სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს უხდიან ინდოელები ქართველებს ქორწინების სანაცვლოდ
რამდენს უხდიან ინდოელები ქართველებს ქორწინების სანაცვლოდ

ბო­ლო ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და უცხ­ო­ე­ლებ­თან ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბის ფაქ­ტე­ბი. აქ "ფე­ხის მო­სა­კი­დებ­ლად" უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმა­ვე გზას მი­მარ­თა­ვენ, რა­საც ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი. ამ სა­კითხ­ის სა­მარ­თლებ­რივ და დე­მოგ­რა­ფი­ულ ას­პექ­ტებ­ზე თვალ­საზ­რისს ექ­სპერ­ტე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ, რომ­ლებ­საც მო­უხ­დათ ამ გზის გავ­ლა.

მა­კა ცინ­ცა­ძე, ემიგ­რან­ტი: - 15 წე­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ნი­უ­-ი­ორ­კის შტატ­ში ვცხოვ­რობ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი­ა. აქ ემიგ­რან­ტის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა ძალ­ზე რთუ­ლი­ა, ამი­ტომ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა "მწვა­ნე ბა­რა­თის" მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც ლე­გა­ლური მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და ქვეყ­ნი­დან გას­ვლის, მათ შო­რის, სამ­შობ­ლოს მო­ნა­ხუ­ლე­ბის უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ზე ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა­ა. ეს საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს - ­25 000 დო­ლა­რი, "ლა­თი­ნო­სებ­თან" შე­იძ­ლე­ბა უფ­რო ია­ფა­დაც მო­ა­წე­რო ხე­ლი, ამას ემა­ტე­ბა სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­ში გა­საგ­ზავ­ნი სა­ბუ­თე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო 2 000 დო­ლა­რი, ად­ვო­კა­ტის თან­ხა. თვი­თონ გა­ვი­ა­რე ეს ჯო­ჯო­ხე­თუ­რი გზა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვი­ცი... სა­ე­მიგ­რა­ციო კა­ნონს აქა­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სულ უფ­რო ამ­კაც­რებს, ქორ­წი­ნე­ბის თუ სხვა გზით "მწვა­ნე ბა­რა­თის" მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია მხო­ლოდ ხუ­თი წლის შემ­დეგ შე­გიძ­ლია გა­ნაცხ­ა­დო. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­გან ვი­ცი, რომ სი­ტუ­ა­ცია დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც გარ­თულ­და.

ნო­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი: - ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქემ ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა 6 000 დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, რაც ჩემ­თვის დი­დი თან­ხაა და დავ­თან­ხმდი, 2-3 წე­ლი­წად­ში კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად "გავ­შორ­დე­ბით", რომ ეჭ­ვი არა­ფერ­ში შე­ი­ტა­ნონ. მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად თვი­თონ მო­ვი­და, შუ­ა­მა­ვა­ლი არ მო­უგ­ზავ­ნი­ა, ინ­გლი­სუ­რად კარ­გად ლა­პა­რა­კობ­და. რო­გორც შე­ვიტყ­ვე, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით სურს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა, დი­დი ბიზ­ნე­სის წა­მოწყ­ე­ბას აპი­რებს, ქო­ბუ­ლე­თის ახ­ლოს მი­წე­ბი უკ­ვე შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, გლე­ხებ­საც მო­ე­ლა­პა­რა­კა.

ან­ზორ თო­თა­ძე, დე­მოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი: - ახ­ლა­ხან ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნად მი­მაჩ­ნი­ა, თქვა, - ყვე­ლა­ფერ­ზე ზედ­მე­ტად ვი­ცით გა­და­რე­ვა, რამ­დე­ნი­მე ჩი­ნე­ლი ჩა­მო­ვი­და და ერ­თი ამ­ბა­ვი ავ­ტე­ხე­თო... რამ­დე­ნი­მე კი არა, დღეს ქვეყ­ნის სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბის 4 პრო­ცენ­ტი უკ­ვე უცხ­ო­ე­ლე­ბის ხელ­ში­ა, თუ ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა, რა მოხ­დე­ბა თუნ­დაც 50 წე­ლი­წად­ში. ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის უცხ­ო­ე­ლებ­თან ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბის გახ­ში­რე­ბა­საც ეს ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, ამით მათ გზა ეხ­სნე­ბათ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­კენ, რაც მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით უხ­სნის ხელ­-ფეხ­ს ბი­ნის, ქო­ნე­ბის, უპირ­ვე­ლე­სად კი სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის შე­სა­ძე­ნად. ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვა­დაც და ზნე­ობ­რი­ვა­დაც მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით ადა­მი­ა­ნი კა­ნონ­საც არ­ღვევს და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაც მოქ­მე­დებს, რა ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ? კა­ნო­ნი ისე უნ­და გამ­კაც­რდეს, რომ ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის მა­და ორი­ვე მხა­რეს და­ე­კარ­გოს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რამდენს უხდიან ინდოელები ქართველებს ქორწინების სანაცვლოდ

რამდენს უხდიან ინდოელები ქართველებს ქორწინების სანაცვლოდ

ბო­ლო ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და უცხ­ო­ე­ლებ­თან ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბის ფაქ­ტე­ბი. აქ "ფე­ხის მო­სა­კი­დებ­ლად" უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმა­ვე გზას მი­მარ­თა­ვენ, რა­საც ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი. ამ სა­კითხ­ის სა­მარ­თლებ­რივ და დე­მოგ­რა­ფი­ულ ას­პექ­ტებ­ზე თვალ­საზ­რისს ექ­სპერ­ტე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ, რომ­ლებ­საც მოუხდათ ამ გზის გავ­ლა.

მა­კა ცინ­ცა­ძე, ემიგ­რან­ტი: - 15 წე­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ნი­უ­-ი­ორ­კის შტატ­ში ვცხოვ­რობ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი­ა. აქ ემიგ­რან­ტის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა ძალ­ზე რთუ­ლი­ა, ამი­ტომ ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა "მწვა­ნე ბა­რა­თის" მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც ლე­გა­ლური მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და ქვეყ­ნი­დან გას­ვლის, მათ შო­რის, სამ­შობ­ლოს მო­ნა­ხუ­ლე­ბის უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ზე ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა­ა. ეს საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს - ­25 000 დო­ლა­რი, "ლა­თი­ნო­სებ­თან" შე­იძ­ლე­ბა უფ­რო ია­ფა­დაც მო­ა­წე­რო ხე­ლი, ამას ემა­ტე­ბა სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­ში გა­საგ­ზავ­ნი სა­ბუ­თე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო 2 000 დო­ლა­რი, ად­ვო­კა­ტის თან­ხა. თვი­თონ გა­ვი­ა­რე ეს ჯო­ჯო­ხე­თუ­რი გზა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვი­ცი... სა­ე­მიგ­რა­ციო კა­ნონს აქა­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სულ უფ­რო ამ­კაც­რებს, ქორ­წი­ნე­ბის თუ სხვა გზით "მწვა­ნე ბა­რა­თის" მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია მხო­ლოდ ხუ­თი წლის შემ­დეგ შე­გიძ­ლია გა­ნაცხ­ა­დო. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­გან ვი­ცი, რომ სი­ტუ­ა­ცია დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც გარ­თულ­და.

ნო­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი: - ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქემ ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა 6 000 დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, რაც ჩემ­თვის დი­დი თან­ხაა და დავ­თან­ხმდი, 2-3 წელიწად­ში კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად "გავ­შორ­დე­ბით", რომ ეჭ­ვი არა­ფერ­ში შე­ი­ტა­ნონ. მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად თვი­თონ მო­ვი­და, შუ­ა­მა­ვა­ლი არ მო­უგ­ზავ­ნი­ა, ინ­გლი­სუ­რად კარ­გად ლა­პა­რა­კობ­და. რო­გორც შე­ვიტყ­ვე, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით სურს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა, დი­დი ბიზ­ნე­სის წა­მოწყ­ე­ბას აპი­რებს, ქო­ბუ­ლე­თის ახ­ლოს მი­წე­ბი უკ­ვე შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, გლე­ხებ­საც მო­ე­ლა­პა­რა­კა.

ან­ზორ თო­თა­ძე, დე­მოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი: - ახ­ლა­ხან ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნად მი­მაჩ­ნი­ა, თქვა, - ყვე­ლა­ფერ­ზე ზედ­მე­ტად ვი­ცით გა­და­რე­ვა, რამ­დე­ნი­მე ჩი­ნე­ლი ჩა­მო­ვი­და და ერ­თი ამ­ბა­ვი ავ­ტე­ხე­თო... რამ­დე­ნი­მე კი არა, დღეს ქვეყ­ნის სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბის 4 პრო­ცენ­ტი უკ­ვე უცხ­ო­ე­ლე­ბის ხელ­ში­ა, თუ ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა, რა მოხ­დე­ბა თუნ­დაც 50 წე­ლი­წად­ში. ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის უცხ­ო­ე­ლებ­თან ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბე­ბის გახ­ში­რე­ბა­საც ეს ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, ამით მათ გზა ეხ­სნე­ბათ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­კენ, რაც მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით უხ­სნის ხელ­-ფეხ­ს ბი­ნის, ქო­ნე­ბის, უპირ­ვე­ლე­სად კი სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის შე­სა­ძე­ნად. ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვა­დაც და ზნე­ობ­რი­ვა­დაც მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით ადა­მი­ა­ნი კა­ნონ­საც არ­ღვევს და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაც მოქ­მე­დებს, რა ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ? კა­ნო­ნი ისე უნ­და გამ­კაც­რდეს, რომ ფიქ­ტი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის მა­და ორი­ვე მხა­რეს და­ე­კარ­გოს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ