სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უფრო მეტს იტყუება, "ოცნება" თუ "ნაციონალები" - GRASS-ის მონაცემები
ვინ უფრო მეტს იტყუება, "ოცნება" თუ "ნაციონალები" - GRASS-ის მონაცემები

სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (GRASS) პრო­ექ­ტის factcheck.ge-ის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 44 ფაქ­ტი­დან კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ერთი ტყუ­ი­ლი თქვა, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" კი ამ კუ­თხით მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნული აქვს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შემ­თხვე­ვა­ში 51 ფაქ­ტის სი­ზუს­ტე შე­მოწ­მდა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 44 ფაქ­ტი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ნათ­ქვა­მი 15 ფაქ­ტი იყო სი­მარ­თლე, 8 - მეტ­წი­ლად სი­მარ­თლე, 6 - ნა­ხევ­რად სი­მარ­თლე, 11- მეტ­წი­ლად მცდა­რი, 3 - მცდა­რი, 1 - ფაქ­ტი კი ტყუ­ი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რო­ბას" 51 ფაქ­ტი­დან, 19 იყო სი­მარ­თლე, 11- მეტ­წი­ლად სი­მარ­თლე, 10 - ნა­ხევ­რად სი­მარ­თლე, 9 - მეტ­წი­ლად მცდა­რი, 2- მცდა­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არც ერთ ფაქტთან მი­მარ­თე­ბა­ში ტყუ­ლი არ უთ­ქვამს.

ამას­თან, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შეს­წავ­ლი­ლი იქნა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის სი­ზუს­ტე თუ უზუს­ტო­ბა. შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს მმარ­თვე­ლი გუნ­დის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი 6 ფაქ­ტი­დან თქვა ერთი სი­მარ­თლე, 2 - მეტ­წი­ლად სი­მარ­თლე, 2 - ნა­ხევ­რად სი­მარ­თლე, 1 - კი ტყუ­ი­ლი. მეტ­წი­ლად მცდა­რი­სა და მცდა­რის გრა­ფა­ში მარ­გვე­ლაშ­ვილს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ბაქ­რა­ძეს, 5 ფაქ­ტი­დან სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ერთი, მეტ­წი­ლად სი­მარ­თლეს - 1, ნა­ხევ­რადსი­მარ­თლეს - 2, მეტ­წი­ლად მცდარს - 1, მცდა­რი ან ტყუ­ი­ლი ფაქ­ტი ბაქ­რა­ძეს არ უთ­ქვამს.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის შემ­თხვე­ვა­ში 5 ფაქ­ტი­დან სი­მარ­თლე იყო 1, მეტ­წი­ლად სი­მარ­თლე- 1, მეტ­წი­ლად მცდა­რი - 2, მცდა­რი კი ერთი, ტყუ­ი­ლის გრა­ფა­ში ბურ­ჯა­ნა­ძე­საც მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ აქვს.

გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის მიერ ნათ­ქვა­მი 7 ფაქ­ტი­დან კი სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და 1, მეტ­წი­ლად სი­მარ­თლეს - 1, ნა­ხევ­რად სი­მარ­თლეს - 3, მეტ­წი­ლად მცდარს - 1 და ტყუ­ილ­საც - 1.

პრო­ექ­ტი factcheck.ge 2013 წლის 31 ივ­ლისს და­ი­წყო, მის ფარ­გლებ­ში სულ 150 ფაქ­ტი, 6 საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი, 43 პარ­ლა­მენ­ტა­რი, 5 აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კერ­ძოდ, მი­ნის­ტრი­სა და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­და­მოწ­მდა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვინ უფრო მეტს იტყუება, "ოცნება" თუ "ნაციონალები" - GRASS-ის მონაცემები

ვინ უფრო მეტს იტყუება, "ოცნება" თუ "ნაციონალები" - GRASS-ის მონაცემები

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტის factcheck.ge-ის შედეგების მიხედვით, 44 ფაქტიდან კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ერთი ტყუილი თქვა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი ამ კუთხით მაჩვენებელი ნული აქვს. აღნიშნული ოპოზიციური პარტიის შემთხვევაში 51 ფაქტის სიზუსტე შემოწმდა.

უფრო კონკრეტულად სტატისტიკის მიხედვით, 44 ფაქტიდან "ქართული ოცნების" მიერ ნათქვამი 15 ფაქტი იყო სიმართლე, 8 - მეტწილად სიმართლე, 6 - ნახევრად სიმართლე, 11- მეტწილად მცდარი, 3 - მცდარი, 1 - ფაქტი კი ტყუილი.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრობას" 51 ფაქტიდან, 19 იყო სიმართლე, 11- მეტწილად სიმართლე, 10 - ნახევრად სიმართლე, 9 - მეტწილად მცდარი, 2- მცდარი. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" არც ერთ ფაქტთან მიმართებაში ტყული არ უთქვამს.

ამასთან, პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებების სიზუსტე თუ უზუსტობა. შედეგების მიხედვით, საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილი 6 ფაქტიდან თქვა ერთი სიმართლე, 2 - მეტწილად სიმართლე, 2 - ნახევრად სიმართლე, 1 - კი ტყუილი. მეტწილად მცდარისა და მცდარის გრაფაში მარგველაშვილს მაჩვენებელი არ აქვს.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, 5 ფაქტიდან სიმართლეს შეესაბამებოდა ერთი, მეტწილად სიმართლეს - 1, ნახევრადსიმართლეს - 2, მეტწილად მცდარს - 1, მცდარი ან ტყუილი ფაქტი ბაქრაძეს არ უთქვამს.

ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში 5 ფაქტიდან სიმართლე იყო 1, მეტწილად სიმართლე- 1, მეტწილად მცდარი - 2, მცდარი კი ერთი, ტყუილის გრაფაში ბურჯანაძესაც მაჩვენებელი არ აქვს.

გიორგი თარგამაძის მიერ ნათქვამი 7 ფაქტიდან კი სიმართლეს შეესაბამებოდა 1, მეტწილად სიმართლეს - 1, ნახევრად სიმართლეს - 3, მეტწილად მცდარს - 1 და ტყუილსაც - 1.

პროექტი factcheck.ge 2013 წლის 31 ივლისს დაიწყო, მის ფარგლებში სულ 150 ფაქტი, 6 საპრეზიდენტო კანდიდატი, 43 პარლამენტარი, 5 აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, კერძოდ, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების განცხადებები გადამოწმდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა