სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრს მიღმა დარჩენილი თაკო აბაშიძე პირადი ცხოვრების დეტალებზე
 კადრს მიღმა დარჩენილი თაკო აბაშიძე პირადი ცხოვრების დეტალებზე

მსა­ხი­ობ თაკო აბა­ში­ძეს უყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და იმი­ჯის ხში­რად შეც­ვლა. ამის გამო თმა უამ­რავ­ჯერ აქვს შე­ღე­ბი­ლი, რა­საც ახლა ძა­ლი­ან ნა­ნობს; მი­აჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად, ბუ­ნებ­რი­ვი თმა უხ­დე­ბო­და. კი­თხვა­ზე, - თუ რას საქ­მი­ა­ნობს ამ­ჟა­მად, ასე მი­პა­სუ­ხა: "ვმუ­შა­ობ... მყავს პა­ტა­რა ბარ­ბა­რე, დიდი ლაშა და თავს ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ".

- ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ ამ ფო­ტო­ზე ტი­რი­ხარ. მტი­რა­ლა იყა­ვი?

- მტი­რა­ლა და ბუ­ტია არ ვყო­ფილ­ვარ. ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი გახ­ლდით. საკ­მა­რი­სი იყო, რა­ი­მე ერთხელ მო­მეს­მი­ნა, რომ მა­შინ­ვე ვი­მე­ო­რებ­დი. თა­ნა­ტო­ლებ­ში სი­ცელ­ქი­თა და აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. დავ­ძვრე­ბო­დი ხე­ებ­ზე, ღო­ბე­ებ­ზე, კა­რა­დის თავ­ზე. მოკ­ლედ, კედ­ლებ­ზეც კი დავ­დი­ო­დი. ჩემი აქ­ტი­უ­რო­ბა იმით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ მშობ­ლებ­მა ტან­ვარ­ჯიშ­ზე პა­ტა­რა ასა­კი­დან შე­მიყ­ვა­ნეს. ბავშ­ვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ეს სუ­რა­თე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. როცა ფო­ტო­ალ­ბომს ვათ­ვა­ლი­ე­რებ, ვრწმუნ­დე­ბი, რომ ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან მგავს.

- ეს ძმას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა, არა?

- ჩემს ძმას ძა­ლი­ან უნ­დო­და, დედ­მა­მიშ­ვი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით - და ჰყო­ლო­და. ჰოდა, თურ­მე 5 წლის ასაკ­ში ფული შე­აგ­რო­ვა, დე­დას მის­ცა და უთხრა: და­ი­კო მი­ყი­დეო (იღი­მის). ამ სუ­რათ­ზე კარ­გად ჩანს, თუ რო­გორ თბი­ლად მექ­ცე­ვა. რო­გორც დედა მე­უბ­ნე­ბა: სა­წო­ლი­დან მძი­ნა­რეს გად­მო­მიყ­ვან­და და მე­ფე­რე­ბო­და. ერთხელ თურ­მე, სა­წოლ­ში ვე­ღარ ჩა­მაწ­ვი­ნა და ტახ­ტის ნა­პი­რას დამ­სვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დე­დამ მო­მის­წრო და გად­მო­ვარ­დნას გა­და­ვურ­ჩი.

- შენს მშობ­ლებ­ზე რას გვე­ტყვი?

- აი, ეს მა­ღა­ლი და სიმ­პა­თი­უ­რი კაცი მა­მა­ჩე­მია. ეს სუ­რა­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გამ­ზარ­დეს. მშობ­ლებ­თან ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და დღემ­დე ასეა. მათ მას­წავ­ლეს, თუ რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო, რო­გორ უნდა მიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ბუ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მომ­ცეს, რაც კი შე­იძ­ლე­ბა, მშო­ბელ­მა შვილს მის­ცეს. ერ­თა­დერ­თი, გული იმის გამო მწყდე­ბა, რომ ბევ­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლი არ მყავს. ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რიც ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, მი­ნი­მუმ, ოთხი შვი­ლი მა­ინც უნდა გა­ე­ზარ­დათ.

- თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დი?

- აი, ამ სუ­რათ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლის ვარ. ეს ფოტო სახ­ლშია გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი არ მქონ­და. მეც­ვა რო­გორც კა­ბე­ბი, ისე - შარ­ვლე­ბი. სხვა­თა შო­რის, პა­ტა­რა­ო­ბი­სას სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მიჩ­ნდე­ბო­და, თუკი რა­ი­მე ისეთს ჩა­მაც­მევ­დნენ, რაც არ მინ­დო­და. ვიც­ვამ­დი მხო­ლოდ იმას, რაც მომ­წონ­და.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იმი­ჯი თუ შე­იც­ვა­ლე?

- რა თქმა უნდა, შე­ვიც­ვა­ლე და ბევ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გავ­ხა­დე: ხან კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი მეც­ვა, ხა­ნაც - სპორ­ტუ­ლი. აღარ მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფე­რის თმა, მა­კი­ა­ჟი, სა­მო­სი. ვარ­ცხნი­ლო­ბებ­სა და თმის ფერს იმ­დე­ნად ხში­რად ვიც­ვლი­დი, რომ მე­გობ­რებს უკვე აღარ უკ­ვირ­დათ, თუ ერთ დღეს "წი­თელ­თა­ვი­ანს" მნა­ხავ­დნენ, მე­ო­რე დღეს კი ქე­რას. აი, ეს ფოტო სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ბუ­ნებ­რი­ვად რა ფე­რის თმა გაქვს?

- წი­თუ­რი თმა მაქვს. როცა ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ბევ­რს ეგო­ნა, რომ თმა შე­ღე­ბი­ლი მქონ­და და დე­დას საყ­ვე­დუ­რობ­დნენ: შვილს თმას რა­ტომ უღე­ბა­ვო?.. ისე, თმის შე­ღებ­ვა მარ­თლაც, ძა­ლი­ან ადრე, ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლემ და­ვი­წყე, რა­საც ახლა ვნა­ნობ. ხში­რი შე­ღებ­ვი­თა და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით ჩემ­მა თმამ ბუ­ნებ­რი­ვი ფერი და­კარ­გა. ახლა ძა­ლი­ან მინ­და, ის ფერი და­ვიბ­რუ­ნო, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ მო­წი­თა­ლო თმა მიხ­დე­ბო­და.

- წარ­ბე­ბის კო­რექ­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვს, არა?

- კი და ესეც საკ­მა­ოდ ადრე, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­კე­თე. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე სულ კონ­ცერ­ტე­ბი, გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, გა­რეგ­ნო­ბა­ზეც ვზრუ­ნავ­დი. თან, გა­მო­გი­ტყდე­ბით და ცოტა პრან­ჭი­აც ვი­ყა­ვი (იცი­ნის).

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებ?

- რა თქმა უნდა, ქალს მსუ­ბუ­ქი მა­კი­ა­ჟი ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა.

- სა­ხის კანს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიღ­ბე­ბით უვლი?

- ბუ­ნებ­რივ ნიღ­ბებს ვი­კე­თებ. სა­ხის კა­ნის­თვის კიტ­რის, თაფ­ლი­სა და მაწ­ვნის ნიღ­ბე­ბი სა­სარ­გებ­ლოა.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გიყ­ვარს?

- უამ­რა­ვი სამ­კა­უ­ლი, ქუდი, ქა­მა­რი და სათ­ვა­ლე მაქვს. ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ და ორი­გი­ნა­ლურ აქ­სე­სუ­ა­რებს ვე­ძებ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს ქუ­დე­ბი და მათ შე­ძე­ნა­ზე უარს ვე­რას­დროს ვამ­ბობ.

- რო­გორც მი­თხა­რი, ეს სუ­რა­თი გა­მორ­ჩე­უ­ლად გიყ­ვარს. რა­ტომ?

- თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემი პე­და­გო­გის, გოგი ქავ­თა­რა­ძის სპექ­ტაკლში - "სიყ­ვა­რუ­ლის თა­მა­ში" - ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ამ სპექ­ტაკ­ლის­თვის მუ­სი­კა თა­ვად დავ­წე­რე და მთა­ვა­რი რო­ლიც მე შე­ვას­რუ­ლე. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და კარ­გი სპექ­ტაკ­ლი იყო. ეს ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გახ­ლდათ და მი­მაჩ­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბაც ამ როლ­მა მო­მი­ტა­ნა. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ "სიყ­ვა­რუ­ლის თა­მა­შის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­ვე­ცი. მა­სა­ლა ასე­თი სა­თა­უ­რით და­ი­ბეჭ­და: "ქარ­თვე­ლი ბრი­ჟიდ ბარ­დო ქარ­თულ თე­ატ­რში".

- მაგ­რამ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბით გახ­დი...

- ასეა. "ჩიფ­სე­ბის თა­ო­ბა­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. პირ­ვე­ლი სე­რი­ის გას­ვლის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში რომ გა­ვე­დი, უკვე ყვე­ლა მცნობ­და. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა, პო­პუ­ლა­რუ­ლი ზუს­ტად ერთ დღე­ში გახ­დეს.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იპ­რან­ჭე­ბო­დი?

- მე ახ­ლაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და ვიპ­რან­ჭე­ბი ისე, რო­გორც მა­შინ, როცა პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მეწ­ვია. უნდა გი­თხრათ: თუ ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მე იც­ვლე­ბა, ეს სიყ­ვა­რუ­ლის კი არა, იმის ბრა­ლია, რომ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მიყ­ვარს.

- ქორ­წი­ლის­თვის დიდ­ხანს ემ­ზა­დე­ბო­დი?

- დიდ­ხანს ნამ­დვი­ლად არ ვემ­ზა­დე­ბო­დი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­ვი­და. მომ­წონს ის, რაც მაქვს და რაც მქონ­და. ქორ­წი­ნე­ბა უბედ­ნი­ე­რე­სი დღე იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ეს ფო­ტო­ე­ბიც ამას მახ­სე­ნებს.

- და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ცხა­დია, თა­ვი­სუ­ფა­ლი და გა­თხო­ვილი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა ერ­თნა­ი­რი ვერ იქ­ნე­ბა. დე­დო­ბა­მაც ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა. ახლა უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა მაქვს. ყო­ვე­ლი წამი და წუთი ჩემ­თვის "ოქ­როა" და არ მინ­და, უაზ­როდ დავ­კარ­გო. მსურს, დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ჩემს საყ­ვა­რელ ოჯახ­თან გა­ვა­ტა­რო.

- ბავ­შვო­ბი­სა და სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გამ­ხდა­რი ყო­ფილ­ხარ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ახლა კი წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლი ვარ, არა? მე თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ, ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი დის­კომ­ფორ­ტს არ მიქ­მნის. ასე რომ, არც დი­ე­ტა­ზე ვარ და არც - მუ­ცელს ვე­მო­ნე­ბი. თუმ­ცა, თუ ჩემს პრო­ფე­სი­ას დას­ჭირ­დე­ბა და კარგ როლს შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ, ამის გამო მსხვერ­პლს გა­ვი­ღებ და მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, - ან ძა­ლი­ან გავ­ხდე­ბი, ან გავ­სუქ­დე­ბი.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კადრს მიღმა დარჩენილი თაკო აბაშიძე პირადი ცხოვრების დეტალებზე

 კადრს მიღმა დარჩენილი თაკო აბაშიძე პირადი ცხოვრების დეტალებზე

მსახიობ თაკო აბაშიძეს უყვარს ექსპერიმენტები და იმიჯის ხშირად შეცვლა. ამის გამო თმა უამრავჯერ აქვს შეღებილი, რასაც ახლა ძალიან ნანობს; მიაჩნია, რომ ყველაფერზე მეტად, ბუნებრივი თმა უხდებოდა. კითხვაზე, - თუ რას საქმიანობს ამჟამად, ასე მიპასუხა: "ვმუშაობ... მყავს პატარა ბარბარე, დიდი ლაშა და თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ".

- ბავშვობის დროინდელ ამ ფოტოზე ტირიხარ. მტირალა იყავი?

- მტირალა და ბუტია არ ვყოფილვარ. ჭკვიანი, ნიჭიერი ბავშვი გახლდით. საკმარისი იყო, რაიმე ერთხელ მომესმინა, რომ მაშინვე ვიმეორებდი. თანატოლებში სიცელქითა და აქტიურობით გამოვირჩეოდი. დავძვრებოდი ხეებზე, ღობეებზე, კარადის თავზე. მოკლედ, კედლებზეც კი დავდიოდი. ჩემი აქტიურობა იმით იყო გამოწვეული, რომ მშობლებმა ტანვარჯიშზე პატარა ასაკიდან შემიყვანეს. ბავშ­ვობის დროინდელი ეს სურათები ძალიან მიყვარს. როცა ფოტოალბომს ვათვალიერებ, ვრწმუნდები, რომ ჩემი შვილი ძალიან მგავს.

- ეს ძმასთან ერთად გადაღებული ფოტოა, არა?

- ჩემს ძმას ძალიან უნდოდა, დედ­მამიშვილი, განსაკუთრებით - და ჰყოლოდა. ჰოდა, თურმე 5 წლის ასაკში ფული შეაგროვა, დედას მისცა და უთხრა: დაიკო მიყიდეო (იღიმის). ამ სურათზე კარგად ჩანს, თუ როგორ თბილად მექცევა. როგორც დედა მეუბნება: საწოლიდან მძინარეს გადმომიყვანდა და მეფერებოდა. ერთხელ თურმე, საწოლში ვეღარ ჩამაწვინა და ტახტის ნაპირას დამსვა. საბედნიეროდ, დედამ მომისწრო და გადმოვარდნას გადავურჩი.

- შენს მშობლებზე რას გვეტყვი?

- აი, ეს მაღალი და სიმპათიური კაცი მამაჩემია. ეს სურათი ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებმა გამზარდეს. მშობლებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა და დღემდე ასეა. მათ მასწავლეს, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო, როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანები, ცხოველები, ბუნება. ყველაფერი მომცეს, რაც კი შეიძლება, მშობელმა შვილს მისცეს. ერთადერთი, გული იმის გამო მწყდება, რომ ბევრი დედმამიშვილი არ მყავს. ისეთ ადამიანებს, როგორიც ჩემი მშობლები არიან, მინიმუმ, ოთხი შვილი მაინც უნდა გაეზარდათ.

- თინეიჯერობის პერიოდში როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ამ სურათში დაახლოებით 14 წლის ვარ. ეს ფოტო სახლშია გადაღებული. ამ პერიოდში რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული სტილი არ მქონდა. მეცვა როგორც კაბები, ისე - შარვლები. სხვათა შო­რის, პატარაობისას საშინელი პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, თუკი რაიმე ისეთს ჩამაცმევდნენ, რაც არ მინდოდა. ვიცვამდი მხოლოდ იმას, რაც მომწონდა.

- სკოლის დამთავრების შემდეგ იმიჯი თუ შეიცვალე?

- რა თქმა უნდა, შევიცვალე და ბევრად მრავალფეროვანი გავხადე: ხან კლასიკური სამოსი მეცვა, ხანაც - სპორტული. აღარ მაკმაყოფილებდა ერთი კონკრეტული ფერის თმა, მაკიაჟი, სამოსი. ვარცხნილობებსა და თმის ფერს იმდენად ხშირად ვიცვლიდი, რომ მეგობრებს უკვე აღარ უკვირდათ, თუ ერთ დღეს "წითელთავიანს" მნახავდნენ, მეორე დღეს კი ქერას. აი, ეს ფოტო სტუდენტობის პერიოდშია გადაღებული.

- ბუნებრივად რა ფერის თმა გაქვს?

- წითური თმა მაქვს. როცა ბავშვი ვიყავი, ბევრს ეგონა, რომ თმა შეღებილი მქონდა და დედას საყვედურობდნენ: შვილს თმას რატომ უღებავო?.. ისე, თმის შეღებვა მართლაც, ძალიან ადრე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დავიწყე, რასაც ახლა ვნანობ. ხშირი შეღებვითა და ექსპერიმენტებით ჩემ­მა თმამ ბუნებრივი ფერი დაკარგა. ახლა ძალიან მინდა, ის ფერი დავიბრუნო, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად სწორედ მოწითალო თმა მიხდებოდა.

- წარბების კორექცია გაკეთებული გაქვს, არა?

- კი და ესეც საკმაოდ ადრე, სკო­ლის პერიოდში გავიკეთე. პატარაობიდანვე სულ კონცერტები, გადაღებები მქონდა და შესაბამისად, გარეგნობაზეც ვზრუნავდი. თან, გამოგიტყდებით და ცოტა პრანჭიაც ვიყავი (იცინის).

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- რა თქმა უნდა, ქალს მსუბუქი მაკიაჟი ყოველთვის სჭირდება.

- სახის კანს რაიმე განსაკუთრებული ნიღბებით უვლი?

- ბუნებრივ ნიღბებს ვიკეთებ. სახის კანისთვის კიტრის, თაფლისა და მაწვნის ნიღბები სასარგებლოა.

- აქსესუარები გიყვარს?

- უამრავი სამკაული, ქუდი, ქამარი და სათვალე მაქვს. ყოველთვის განსაკუთრებულ და ორიგინალურ აქსესუარებს ვეძებ. განსაკუთრებულად მიყვარს ქუდები და მათ შეძენაზე უარს ვერასდროს ვამბობ.

- როგორც მითხარი, ეს სურათი გამორჩეულად გიყვარს. რატომ?

- თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი პედაგოგის, გოგი ქავთარაძის სპექტაკლში - "სიყვარულის თამაში" - ვმონაწილეობდი. ამ სპექტაკლისთვის მუსიკა თავად დავწერე და მთავარი როლიც მე შევასრულე. ძალიან ემოციური და კარგი სპექტაკლი იყო. ეს ჩემი პირველი ნამუშევარი გახლდათ და მიმაჩნია, რომ წარმატებაც ამ როლმა მომიტანა. მახსოვს, პირველი ინტერვიუ "სიყვარულის თამაშის" დასრულების შემდეგ მივეცი. მასალა ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "ქართველი ბრიჟიდ ბარდო ქართულ თეატრში".

- მაგრამ პოპულარული სერიალებით გახდი...

- ასეა. "ჩიფსების თაობაში" ვმონაწილეობდი. პირველი სერიის გასვლის შემდეგ ქუჩაში რომ გავედი, უკვე ყველა მცნობდა. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი შეიძლება, პოპულარული ზუსტად ერთ დღეში გახდეს.

- როცა შეყვარებული იყავი, განსაკუთრებულად იპრანჭებოდი?

- მე ახლაც შეყვარებული ვარ და ვიპრანჭები ისე, როგორც მაშინ, როცა პირველი სიყვარული მეწვია. უნდა გითხრათ: თუ ჩემს გარეგნობაში რაიმე იცვლება, ეს სიყვარულის კი არა, იმის ბრალია, რომ მრავალფეროვნება მიყვარს.

- ქორწილისთვის დიდხანს ემზადებოდი?

- დიდხანს ნამდვილად არ ვემზადებოდი, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვიდა. მომწონს ის, რაც მაქვს და რაც მქონდა. ქორწინება უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და ეს ფოტოებიც ამას მახსენებს.

- დაოჯახების შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ცხადია, თავისუფალი და გა­თხო­ვილი ქალის ცხოვრება ერთნაირი ვერ იქნება. დედობამაც ძალიან შემცვალა. ახლა უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ყოველი წამი და წუთი ჩემთვის "ოქროა" და არ მინდა, უაზროდ დავკარგო. მსურს, დროის უმეტესი ნაწილი ჩემს საყვარელ ოჯახთან გავატარო.

- ბავშვობისა და სტუდენტობის პერიოდში გამხდარი ყოფილხარ...

- (მაწყვეტინებს) ახლა კი წონაში საგრძნობლად მომატებული ვარ, არა? მე თავს მშვენივრად ვგრძნობ, ზედმეტი კილოგრამები დისკომფორტს არ მიქმნის. ასე რომ, არც დიეტაზე ვარ და არც - მუცელს ვემონები. თუმცა, თუ ჩემს პროფესიას დასჭირდება და კარგ როლს შემომთავაზებენ, ამის გამო მსხვერპლს გავიღებ და მოთხოვნის შესაბამისად, - ან ძალიან გავხდები, ან გავსუქდები.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება