მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილი მისთვის წამალი იქნებოდა, ამიტომ მოვაჭერი ყური"
"სიკვდილი მისთვის წამალი იქნებოდა, ამიტომ მოვაჭერი ყური"

გა­სულ კვი­რას ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ფაქტს დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. მე­უღ­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის თა­ვის მეჯ­ვა­რეს, პო­ლი­ცი­ელ გოგა ან­ჩა­ბა­ძეს კახა გუ­ლორ­და­ვამ ყური მო­აჭ­რა, და­ნით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც მი­ა­ყე­ნა და სას­ტი­კად სცე­მა. მერე ად­ვო­კატს და­უ­კავ­შირ­და და მას­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხად­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კახა გუ­ლორ­და­ვა და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა და კახა გუ­ლორ­და­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა 2 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ ითხო­ვა. სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი სავ­სე იყო ბრალ­დე­ბუ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით. მო­სა­მარ­თლემ გუ­ლორ­და­ვა სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მან 2 000 ლარი 40 დღე­ში უნდა გა­და­ი­ხა­დოს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე სხე­უ­ლის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა გოგა ან­ჩა­ბა­ძეს, ის ჯერ ზუგ­დი­დის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს ოპე­რა­ცი­აც გა­უ­კეთ­და, ახლა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გოგა ან­ჩა­ბა­ძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა საქ­მე აღ­ძრეს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და მას პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევს. მას ჯერ­ჯე­რო­ბით დე­ტა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია.

არც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის აზ­რია ცნო­ბი­ლი, ისი­ნი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარს გა­ურ­ბი­ან. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ოჯა­ხის წევ­რებს ად­ვო­კა­ტი აქამ­დე არ აუყ­ვა­ნი­ათ. გოგა ან­ჩა­ბა­ძე 2006 წლი­დან მუ­შა­ობს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს 2011 წელს პო­ლი­ცი­ი­დან უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის გამო და­ი­თხო­ვეს, თით­ქოს ქალ მძღო­ლებს აჩე­რებ­და, შარს სდებ­და და ჯა­რი­მის გა­მო­წე­რის სა­ნაც­ვლოდ სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მერს სთხოვ­და, მერე კი თა­ვის­თან იბა­რებ­და. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ 2012 წელს, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, აღად­გი­ნეს სამ­სა­ხურ­ში. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვცა­დეთ, თუმ­ცა პრეს­სამ­სა­ხურ­მა არ დაგ­ვი­დას­ტუ­რა ეს ინ­ფორ­მა­ცია.

საქ­მის უფრო მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად კახა გუ­ლორ­და­ვას ად­ვო­კატს, ჯიტა გუ­ლუ­ას ვე­სა­უბ­რეთ: - გოგა და კახა ზუგ­დი­დე­ლე­ბი არი­ან, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი. ან­ჩა­ბა­ძის მა­მი­და კა­ხას კა­რის მე­ზო­ბე­ლია. გოგა სულ ეუბ­ნე­ბო­და, კახა, შენი მეჯ­ვა­რე მე უნდა ვი­ყოო. მარ­თლაც ასე მოხ­და. ანა ძა­ბი­ტაშ­ვილ­მა და კახა გუ­ლორ­და­ვამ სამი თვის წინ იქორ­წი­ნეს და გოგა იყო მათი მეჯ­ვა­რე. კა­ხამ პირ­ვე­ლად გო­გას აც­ნო­ბა, რომ მალე მამა გახ­დე­ბო­და. ისი­ნი ხომ ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და რას წარ­მო­იდ­გენ­და მის­გან ასეთ სი­მუხ­თლეს.

- ანას ად­რეც იც­ნობ­და გოგა ან­ჩა­ბა­ძე?

- ანა ოდი­შე­ლია, გო­გას ადრე არ იც­ნობ­და. ერთხელ ანა თბი­ლის­ში მი­დი­ო­და, სე­ნა­კის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­ფუჭ­და და შეყ­ვა­რე­ბულს და­უ­რე­კა, გზა­ში ვდგა­ვართ და მან­ქა­ნის გა­კე­თე­ბას ვე­ლო­დე­ბი­თო. კა­ხამ მე­გო­ბარ პო­ლი­ცი­ელს და­უ­რე­კა და უთხრა, ამ ტე­რი­ტო­რი­ის სი­ახ­ლო­ვეს ხომ არა ხარ, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სია გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მგზავ­რობს და იქ­ნებ მძღოლს და­ეხ­მა­როო. ისიც მი­ვი­და პატ­რუ­ლის მან­ქა­ნით, გა­იც­ნო ანა და უთხრა, შენ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა გა­მომ­გზავ­ნაო. მა­შინ ნახა ანამ პირ­ვე­ლად ან­ჩა­ბა­ძე.

- იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ დღეს სად შეხ­ვდა ანა ან­ჩა­ბა­ძეს?

- ანა ოდიშ­ში, მშობ­ლებ­თან იყო, როცა გო­გამ მო­ბი­ლურ­ზე და­უ­რე­კა, სად ხართ, გა­მო­გივ­ლი­თო. ძა­ბი­ტაშ­ვი­ლებ­თან რომ მი­სუ­ლა, ანას მშობ­ლებ­მა შე­ი­პა­ტი­ჟეს, მაგ­რამ უარი უთ­ქვამს, თუ კახა არ არის, არ შე­მო­ვა­ლო. მერე ანას­თვის უთ­ქვამს, მოდი, კა­ხას სი­ურპრი­ზი გა­ვუ­კე­თოთ, მი­ვა­კი­თხოთ ზუგ­დიდ­ში, წა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და ერ­თად ვი­ქე­ი­ფოთ შენს მშობ­ლებ­თა­ნო. ანაც გაჰ­ყვა.

რუ­სუ­დან ლო­მა­ია, ანა ძა­ბი­ტაშ­ვი­ლის დედა:

- გოგა ჩვენ­თან რომ მო­ვი­და, თქვა, ნას­ვა­მი ვარო, მაგ­რამ სასმლის სუნი არ ას­დი­ო­და. გვი­თხრა, ჩხო­რო­წყუ­დან მოვ­დი­ვარ, ღვი­ნო გა­მო­მა­ტა­ნე­სო. წინა სა­ვარ­ძელ­ზე ედო ღვი­ნო. ანას უთხრა, უკან და­ჯე­ქიო. ჩემი შვი­ლიც გაჰ­ყვა. შინ შევ­ბრუნ­დი და სუფ­რის გაშ­ლა და­ვი­წყე. ერთ სა­ათ­ში სა­ხე­შეშ­ლი­ლი ანა დაბ­რუნ­და. ფეხ­საც­მლის ქუს­ლი მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და, თმა გა­წე­წილ-ამოგ­ლე­ჯი­ლი. მი­თხრა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და­მი­პი­რა, თავი ძლივს და­ვიხ­სე­ნიო. მერე კი მოგ­ვიყ­ვა, თურ­მე გოგა მან­ქა­ნას გი­ჟი­ვით მი­აქ­რო­ლებ­და, კი­ნა­ღამ ავა­რი­აც მო­ახ­დი­ნა. ცოტა ხნით ადრე, გო­გას ცოლ-შვი­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, ბავ­შვს ფეხი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი. ჩემს შვილს ბავ­შვი მო­უ­კი­თხავს. კარ­გად არის, უკვე ბაღ­ში და­დი­სო, უპა­სუ­ხია გო­გას. უცებ წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე, ყო­ფი­ლი პროფ­ტექ­ნი­კუ­მის შე­ნო­ბას­თან გა­უ­ჩე­რე­ბია მან­ქა­ნა. ანას უნ­დო­და ეკი­თხა, აქ რა გვინ­დაო - მაგ­რამ თქმაც ვერ მო­ას­წრო, რომ ეცა - ღრი­ა­ლებ­და, დამ­ნებ­დი, ხმა არ ამო­ი­ღოო. კა­რე­ბის ჩა­კეტ­ვა უც­დია, მაგ­რამ ანამ მო­ა­ხერ­ხა, კარი გა­ა­ღო და გა­რეთ გა­მო­ვარ­და. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დევ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და მათ იხ­სნეს ჩემი შვი­ლი. ქალ­მა და­ი­ნა­ხა, კაცი რო­გორ არ­ტყმე­ვი­ნებ­და მან­ქა­ნის კა­პოტ­ზე გო­გოს თავს. თურ­მე კე­ფა­ში ურტყამ­და მუშტს, ანას თმის ბღუ­ჯა ხელ­ში შერ­ჩე­ნია მო­ძა­ლა­დეს.

ქალ­მა კი­ვი­ლი მორ­თო, სხვე­ბიც გა­მოც­ვივ­დნენ ოთა­ხე­ბი­დან და იმ მხეცს ხე­ლი­დან გა­მოჰ­გლი­ჯეს ჩემი შვი­ლი. ის მა­ინც მის­დევ­და და წარ­თმე­ვას უპი­რებ­და. თურ­მე გა­ი­ძა­ხო­და, ჩემი ქა­ლია, თავი დაგ­ვა­ნე­ბეთ, თქვენ ვინ გკი­თხავ­თო. ანა კი ყვი­რო­და, ტყუ­ის, მეჯ­ვა­რეა და მო­ტყუ­ე­ბით წა­მო­მიყ­ვა­ნა. კა­ხას ყვე­ლა­ფერს ვე­ტყვი და მოგ­კლავ­სო. ის გა­რე­წა­რი ხალ­ხის თვალ­წინ ეუბ­ნე­ბო­და თურ­მე, თუ გინ­და, სის­ხლი და­იღ­ვა­როს, უთხა­რი და ქმარს მო­გიკ­ლა­ვო. დევ­ნი­ლებს მისი ცემა და­უ­პი­რე­ბი­ათ, მაგ­რამ ანას უთ­ქვამს, პო­ლი­ცი­ე­ლია, ხელი არ და­არ­ტყათ, თო­რემ პრო­ვო­კა­ცი­ას მო­ა­წყობ­სო. მერე ტაქ­სით გა­მო­უშ­ვი­ათ ანა.

- ანას მა­მამ ეს ამ­ბა­ვი რო­გორ გა­ი­გო?

- იმ დღეს ვერ გა­ი­გო... ჩემს მე­უღ­ლე­სა და ვაჟს რა­მე­ზე ეჭვი რომ არ აე­ღოთ, ანამ უთხრა, გი­ჟი­ვით მი­დი­ო­და და ავა­რი­ა­ში მოვ­ხვდი­თო. მე­ო­რე დი­ლით პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩივ­რის შე­სა­ტა­ნად მე წა­ვე­დი, თან მას­თან შეხ­ვედ­რაც გა­დავ­წყვი­ტე. ჩემს ზარს არ პა­სუ­ხობ­და. მე­სი­ჯი მივ­წე­რე, ახლა სა­ჩი­ვა­რი შე­მაქვს, შენ ვინ ყო­ფილ­ხარ-მეთ­ქი. ამ დროს შემ­თხვე­ვით ქუ­ჩა­ში ჩემი სიძე შემ­ხვდა, მან­ქა­ნა გა­მი­ჩე­რა, სად მი­დი­ხართ, წა­გიყ­ვან­თო. ანა ცუ­დად არის-მეთ­ქი, მხო­ლოდ ეს ვუ­თხა­რი. შინ რომ მი­ვე­დით, ანა ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვა და კახა უცებ გა­ვარ­და სახ­ლი­დან.

- თქვენ ესა­უბ­რეთ ან­ჩა­ბა­ძეს?

- როცა მივ­წე­რე, გი­ჩივ­ლებ-მეთ­ქი, მა­შინ­ვე და­მი­რე­კა. მარ­თა­ლი ხართ, ქალ­ბა­ტო­ნო, შე­მე­შა­ლა, პი­რუ­ტყვი ვარ, არა­კა­ცი, რაც გინ­დათ, ის მი­წო­დეთ, მომ­კა­ლით, ოღონდ ეს ამ­ბა­ვი არ გა­აზ­ვი­ა­დოთ. თქვე­ნი შვი­ლის მო­მა­ვა­ლი საფრ­თხის ქვეშ დად­გე­ბაო.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"სიკვდილი მისთვის წამალი იქნებოდა, ამიტომ მოვაჭერი ყური"

"სიკვდილი მისთვის წამალი იქნებოდა, ამიტომ მოვაჭერი ყური"

გასულ კვირას ზუგდიდში მომხდარ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. მეუღლის გაუპატიურების მცდელობისთვის თავის მეჯვარეს, პოლიციელ გოგა ანჩაბაძეს კახა გულორდავამ ყური მოაჭრა, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებებიც მიაყენა და სასტიკად სცემა. მერე ადვოკატს დაუკავშირდა და მასთან ერთად პოლიციაში გამოცხადდა.

სამართალდამცავებმა კახა გულორდავა დააკავეს. პროკურატურამ სასამართლოს არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა და კახა გულორდავას გათავისუფლება 2 000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ ითხოვა. სასამართლო დარბაზი სავსე იყო ბრალდებულის გულშემატკივრებით. მოსამართლემ გულორდავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მან 2 000 ლარი 40 დღეში უნდა გადაიხადოს.

სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით აღიძრა. რაც შეეხება გოგა ანჩაბაძეს, ის ჯერ ზუგდიდის, მოგვიანებით კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფს ოპერაციაც გაუკეთდა, ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. იმის მიუხედავად, რომ გოგა ანჩაბაძე დაზარალებულია, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით და მას პასუხისგება მოუწევს. მას ჯერჯერობით დეტალური ჩვენება არ მიუცია.

არც მისი ოჯახის წევრების აზრია ცნობილი, ისინი ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან. როგორც შევიტყვეთ, ოჯახის წევრებს ადვოკატი აქამდე არ აუყვანიათ. გოგა ანჩაბაძე 2006 წლიდან მუშაობს საპატრულო პოლიციაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 2011 წელს პოლიციიდან უღირსი საქციელის გამო დაითხოვეს, თითქოს ქალ მძღოლებს აჩერებდა, შარს სდებდა და ჯარიმის გამოწერის სანაცვლოდ სატელეფონო ნომერს სთხოვდა, მერე კი თავისთან იბარებდა. იმასაც ამბობენ, რომ 2012 წელს, არჩევნების შემდეგ, აღადგინეს სამსახურში. ამ ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცადეთ, თუმცა პრესსამსახურმა არ დაგვიდასტურა ეს ინფორმაცია.

საქმის უფრო მეტი დეტალის გასარკვევად კახა გულორდავას ადვოკატს, ჯიტა გულუას ვესაუბრეთ: - გოგა და კახა ზუგდიდელები არიან, ბავშვობის მეგობრები. ანჩაბაძის მამიდა კახას კარის მეზობელია. გოგა სულ ეუბნებოდა, კახა, შენი მეჯვარე მე უნდა ვიყოო. მართლაც ასე მოხდა. ანა ძაბიტაშვილმა და კახა გულორდავამ სამი თვის წინ იქორწინეს და გოგა იყო მათი მეჯვარე. კახამ პირველად გოგას აცნობა, რომ მალე მამა გახდებოდა. ისინი ხომ ბავშვობის მეგობრები იყვნენ და რას წარმოიდგენდა მისგან ასეთ სიმუხთლეს.

- ანას ადრეც იცნობდა გოგა ანჩაბაძე?

- ანა ოდიშელია, გოგას ადრე არ იცნობდა. ერთხელ ანა თბილისში მიდიოდა, სენაკის გზაზე მიკროავტობუსი გაფუჭდა და შეყვარებულს დაურეკა, გზაში ვდგავართ და მანქანის გაკეთებას ველოდებითო. კახამ მეგობარ პოლიციელს დაურეკა და უთხრა, ამ ტერიტორიის სიახლოვეს ხომ არა ხარ, მიკროავტობუსია გაფუჭებული, ჩემი შეყვარებული მგზავრობს და იქნებ მძღოლს დაეხმაროო. ისიც მივიდა პატრულის მანქანით, გაიცნო ანა და უთხრა, შენმა შეყვარებულმა გამომგზავნაო. მაშინ ნახა ანამ პირველად ანჩაბაძე.

- იმ ავადსახსენებელ დღეს სად შეხვდა ანა ანჩაბაძეს?

- ანა ოდიშში, მშობლებთან იყო, როცა გოგამ მობილურზე დაურეკა, სად ხართ, გამოგივლითო. ძაბიტაშვილებთან რომ მისულა, ანას მშობლებმა შეიპატიჟეს, მაგრამ უარი უთქვამს, თუ კახა არ არის, არ შემოვალო. მერე ანასთვის უთქვამს, მოდი, კახას სიურპრიზი გავუკეთოთ, მივაკითხოთ ზუგდიდში, წამოვიყვანოთ და ერთად ვიქეიფოთ შენს მშობლებთანო. ანაც გაჰყვა.

რუსუდან ლომაია, ანა ძაბიტაშვილის დედა:

- გოგა ჩვენთან რომ მოვიდა, თქვა, ნასვამი ვარო, მაგრამ სასმლის სუნი არ ასდიოდა. გვითხრა, ჩხოროწყუდან მოვდივარ, ღვინო გამომატანესო. წინა სავარძელზე ედო ღვინო. ანას უთხრა, უკან დაჯექიო. ჩემი შვილიც გაჰყვა. შინ შევბრუნდი და სუფრის გაშლა დავიწყე. ერთ საათში სახეშეშლილი ანა დაბრუნდა. ფეხსაცმლის ქუსლი მოტეხილი ჰქონდა, თმა გაწეწილ-ამოგლეჯილი. მითხრა, გაუპატიურება დამიპირა, თავი ძლივს დავიხსენიო. მერე კი მოგვიყვა, თურმე გოგა მანქანას გიჟივით მიაქროლებდა, კინაღამ ავარიაც მოახდინა. ცოტა ხნით ადრე, გოგას ცოლ-შვილი ავარიაში მოყვა, ბავშვს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ჩემს შვილს ბავშვი მოუკითხავს. კარგად არის, უკვე ბაღში დადისო, უპასუხია გოგას. უცებ წერეთლის ქუჩაზე, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობასთან გაუჩერებია მანქანა. ანას უნდოდა ეკითხა, აქ რა გვინდაო - მაგრამ თქმაც ვერ მოასწრო, რომ ეცა - ღრიალებდა, დამნებდი, ხმა არ ამოიღოო. კარების ჩაკეტვა უცდია, მაგრამ ანამ მოახერხა, კარი გააღო და გარეთ გამოვარდა. იმ ტერიტორიაზე დევნილები ცხოვრობენ და მათ იხსნეს ჩემი შვილი. ქალმა დაინახა, კაცი როგორ არტყმევინებდა მანქანის კაპოტზე გოგოს თავს. თურმე კეფაში ურტყამდა მუშტს, ანას თმის ბღუჯა ხელში შერჩენია მოძალადეს.

ქალმა კივილი მორთო, სხვებიც გამოცვივდნენ ოთახებიდან და იმ მხეცს ხელიდან გამოჰგლიჯეს ჩემი შვილი. ის მაინც მისდევდა და წართმევას უპირებდა. თურმე გაიძახოდა, ჩემი ქალია, თავი დაგვანებეთ, თქვენ ვინ გკითხავთო. ანა კი ყვიროდა, ტყუის, მეჯვარეა და მოტყუებით წამომიყვანა. კახას ყველაფერს ვეტყვი და მოგკლავსო. ის გარეწარი ხალხის თვალწინ ეუბნებოდა თურმე, თუ გინდა, სისხლი დაიღვაროს, უთხარი და ქმარს მოგიკლავო. დევნილებს მისი ცემა დაუპირებიათ, მაგრამ ანას უთქვამს, პოლიციელია, ხელი არ დაარტყათ, თორემ პროვოკაციას მოაწყობსო. მერე ტაქსით გამოუშვიათ ანა.

- ანას მამამ ეს ამბავი როგორ გაიგო?

- იმ დღეს ვერ გაიგო... ჩემს მეუღლესა და ვაჟს რამეზე ეჭვი რომ არ აეღოთ, ანამ უთხრა, გიჟივით მიდიოდა და ავარიაში მოვხვდითო. მეორე დილით პოლიციაში საჩივრის შესატანად მე წავედი, თან მასთან შეხვედრაც გადავწყვიტე. ჩემს ზარს არ პასუხობდა. მესიჯი მივწერე, ახლა საჩივარი შემაქვს, შენ ვინ ყოფილხარ-მეთქი. ამ დროს შემთხვევით ქუჩაში ჩემი სიძე შემხვდა, მანქანა გამიჩერა, სად მიდიხართ, წაგიყვანთო. ანა ცუდად არის-მეთქი, მხოლოდ ეს ვუთხარი. შინ რომ მივედით, ანა ყველაფერს მოუყვა და კახა უცებ გავარდა სახლიდან.

- თქვენ ესაუბრეთ ანჩაბაძეს?

- როცა მივწერე, გიჩივლებ-მეთქი, მაშინვე დამირეკა. მართალი ხართ, ქალბატონო, შემეშალა, პირუტყვი ვარ, არაკაცი, რაც გინდათ, ის მიწოდეთ, მომკალით, ოღონდ ეს ამბავი არ გააზვიადოთ. თქვენი შვილის მომავალი საფრთხის ქვეშ დადგებაო.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ