სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაღუპული ფოტოგრაფი და მისი ტყუპისცალი ძმის მოგონებები
დაღუპული ფოტოგრაფი და მისი ტყუპისცალი ძმის მოგონებები

17 ოქ­ტომ­ბერს ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, 25 წლის ირაკ­ლი ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი მო­ტო­ციკ­ლე­ტით ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და გარ­და­იც­ვა­ლა. ამ სა­ში­ნელ­მა ფაქ­ტმა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა... 25 ნო­ემ­ბერს ირაკ­ლის და­ღუპ­ვი­დან 40 დღე გა­ვი­და...

ტყუ­პი ძმა - ირაკ­ლი და ლაშა ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლე­ბი თბი­ლის­ში, 1988 წლის 23 მა­ისს და­ი­ბად­ნენ. ამ­ბობ­დნენ, რომ დე­დი­სერ­თე­ბი იყ­ვნენ, რად­გა­ნაც ერ­თმა­ნე­თის გარ­და, სხვა დედ­მა­მიშ­ვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ... "მხო­ლოდ მე და ირაკ­ლი ვართ, სხვა დედ­მა­მიშ­ვი­ლი არ გვყავს", - დღე­საც ასე ამ­ბობს ლაშა, ირაკ­ლის ტყუ­პის­ცა­ლი, რო­მელ­თა­ნაც ინ­ტერ­ვიუ ძმის ორ­მო­ცამ­დე ჩავ­წე­რე. მას ირაკ­ლი­ზე წარ­სულ დრო­ში ლა­პა­რა­კი არ გა­მოს­დის და ძმას უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ცო­ცხალს, ისე მო­იხ­სე­ნი­ებს.

- ტყუ­პი ყო­ველ­თვის მკვეთ­რად გა­ნიც­დის და გრძნობს ტყუ­პის­ცა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას. თით­ქმის ერ­თნა­ი­რი ემო­ცია, გან­ცდე­ბი აქვთ ხოლ­მე.

- გა­რეგ­ნუ­ლად ერ­თმა­ნეთს ისე ძა­ლი­ან ვგა­ვართ, რომ თა­ვა­დაც გვი­ჭირს პა­ტა­რა­ო­ბის ფო­ტო­ე­ბის გარ­ჩე­ვა. სხვა­თა შო­რის, არა მარ­ტო გა­რეგ­ნუ­ლად, არა­მედ გე­მოვ­ნე­ბით, აზ­როვ­ნე­ბი­თა და ქცე­ვე­ბი­თაც ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს; გან­სხვა­ვე­ბა კი ჩვენს ხა­სი­ათ­შია. რო­გორც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, - ირაკ­ლი უფრო მე­ტად მხი­ა­რუ­ლია... ჩვე­ნი მსგავ­სე­ბა არა­ერთ კუ­რი­ოზ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, რო­მე­ლიც ჩვენ და ბე­ბიას გა­დაგ­ვხდა: სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მა­ი­სუ­რი გვეც­ვა და ბე­ბი­ამ გა­და­წყვი­ტა, მო­ვე­ტყუ­ე­ბი­ნეთ. გვი­თხრა, - ოთახ­ში გა­დით, გა­მო­იც­ვა­ლეთ, მერე შე­მო­დით და გა­გარ­ჩევთ, რო­მე­ლი რო­მე­ლი ხარ­თო. არ და­ვი­ბე­ნით, გვერ­დი­თა ოთახ­ში გა­ვე­დით და უკან იმა­ვე მა­ი­სუ­რე­ბით დავ­ბრუნ­დით. ბე­ბი­ამ, რა თქმა უნდა, ერ­თმა­ნე­თის­გან ისევ ვერ გაგ­ვარ­ჩია...

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყა­ვით?

- და­ვამ­თავ­რეთ თბი­ლი­სის 22-ე სკო­ლა, დი­დუ­ბე­ში, სა­დაც მე-5 კლა­სი­დან ვსწავ­ლობ­დით. ვცდი­ლობ­დით, კარ­გად გვეს­წავ­ლა. მას­წავ­ლებ­ლებ­თან და ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის გვე­ხერ­ხე­ბო­და, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი ვართ. თან, იმის გამო, რომ ტყუ­პი გახ­ლა­ვართ, მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვით, რაც ბევრ რა­მე­ში გვეხ­მა­რე­ბო­და.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი პა­ტა­რა­ო­ბა­ში კა­მა­თო­ბენ, ჩხუ­ბო­ბენ... თქვენ რო­გო­რი ძმო­ბა გქონ­დათ?

- გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ჩვენ ვართ: ამა თუ იმ თე­მა­ზე არა­ერ­თხელ გვი­კა­მა­თია, უთან­ხმო­ე­ბაც მოგ­ვსვლია, მაგ­რამ ჩვენ შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი ჩხუ­ბი არას­დროს მომ­ხდა­რა; კა­მა­თის შემ­დეგ მა­ლე­ვე ვწყნარ­დე­ბო­დით და ვრიგ­დე­ბო­დით. სულ ასე იყო... 25 წელი ძა­ლი­ან დიდი დროა იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნო, მით უმე­ტეს, როცა ყო­ველ­დღე, ყო­ველ წუ­თას ერ­თად ხართ და ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო გაქვთ. ჩვენ უსი­ტყვოდ გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის და ვიდ­რე რო­მე­ლი­მე ჩვენ­გა­ნი რა­ი­მეს იტყვის, მე­ო­რე ხვდე­ბა, მის ტყუ­პის­ცალს რისი თქმა სურს...

- არა­ფერ­ზე კა­მა­თობ­დით?

- ასაკ­თან ერ­თად, ჭკუ­აც რომ მოგ­ვე­მა­ტა, უფრო მშვი­დე­ბი გავ­ხდით. ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­მა­თი თუ გა­ურ­კვევ­ლო­ბა ლა­პა­რა­კი­თა და საქ­მის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გან­ხილ­ვით სრულ­დე­ბა.

- რო­მე­ლია თქვენ შო­რის უფ­რო­სი?

- ირაკ­ლი 15 წუ­თით ადრე მო­ევ­ლი­ნა ქვეყ­ნი­ე­რე­ბას. ის ბევრ სხვა სა­კი­თხშიც ჩემი "უფ­რო­სია"...

- ერ­თმა­ნე­თის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში თუ ერე­ო­დით?

- ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნე­თის "პი­რად­ში" არ ჩა­ვე­რი­ოთ, თუმ­ცა ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი ვართ და ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­უ­კე­თე­სო გვინ­და... იყო ეჭ­ვი­ა­ნო­ბაც და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბიც, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის აზრს ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებთ...

- ირაკ­ლი მის­მა გა­ტა­ცე­ბამ - ბა­ი­კე­რო­ბამ შე­ი­წი­რა. სის­წრა­ფე უყ­ვარ­და?

- ბა­ი­კე­რო­ბა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო გა­ტა­ცე­ბაა. მო­ტო­ციკ­ლი 3 თვის ნა­ყი­დი გვქონ­და. ეს ტრან­სპორ­ტი დიდი გან­ხილ­ვი­სა და დიდი ლო­დი­ნის შემ­დეგ შე­ვი­ძი­ნეთ. ნე­ბის­მი­ერ ბიჭს უოც­ნე­ბია ბა­ი­კით სი­ა­რულ­ზე და ვე­ცა­დეთ, მისი შე­ძე­ნით ჩვე­ნი ოც­ნე­ბა აგ­ვეხ­დი­ნა... ირაკ­ლი უკეთ ატა­რებ­და, მე მცი­რე "და­ვარ­დნე­ბი" და სის­წრა­ფის ში­შიც მქონ­და.

- მეს­მის, ძნე­ლია იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ ძმა გვერ­დით აღარ გყავთ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, ამი­ტომ მისი წარ­სულ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბა მი­წევს... ვიდ­რე ეს ტრა­გე­დია მოხ­დე­ბო­და, ირაკ­ლის რა­ი­მე წი­ნათ­გრძნო­ბა ხომ არ ჰქონ­და ან იქ­ნებ თქვენ გრძნობ­დით რა­ი­მე ცუდს?

- ბოლო თვე­ე­ბი სულ სევ­დი­ა­ნი და მო­წყე­ნი­ლი იყო. მა­შინ მისი და­სევ­დი­ა­ნე­ბის მი­ზეზს ვერ ვპო­უ­ლობ­დით, მაგ­რამ ახლა ვფიქ­რობთ, რომ მო­ახ­ლო­ე­ბულ ტრა­გე­დი­ას რა­ღაც­ნა­ი­რად გრძნობ­და. ბევრ რა­მეს გულს ვე­ღარ უდებ­და. 17 ოქ­ტომ­ბერ­საც ასე იყო. დი­ლით თქვა, - დღეს მო­ტო­ზე არ დავ­ჯდე­ბი. ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვარ, თავს რა­მეს ვავ­ნე­ბო. შემ­დეგ "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე სიბ­ნე­ლე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო დადო, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლია. ასე­თი ირაკ­ლი არას­დროს მი­ნა­ხავს. შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ფო­ტოს­თან ერ­თად, სტა­ტუ­სიც დადო, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დაგ­ვემ­შვი­დო­ბა: "ცხოვ­რე­ბა­ში არ ინერ­ვი­უ­ლო ორ რა­მე­ზე: ერთი - რო­მელ­საც ეშ­ვე­ლე­ბა და მე­ო­რე - რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა!"

- რო­გორ შე­ი­ტყვეთ ამ სა­ზა­რე­ლი ამ­ბის შე­სა­ხებ?

- მთე­ლი სა­ღა­მო ერ­თად ვი­ყა­ვით, მერე რა­ღაც საქ­მე­ზე მო­მი­წია გას­ვლამ და მო­ტოს გა­რაჟ­ში და­სა­ყე­ნებ­ლა­დაც წა­ვე­დი. გზა­ში ვი­ყა­ვი, როცა ირაკ­ლიმ და­მი­რე­კა: - მოტო არ და­ა­ყე­ნო, გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად გა­ვა­ლო... ცოტა ხან­ში ჩვენ­მა სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა, რო­მე­ლიც იმ სა­ში­ნე­ლე­ბას შე­ეს­წრო: ირაკ­ლი მო­ტო­თი წა­იქ­ცა, "სას­წრა­ფოს" ვე­ლო­დე­ბით და მალე მო­დიო. იქ მი­სულს უამ­რა­ვი ხალ­ხი დამ­ხვდა შეკ­რე­ბი­ლი, ირაკ­ლი უკვე "სას­წრა­ფო­ში" აჰ­ყავ­დათ და მეც ავ­ყე­ვი. ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას ვუ­ტა­რებ­დით. გონ­ზე არ იყო. ექი­მებს ვთხოვ­დი, ჩემი ძმა გა­და­ერ­ჩი­ნათ. იმა­ზე არ მი­ფიქ­რია, რომ რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბო­და.

- ახლა რო­გორ ცხოვ­რობთ მის გა­რე­შე?

- მის გა­რე­შე კი არა, ირაკ­ლის­თან ერ­თად ვცხოვ­რობ! ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი, ოჯა­ხის წევ­რი, მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ და ერ­თად ცხოვ­რე­ბას ვცდი­ლობთ... ყვე­ლას უყ­ვარს და უყ­ვარ­და, მის­გან ნა­წყე­ნი და გულ­ნატ­კე­ნი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ოც­რად მიმ­ტე­ვე­ბე­ლი იყო და წყე­ნას გულ­ში არას­დროს იდებ­და... მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან. თით­ქმის სულ ერ­თად ვართ და სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ, მარ­ტო დავ­რჩე. ყვე­ლა­ფერ­ში მხარ­ში მიდ­გა­ნან...

- ერ­თად მუ­შა­ობ­დით და გქონ­დათ სტუ­დია. ახლა რო­გორ არის საქ­მე, მარ­ტოს გი­წევთ იქ საქ­მი­ა­ნო­ბა?

- სტუ­დი­ა­ში გვყავს კი­დევ 2 ფო­ტოგ­რა­ფი და ყვე­ლა ერ­თად ვცდი­ლობთ, გა­ვაგ­რძე­ლოთ საქ­მე, რო­მე­ლიც ირაკ­ლის უყ­ვარ­და. ყო­ველ­თვის ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით და ჩვე­ნი სტუ­დი­ის სა­ხე­ლიც - "ლიგ სტუ­დიო" ასე იშიფ­რე­ბა: ლაშა-ირაკ­ლი-ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი...

- პრო­ფე­სი­ით ვინ იყო ირაკ­ლი ან თქვენ რა პრო­ფე­სია გაქვთ?

- პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტე­ბი ვართ. და­ვამ­თავ­რეთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სი­სა და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი და ამ გან­ხრით ვმუ­შა­ობ­დით კი­დეც. ირაკ­ლი ამ სტუ­დი­ის გარ­და, სხვა კომ­პა­ნი­ა­შიც საქ­მი­ა­ნობ­და, სა­დაც ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს გა­ნა­გებ­და...

- რაზე ოც­ნე­ბობ­და და რისი გა­კე­თე­ბა უნ­დო­და ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და, ჩვე­ნი ყო­ვე­ლი დღე ხა­ლი­სი­ა­ნი და სი­ცო­ცხლით სავ­სე გახ­ლდათ. სულ იმა­ზე ვფიქ­რობ­დით, ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცია გაგ­ვემ­ხი­ა­რუ­ლე­ბი­ნა და მო­წყე­ნი­ლო­ბა, სევ­და არ­სად ყო­ფი­ლი­ყო. ვმოგ­ზა­უ­რობ­დით, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ვერ­თო­ბო­დით...

- რა იყო ირაკ­ლის­თვის მთა­ვა­რი?

- მის­თვის მთა­ვა­რი იყო ადა­მი­ა­ნო­ბა და ოჯა­ხი. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ მის გარ­შე­მო მყო­ფე­ბი კარ­გად ყო­ფი­ლიყ­ვნენ. უხა­რო­და, როცა მისი მე­გო­ბა­რი, ნაც­ნო­ბი თუ ოჯა­ხის წევ­რი ბედ­ნი­ე­რი იყო და არა­ვის­თვის არას­დროს არც ერთ წუთს არ იშუ­რებ­და.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დაღუპული ფოტოგრაფი და მისი ტყუპისცალი ძმის მოგონებები

დაღუპული ფოტოგრაფი და მისი ტყუპისცალი ძმის მოგონებები

17 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრაგედია დატრიალდა - ცნობილი ფოტოგრაფი, 25 წლის ირაკლი ღუღუნიშვილი საკუთარი მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ამ საშინელმა ფაქტმა მთელი საქართველო შეძრა... 25 ნოემბერს ირაკლის დაღუპვიდან 40 დღე გავიდა...

ტყუპი ძმა - ირაკლი და ლაშა ღუღუნიშვილები თბილისში, 1988 წლის 23 მაისს დაიბადნენ. ამბობდნენ, რომ დედისერთები იყვნენ, რადგანაც ერთმანეთის გარდა, სხვა დედმამიშვილი არ ჰყოლიათ... "მხოლოდ მე და ირაკლი ვართ, სხვა დედმამიშვილი არ გვყავს", - დღესაც ასე ამბობს ლაშა, ირაკლის ტყუპისცალი, რომელთანაც ინტერვიუ ძმის ორმოცამდე ჩავწერე. მას ირაკლიზე წარსულ დროში ლაპარაკი არ გამოსდის და ძმას უმეტეს შემთხვევაში, როგორც ცოცხალს, ისე მოიხსენიებს.

- ტყუპი ყოველთვის მკვეთრად განიცდის და გრძნობს ტყუპისცალის მდგომარეობას. თითქმის ერთნაირი ემოცია, განცდები აქვთ ხოლმე.

- გარეგნულად ერთმანეთს ისე ძალიან ვგავართ, რომ თავადაც გვიჭირს პატარაობის ფოტოების გარჩევა. სხვათა შორის, არა მარტო გარეგნულად, არამედ გემოვნებით, აზროვნებითა და ქცევებითაც ვგავართ ერთმანეთს; განსხვავება კი ჩვენს ხასიათშია. როგორც ჩვენი მეგობრები ამბობენ, - ირაკლი უფრო მეტად მხიარულია... ჩვენი მსგავსება არაერთ კურიოზთან არის დაკავშირებული. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ჩვენ და ბე­ბიას გადაგვხდა: სხვადასხვანაირი მაისუ­რი გვეცვა და ბებიამ გადაწყვიტა, მოვეტყუებინეთ. გვითხრა, - ოთახში გადით, გამოიცვალეთ, მერე შემოდით და გაგარჩევთ, რომელი რომელი ხართო. არ დავიბენით, გვერდითა ოთახში გავედით და უკან იმავე მაისურებით დავბრუნდით. ბებიამ, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან ისევ ვერ გაგვარჩია...

- როგორი მოსწავლეები იყავით?

- დავამთავრეთ თბილისის 22-ე სკოლა, დიდუბეში, სადაც მე-5 კლასიდან ვსწავლობდით. ვცდილობდით, კარგად გვესწავლა. მასწავლებლებთან და ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის გვეხერხებოდა, კომუნიკაბელურები ვართ. თან, იმის გამო, რომ ტყუპი გახლავართ, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყავით, რაც ბევრ რამეში გვეხმარებოდა.

- დედმამიშვილები პატარაობაში კამათობენ, ჩხუბობენ... თქვენ როგორი ძმობა გქონდათ?

- გამონაკლისი არც ჩვენ ვართ: ამა თუ იმ თემაზე არაერთხელ გვიკამათია, უთანხმოებაც მოგვსვლია, მაგრამ ჩვენ შორის სერიოზული ჩხუბი არასდროს მომხდარა; კამათის შემდეგ მალევე ვწყნარდებოდით და ვრიგდებოდით. სულ ასე იყო... 25 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ადამიანი გაიცნო, მით უმეტეს, როცა ყოველდღე, ყოველ წუთას ერთად ხართ და ყველაფერი საერთო გაქვთ. ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და ვიდრე რომელიმე ჩვენგანი რაიმეს იტყვის, მეორე ხვდება, მის ტყუპისცალს რისი თქმა სურს...

- არაფერზე კამათობდით?

- ასაკთან ერთად, ჭკუაც რომ მოგვემატა, უფრო მშვიდები გავხდით. ჩვენ შორის ყველანაირი კამათი თუ გაურკვევლობა ლაპარაკითა და საქმის საფუძვლიანი განხილვით სრულდება.

- რომელია თქვენ შორის უფროსი?

- ირაკლი 15 წუთით ადრე მოევლინა ქვეყნიერებას. ის ბევრ სხვა საკითხშიც ჩემი "უფროსია"...

- ერთმანეთის პირად ცხოვრებაში თუ ერეოდით?

- ვცდილობთ, ერთმანეთის "პირადში" არ ჩავერიოთ, თუმცა ერთად გაზრდილები ვართ და ერთმანეთისთვის საუკეთესო გვინდა... იყო ეჭვიანობაც და განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვაფასებთ...

- ირაკლი მისმა გატაცებამ - ბაიკერობამ შეიწირა. სისწრაფე უყვარდა?

- ბაიკერობა ძალიან სახიფათო გატაცებაა. მოტოციკლი 3 თვის ნაყიდი გვქონდა. ეს ტრანსპორტი დიდი განხილვისა და დიდი ლოდინის შემდეგ შევიძინეთ. ნებისმიერ ბიჭს უოცნებია ბაიკით სიარულზე და ვეცადეთ, მისი შეძენით ჩვენი ოცნება აგვეხდინა... ირაკლი უკეთ ატარებდა, მე მცირე "დავარდნები" და სისწრაფის შიშიც მქონდა.

- მესმის, ძნელია იმასთან შეგუება, რომ ძმა გვერდით აღარ გყავთ, მაგრამ ვინაიდან ეს სამწუხარო რეალობაა, ამიტომ მისი წარსულში მოხსენიება მიწევს... ვიდრე ეს ტრაგედია მოხდებოდა, ირაკლის რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა ან იქნებ თქვენ გრძნობდით რაიმე ცუდს?

- ბოლო თვეები სულ სევდიანი და მოწყენილი იყო. მაშინ მისი დასევდიანების მიზეზს ვერ ვპოულობდით, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ მოახლოებულ ტრაგედიას რაღაცნაირად გრძნობდა. ბევრ რამეს გულს ვეღარ უდებდა. 17 ოქტომბერსაც ასე იყო. დილით თქვა, - დღეს მოტოზე არ დავჯდები. ისეთ ხასიათზე ვარ, თავს რამეს ვავნებო. შემდეგ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე სიბნელეში გადაღებული ფოტო დადო, რომელზეც ძალიან მოწყენილია. ასეთი ირაკლი არასდროს მინახავს. შემდეგ სოციალურ ქსელში, ფოტოსთან ერთად, სტატუსიც დადო, რომლითაც შეიძლება ითქვას, დაგვემშვიდობა: "ცხოვრებაში არ ინერვიულო ორ რამეზე: ერთი - რომელსაც ეშველება და მეორე - რომელსაც არაფერი ეშველება!"

- როგორ შეიტყვეთ ამ საზარელი ამბის შესახებ?

- მთელი საღამო ერთად ვიყავით, მერე რაღაც საქმეზე მომიწია გასვლამ და მოტოს გარაჟში დასაყენებლადაც წავედი. გზაში ვიყავი, როცა ირაკლიმ დამირეკა: - მოტო არ დააყენო, გასასეირნებლად გავალო... ცოტა ხანში ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა, რომელიც იმ საშინელებას შეესწრო: ირაკლი მოტოთი წაიქცა, "სასწრაფოს" ველოდებით და მალე მოდიო. იქ მისულს უამრავი ხალხი დამხვდა შეკრებილი, ირაკლი უკვე "სასწრაფოში" აჰყავდათ და მეც ავყევი. ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდით. გონზე არ იყო. ექიმებს ვთხოვდი, ჩემი ძმა გადაერჩინათ. იმაზე არ მიფიქრია, რომ რაიმე უბედურება მოხდებოდა.

- ახლა როგორ ცხოვრობთ მის გარეშე?

- მის გარეშე კი არა, ირაკლისთან ერთად ვცხოვრობ! ყველა ჩემი მეგობარი, ოჯახის წევრი, მოკლედ, ყველანი გაერთიანებულები ვართ და ერთად ცხოვრებას ვცდილობთ... ყველას უყვარს და უყვარდა, მისგან ნაწყენი და გულნატკენი ადამიანის ნახვა შეუძლებელია. საოცრად მიმტევებელი იყო და წყენას გულში არასდროს იდებდა... მეგობრები ძალიან მეხმარებიან. თითქმის სულ ერთად ვართ და საშუალებას არ მაძლევენ, მარტო დავრჩე. ყველაფერში მხარში მიდგანან...

- ერთად მუშაობდით და გქონდათ სტუდია. ახლა როგორ არის საქმე, მარტოს გიწევთ იქ საქმიანობა?

- სტუდიაში გვყავს კიდევ 2 ფოტოგრაფი და ყველა ერთად ვცდილობთ, გავაგრძელოთ საქმე, რომელიც ირაკლის უყვარდა. ყოველთვის ერთად ვმუშაობდით და ჩვენი სტუდიის სახელიც - "ლიგ სტუდიო" ასე იშიფრება: ლაშა-ირაკლი-ღუღუნიშვილი...

- პროფესიით ვინ იყო ირაკლი ან თქვენ რა პროფესია გაქვთ?

- პროფესიით ეკონომისტები ვართ. დავამთავრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი და ამ განხრით ვმუშაობდით კიდეც. ირაკლი ამ სტუდიის გარდა, სხვა კომპანიაშიც საქმიანობდა, სადაც ფინანსურ საკითხებს განაგებდა...

- რაზე ოცნებობდა და რისი გაკეთება უნდოდა ყველაზე მეტად?

- ბევრი რამის გაკეთება უნდოდა, ჩვენი ყოველი დღე ხალისიანი და სიცოცხლით სავსე გახლდათ. სულ იმაზე ვფიქრობდით, ნებისმიერი სიტუაცია გაგვემხიარულებინა და მოწყენილობა, სევდა არსად ყოფილიყო. ვმოგზაურობდით, ექსტრემალური სპორტით ვიყავით დაკავებულები, ვერთობოდით...

- რა იყო ირაკლისთვის მთავარი?

- მისთვის მთავარი იყო ადამიანობა და ოჯახი. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის გარშემო მყოფები კარგად ყოფილიყვნენ. უხაროდა, როცა მისი მეგობარი, ნაცნობი თუ ოჯახის წევრი ბედნიერი იყო და არავისთვის არასდროს არც ერთ წუთს არ იშურებდა.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება