თოვლში ხვდები... წელს აღდგომა ავღანეთში გავატარე.

" გამაღიზიანებელი არ არის, როცა მთელი წელი დაძაბულ რეჟიმში მუშაობ და ახალ წელსაც პროფესიულ გარემოში ხვდები?

" არა. სხვათა შორის, მაშინ ისეთ ხასიათზე ვიყავი, ძალიან მინდოდა, მარტო, უცხო გარემოში შევხვედროდი ახალ წელს...

ნატო ნიჟარაძე:

" ახალ წელს ძირითადად, მართლაც პროფესიულ გარემოში ვატარებდი, თუმცა ბოლო პერიოდში ჩემი დაღლა სახლის საქმეებსა და ახალი წლის ლამაზად შეხვედრის ორგანიზებას უკავშირდება. "რუსთავი 2 "-ში მუშაობისას უფრო დაძაბული რეჟიმი მქონდა, ახალ წელს მართლაც ბოლო წუთამდე ვმუშაობდი. ერთხელ, 31-ში ჩართვები გვქონდა სხვადასხვა ადგილიდან. მე თავისუფლების მოედანზე ვიყავი. ჩემი და და მეგობარი მოვიდნენ, რომ მარტო არ ვყოფილიყავი უცხო ხალხთან. სწორედ იმ წელს გავთხოვდი. ახალი წლის ღამეს გადარბენაზე ვარ და საერთოდ, სულ ვჩქარობ, მუდმივად, სახლშიც კი სულ დავრბივარ, ნორმალური სიარულისთვის დრო მენანება (იცინის)... ბოლო წუთებამდე რაღაცას ვამატებ სუფრას, ვცდილობ, არაფერი გამომრჩეს. მთელი ბავშვობა ახალი წლის შეხვედრა გარეთ, სადარბაზოში მიწევდა ხელში დიდი, ტკბილეულით სავსე კალათით. ამბობენ, კარგი ფეხი მაქვს და ოჯახის მეკვლე ყოველთვის მე ვიყავი. ახლა ამ ტრადიციას ჩემი შვილები აგრძელებენ. ისე კი, ახალ წელს ძალიან უხდება მთა და თოვლი და ხშირადაც ვხვდებოდი ხოლმე გუდაურში მეგობრებთან ერთად. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ახალ წელს სახლში, ოჯახში შეხვედრას არაფერი მირჩევნია...

დიანა ტრაპაიძე:

" ბავშვობაში საახალწლოდ მამას მოსკოვში მივყავდი ხოლმე და ახალ წელს სასტუმრო "იზმაილოვოს" რესტორანში ვხვდებოდით. მას შემდეგ ძირითადად, ოჯახში ვხვდებით. რამდენჯერმე შევხვდი პარლამენტის წინ, ნაძვის ხესთან, ჭიქა შამპანურით ხელში, რადგან "იმედში" გადაწყვიტეს, საახალწლო ეთერი "ახალ ამბებს" წაეყვანა...

" საახალწლო სიუჟეტის მოსამზადებლად საზღვარგარეთ არ შეხვედრიხართ ახალ წელს?

" არ მახსენდება. ვინ გამწირავდა ახალ წელს სამუშაო მივლინებისთვის?! უცხოეთში სიარული და უკვე მზა რეპორტაჟი ეკრანიდან მომხიბვლელად ჩანს, მის უკან კი უზარმაზარი შრომაა ჩადებული. ახალი წელი პირადად ჩემთვის, ოჯახური ზეიმია, რომელიც სულ ბავშვობას მახსენებს. ამ დღის გატარება ყოველთვის ოჯახურ გარემოში მინდა. ისეთი სამსახური მაქვს, არც ერთ უქმე დღეს არ დამისვენია. 31-ში, ტრადიციულ დროს, როცა ეთერში "სუბიექტური აზრი" გადის, მეც ვმუშაობ, მერე კი გავიქცევი და სუფრას მოვამზადებ. გვიან ღამით დიდი სიამოვნებით ვნახავ, რომელმა არხმა რა საახალწლო პროგრამა მოამზადა...

ნათია მიქიაშვილი:

" ახალ წელს ყველა ჟურნალისტი თითქმის ერთ რეჟიმში ხვდება " ან ასწრებ და 12 საათს წუთები რომ აკლია, სახლში გარბიხარ, ან ვერ ასწრებ და " ქუჩაში რჩები. "იმედსა" და "მაესტროშიც" მიწევდა გარეთ ყოფნა. წელსაც ეს მელის, რადგან მეგობრებთან ერთად, საბავშვო პროექტი " "ყინულის დედოფალი" გავაკეთე. ეს არის 3D შოუ, ფაქტობრივად, ჰოლივუდური წარმოდგენაა.

" გაიხსენეთ ყველაზე უცნაური გარემო, სადაც ახალ წელს შეხვდით...

" ყველაზე უცნაური გარემო სახ­ლში შეხვედრაა (იცინის). გათხოვების შემდეგ ხდება ხოლმე ასე და ეს ძალიან უცნაურია.

გოგა ბერიძე:

" აქტიურმა ჟურნალისტმა არასოდეს იცის, ერთ გადაღებაზე წასული, შემდეგ სად აღმოჩნდება. "ინტერპრესნიუსის" სპეციფიკა ისეთია, შეიძლება, დილით გახვიდე გადაღებაზე და მეორე დილით 20 მასალით დაბრუნდე. 31 დეკემბერს ქუჩის რეპორტაჟი მომიმზადებია, აღმოვჩენილვარ სოციალურად დაუცველებთან, ადამიანებთან, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ... მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური გარემო არ არის, მერწმუნეთ, საახალწლო განწყობა იქაც შენარჩუნებულია. მათთან ერთად შამპანური დამილევია და მათთვის უკეთესი მომავალი მისურვებია. გარდა ამისა, 12 საათს ეკლესიაში, ღამის კლუბში, სტრიპტიზ-კლუბშიც კი შევხვედრივარ. ვფიქრობ, ჟურნალისტი ნებისმიერი ფენის წარმომადგენელი რესპონდენტების პულსაციას უნდა გრძნობდეს.

" გოგა, ჟურნალისტისთვის რა უფრო სტრესულია " როცა ახალ წელს პროფესიულ გარემოში ხვდება, თუ როცა ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავს?

" აქტიური ჟურნალისტისთვის, ალბათ 12 საათის სახლში შეხვედრა უფრო სტრესულია. პირადად ჩემთვის, ნამდვილად ასეა. ჟურნალისტი მიჩვეულია მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას. დიდი სტრესი იქნება, ტელეეკრანიდან ვადევნო თვალყური, როგორ აღნიშნავენ ცნობილი თუ რიგითი მოქალაქეები ახალ წელს. შეიძლება, არანორმალურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ რეპორტიორი და ჟურნალისტი იქ უნდა იყოს, სადაც ამბავი ხდება. ვულოცავ ჟურნალ "გზას" და მთელ მედიასივრცეს ახალ წელს და ვისურვებ, რომ მეტი პოზიტიური სტატია იწერებოდეს!..

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს