სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''გრძნობა განელებული რომ არ ყოფილიყო, ახლაც ერთად ვიქნებოდით'' ...
''გრძნობა განელებული რომ არ ყოფილიყო, ახლაც ერთად ვიქნებოდით'' ...

"იმე­დის" არხზე ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდა ახა­ლი სე­რი­ა­ლი "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" , რო­მელ­მაც "შუა ქა­ლაქ­ში" ჩა­ნაც­ვლა. ესეც სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დი­აა, და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბით და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რით.

"ჩვენს ამ­ბავ­ში" ერთ-ერთ მთა­ვარ როლს მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტატო ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი სულ ცოტა ხან­ში "ჯი-დი-ეს" -ზეც იხი­ლავს. მა­ნამ­დე კი მას­თან ჩა­წე­რილ შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც პი­რა­დი დე­ტა­ლე­ბი­თა­ცაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გე­ტყვით, რომ ტა­ტოს და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ობ მაკა ძა­გა­ნი­ას რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, და­შო­რე­ბის თე­მა­ზე და ზო­გა­დად, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე თა­ვად ტატო გე­სა­უბ­რე­ბათ.

- სე­რი­ალ­ში ვთა­მა­შობ მწე­რალ ზურა თარ­ხან-მო­უ­რავს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ ახლა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კრი­ზი­სი აქვს და ვე­რაფ­რის დი­დე­ბით ვერ წერს მე­ო­რე წიგნს, ეს კი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ცოლ­თან აქვს პრობ­ლე­მე­ბი, ბევ­რჯერ და­შორ­დნენ, შე­რიგ­დნენ, ბო­ლოს იქამ­დე მი­ვიდ­ნენ, რომ ხე­ლიც კი გა­ა­წე­რეს, თუმ­ცა მა­ყუ­რე­ბელს ვე­ტყვი, რომ სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბა - ქეთი და ზურა შე­რიგ­დე­ბი­ან, ხელ­საც მო­ა­წე­რენ და თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად ეგ­ვიპ­ტე­შიც წავ­ლენ.

- რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად აი­სა­ხე­ბა თქვე­ნი პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე?

- თა­ვის­თა­ვად აი­სა­ხე­ბა. სცე­ნა­რი ცი­დან ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ამ­ბე­ბით არ იწე­რე­ბა, სცე­ნა­რის­ტე­ბი კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ზე არ წე­რენ, მაგ­რამ სცე­ნარ­ში ბევ­რი ისე­თი ფაქ­ტია ჩა­დე­ბუ­ლი, რაც რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლო­საა. ცხოვ­რე­ბა და­ლა­გე­ბუ­ლად და და­წყო­ბი­ლად არ მი­დის, როცა პრობ­ლე­მა და სა­ფიქ­რა­ლი გაქვს, ეს შენი ნა­მუ­შევ­რის ხა­რისხსაც ეტყო­ბა და ამას ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბე­ლიც გრძნობს და ხვდე­ბა.

- რა სა­ერ­თო აქვთ ტა­ტო­სა და ზუ­რას, ანუ თქვენ და თქვენს გმირს?

- სა­ერ­თო გვაქვს ის, რომ მა­საც და მეც ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი გვყავს, პი­რა­დად მე ვა­მა­ყობ მა­თით. ზუ­რას, ისე­ვე რო­გორც მე, მე­გობ­რე­ბი გა­ჭირ­ვე­ბა­შიც და ლხინ­შიც გვერ­დით უდ­გა­ნან და ბევრ ისეთ რა­მეს უკე­თე­ბენ, რაც მან შე­იძ­ლე­ბა, არც კი იცის, მაგ­რამ ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ჩემს გმირს ბედ­ნი­ე­რად აგ­რძნო­ბი­ნონ თავი და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნონ. კი­დევ სა­ერ­თო გვაქვს ის, რომ ორი­ვეს გვიყ­ვარს წიგ­ნის კი­თხვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ზუ­რას წიგ­ნის წე­რაც მოს­წონს, მაგ­რამ ტატო ამის­გან შორ­საა. ზუ­რას უყ­ვარს და­ლე­ვა, მეც, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ქარ­თველ მა­მა­კაცს, ოღონდ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში. ზურა თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლია, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­ზე და არ ცდი­ლობს სხვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მას, მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ ჰქონ­და სხვა ქალ­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ ეს მისი საქ­მე არ იყო და და­ა­ნე­ბა თავი. მეც, თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, მიყ­ვარს და ვუ­ერ­თგუ­ლებ მას ბო­ლომ­დე, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე არ ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ამ სა­კი­თხში ჩემს გმირს ვერ და­ვემ­თხვე­ვი.

- შა­ბათ-კვი­რას ათ სა­ათ­ზე, "ჩვე­ნი ამ­ბის" პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­დის ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" , ამის ფონ­ზე შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს თქვენს სე­რი­ალს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ძნე­ლია თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა, "შუა ქა­ლაქ­ში" ჩა­ა­ნაც­ვლა სე­რი­ალ­მა "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" და ეს ცვლი­ლე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლად მი­ი­ღო. თუმ­ცა მერე და მერე აშ­კა­რად წა­მო­ვი­და სით­ბო, მაგ­რამ თა­ვი­დან ასე არ იყო, ახლა სულ სხვაგ­ვარ სტა­ტუ­სებს წე­რენ და სხვაგ­ვა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, ჩვენ კი ჩვე­ნი, პი­რა­დად მე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ ქარ­თულ სე­რი­ა­ლებს, მაგ­რამ რო­მელს აირ­ჩევს ადა­მი­ა­ნი, ეს უკვე მის გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა არხი იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ რაც უნ­დათ, იმას უყუ­რონ. უბ­რა­ლოდ, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლია და ვერ იტანს ცვლი­ლე­ბებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

''გრძნობა განელებული რომ არ ყოფილიყო, ახლაც ერთად ვიქნებოდით'' ...

''გრძნობა განელებული რომ არ ყოფილიყო, ახლაც ერთად ვიქნებოდით'' ...

''იმედის'' არხზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალი სერიალი ''ჩვენი ამბავი'' , რომელმაც ''შუა ქალაქში'' ჩანაცვლა. ესეც სიტუაციური კომედიაა, დაკომპლექტებული სხვა მსახიობებით და განსხვავებული სცენარით.

''ჩვენს ამბავში'' ერთ-ერთ მთავარ როლს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ტატო ჩახუნაშვილი ასრულებს, რომელსაც მაყურებელი სულ ცოტა ხანში ''ჯი-დი-ეს'' -ზეც იხილავს. მანამდე კი მასთან ჩაწერილ შემოქმედებით ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც პირადი დეტალებითაცაა გაჯერებული. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტატოს და ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობ მაკა ძაგანიას რამდენიმე წლის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, დაშორების თემაზე და ზოგადად, წყვილის ურთიერთობაზე თავად ტატო გესაუბრებათ.

- სერიალში ვთამაშობ მწერალ ზურა თარხან-მოურავს, რომელიც თავის დროზე წარმატებული გახლდათ, მაგრამ ახლა შემოქმედებითი კრიზისი აქვს და ვერაფრის დიდებით ვერ წერს მეორე წიგნს, ეს კი განპირობებულია იმით, რომ ცოლთან აქვს პრობლემები, ბევრჯერ დაშორდნენ, შერიგდნენ, ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ხელიც კი გააწერეს, თუმცა მაყურებელს ვეტყვი, რომ სიურპრიზი ელოდება - ქეთი და ზურა შერიგდებიან, ხელსაც მოაწერენ და თაფლობის თვის გასატარებლად ეგვიპტეშიც წავლენ.

- რეალურად რამდენად აისახება თქვენი პირადი პრობლემები შემოქმედებაზე?

- თავისთავად აისახება. სცენარი ციდან ჩამოვარდნილი ამბებით არ იწერება, სცენარისტები კონკრეტულ ადამიანებზე არ წერენ, მაგრამ სცენარში ბევრი ისეთი ფაქტია ჩადებული, რაც რეალობასთან ახლოსაა. ცხოვრება დალაგებულად და დაწყობილად არ მიდის, როცა პრობლემა და საფიქრალი გაქვს, ეს შენი ნამუშევრის ხარისხსაც ეტყობა და ამას ალბათ მაყურებელიც გრძნობს და ხვდება.

- რა საერთო აქვთ ტატოსა და ზურას, ანუ თქვენ და თქვენს გმირს?

- საერთო გვაქვს ის, რომ მასაც და მეც ძალიან კარგი მეგობრები გვყავს, პირადად მე ვამაყობ მათით. ზურას, ისევე როგორც მე, მეგობრები გაჭირვებაშიც და ლხინშიც გვერდით უდგანან და ბევრ ისეთ რამეს უკეთებენ, რაც მან შეიძლება, არც კი იცის, მაგრამ ისინი ცდილობენ, ჩემს გმირს ბედნიერად აგრძნობინონ თავი და მდგომარეობიდან გამოიყვანონ. კიდევ საერთო გვაქვს ის, რომ ორივეს გვიყვარს წიგნის კითხვა, ამ შემთხვევაში ზურას წიგნის წერაც მოსწონს, მაგრამ ტატო ამისგან შორსაა. ზურას უყვარს დალევა, მეც, ისევე როგორც ყველა ქართველ მამაკაცს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ზურა თუ შეყვარებულია, ძალიან ერთგულია, ორიენტირებულია მხოლოდ ერთ ადამიანზე და არ ცდილობს სხვასთან ურთიერთობის გაბმას, მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა სხვა ქალთან კონტაქტის დამყარების მცდელობა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და დაანება თავი. მეც, თუ შეყვარებული ვარ, მიყვარს და ვუერთგულებ მას ბოლომდე, თუმცა ამ ეტაპზე არ ვარ შეყვარებული და ამ საკითხში ჩემს გმირს ვერ დავემთხვევი.

- შაბათ-კვირას ათ საათზე, ''ჩვენი ამბის'' პარალელურად, გადის ძალიან რეიტინგული სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'' , ამის ფონზე შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი გამოხმაურება აქვს თქვენს სერიალს?

- საქართველოში ძალიან ძნელია თავის დამკვიდრება, ''შუა ქალაქში'' ჩაანაცვლა სერიალმა ''ჩვენი ამბავი'' და ეს ცვლილება მაყურებელმა საკმაოდ რთულად მიიღო. თუმცა მერე და მერე აშკარად წამოვიდა სითბო, მაგრამ თავიდან ასე არ იყო, ახლა სულ სხვაგვარ სტატუსებს წერენ და სხვაგვარი გამოხმაურება აქვს. ''ჩემი ცოლის დაქალებს'' თავისი მაყურებელი ჰყავს, ჩვენ კი ჩვენი, პირადად მე ძალიან იშვიათად ვუყურებ ქართულ სერიალებს, მაგრამ რომელს აირჩევს ადამიანი, ეს უკვე მის განწყობაზეა დამოკიდებული, სხვადასხვა არხი იმისთვის არსებობს, რომ რაც უნდათ, იმას უყურონ. უბრალოდ, ქართველი მაყურებელი ძალიან პრეტენზიულია და ვერ იტანს ცვლილებებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება