პროფესიით ჟურნალისტი 22 წლის ნინი ცნობილაძე მაყურებელმა კონკურსიდან "ახალი ხმა" გაიცნო. მისი ორიგინალური ვოკალი სოციალურ ქსელებში დიდი მსჯელობის საგანი გახდა, "ცეკვავენ ვარსკვლავების შემდეგ კი მაყურებელმა მისი საცეკვაო მონაცემებიც შეაფასა. თავად მომღერალი თავისი გამოსვლებით კმაყოფილია და ჟიურის ზოგიერთი წევრის შეფასებებზე გულიც კი სწყდება. ნინიმ პროექტი დატოვა და დღეს "რეიტინგის" სტუმარია. რატომ არ უყვარს საქართველოში ჩატარებული კონკურსები და რატომ მიდის კარიერის გასაგრძელებლად სხვა ქვეყანაში, ნინი თავად გიამბობთ.
- ნინი, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობამდე თუ გიცეკვია?
- არა. ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საინტერესო იყო ჩემთვის და ბევრი არც მიფიქრია. ცეკვა ჩემს პროფესიასთან ახლოს არის, სცენაზე მოძრაობა მჭირდება. სიმღერის დროს სცენაზე მოძრაობა აქამდე არ მიცდია. ახლა უკვე ვცდი. ცოცხლად სიმღერა და თან ცეკვა საკმაოდ რთულია, მაგრამ შევეცდები. ცეკვასთან კი არა, სპორტთანაც კი არ მქონია აქამდე შეხება. ამის გათვალისწინებით კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლებით. ამასაც თუ შევძლებდი, არ მეგონა. გული დამწყდა, რომ პროექტი დავტოვე, აზარტში ვიყავი უკვე, მეტი და მეტი მინდოდა გამეკეთებინა. თან ვხედავდი, რომ უკეთ და უკეთ გამომდიოდა.
- მოკლე პერიოდში არაერთი კონკურსის მონაწილე იყავი. ჩვენ "ახალი ხმიდან გაგიცანით...
- არადა, კონკურსის ფორმატი არ მიყვარს, მთრგუნავს. "ახალ ხმაში ჩემს ნამღერს ვერ ვუსმენდი. ახლაც ვერ ვუსმენ მაშინდელ გამოსვლებს. იმის გამო, რომ კონკურსის ფორმატში ვმღერი, შინაგანად ვიძაბები, თავისუფლად ვერ ვარ. უკეთ შემეძლო მემღერა. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ "ახალ ხმაში მონაწილეობა ღირდა. ორი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში ასეთ რთულ ეტაპებს გავივლიდი, არა მხოლოდ სიმღერის მხრივ, ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე ამ კონკურსისგან. ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ადამიანების შეფასებაზე დავფიქრდი. არ შეიძლება, მხოლოდ ერთი მხრიდან შეხედო ადამიანს და დადებითად ან უარყოფითად შეაფასო, შეფასებისას ძალიან ბევრი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინო. კონკურსები ადამიანურად გზრდის.
- "ახალი ხმა, "ცეკვავენ ვარსკვლავები და უკვე ცნობილი სახე ხარ. ჟურნალისტები ინტერვიუებს გთხოვენ. მიიჩნევ, რომ შენთან ეს ყველაფერი იოლად მოვიდა?
- არ იყო იოლი. ყველაფერი ჩემით გავაკეთე. ცხოვრებაში არავინ არაფერში დამხმარებია. ოჯახი რომ ოჯახია, მხოლოდ მორალურად მედგა გვერდში. თვითონ არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს რამე ვთხოვო. ნაცნობობა და მეგობრობა საქართველოში კი არის ფეხმოკიდებული, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. ეს ჩემი კომპლექსია. თუ დახმარებას ვითხოვ, ე.ი. თვითონ არ შემიძლია ამის გაკეთება.
- ოჯახი ახსენე, დიდი ოჯახი გაქვს?
- დედა, მამა და უფროსი ძმა. ჩემი ოჯახი ხელოვნებასთან ყოველთვის ახლოს იყო. დიდი ბაბუა მღეროდა, ბებია ცეკვავდა, მამა სუხიშვილების მოცეკვავე იყო, დედა მუსიკოსია, კონსერვატორიის ათწლედში ასწავლის.
- სუხიშვილების ყოფილმა მოცეკვავე მამამ ქართულ ტურში შენი ცეკვა როგორ შეაფასა?
- ყველა მაგას მეკითხება (იღიმება). მამაჩემს რომ იცნობდეთ, მიხვდებით, რომ არ არის ის ადამიანი, ვინც შეცდომებზე მიგითითებს. უბრალოდ, შეიძლება გირჩიოს, ზოგადად შენიშვნები არ უყვარს. მე და მამას ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყველა ტურს ესწრებოდა. ქართულზე განსაკუთრებით ნერვიულობდა, მაგრამ კმაყოფილი იყო ყველა ჩემი გამოსვლით, ალბათ იმიტომაც, რომ ჩემი ცეკვა აქამდე არ უნახავს.
- როგორ მოხდა, მოცეკვავე მამამ ბავშვობაში ცეკვაზე რომ არ გატარა?
- მეც მიკვირს ეს, მიკითხავს კიდეც მშობლებისთვის. ალბათ იმიტომ, რომ რთული და დაუფასებელი პროფესიაა ჩვენს ქვეყანაში.
- მამას კონცერტზე ნამყოფი ხარ?
- არა. მამა 67 წლისაა. კონცერტები და სუხიშვილები უკვე დამთავრებული ჰქონდა, ცოლი რომ მოიყვანა.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია