საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქველმოქმედება ქართულად: ვინ სარგებლობს ხალხის გრძნობებით?
ქველმოქმედება ქართულად: ვინ სარგებლობს ხალხის გრძნობებით?

ხში­რად, ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ ადა­მი­ანს წინ ურ­ნა­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა შეხ­ვდე­ბა და ლე­ი­კე­მი­ით ან სხვა სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბას სთხოვს. ზოგს სჯე­რა მათი, ზოგი - უხ­მოდ ერი­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი კი ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავს და ასეთ ადა­მი­ა­ნებს აფე­რის­ტებს ეძა­ხის. თურ­მე, არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ერთი ქალ­ბა­ტო­ნი გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბავს მო­მიყ­ვა.

მა­რი­ნა გაბ­რი­ჩი­ძე:

- ინ­ვა­ლი­დი შვი­ლი მყავს. ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა აქვს. ერთი წლის წინ ოპე­რა­ცი­აც გა­ვუ­კე­თეთ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ გვი­ჭირს, მაგ­რამ ასე­თი ოპე­რა­ცია და ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს, ამი­ტომ ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია დაგ­ვეხ­მა­რა. მას შემ­დეგ დახ­მა­რე­ბა არა­ვის­თვის მი­თხო­ვია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თა­მარ მე­ფის გამ­ზირ­ზე მივ­დი­ო­დი. ბა­ზარ­ში გახ­ლდით, შვი­ლის­თვის ხილი ვი­ყი­დე. წინ ორი პა­ტა­რა გო­გო­ნა გა­და­მიდ­გა, რომ­ლებ­საც ხელ­ში ურნა ეჭი­რათ და მთხო­ვეს, და­ა­ვა­დე­ბულ პა­ტა­რა ბიჭს და­ეხ­მა­რე­თო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩემი რე­აქ­ცია, რო­დე­საც ურ­ნა­ზე მიკ­რუ­ლი ბი­ჭის ფო­ტოს შევ­ხე­დე და მას­ში ჩემი შვი­ლი შე­ვი­ცა­ნი. ლა­მის გავ­გიჟ­დი. მა­შინ­ვე მოვ­თხო­ვე, ეთ­ქვათ, სა­ი­დან ჰქონ­დათ ეს ფოტო. გაქ­ცე­ვა და­ა­პი­რეს. უკან გა­მო­ვე­კი­დე და ვუყ­ვი­რო­დი, ამ საქ­მეს ასე არ დავ­ტო­ვებ-მეთ­ქი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვე­წიე. იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ი­სას და­მეხ­მა­რა და ვკი­თხე, - ჩემი შვი­ლის­თვის თქვენ ხომ არ ითხოვთ დახ­მა­რე­ბას, ფოტო ხომ არა­ვის­თვის მი­გი­ცათ-მეთ­ქი? - თქვე­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ამას რო­გორ გა­ვა­კე­თებ­დი­თო?! - მი­პა­სუ­ხეს. რო­გორც ჩანს, ის ფოტო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გა­და­ი­წე­რეს და და­ბეჭ­დეს. ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თაღ­ლი­თო­ბაა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა! ჩემ გარ­შე­მო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობ­და, ქუ­ჩა­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბის არ გვჯე­რაო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, რად­გან თვი­თონ და­მეხ­მა­რა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სწო­რედ ასე­თი ხერ­ხით ითხოვ­და ფულს ჩემი შვი­ლის­თვის. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სხვა ამ ხერ­ხს სა­კუ­თა­რი ჯი­ბის შე­სავ­სე­ბად გა­მო­ი­ყე­ნებ­და?! ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ქველ­მოქ­მე­დე­ბის ეს ფორ­მა უნდა შეც­ვა­ლონ, რომ გა­ურ­კვევ­ლო­ბა არ მოჰ­ყვეს...

გა­დავ­წყვი­ტე, ქუ­ჩა­ში გა­მევ­ლო და თაღ­ლი­თი თუ ნამ­დვი­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბი მო­მე­ძებ­ნა. მათ ნახ­ვამ­დე კი რი­გით გამ­ვლელს გა­ვე­სა­უბ­რე. და­ვინ­ტე­რეს­დი, რას ფიქ­რობს ამ ფორ­მის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე და თუ არის ქველ­მოქ­მე­დი...

მა­რი­ნა ნა­დი­რაშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ქველ­მოქ­მე­დი ვიყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად არ მაქვს. ქუ­ჩის ქველ­მოქ­მე­დე­ბის კი ნამ­დვი­ლად არ მჯე­რა. ჯერ ერთი, ვერ ვი­გებ, ვის ვეხ­მა­რე­ბი, რად­გან ურ­ნებ­ზე ჯვრე­ბი აქვთ მიკ­რუ­ლი და მე­უბ­ნე­ბი­ან, ავად­მყოფ ბავ­შვებს ვეხ­მა­რე­ბი­თო. რო­გორ უნდა გა­ვი­გო, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ბავ­შვს ეხ­მა­რე­ბი­ან ან სა­ერ­თოდ, ეს დახ­მა­რე­ბა ვინ­მეს ხმარ­დე­ბა თუ - პი­რა­დად იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ურ­ნით და­დის? ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რე­ბი ვართ, მათ შო­რის - თაღ­ლი­თო­ბა­შიც. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ადა­მი­ა­ნებს ვერ ვეხ­მა­რე­ბი. მირ­ჩევ­ნია, მათ ნაც­ვლად ფული ქუ­ჩა­ში მდგარ მო­ბუ­ზულ მო­ხუცს მივ­ცე. თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თით ვიცი, რომ არც ისი­ნი არი­ან სან­დო­ნი. ერთ-ერთი ეკ­ლე­სი­ის წინ ასე­თი მო­ხუ­ცი ზის, საკ­მა­ოდ სა­ცო­და­ვი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით. რე­ა­ლუ­რად კი, თურ­მე მისი შვი­ლი და რძა­ლი თბი­ლის­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ღა­მის კლუ­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან. რა­ტომ უნდა და­ვეხ­მა­რო ისეთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ჩემ­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს?!

გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ­ზე წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი, წი­თელ მა­ი­სურ­სა და კეპ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბიჭი შევ­ნიშ­ნე. ის პარ­ფი­უ­მე­რი­ის მა­ღა­ზი­ის წინ იდგა, ყვე­ლა გამ­ვლელ-გა­მომ­ვლელს ურ­ნა­ზე მი­უ­თი­თებ­და და ეუბ­ნე­ბო­და, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს და­ეხ­მა­რე­თო. თან თით­ქმის ყვე­ლა მათ­განს ხელ­ში რა­ღაც ბუკ­ლეტს აჩე­ჩებ­და. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და ვიდ­რე რა­მეს ვე­ტყო­დი, ბუკ­ლე­ტი მეც მო­მა­წო­და. წი­თელ ფურ­ცელს ერთ მხა­რეს კა­ლენ­და­რი აქვს, მე­ო­რე მხა­რეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია - "სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლი" - სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის, შემ­დეგ კი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბია ჩა­მოთ­ვლი­ლი, რომ­ლებ­საც ხალ­ხის თა­ნად­გო­მით, ეს არა­სამ­თავ­რო­ბო და­ეხ­მა­რა; ფურ­ცლის ბო­ლოს კი ან­გა­რი­ში­სა და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. აქ­ტი­ურ ბიჭს შე­ვე­კი­თხე, - რა­ტომ უნდა და­გი­ჯე­როთ, რომ ნამ­დვი­ლად ეხ­მა­რე­ბით გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და ამ ფულს პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის არ იყე­ნებთ-მეთ­ქი? - წა­მობ­რძან­დით, ქალ­ბა­ტო­ნო, და ახ­ლა­ვე ყვე­ლა­ფერს და­გიმ­ტკი­ცებ­თო, მი­თხრა. ჩემს პა­სუხს არც და­ლო­დე­ბია, ურნა იქვე, მი­წა­ზე დად­გა და თვი­თონ სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით ერთ-ერთი ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ას მი­ა­შუ­რა. მეც უკან გავ­ყე­ვი. მა­ღა­ზი­ა­ში ერთ-ერთ ჩარ­თულ კომ­პი­უ­ტერს და­უ­კი­თხა­ვად მი­უ­ახ­ლოვ­და და Facenook-ის გვერ­დზე შე­ვი­და, რო­მე­ლიც იმა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ეს ბიჭი წარ­მო­ად­გენ­და. იმ გვერ­დზე უამ­რა­ვი ვი­დეო და ფოტო მიჩ­ვე­ნა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბი­სას იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. - ახლა ხომ დარ­წმუნ­დი, რომ ნამ­დვი­ლად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ვეხ­მა­რე­ბი და ეს ფული ჩემ­თვის არ მინ­და? - ნიშ­ნის მო­გე­ბით შე­მე­კი­თხა. - იცი, მე ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და უფრო კარ­გად რომ დავ­რწმუნ­დე, ამის­თვის ინ­ტერ­ვიუ უნდა ჩა­მო­გარ­თვა-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. უარი არ უთ­ქვამს. გულ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი ბაჯი (გულ­სა­კი­დი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი) მაჩ­ვე­ნა, რო­მელ­ზეც მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ამო­ვი­კი­თხე: სერ­გი მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

- სერ­გი, ხალ­ხი გეხ­მა­რე­ბა, თუ არ სჯე­რათ შენი?

- ამ­ჟა­მად, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბი­ან. ზოგს სჯე­რა ჩვე­ნი და ფულს იმე­ტებს, ზო­გიც გვლან­ძღავს, გვე­ჩხუ­ბე­ბა...

- ასეთ ხალ­ხს რას პა­სუ­ხობ ხოლ­მე?

- თუ წყნა­რად გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, თქვენ­სა­ვით, ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ა­ში შემ­ყავს და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ვუმ­ტკი­ცებ, რომ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ნამ­დვი­ლად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბა და ფულს ჯი­ბე­ში არ იდებს. თუ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან, პა­სუხს არ ვცემ. თა­ვი­ან­თი ნე­ბაა, და­მი­ჯე­რე­ბენ თუ - არა. თვი­თონ გა­და­წყვი­ტონ.

- მე­ეჭ­ვე­ბა, რო­მე­ლი­მე თქვენ­გა­ნი აქ უსას­ყიდ­ლოდ მუ­შა­ობ­დეს. მთე­ლი დღე ქუ­ჩა­ში ტყუ­ი­ლად ხომ არ დგა­ხარ, ალ­ბათ, ხელ­ფასს გიხ­დი­ან.

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხის 10%-ს მიხ­დი­ან.

- ეს სა­შუ­ა­ლოდ, რამ­დე­ნი გა­მო­დის?

- გა­აჩ­ნია იმ დღის შე­მო­სა­ვალს: ხან 10 ლარი გა­მომ­დის, ხა­ნაც, 15-20 ლა­რიც ამი­ღია. ჩვე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო თან ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ვა, თან ხალ­ხს ასაქ­მებს. ქუ­ჩა­ში უაზ­როდ სი­ა­რულს, ბირ­ჟა­ზე უსაქ­მუ­რად დგო­მას, ხომ ჯო­ბია, აქ ვიდ­გე და კე­თი­ლი საქ­მე ვა­კე­თო? თან, ჯი­ბის ფულ­საც გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, მში­ე­რი არ ვარ.

- რო­გორ ფიქ­რობ, თაღ­ლი­თებს რა­ტომ გე­ძა­ხი­ან? ხალ­ხს რა­ტომ არ სჯე­რა ასე­თი ტი­პის ქველ­მოქ­მე­დე­ბის?

- იმი­ტომ, რომ ბევ­რია თაღ­ლი­თი. ამა­ვე ქუ­ჩა­ზე ერთი "ციგ­ნის ქალი" მა­თხოვ­რობ­და. რომ და­ი­ნა­ხა, ხალ­ხი ჩვენ უფრო გვეხ­მა­რე­ბო­და ვიდ­რე - მას, იყი­და ასე­თი ურნა, ზედ ვი­ღა­ცის ფო­ტო­ე­ბი მი­აკ­რა და ახლა ვი­თომ იმ ვი­ღა­ცის­თვის ითხოვს დახ­მა­რე­ბას. თან ისე­თი გულ­მოდ­გი­ნე­ბით ითხოვს ფულს, საკ­მაო თან­ხა­საც აგ­რო­ვებს.

ვე­ცა­დე, ის "ციგ­ნის ქალი" მო­მე­ძებ­ნა. რამ­დე­ნი­მე დღე იმ ქუ­ჩა­ზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვნა­ხე. ან "სა­მუ­შაო ად­გი­ლი" შე­იც­ვა­ლა, ან "გა­მო­სას­ვლე­ლი" დღე­ე­ბი ჰქონ­და. სა­მა­გი­ე­როდ, ორ პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას წა­ვა­წყდი, რომ­ლე­ბიც ურ­ნას მო­რი­გე­ო­ბით და­ა­ტა­რებ­დნენ და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის­თვის დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ ხალ­ხის­გან. მათ­თან მი­ვე­დი, ყუთ­ში 50 თეთ­რი ჩა­ვუგ­დე და შე­ვე­კი­თხე, - ეს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი თქვე­ნი ახ­ლო­ბე­ლია-მეთ­ქი? ჩემი შე­კი­თხვა არ მო­ე­წო­ნათ. ერ­თმა­ნეთს გა­და­ხე­დეს, - რა თქმა უნ­დაო, რო­მე­ლი­ღა­ცამ ჩა­ი­ბურ­ტყუ­ნა. - ამ ბავ­შვს ალ­ბათ ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა. იქ­ნებ ან­გა­რი­შის ნო­მე­რი მი­თხრათ, რომ ჩემს მე­გობ­რებ­საც შე­ვა­ტყო­ბი­ნო და ერ­თობ­ლი­ვად რა­ღაც თან­ხას გა­და­ვუ­რი­ცხავთ-მეთ­ქი. - არა­ნა­ი­რი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი არ გვაქვს, თუ დახ­მა­რე­ბა გინ­და, აქ ჩა­აგ­დე ბევ­რი ფული, მხო­ლოდ 50 თეთ­რით რომ დაგ­ვეხ­მა­რეო, - და­მა­ნა­მუ­სა ერთ-ერ­თმა და გა­მომ­ცდე­ლი მზე­რა შე­მავ­ლო. სხვა გზა არ მქონ­და, გა­მო­ვუ­ტყდი, - ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, ამ ბავ­შვზე ჩვენს ჟურ­ნალ­ში სტა­ტი­ას დავ­წერ და უფრო მეტი ხალ­ხი და­ეხ­მა­რე­ბა, თა­ნაც, ხალ­ხს თქვე­ნი არ სჯე­რა, რად­გან ბევ­რი იტყუ­ე­ბა-მეთ­ქი, - დავ­ძი­ნე. ერთ-ერთი ბი­ჭუ­ნა მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა: - რა გგო­ნია, ის დიდი ბი­ჭე­ბი, რად­გან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბენ, თაღ­ლი­თე­ბი არ არი­ან? რამ­დენ­ჯერ და­მი­ნა­ხავს, რომ ყუ­თი­დან ფული ამო­უ­ღი­ათ და ჯი­ბე­ში ჩა­უდ­ვი­ა­თო. ბავ­შვებ­მა ჩემს და­ნარ­ჩენ შე­კი­თხვებს აღარც მო­უს­მი­ნეს, ორი­ვემ უკან­მო­უ­ხე­და­ვად მო­კურ­ცხლა. აღარ გავ­კი­დე­ბი­ვარ. ისე­დაც გა­სა­გე­ბი იყო, რომ ეს ბავ­შვე­ბი არა­ვის ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო იდ­გნენ ქუ­ჩა­ში. არ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ? ამ ბოლო დროს საგ­რძნობ­ლად იკლო მა­თხო­ვა­რი ბავ­შვე­ბის რი­ცხვმა. რო­გორც ჩანს, ხალ­ხს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა უფრო მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­აჩ­ნია, ვიდ­რე - მა­თხოვ­რე­ბის. ამი­ტომ, "ყო­ფილ­მა მა­თხოვ­რებ­მა" ახა­ლი "სამ­სა­ხუ­რი" მო­ძებ­ნეს და ახლა "სხვის­თვის" მა­თხოვ­რო­ბენ...

გი­ორ­გი ჯიშ­კა­რი­ა­ნი:

- ასე­თი ქველ­მოქ­მე­დე­ბის არ მჯე­რა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა თაღ­ლი­თია. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი არი­ან, მაგ­რამ ისე­თი ტო­ნით და ისე თავ­ხე­დუ­რად გვთხო­ვენ დახ­მა­რე­ბას, ფუ­ლის მი­ცე­მა კი არა, ცემა მო­გინ­დე­ბა ადა­მი­ანს. თა­ნაც გა­ვი­გე, რომ თურ­მე ხალ­ხის მი­ცე­მუ­ლი ფუ­ლის 10%-ს ისი­ნი ხელ­ფა­სად იღე­ბენ. ვინ მის­ცა უფ­ლე­ბა, რომ ჩემი ფუ­ლი­დან ჩემ­გან და­უ­კი­თხა­ვად, სა­კუ­თარ თავს ხელ­ფასს უხ­დის?!

- ამას იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ავა­ლებს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში სა­მუ­შა­ოდ უშ­ვებს.

- თუ სა­მუ­შა­ოდ თვი­თონ უშ­ვებს, კე­თი­ლი ინე­ბოს და ხელ­ფა­სიც თვი­თონ გა­და­უ­ხა­დოს. რო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია ვალ­დე­ბუ­ლი, რომ ვინ­მეს ხელ­ფას­ზე იზ­რუ­ნოს?! ქველ­მოქ­მე­დე­ბას იმის­თვის ვე­წე­ვით, რომ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ვეხ­მა­როთ. ამ ყვე­ლაფ­რის გამო, მხო­ლოდ "იავ­ნა­ნას", "დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის" და სხვა ცნო­ბილ ფონ­დებ­ში ვრი­ცხავ თან­ხას, მი­ნი­მა­ლურს, მაგ­რამ - მა­ინც. ის მა­ინც ზუს­ტად ვიცი, რომ ფული რე­ა­ლუ­რად, ავად­მყოფ და გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ხმარ­დე­ბა...

რამ­დე­ნი­მე წე­ლია, გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ­ზე ერთი ბიჭი მა­ღა­ზი­ე­ბის წინ ზის, გვერ­დით ურნა უდ­გას, რო­მელ­ზეც პა­ტა­რა ბი­ჭის ფო­ტოა მიკ­რუ­ლი და მსხვი­ლი წარ­წე­რაც ამ­შვე­ნებს: "ბე­სიკ ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბის ფონ­დი. გთხოვთ, და­ეხ­მა­როთ უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნილ პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლიდს". აქამ­დე ამ ბი­ჭთან გა­სა­უბ­რე­ბა არა­სო­დეს მიც­დია. ახლა მი­ვე­დი და ვკი­თხე, - ვის ვეხ­მა­რე­ბით-მეთ­ქი? - სა­კუ­თარ თავს ვეხ­მა­რე­ბი, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი სწო­რედ მე ვარო, - მი­პა­სუ­ხა.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქველმოქმედება ქართულად: ვინ სარგებლობს ხალხის გრძნობებით?

ქველმოქმედება ქართულად: ვინ სარგებლობს ხალხის გრძნობებით?

ხშირად, ქუჩაში მიმავალ ადამიანს წინ ურნამომარჯვებული ახალგაზრდა შეხვდება და ლეიკემიით ან სხვა სენით დაავადებული ბავშვებისთვის დახმარებას სთხოვს. ზოგს სჯერა მათი, ზოგი - უხმოდ ერიდება, ზოგიერთი კი ემოციებს ვერ მალავს და ასეთ ადამიანებს აფერისტებს ეძახის. თურმე, არცთუ უსაფუძვლოდ. სოციალური ქსელის მეშვეობით, ერთი ქალბატონი გავიცანი, რომელიც დაუჯერებელ ამბავს მომიყვა.

მარინა გაბრიჩიძე:

- ინვალიდი შვილი მყავს. ცერებრალური დამბლა აქვს. ერთი წლის წინ ოპერაციაც გავუკეთეთ. მატერიალურად არ გვიჭირს, მაგრამ ასეთი ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაგვეხმარა. მას შემდეგ დახმარება არავისთვის მითხოვია. რამდენიმე დღის წინ, თამარ მეფის გამზირზე მივდიოდი. ბაზარში გახლდით, შვილისთვის ხილი ვიყიდე. წინ ორი პატარა გოგონა გადამიდგა, რომლებსაც ხელში ურნა ეჭირათ და მთხოვეს, დაავადებულ პატარა ბიჭს დაეხმარეთო. წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, როდესაც ურნაზე მიკრული ბიჭის ფოტოს შევხედე და მასში ჩემი შვილი შევიცანი. ლამის გავგიჟდი. მაშინვე მოვთხოვე, ეთქვათ, საიდან ჰქონდათ ეს ფოტო. გაქცევა დააპირეს. უკან გამოვეკიდე და ვუყვიროდი, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავეწიე. იმ არასამთავრობო ორგანიზაციას დავუკავშირდი, რომელიც ოპერაციისას დამეხმარა და ვკითხე, - ჩემი შვილისთვის თქვენ ხომ არ ითხოვთ დახმარებას, ფოტო ხომ არავისთვის მიგიცათ-მეთქი? - თქვენი ნებართვის გარეშე ამას როგორ გავაკეთებდითო?! - მიპასუხეს. როგორც ჩანს, ის ფოტო სოციალური ქსელიდან გადაიწერეს და დაბეჭდეს. ეს ხომ ჩვეულებრივი თაღლითობაა, რომელიც კანონით ისჯება! ჩემ გარშემო უამრავი ადამიანი ამბობდა, ქუჩაში ქველმოქმედების არ გვჯერაო, მაგრამ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი, რადგან თვითონ დამეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ასეთი ხერხით ითხოვდა ფულს ჩემი შვილისთვის. რას წარმოვიდგენდი, რომ სხვა ამ ხერხს საკუთარი ჯიბის შესავსებად გამოიყენებდა?! ამიტომ, ჩემი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქველმოქმედების ეს ფორმა უნდა შეცვალონ, რომ გაურკვევლობა არ მოჰყვეს...

გადავწყვიტე, ქუჩაში გამევლო და თაღლითი თუ ნამდვილი ქველმოქმედები მომეძებნა. მათ ნახვამდე კი რიგით გამვლელს გავესაუბრე. დავინტერესდი, რას ფიქრობს ამ ფორმის ქველმოქმედებაზე და თუ არის ქველმოქმედი...

მარინა ნადირაშვილი:

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქველმოქმედი ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საშუალება ყოველდღიურად არ მაქვს. ქუჩის ქველმოქმედების კი ნამდვილად არ მჯერა. ჯერ ერთი, ვერ ვიგებ, ვის ვეხმარები, რადგან ურნებზე ჯვრები აქვთ მიკრული და მეუბნებიან, ავადმყოფ ბავშვებს ვეხმარებითო. როგორ უნდა გავიგო, კონკრეტულად რომელ ბავშვს ეხმარებიან ან საერთოდ, ეს დახმარება ვინმეს ხმარდება თუ - პირადად იმ ადამიანს, რომელიც ურნით დადის? ქართველები ყველაფერში ნიჭიერები ვართ, მათ შორის - თაღლითობაშიც. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს ვერ ვეხმარები. მირჩევნია, მათ ნაცვლად ფული ქუჩაში მდგარ მობუზულ მოხუცს მივცე. თუმცა კონკრეტული მაგალითით ვიცი, რომ არც ისინი არიან სანდონი. ერთ-ერთი ეკლესიის წინ ასეთი მოხუცი ზის, საკმაოდ საცოდავი გამომეტყველებით. რეალურად კი, თურმე მისი შვილი და რძალი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბის მფლობელები არიან. რატომ უნდა დავეხმარო ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩემზე მეტი შემოსავალი აქვს?!

გამსახურდიას გამზირზე წვერმოშვებული, წითელ მაისურსა და კეპში გამოწყობილი ბიჭი შევნიშნე. ის პარფიუმერიის მაღაზიის წინ იდგა, ყველა გამვლელ-გამომვლელს ურნაზე მიუთითებდა და ეუბნებოდა, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარეთო. თან თითქმის ყველა მათგანს ხელში რაღაც ბუკლეტს აჩეჩებდა. მივუახლოვდი და ვიდრე რამეს ვეტყოდი, ბუკლეტი მეც მომაწოდა. წითელ ფურცელს ერთ მხარეს კალენდარი აქვს, მეორე მხარეს არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს მადლი" - საზოგადოებას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის, შემდეგ კი იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სახელწოდებებია ჩამოთვლილი, რომლებსაც ხალხის თანადგომით, ეს არასამთავრობო დაეხმარა; ფურცლის ბოლოს კი ანგარიშისა და ტელეფონის ნომრები აქვს მითითებული. აქტიურ ბიჭს შევეკითხე, - რატომ უნდა დაგიჯეროთ, რომ ნამდვილად ეხმარებით გაჭირვებულებს და ამ ფულს პირადი ინტერესებისთვის არ იყენებთ-მეთქი? - წამობრძანდით, ქალბატონო, და ახლავე ყველაფერს დაგიმტკიცებთო, მითხრა. ჩემს პასუხს არც დალოდებია, ურნა იქვე, მიწაზე დადგა და თვითონ სწრაფი ნაბიჯებით ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიას მიაშურა. მეც უკან გავყევი. მაღაზიაში ერთ-ერთ ჩართულ კომპიუტერს დაუკითხავად მიუახლოვდა და Facenook-ის გვერდზე შევიდა, რომელიც იმავე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელზე იყო რეგისტრირებული, რომელსაც ეს ბიჭი წარმოადგენდა. იმ გვერდზე უამრავი ვიდეო და ფოტო მიჩვენა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში, ბავშვების დახმარებისას იყო გადაღებული. - ახლა ხომ დარწმუნდი, რომ ნამდვილად გაჭირვებულებს ვეხმარები და ეს ფული ჩემთვის არ მინდა? - ნიშნის მოგებით შემეკითხა. - იცი, მე ჟურნალისტი ვარ და უფრო კარგად რომ დავრწმუნდე, ამისთვის ინტერვიუ უნდა ჩამოგართვა-მეთქი, - ვუთხარი. უარი არ უთქვამს. გულზე დაკიდებული ბაჯი (გულსაკიდი სავიზიტო ბარათი) მაჩვენა, რომელზეც მისი სახელი და გვარი ამოვიკითხე: სერგი მამულაშვილი.

- სერგი, ხალხი გეხმარება, თუ არ სჯერათ შენი?

- ამჟამად, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან. ზოგს სჯერა ჩვენი და ფულს იმეტებს, ზოგიც გვლანძღავს, გვეჩხუბება...

- ასეთ ხალხს რას პასუხობ ხოლმე?

- თუ წყნარად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, თქვენსავით, ტექნიკის მაღაზიაში შემყავს და სოციალური ქსელის მეშვეობით ვუმტკიცებ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ნამდვილად გაჭირვებულებს ეხმარება და ფულს ჯიბეში არ იდებს. თუ აგრესიულები არიან, პასუხს არ ვცემ. თავიანთი ნებაა, დამიჯერებენ თუ - არა. თვითონ გადაწყვიტონ.

- მეეჭვება, რომელიმე თქვენგანი აქ უსასყიდლოდ მუშაობდეს. მთელი დღე ქუჩაში ტყუილად ხომ არ დგახარ, ალბათ, ხელფასს გიხდიან.

- რასაკვირველია. დღის განმავლობაში შეგროვებული თანხის 10%-ს მიხდიან.

- ეს საშუალოდ, რამდენი გამოდის?

- გააჩნია იმ დღის შემოსავალს: ხან 10 ლარი გამომდის, ხანაც, 15-20 ლარიც ამიღია. ჩვენი არასამთავრობო თან ქველმოქმედებას ეწევა, თან ხალხს ასაქმებს. ქუჩაში უაზროდ სიარულს, ბირჟაზე უსაქმურად დგომას, ხომ ჯობია, აქ ვიდგე და კეთილი საქმე ვაკეთო? თან, ჯიბის ფულსაც გამოვიმუშავებ, რომლის მეშვეობითაც, მშიერი არ ვარ.

- როგორ ფიქრობ, თაღლითებს რატომ გეძახიან? ხალხს რატომ არ სჯერა ასეთი ტიპის ქველმოქმედების?

- იმიტომ, რომ ბევრია თაღლითი. ამავე ქუჩაზე ერთი "ციგნის ქალი" მათხოვრობდა. რომ დაინახა, ხალხი ჩვენ უფრო გვეხმარებოდა ვიდრე - მას, იყიდა ასეთი ურნა, ზედ ვიღაცის ფოტოები მიაკრა და ახლა ვითომ იმ ვიღაცისთვის ითხოვს დახმარებას. თან ისეთი გულმოდგინებით ითხოვს ფულს, საკმაო თანხასაც აგროვებს.

ვეცადე, ის "ციგნის ქალი" მომეძებნა. რამდენიმე დღე იმ ქუჩაზე დავდიოდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვნახე. ან "სამუშაო ადგილი" შეიცვალა, ან "გამოსასვლელი" დღეები ჰქონდა. სამაგიეროდ, ორ პატარა ბიჭუნას წავაწყდი, რომლებიც ურნას მორიგეობით დაატარებდნენ და სიმსივნით დაავადებული ბავშვისთვის დახმარებას ითხოვდნენ ხალხისგან. მათთან მივედი, ყუთში 50 თეთრი ჩავუგდე და შევეკითხე, - ეს დაავადებული ბავშვი თქვენი ახლობელია-მეთქი? ჩემი შეკითხვა არ მოეწონათ. ერთმანეთს გადახედეს, - რა თქმა უნდაო, რომელიღაცამ ჩაიბურტყუნა. - ამ ბავშვს ალბათ ოპერაცია სჭირდება. იქნებ ანგარიშის ნომერი მითხრათ, რომ ჩემს მეგობრებსაც შევატყობინო და ერთობლივად რაღაც თანხას გადავურიცხავთ-მეთქი. - არანაირი ანგარიშის ნომერი არ გვაქვს, თუ დახმარება გინდა, აქ ჩააგდე ბევრი ფული, მხოლოდ 50 თეთრით რომ დაგვეხმარეო, - დამანამუსა ერთ-ერთმა და გამომცდელი მზერა შემავლო. სხვა გზა არ მქონდა, გამოვუტყდი, - ჟურნალისტი ვარ, ამ ბავშვზე ჩვენს ჟურნალში სტატიას დავწერ და უფრო მეტი ხალხი დაეხმარება, თანაც, ხალხს თქვენი არ სჯერა, რადგან ბევრი იტყუება-მეთქი, - დავძინე. ერთ-ერთი ბიჭუნა მომიბრუნდა და მითხრა: - რა გგონია, ის დიდი ბიჭები, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ, თაღლითები არ არიან? რამდენჯერ დამინახავს, რომ ყუთიდან ფული ამოუღიათ და ჯიბეში ჩაუდვიათო. ბავშვებმა ჩემს დანარჩენ შეკითხვებს აღარც მოუსმინეს, ორივემ უკანმოუხედავად მოკურცხლა. აღარ გავკიდებივარ. ისედაც გასაგები იყო, რომ ეს ბავშვები არავის ეხმარებოდნენ, მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო იდგნენ ქუჩაში. არ შეგიმჩნევიათ? ამ ბოლო დროს საგრძნობლად იკლო მათხოვარი ბავშვების რიცხვმა. როგორც ჩანს, ხალხს დაავადებული ბავშვების დახმარება უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია, ვიდრე - მათხოვრების. ამიტომ, "ყოფილმა მათხოვრებმა" ახალი "სამსახური" მოძებნეს და ახლა "სხვისთვის" მათხოვრობენ...

გიორგი ჯიშკარიანი:

- ასეთი ქველმოქმედების არ მჯერა. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა თაღლითია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი არიან, მაგრამ ისეთი ტონით და ისე თავხედურად გვთხოვენ დახმარებას, ფულის მიცემა კი არა, ცემა მოგინდება ადამიანს. თანაც გავიგე, რომ თურმე ხალხის მიცემული ფულის 10%-ს ისინი ხელფასად იღებენ. ვინ მისცა უფლება, რომ ჩემი ფულიდან ჩემგან დაუკითხავად, საკუთარ თავს ხელფასს უხდის?!

- ამას იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავალებს, რომელიც ქუჩაში სამუშაოდ უშვებს.

- თუ სამუშაოდ თვითონ უშვებს, კეთილი ინებოს და ხელფასიც თვითონ გადაუხადოს. რომელი ადამიანია ვალდებული, რომ ვინმეს ხელფასზე იზრუნოს?! ქველმოქმედებას იმისთვის ვეწევით, რომ გაჭირვებულებს დავეხმაროთ. ამ ყველაფრის გამო, მხოლოდ "იავნანას", "დიმიტრი ცინცაძის სახელობის" და სხვა ცნობილ ფონდებში ვრიცხავ თანხას, მინიმალურს, მაგრამ - მაინც. ის მაინც ზუსტად ვიცი, რომ ფული რეალურად, ავადმყოფ და გაჭირვებულ ადამიანებს ხმარდება...

რამდენიმე წელია, გამსახურდიას გამზირზე ერთი ბიჭი მაღაზიების წინ ზის, გვერდით ურნა უდგას, რომელზეც პატარა ბიჭის ფოტოა მიკრული და მსხვილი წარწერაც ამშვენებს: "ბესიკ ჯანყარაშვილის დახმარების ფონდი. გთხოვთ, დაეხმაროთ უსახლკაროდ დარჩენილ პირველი ჯგუფის ინვალიდს". აქამდე ამ ბიჭთან გასაუბრება არასოდეს მიცდია. ახლა მივედი და ვკითხე, - ვის ვეხმარებით-მეთქი? - საკუთარ თავს ვეხმარები, პირველი ჯგუფის ინვალიდი სწორედ მე ვარო, - მიპასუხა.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია