საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტარქტიდაში 100 წლის წინანდელი ფოტოები აღმოაჩინეს
ანტარქტიდაში 100 წლის წინანდელი ფოტოები აღმოაჩინეს

ან­ტარ­ქტი­და­ში 100 წლის წი­ნან­დე­ლი, დღემ­დე უც­ნო­ბი 22 ფოტო აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ფო­ტო­ე­ბი 100 წლის მან­ძილ­ზე ყი­ნუ­ლის ბლოკ­ში მო­თავ­სე­ბულ პა­ტა­რა ყუთ­ში ინა­ხე­ბო­და. და­ზი­ა­ნე­ბულ ფო­ტო­ებს ვე­ლინგტო­ნელ­მა ფო­ტოგ­რა­ფებ­მა მი­აგ­ნეს. რო­გორც მეც­ნი­ე­რი ნი­გელ უოტ­სო­ნი ამ­ბობს, "ფო­ტო­ე­ბი დღემ­დე არა­ვის უნა­ხავს. ეს ან­ტარ­ქტი­დის გმი­რე­ბის ეპო­ქაა. ფო­ტო­ე­ბი ექ­სპე­დი­ცი­ას ასა­ხავს".

სა­მეც­ნი­ე­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია Antarctic Heritage Trust-ის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ფო­ტო­ე­ბი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს, სა­დაც თა­ვის დრო­ზე დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის კა­პიტ­ნი­სა და მკვლე­ვა­რის რო­ბერტ სკო­ტის ნივ­თებს მი­აგ­ნეს.

1910-1913 წლებ­ში რო­ბერტ სკო­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ხუთ­კა­ცი­ა­ნი გუნ­დი ხო­მალ­დით "ტერა-ნოვა" ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­ვი­და, მაგ­რამ უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას სკო­ტი და მისი მეგ­ზუ­რე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. ეს ყუთი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მკვლე­ვარ­მა ერ­ნესტ შეკლტონ­მა გა­მო­ი­ყე­ნა და რო­გორც ჩანს, ნე­გა­ტი­ვე­ბის ეს პარ­ტია ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მეც­ნი­ერ­თა გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა ხო­მალ­დით "ავ­რო­რა" დარ­ჩე­ნი­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თვის პრო­დუქ­ტე­ბი და ნივ­თე­ბი წა­ი­ღო. ჯგუფ­ში 8 კაცი შე­დი­ო­და და ერთ-ერთი ფო­ტოგ­რა­ფი იყო. ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გმი­რულ საქ­ცი­ელს ასა­ხავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია imaging-resource.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ანტარქტიდაში 100 წლის წინანდელი ფოტოები აღმოაჩინეს

ანტარქტიდაში 100 წლის წინანდელი ფოტოები აღმოაჩინეს

ანტარქტიდაში 100 წლის წინანდელი, დღემდე უცნობი 22 ფოტო აღმოაჩინეს.

ფოტოები 100 წლის მანძილზე ყინულის ბლოკში მოთავსებულ პატარა ყუთში ინახებოდა. დაზიანებულ ფოტოებს ველინგტონელმა ფოტოგრაფებმა მიაგნეს. როგორც მეცნიერი ნიგელ უოტსონი ამბობს, "ფოტოები დღემდე არავის უნახავს. ეს ანტარქტიდის გმირების ეპოქაა. ფოტოები ექსპედიციას ასახავს".

სამეცნიერო ორგანიზაცია Antarctic Heritage Trust-ის ჯგუფის წევრებმა ფოტოები იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც თავის დროზე დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის კაპიტნისა და მკვლევარის რობერტ სკოტის ნივთებს მიაგნეს.

1910-1913 წლებში რობერტ სკოტის ხელმძღვანელობით, ხუთკაციანი გუნდი ხომალდით "ტერა-ნოვა" ექსპედიციაში წავიდა, მაგრამ უკან დაბრუნებისას სკოტი და მისი მეგზურები დაიღუპნენ. ეს ყუთი მოგვიანებით მკვლევარმა ერნესტ შეკლტონმა გამოიყენა და როგორც ჩანს, ნეგატივების ეს პარტია ხელუხლებელი დარჩა. მოგვიანებით მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა ხომალდით "ავრორა" დარჩენილი ჯგუფის წევრებისთვის პროდუქტები და ნივთები წაიღო. ჯგუფში 8 კაცი შედიოდა და ერთ-ერთი ფოტოგრაფი იყო. ფოტოსურათები სწორედ ამ ადამიანების გმირულ საქციელს ასახავს.

მომზადებულია imaging-resource.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს