მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
289 ფილმი მთავარ ნომინაციაში "ოსკარის" პრეტენდენტია
289 ფილმი მთავარ ნომინაციაში "ოსკარის" პრეტენდენტია

ამე­რი­კუ­ლი კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­მია "ოს­კა­რის" კო­მი­ტეტ­მა 289 ფილ­მი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლე­ბიც მთა­ვარ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი" იბ­რძო­ლე­ბენ. სია კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის სა­იტ­ზეა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

პრე­მი­ის გა­და­ცე­მის 86-ე ცე­რე­მო­ნი­ის ნო­მი­ნან­ტე­ბის მოკ­ლე სიას კი­ნო­ა­კა­დე­მია 2014 წლის 16 იან­ვარს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს. თა­ვად ცე­რე­მო­ნია 2 მარტს ჩა­ტარ­დე­ბა და ტე­ლე­არხ ABC-ზე გა­შუქ­დე­ბა.

16 დე­კემ­ბერს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო გრი­მი" "ოს­კა­რის" პრე­ტენ­დენ­ტე­ბის სია გა­სა­ჯა­როვ­და. მას­ში შვი­დი ფილ­მი შე­ვი­და "აფე­რა ამე­რი­კუ­ლად", "და­ლა­სის მყიდ­ველ­თა კლუ­ბი", "დიდი გეტსბი", "კუ­დი­ა­ნებ­ზე მო­ნა­დი­რე­ე­ბი", "მში­ე­რი თა­მა­შე­ბი: ცე­ცხლის ალში", "აუ­ტა­ნე­ლი ბა­ბუა" და "მარ­ტო­ხე­ლა რე­ინ­ჯე­რი".

"ოს­კარ­ზე" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა" – 114 სა­უნ­დტრე­კია ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი.

ამე­რი­კულ­მა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ ასე­ვე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რა" 75 პრე­ტენ­დენ­ტი და­ა­სა­ხე­ლა, მათ შო­რის სიმ­ღე­რე­ბი კი­ნო­ფილ­მე­ბი­დან "ოს­ტინ­ლენდ" (Austenland),"სა­ზი­ზღა­რი მე -2" (Despicable Me 2), "დიდი გეტსბი" (The Great Gatsby), "ის" (Her) " ჰო­ბი­ტი: სმა­უ­გის სი­ცა­რი­ე­ლე" (The Hobbit: The Desolation of Smaug), "მო­ნო­ბის 12 წელი" (12 Years a Slave).

მათ­გან კი­ნო­ფილმ "დიდი გეტსბი­დან" ხუთი სიმ­ღე­რაა: 100$ Bill, A Little Party Never Killed Nobody, Over The Love, Together, Young and Beautiful.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ერთი ფილ­მი­დან ორზე მეტ სიმ­ღე­რას არ შე­უძ­ლია პრე­ტენ­დენ­ტი იყოს. ფი­ნა­ლის­ტი სიმ­ღე­რე­ბის ხუ­თე­ულს 2014 წლის 16 იან­ვარს გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია focus.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

289 ფილმი მთავარ ნომინაციაში "ოსკარის" პრეტენდენტია

289 ფილმი მთავარ ნომინაციაში "ოსკარის" პრეტენდენტია

ამერიკული კინოაკადემიის პრემია "ოსკარის" კომიტეტმა 289 ფილმი გამოაქვეყნა, რომლებიც მთავარ ნომინაციაში "საუკეთესო მხატვრული ფილმი" იბრძოლებენ. სია კინოაკადემიის საიტზეა ხელმისაწვდომი.

პრემიის გადაცემის 86-ე ცერემონიის ნომინანტების მოკლე სიას კინოაკადემია 2014 წლის 16 იანვარს გამოაქვეყნებს. თავად ცერემონია 2 მარტს ჩატარდება და ტელეარხ ABC-ზე გაშუქდება.

16 დეკემბერს ნომინაციაში "საუკეთესო გრიმი" "ოსკარის" პრეტენდენტების სია გასაჯაროვდა. მასში შვიდი ფილმი შევიდა "აფერა ამერიკულად", "დალასის მყიდველთა კლუბი", "დიდი გეტსბი", "კუდიანებზე მონადირეები", "მშიერი თამაშები: ცეცხლის ალში", "აუტანელი ბაბუა" და "მარტოხელა რეინჯერი".

"ოსკარზე" ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკა" – 114 საუნდტრეკია ნომინირებული.

ამერიკულმა კინოაკადემიამ ასევე ნომინაციაში "საუკეთესო სიმღერა" 75 პრეტენდენტი დაასახელა, მათ შორის სიმღერები კინოფილმებიდან "ოსტინლენდ" (Austenland),"საზიზღარი მე -2" (Despicable Me 2), "დიდი გეტსბი" (The Great Gatsby), "ის" (Her) " ჰობიტი: სმაუგის სიცარიელე" (The Hobbit: The Desolation of Smaug), "მონობის 12 წელი" (12 Years a Slave).

მათგან კინოფილმ "დიდი გეტსბიდან" ხუთი სიმღერაა: 100$ Bill, A Little Party Never Killed Nobody, Over The Love, Together, Young and Beautiful.

ნომინაციაში ერთი ფილმიდან ორზე მეტ სიმღერას არ შეუძლია პრეტენდენტი იყოს. ფინალისტი სიმღერების ხუთეულს 2014 წლის 16 იანვარს გამოაცხადებენ.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება