საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხაიკაშვილებმა ქუშაშვილების გვარს შეუნდეს, შეირიგეს... მკვლელობაში ერთი სხვა გვარის კაციც მონაწილეობდა, ისინიც მისულან ხაიკაშვილებთან შესარიგებლად, მაგრამ არ მიიღეს" - რას ჰყვება ყაზბეგში მოკლული მამაკაცის ახლობელი?
"ხაიკაშვილებმა ქუშაშვილების გვარს შეუნდეს, შეირიგეს... მკვლელობაში ერთი სხვა გვარის კაციც  მონაწილეობდა, ისინიც მისულან ხაიკაშვილებთან შესარიგებლად, მაგრამ არ მიიღეს" - რას ჰყვება ყაზბეგში მოკლული მამაკაცის ახლობელი?
  • ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი გია ხა­ი­კაშ­ვი­ლი

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს - პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის მა­მა­კა­ცე­ბი მუხ­ლზე დგა­ნან და მოკ­ლუ­ლის გვარს ასე სთხო­ვენ პა­ტი­ე­ბას. ვი­დე­ოს პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც წერს, რომ მათ­მა გვარ­მა გა­და­წყვი­ტა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი ხე­ვი­დან გა­ა­სახ­ლონ

შე­რი­გე­ბის თა­ო­ბა­ზე გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი შემ­დეგს გვიყ­ვე­ბა:

"ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის მო­ხუ­ცი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გიას დაკ­რძალ­ვის წინა დღეს მი­ვიდ­ნენ ხა­ი­კაშ­ვი­ლებ­თან გვა­რე­ბის შე­რი­გე­ბა­ზე. გვა­რის შე­რი­გე­ბა დაკ­რძალ­ვამ­დე უნდა მოხ­დეს (წინა დღეს, ან დაკ­რძალ­ვის დღის დი­ლას), მერე გვა­რი რა­საც გა­და­წყვეტს, ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა. ხა­ი­კაშ­ვი­ლებ­მა ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვარს შე­უნ­დო, შე­ი­რი­გეს, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნე­ბის ოჯა­ხებს - არა, ხა­ი­კაშ­ვი­ლე­ბის მხცო­ვან­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხე­ვი­დან მათი აყ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. იმათ აქ არა­ვინ გა­ა­ჩე­რებ­და, ეს იმი­ტომ, რომ გვა­რებს შო­რის მტრო­ბა აღარ ჩა­მო­ვარ­დეს და სხვებ­მაც რომ არ ჩა­ი­დი­ნონ მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლიო ში­შით.

გიას მკვლე­ლო­ბა­ში ერთი სხვა გვა­რის მა­მა­კა­ციც მო­ნა­წი­ლე­ობ­და - ეფხოშ­ვი­ლი (ისიც გაქ­ცე­უ­ლია), ისი­ნიც მი­სუ­ლან ხა­ი­კაშ­ვი­ლებ­თან შე­სა­რი­გებ­ლად, მაგ­რამ ეფხოშ­ვი­ლე­ბი არ მი­ი­ღეს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა. გავ­რცელ­და კად­რე­ბი, მკვლე­ლე­ბი რო­გორ ჩა­უხტნენ გიას მან­ქა­ნა­ში და რო­გორ ურტყამ­დნენ და­ნებს ვე­ლუ­რე­ბი.

მკვლე­ლი ძმებ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის მა­მის­თა­ნა შეძ­ლე­ბუ­ლი ყაზ­ბეგ­ში არა­ვი­ნაა, თავ­ში ჰქონ­დათ ავარ­დნი­ლი და არა­ფერს ერი­დე­ბოდ­ნენ. სას­წა­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, ხე­ვის კო­ლო­რი­ტი მოკ­ლეს ნა­ძი­რა­ლებ­მა..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ხაიკაშვილებმა ქუშაშვილების გვარს შეუნდეს, შეირიგეს... მკვლელობაში ერთი სხვა გვარის კაციც მონაწილეობდა, ისინიც მისულან ხაიკაშვილებთან შესარიგებლად, მაგრამ არ მიიღეს" - რას ჰყვება ყაზბეგში მოკლული მამაკაცის ახლობელი?

"ხაიკაშვილებმა ქუშაშვილების გვარს შეუნდეს, შეირიგეს... მკვლელობაში ერთი სხვა გვარის კაციც  მონაწილეობდა, ისინიც მისულან ხაიკაშვილებთან შესარიგებლად, მაგრამ არ მიიღეს" - რას ჰყვება ყაზბეგში მოკლული მამაკაცის ახლობელი?
  • ფოტოზე: მოკლული გია ხაიკაშვილი

20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქუშაშვილების გვარის მამაკაცები მუხლზე დგანან და მოკლულის გვარს ასე სთხოვენ პატიებას. ვიდეოს პაატა ქუშაშვილი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მათმა გვარმა გადაწყვიტა მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახები ხევიდან გაასახლონ

შერიგების თაობაზე გია ხაიკაშვილის ახლობელი შემდეგს გვიყვება:

"ქუშაშვილების მოხუცი წარმომადგენლები გიას დაკრძალვის წინა დღეს მივიდნენ ხაიკაშვილებთან გვარების შერიგებაზე. გვარის შერიგება დაკრძალვამდე უნდა მოხდეს (წინა დღეს, ან დაკრძალვის დღის დილას), მერე გვარი რასაც გადაწყვეტს, ყველაფერი ისე იქნება. ხაიკაშვილებმა ქუშაშვილების გვარს შეუნდო, შეირიგეს, მაგრამ მკვლელობის ჩამდენების ოჯახებს - არა, ხაიკაშვილების მხცოვანმა წარმომადგენლებმა ხევიდან მათი აყრის გადაწყვეტილება მიიღეს. იმათ აქ არავინ გააჩერებდა, ეს იმიტომ, რომ გვარებს შორის მტრობა აღარ ჩამოვარდეს და სხვებმაც რომ არ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაულიო შიშით.

გიას მკვლელობაში ერთი სხვა გვარის მამაკაციც მონაწილეობდა - ეფხოშვილი (ისიც გაქცეულია), ისინიც მისულან ხაიკაშვილებთან შესარიგებლად, მაგრამ ეფხოშვილები არ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით, არ ვიცით, რა იქნება. გავრცელდა კადრები, მკვლელები როგორ ჩაუხტნენ გიას მანქანაში და როგორ ურტყამდნენ დანებს ველურები.

მკვლელი ძმებ ქუშაშვილების მამისთანა შეძლებული ყაზბეგში არავინაა, თავში ჰქონდათ ავარდნილი და არაფერს ერიდებოდნენ. სასწაული ადამიანი, ხევის კოლორიტი მოკლეს ნაძირალებმა..."

იხილეთ ასევე: