სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატო-ს
ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატო-ს

სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან და­უ­ახ­ლოვ­და ნა­ტოს, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვის დროს გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ დიდი გზა გა­ვი­ა­რეთ ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის შექ­მნის შემ­დეგ. ჩვენ ცო­ტა­თი კი­დევ და­ვუ­ახ­ლოვ­დით იმ და­პი­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ მტკი­ცე და ძლი­ე­რი პარტნი­ო­რო­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის თქმით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხში და სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი კონ­ტრი­ბუ­ტო­რი ქვე­ყა­ნა ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში.

"თქვენ პი­რო­ბა და­დეთ, რომ ავ­ღა­ნურ ძა­ლებს მხარს და­უ­ჭერთ 2014 წლის შემ­დე­გაც. თქვენ ასე­ვე ჩარ­თუ­ლი ხართ ჩვენს პროგ­რა­მა­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია ავ­ღა­ნუ­რი ძა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, მათ­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. სა­ქარ­თვე­ლომ ასე­ვე გა­და­წყვი­ტა წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ნატო-ს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლებ­ში.

თქვენ ასე­ვე ბევ­რი რამ გა­ა­კე­თეთ შიდა დო­ნე­ზე. შთამ­ბეჭ­და­ვი რე­ფორ­მე­ბი გა­ტარ­და თავ­დაც­ვის სექ­ტორ­ში. გა­ცი­ლე­ბით მყა­რია დე­მოკ­რა­ტია მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. კი­დევ რჩე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი სა­მუ­შაო, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან და­უ­ახ­ლოვ­და ნატო-ს. ალი­ან­სი მტკი­ცეა თა­ვის მზა­ო­ბა­ში მხა­რი და­გი­ჭი­როთ. ჩვენ მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს თქვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატო-ს

ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატო-ს

საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მისასალმებელი სიტყვის დროს განაცხადა.

"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შემდეგ. ჩვენ ცოტათი კიდევ დავუახლოვდით იმ დაპირების რეალიზებას, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას უკავშირდება. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მტკიცე და ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის პროგრამაზეა დაფუძნებული", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების საკითხში და საქართველო არის ერთ-ერთი უმთავრესი კონტრიბუტორი ქვეყანა ავღანეთის მისიაში.

"თქვენ პირობა დადეთ, რომ ავღანურ ძალებს მხარს დაუჭერთ 2014 წლის შემდეგაც. თქვენ ასევე ჩართული ხართ ჩვენს პროგრამაში, რომლის მიზანია ავღანური ძალების მომზადება, მათთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა. საქართველომ ასევე გადაწყვიტა წვლილი შეიტანოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში.

თქვენ ასევე ბევრი რამ გააკეთეთ შიდა დონეზე. შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა თავდაცვის სექტორში. გაცილებით მყარია დემოკრატია მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარებული თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. კიდევ რჩება გასაკეთებელი სამუშაო, მაგრამ საერთო ჯამში საქართველო ძალიან დაუახლოვდა ნატო-ს. ალიანსი მტკიცეა თავის მზაობაში მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - განაცხადა რასმუსენმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა