ალბათ ბევრმა არ იცის, რომ უმრავლესობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ქალბატონის, თინათინ ხიდაშელის ყველაზე საყვარელი დღესასწაული ახალია წელია. იმდენად საყვარელი, რომ ლამის თოვლის პაპისაც კი სჯერა...
"თუ არავინ მომილოცა, შეიძლება, საკუთარი დაბადების დღე დამავიწყდეს, მაგრამ ახალ წელს ბედნიერი ვარ, - ამბობს ის ჩვენთან საუბარში.
- ძალიან კარგი განწყობა მაქვს, რასაც გარემოებისა და ფაქტორების ერთობლობა გვიყალიბებს. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შარშან უფრო კარგი განწყობა მქონდა. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველ წელს, რადგან "ახლები- ვიყავით, ჩვენ მიმართ ნაკლები მოთხოვნა იყო. დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობა გაიზარდა. შარშან ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი თვე იყო გასული და ეიფორიაში ვიყავით, ისეთი განწყობა მქონდა, რომ "ნაციონალების- სახით რაღაც მონსტრი დავამარცხეთ. ასეც იყო... 40 წლის ვარ და შარშან იყო პირველი ახალი წელი, რომელსაც სახლში არ შევხვდი და საგარეჯოში, ქუჩაში, ჩემს საყვარელ კახელებთან ერთად ვიყავი. ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ კონცერტს დავესწარი. ისეთი განწყობა მქონდა, იმ ღამეს სახლში ვერ დავრჩებოდი და გულმა მათკენ გამიწია. არადა, ოჯახი ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია. ამიტომაც, წინა 39 წელი ისე გავლიე, რომ არც ერთხელ ამ დღესასწაულს ოჯახის გარეშე არ შევხვედრივარ...
- საგარეჯოში ოჯახთან ერთად არ იყავით?
- არა, მარტო გახლდით, დათო და ბავშვები სახლში შეხვდნენ... ჩემთვის მაშინ იქ ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იყო და წავედი კიდეც. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვიდექი იმ გმირ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც გამბედაობა მოიკრიბეს და "ნაციონალებს- უთხრეს - არა!...
- ამ დღესასწაულს წელსაც იქ შეხვდებით?..
- დიახ, სწორად მიხვდით, წელსაც საგარეჯოში ვიქნები. იქ ყველაფერია, კახური სტუმარმასპინძლობაც, იქაური იუმორიც და ამბავიც, თუმცა ეს "კარგი ამბავი- ახალი წლის გარეშეც არ არის იშვიათი. ამ დღესასწაულს წელსაც საგარეჯოში, ადგილობრივი ახალგაზრდების გარემოცვაში, ღია ცის ქვეშ ვხვდები...
- ოჯახში საახალწლო სამზადისის გაძღოლას, ალბათ, ვერ მოახერხებთ...
- წინა წლებში ხომ ყველაფერი სულ ჩემს კისერზე გადადიოდა. ამით არასდროს გამოვირჩეოდი... საბედნიეროდ, როგორც საახალწლო, ისე ყველანაირ სამზადისს ჩვენს ოჯახში დედაჩემი უძღვება.
- ბავშვებს არ უნდათ, ახალ წელს დედა მათთან იყოს?
- კი, როგორ არა, მთელი წელი მეკითხებოდნენ, დედა, ამ ახალ წელსაც არ იქნები ჩვენთანო? ამიტომ ერთი პატარა გეგმა შევიმუშავე და იმედია, განვახორციელებ; რადგან სხვა მაჟორიტარებისგან განსხვავებით, მე ის კომფორტი მაქვს, რომ საგარეჯო თბილისთან ახლოსაა, სულ 40 წუთის გზაა, შეიძლება მოვახერხო და 12 საათის შემოსვლას ჩემს შვილებთან ერთად შევხვდე, ანუ საგარეჯოდან ჩამოვიდე და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდე. საბედნიეროდ, კახეთში, სოფელ ანთოკში, სახლიც მაქვს და იქ ჩასვლა ჩემთვის ორმაგი ბედნიერებაა...
იხილეთ სტატიის სრული ვერსია