მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა კოტიკო თოლორაია გოჩა ჩერტკოევზე ნაწყენი
არის თუ არა კოტიკო თოლორაია გოჩა ჩერტკოევზე ნაწყენი

შო­უ­მენ­მა, ტელე და რა­დი­ო­წამ­ყვან­მა კო­ტი­კო თო­ლო­რა­ი­ამ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და­ტო­ვა. მა­ნამ­დე იყო ექ­ვსი ტური და რამ­დე­ნი­მე შე­ლა­პა­რა­კე­ბა გოჩა ჩერ­ტკო­ევ­თან. კო­ტი­კოს ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ძმამ, სოსო თო­ლო­რა­ი­ამ და­უმ­ზა­და მხარ­და­სა­ჭე­რი კლი­პი, რო­მე­ლიც ეთერ­ში სი­ურპრი­ზის სა­ხით გვაჩ­ვე­ნეს. კლიპ­ში სო­სოც გა­მოთ­ქვამ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გო­ჩას შე­ნიშ­ვნე­ბის გამო...

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი კი­თხუ­ლობ­და, რა­ტომ და­გა­კა­ვეს პრო­ექ­ტში ვარ­სკვლა­ვის როლ­ში. თა­ვად თუ მი­იჩ­ნევ თავს ვარ­სკვლა­ვად?

- ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. პრო­ექტს ჰქვია "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და ალ­ბათ, ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა. იყო პე­რი­ო­დი, როცა აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში, შო­უ­ბიზ­ნეს­ში, კონ­ცერ­ტებ­ში. ამან გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბა. ვინ ვარ­სკვლა­ვად ჩამ­თვლის, ვინ ცნო­ბად სა­ხედ - სხვა თე­მაა, რად­გან ამ პრო­ექ­ტში მი­მიწ­ვი­ეს, ე.ი. ჩათ­ვა­ლეს, რომ ვარ­სკვლა­ვი ვარ. სულ ვამ­ბობ­დი, ცოტა ხანი მი­ჩუ­ტუ­ლი ვარ­სკვლა­ვი ვი­ყა­ვი-მეთ­ქი. აღარ მომ­წონს აღარც ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და არც პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ბევ­რს უარს ვე­უბ­ნე­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ზე. ზოგ­ჯერ იღ­ლე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის­გან. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. იქაც ჯერ ჩემი ძმა და­თან­ხმდა ჩემ მა­გივ­რად, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა იყო ნამ­დვი­ლად და მეც აღარ გა­მიფ­შე­კია ფე­ხე­ბი.

- რო­გორ ფიქ­რობ, ღირ­და ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- რა თქმა უნდა. იყო ბევ­რი დატ­ვირ­თუ­ლი სა­ა­თი, ენერ­გი­ის ხარ­ჯვა, დაკ­ლე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბი, ახა­ლი მე­გობ­რე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მა­ნამ­დე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ათას რა­მეს ვე­დე­ბო­დი, ამ პრო­ექ­ტმა რე­ჟიმ­ში ჩა­მა­ყე­ნა. ზოგ­ჯერ გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, ნერ­ვე­ბიც მომშლია, ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით, კონ­კურ­სია, მაგ­რამ ამის გამო სტრე­სი არ მი­მი­ღია.

- გოჩა ჩერ­ტკო­ევ­ზე ნა­წყე­ნი არ ხარ?

- რო­გორ გი­თხრა... მე­სა­მე სე­ზო­ნია, გო­ჩას­თვის პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეს საყ­ვე­დუ­რი არ უთ­ქვამს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი და გულ­და­წყვე­ტი­ლი ბევ­რი იყო. როცა ჟი­უ­რი არას­წო­რად გა­ფა­სებს, რა­ტომ არ უნდა თქვა? ამა­ში არა­ფე­რია გა­სა­ო­ცა­რი. ჩემ­მა გა­მოს­ვლამ ამ მხრივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ეს არ იყო ფა­მი­ლი­ა­რო­ბა, არც თავ­ხე­დო­ბა. უბ­რა­ლოდ, კო­რექ­ტუ­ლად ვუ­თხა­რი, რომ იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში არ იყო მარ­თა­ლი. ჟი­უ­რის წევ­რის­გან შე­ნიშ­ვნას ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ ადეკ­ვა­ტურს.

- რისი თქმა გინ­და, გოჩა ჩერ­ტკო­ევს არას­წო­რი შე­ნიშ­ვნე­ბი ჰქონ­და?

- ნამ­დვი­ლად. ეს და­ვამ­ტკი­ცე კი­დეც, ყვე­ლამ იცის. ყვე­ლა ცეკ­ვას ერთ ხა­სი­ათ­ში ცეკ­ვა­ვო, აჭა­რუ­ლის მერე მი­თხრა. გავ­გიჟ­დი. აჭა­რუ­ლი ისე­თი ცეკ­ვაა, თუ არ მო­იხ­დი­ნე, ხა­სი­ათ­ში არ იცეკ­ვე, არ გა­მო­ვა არა­ფე­რი. ვუ­თხა­რი, შე­იძ­ლე­ბა, არ გახ­სოვს, გა­და­ახ­ვიე და ნახე, რა ხა­სი­ათ­ში ვი­ცეკ­ვე სხვა ტუ­რე­ბი-მეთ­ქი. ქუ­ჩა­ში ვი­ღა­ცებ­მა ამ კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ მი­თხრეს, ჯი­გა­რი ხარო.

- შენ და გო­ჩას კა­მე­რებს მიღ­მა თუ გი­სა­უბ­რი­ათ?

- არა და არც მქონ­და ამის სურ­ვი­ლი. გოჩა ჩემ­თვის სამ­ყა­როს ცენ­ტრი არ არის, დიდს არა­ფერს წარ­მო­ად­გენს, არის ჟი­უ­რის ერთი რი­გი­თი წევ­რი, მინ­დო­და, სხვა წევ­რე­ბის­გან არც გა­მო­მერ­ჩია, თვი­თონ მი­ბიძ­გა ამის­კენ.

- ვინ არის ჟი­უ­რის ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტუ­რი წევ­რი?

- ნინო სურ­გუ­ლა­ძე, სოფო შე­ვარ­დნა­ძე. სოფო კარ­გსაც მე­უბ­ნე­ბო­და და ცუდ­საც. არ უთ­ქვამს, ცუდი ვარ­ცხნი­ლო­ბა გაქვს ან ცუდი კოს­ტი­უ­მი გაც­ვია და ამის გამო და­ბალ ქუ­ლას გი­წე­რო. იცო­და, რომ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე დი­ზა­ი­ნე­რი ზრუ­ნავს, დად­გმა­სა და მოძ­რა­ო­ბა­ზე - ქო­რე­ოგ­რა­ფი. ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი ძმაა, სუ­პე­რა­და­მი­ა­ნი. ნიკა ცის­კა­რი­ძე­საც ჰქონ­და შე­ნიშ­ვნე­ბი ჩემ­თან, მაგ­რამ კო­რექ­ტუ­ლი. ისიც კი მი­თხრა, ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, ფოქსტროტს თუ იცეკ­ვებ­დიო.

- თვი­თონ წარ­მო­გედ­გი­ნა, ამ­დენ ტურს თუ იცეკ­ვებ­დი?

- მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი, ვფიქ­რობ, პრო­ექ­ტი დრო­უ­ლად დავ­ტო­ვე. თაკო ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი 13 წელი ქარ­თულ ცეკ­ვას ცეკ­ვავ­და, ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შეა და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დის, ყიფ­შო მსა­ხი­ო­ბია და სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა­ში ასე თუ ისე ნას­წავ­ლი აქვს ცეკ­ვის ელე­მენ­ტე­ბი. მე არც სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ვსწავ­ლობ­დი და არც არას­დროს მი­ცეკ­ვია. იმ ფონ­ზე, რომ გა­შე­შე­ბუ­ლი მი­ვე­დი პრო­ექ­ტში, ეს ექ­ვსი ტური ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ვა­ტა­რე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

არის თუ არა კოტიკო თოლორაია გოჩა ჩერტკოევზე ნაწყენი

არის თუ არა კოტიკო თოლორაია გოჩა ჩერტკოევზე ნაწყენი

შოუმენმა, ტელე და რადიოწამყვანმა კოტიკო თოლორაიამ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' დატოვა. მანამდე იყო ექვსი ტური და რამდენიმე შელაპარაკება გოჩა ჩერტკოევთან. კოტიკოს ამერიკაში მცხოვრებმა ძმამ, სოსო თოლორაიამ დაუმზადა მხარდასაჭერი კლიპი, რომელიც ეთერში სიურპრიზის სახით გვაჩვენეს. კლიპში სოსოც გამოთქვამდა უკმაყოფილებას გოჩას შენიშვნების გამო...

- სოციალურ ქსელებში ბევრი კითხულობდა, რატომ დაგაკავეს პროექტში ვარსკვლავის როლში. თავად თუ მიიჩნევ თავს ვარსკვლავად?

- ყველა მონაწილე თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანია. პროექტს ჰქვია ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' და ალბათ, ამან გააღიზიანა საზოგადოება. იყო პერიოდი, როცა აქტიურად ვიყავი ჩართული სატელევიზიო სფეროში, შოუბიზნესში, კონცერტებში. ამან განაპირობა ჩემი პოპულარობა. ვინ ვარსკვლავად ჩამთვლის, ვინ ცნობად სახედ - სხვა თემაა, რადგან ამ პროექტში მიმიწვიეს, ე.ი. ჩათვალეს, რომ ვარსკვლავი ვარ. სულ ვამბობდი, ცოტა ხანი მიჩუტული ვარსკვლავი ვიყავი-მეთქი. აღარ მომწონს აღარც ტელევიზიასთან და არც პრესასთან ურთიერთობა. ბევრს უარს ვეუბნები ინტერვიუზე. ზოგჯერ იღლები ამ ყველაფრისგან. ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. იქაც ჯერ ჩემი ძმა დათანხმდა ჩემ მაგივრად, მაგრამ საინტერესო წინადადება იყო ნამდვილად და მეც აღარ გამიფშეკია ფეხები.

- როგორ ფიქრობ, ღირდა ამ პროექტში მონაწილეობა?

- რა თქმა უნდა. იყო ბევრი დატვირთული საათი, ენერგიის ხარჯვა, დაკლებული კილოგრამები, ახალი მეგობრები. საინტერესო იყო. მანამდე დღის განმავლობაში ათას რამეს ვედებოდი, ამ პროექტმა რეჟიმში ჩამაყენა. ზოგჯერ გავბრაზებულვარ, ნერვებიც მომშლია, ამას ვერ გავექცევით, კონკურსია, მაგრამ ამის გამო სტრესი არ მიმიღია.

- გოჩა ჩერტკოევზე ნაწყენი არ ხარ?

- როგორ გითხრა... მესამე სეზონია, გოჩასთვის პროექტის მონაწილეს საყვედური არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ განაწყენებული და გულდაწყვეტილი ბევრი იყო. როცა ჟიური არასწორად გაფასებს, რატომ არ უნდა თქვა? ამაში არაფერია გასაოცარი. ჩემმა გამოსვლამ ამ მხრივ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. ეს არ იყო ფამილიარობა, არც თავხედობა. უბრალოდ, კორექტულად ვუთხარი, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო მართალი. ჟიურის წევრისგან შენიშვნას ველოდები, მაგრამ ადეკვატურს.

- რისი თქმა გინდა, გოჩა ჩერტკოევს არასწორი შენიშვნები ჰქონდა?

- ნამდვილად. ეს დავამტკიცე კიდეც, ყველამ იცის. ყველა ცეკვას ერთ ხასიათში ცეკვავო, აჭარულის მერე მითხრა. გავგიჟდი. აჭარული ისეთი ცეკვაა, თუ არ მოიხდინე, ხასიათში არ იცეკვე, არ გამოვა არაფერი. ვუთხარი, შეიძლება, არ გახსოვს, გადაახვიე და ნახე, რა ხასიათში ვიცეკვე სხვა ტურები-მეთქი. ქუჩაში ვიღაცებმა ამ კომენტარის შემდეგ მითხრეს, ჯიგარი ხარო.

- შენ და გოჩას კამერებს მიღმა თუ გისაუბრიათ?

- არა და არც მქონდა ამის სურვილი. გოჩა ჩემთვის სამყაროს ცენტრი არ არის, დიდს არაფერს წარმოადგენს, არის ჟიურის ერთი რიგითი წევრი, მინდოდა, სხვა წევრებისგან არც გამომერჩია, თვითონ მიბიძგა ამისკენ.

- ვინ არის ჟიურის ყველაზე ობიექტური წევრი?

- ნინო სურგულაძე, სოფო შევარდნაძე. სოფო კარგსაც მეუბნებოდა და ცუდსაც. არ უთქვამს, ცუდი ვარცხნილობა გაქვს ან ცუდი კოსტიუმი გაცვია და ამის გამო დაბალ ქულას გიწერო. იცოდა, რომ ჩაცმულობაზე დიზაინერი ზრუნავს, დადგმასა და მოძრაობაზე - ქორეოგრაფი. ოთარ ტატიშვილი ძმაა, სუპერადამიანი. ნიკა ცისკარიძესაც ჰქონდა შენიშვნები ჩემთან, მაგრამ კორექტული. ისიც კი მითხრა, ვერც წარმომედგინა, ფოქსტროტს თუ იცეკვებდიო.

- თვითონ წარმოგედგინა, ამდენ ტურს თუ იცეკვებდი?

- მონდომებული ვიყავი, მაგრამ არიან ძლიერი კონკურსანტები, ვფიქრობ, პროექტი დროულად დავტოვე. თაკო ჩერგოლეიშვილი 13 წელი ქართულ ცეკვას ცეკვავდა, ფანტასტიკური მონაცემები აქვს, ქეთი ხატიაშვილი ტანმოვარჯიშეა და ყველაფერი გამოსდის, ყიფშო მსახიობია და სამსახიობო ოსტატობაში ასე თუ ისე ნასწავლი აქვს ცეკვის ელემენტები. მე არც სამსახიობოზე ვსწავლობდი და არც არასდროს მიცეკვია. იმ ფონზე, რომ გაშეშებული მივედი პროექტში, ეს ექვსი ტური ნორმალურად ჩავატარე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება