სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილისა და პუტინის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
სააკაშვილისა და პუტინის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

"ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მავ­თულხლარ­თე­ბის მონ­ტა­ჟი რუ­სებ­მა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რეს, თუმ­ცა ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ კრემ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ პო­ლი­ტი­კის დათ­ბო­ბას აპი­რებს. მოს­კო­ვის "გა­პა­სი­უ­რე­ბა" სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც ოკუ­პან­ტის მხრი­დან ახალ პრო­ვო­კა­ცი­ებს უნდა ვე­ლო­დეთ", - ამ­ბობს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა "იბე­რი­ის" ლი­დე­რი ვაჟა წიკ­ლა­უ­რი და "ვერ­სი­ას­თან" იმა­ზეც სა­უბ­რობს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და გიგი უგუ­ლა­ვა პა­რიზ­ში.

- დიც­სა თუ დვან­ში მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბას ევ­რო­პა­ში უარ­ყო­ფი­თი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა და რუ­სე­თი ცდი­ლობს, ოლიმ­პი­ა­დის წინ ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა აღარ მი­ი­პყროს. სა­მა­გი­ე­როდ, და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­წო­ლას გა­ა­ათ­მა­გებს, ამი­ტომ მო­მა­ვა­ლი თვე­ე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ძი­მე­სი იქ­ნე­ბა.

- მა­ინც, რა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- რუ­სე­თი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად მა­ნამ გრძნობ­და, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­და­ვე­ე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ჰქონ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი მოს­კოვს იმის­თვის სჭირ­დე­ბო­და, რომ ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მუდ­მი­ვი ჩიხი ყო­ფი­ლი­ყო. აკი, პუ­ტი­ნიც ამ­ბობ­და, რომ სა­ნამ თბი­ლის­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი და ნაც­მოძ­რა­ო­ბაა, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს დი­ა­ლოგ­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო. რო­გორც ჩანს, კრემლშიც ელოდ­ნენ, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 30 წლით დარ­ჩე­ბოდ­ნენ ანუ მოვ­ლე­ნა­თა ასე­თი გაგ­რძე­ლე­ბა პუ­ტინ­საც აწყობ­და და სა­ა­კაშ­ვილ­საც, მაგ­რამ ბოლო ორი წლის მოვ­ლე­ნებ­მა და პო­ლი­ტი­კა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მოს­ვლამ გეგ­მე­ბი ორი­ვეს აუ­რია - სა­ქარ­თვე­ლომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა მო­ი­ცი­ლა და, შე­სა­ბა­მი­სად, პუ­ტინს სათ­ქმე­ლი აღარ აქვს, რომ მისი მტე­რი სა­ა­კაშ­ვი­ლია და არა - სა­ქარ­თვე­ლო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის თვალ­თმაქ­ცო­ბას აზრი ეკარ­გე­ბა და ღია ბან­ქო­თი იწყებს თა­მაშს - აქ­ტი­ურ შე­ტე­ვა­ზე გად­მო­დის. ეს მო­საზ­რე­ბა იმი­თაც მტკიც­დე­ბა, რომ 2008 წლის შემ­დეგ რუ­სეთს ბევ­რჯერ ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ქარ­თულ სოფ­ლებ­ში მავ­თულხლარ­თე­ბი გა­ევ­ლო, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და... თუ რამე ღრმა პრო­ვო­კა­ცი­ა­ში არ შევ­ტო­პეთ, 2008 წლის აგ­ვის­ტოს გა­მე­ო­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის - სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მო­რი­გი სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია რუ­სე­თის­თვის ხელ­საყ­რე­ლი არ იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ქვეყ­ნის შიგ­ნით სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კის მხარ­დამ­ჭერ­თა პოვ­ნას შე­ეც­დე­ბა, რაც ნამ­დვი­ლად არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. სწო­რედ ამ ძა­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბა იგეგ­მე­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა იღო­ნოს, რათა რუ­სე­თის ახა­ლი პრო­ვო­კა­ცია თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ.

- რა სა­ხის პრო­ვო­კა­ცია იგეგ­მე­ბა?

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას გეგ­მავს და ეს, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის მე­გობ­რო­ბას ეხე­ბა - რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ელს შო­რის, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, უვიზ­რო რე­ჟი­მი ამოქ­მედ­დე­ბა და ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნაა, რაც მრა­ვალ სხვა სი­კე­თეს­თან ერ­თად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად და ავ­ტო­მა­ტუ­რად, უვი­ზო მი­მოს­ვლის დამ­კვიდ­რე­ბას ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თა­ნაც გა­მო­იწ­ვევს ანუ არ­სე­ბობს შან­სი, რომ ორ-სამ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს. და­უკ­ვირ­დით, რო­გორ ხვდე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ამ ფაქტს: სა­ა­კაშ­ვი­ლის ხრო­ვის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ად­გილს არ უთ­მო­ბენ ამ თე­მის სა­ფუძ­ვლი­ან გა­შუ­ქე­ბას და მხო­ლოდ მცი­რე­ო­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან; მე­ო­რე მხრივ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რო­მელ­საც სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა­ში ლო­მის წილი აქვს, სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პი­ა­რი სა­ერ­თოდ არ უყ­ვარს, რის გა­მოც არც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გაჰ­კი­ვის, ნა­ხეთ, რა ვქე­ნიო. ამ ორი ფაქ­ტო­რის გამო ხალ­ხმა, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ იცის, რა მას­შტა­ბის მიღ­წე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. სა­მა­გი­ე­როდ, ამ მიღ­წე­ვა­ზე სწორ ანა­ლიზს აკე­თე­ბენ რუ­სეთ­ში, სა­დაც იცი­ან, რომ თუკი სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას­თან უვი­ზო რე­ჟიმს შე­მო­ი­ღებს, ამით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შეთ­რე­ვის გეგ­მა ჩა­ვარ­დე­ბა... ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ, რუ­სე­თი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა და, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას­თან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის ჩაშ­ლას შე­ეც­დე­ბა, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ თა­ვის მე­ხუ­თე კო­ლო­ნა­საც გა­მო­ი­ყე­ნებს - გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ვი­თომ­პო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა ან­ტი­სე­მი­ტუ­რი ლო­ზუნ­გე­ბის წა­მოს­რო­ლა და­ი­წყონ. სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკვე მა­ოხ­რე­ბე­ლი გზი­რის როლს ას­რუ­ლებს, ყვე­ლა­ფერ­ზე წავა, ოღონდ ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას მი­აღ­წი­ოს და ხალ­ხს ათ­ქმე­ვი­ნოს, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კრა­ხი გა­ნი­ცა­და.

სხვა­თა შო­რის, ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, რა მიზ­ნით ჩა­ვიდ­ნენ პა­რიზ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი და უგუ­ლა­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ პა­რიზ­ში და­კა­ვე­ბულ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რეს მი­ა­წო­დეს გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კე­ზე­რაშ­ვი­ლის დაც­ვა მის ებ­რა­ე­ლო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თომ გა­მე­ფე­ბულ ან­ტი­სე­მი­ტიზ­მზე უნდა აე­გოს. ცხა­დია, ნი­ჭი­ე­რი ად­ვო­კა­ტე­ბის ხელ­ში, საქ­მის ასე და­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში აუ­ცი­ლებ­ლად დიდ რე­ზო­ნანსს გა­მო­იწ­ვევს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ელს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა თუ არა, გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­ვა­დე­ბა მა­ინც მოჰ­ყვე­ბა... ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა ღო­ნეს უნდა მი­მარ­თოს, რომ ეს მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დეს!

და­ვით დე­ვი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სააკაშვილისა და პუტინის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

სააკაშვილისა და პუტინის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების მონტაჟი რუსებმა დროებით შეაჩერეს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კრემლი საქართველოს მიმართ პოლიტიკის დათბობას აპირებს. მოსკოვის "გაპასიურება" სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება, რომლის დასრულების შემდეგაც ოკუპანტის მხრიდან ახალ პროვოკაციებს უნდა ველოდეთ", - ამბობს წინააღმდეგობის მოძრაობა "იბერიის" ლიდერი ვაჟა წიკლაური და "ვერსიასთან" იმაზეც საუბრობს, სინამდვილეში, რა მიზნით იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა პარიზში.

- დიცსა თუ დვანში მავთულხლართების გავლებას ევროპაში უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა და რუსეთი ცდილობს, ოლიმპიადის წინ ზედმეტი ყურადღება აღარ მიიპყროს. სამაგიეროდ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიადის შემდეგ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას გააათმაგებს, ამიტომ მომავალი თვეები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი იქნება.

- მაინც, რა არის მოსალოდნელი?

- რუსეთი თავს კომფორტულად მანამ გრძნობდა, სანამ საქართველოში ხელისუფლების სადავეები ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა. სააკაშვილის ფაქტორი მოსკოვს იმისთვის სჭირდებოდა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში მუდმივი ჩიხი ყოფილიყო. აკი, პუტინიც ამბობდა, რომ სანამ თბილისში სააკაშვილი და ნაცმოძრაობაა, რუსეთ-საქართველოს დიალოგზე საუბარი შეუძლებელიაო. როგორც ჩანს, კრემლშიც ელოდნენ, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში 30 წლით დარჩებოდნენ ანუ მოვლენათა ასეთი გაგრძელება პუტინსაც აწყობდა და სააკაშვილსაც, მაგრამ ბოლო ორი წლის მოვლენებმა და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ გეგმები ორივეს აურია - საქართველომ ნაციონალური მოძრაობა მოიცილა და, შესაბამისად, პუტინს სათქმელი აღარ აქვს, რომ მისი მტერი სააკაშვილია და არა - საქართველო. აქედან გამომდინარე, მის თვალთმაქცობას აზრი ეკარგება და ღია ბანქოთი იწყებს თამაშს - აქტიურ შეტევაზე გადმოდის. ეს მოსაზრება იმითაც მტკიცდება, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს ბევრჯერ ჰქონდა შესაძლებლობა, ქართულ სოფლებში მავთულხლართები გაევლო, მაგრამ ნაციონალური ხელისუფლების დროს ამის საჭიროება არ არსებობდა... თუ რამე ღრმა პროვოკაციაში არ შევტოპეთ, 2008 წლის აგვისტოს გამეორება მოსალოდნელი არ არის - საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო კამპანია რუსეთისთვის ხელსაყრელი არ იქნება, ამიტომ ქვეყნის შიგნით საკუთარი პოლიტიკის მხარდამჭერთა პოვნას შეეცდება, რაც ნამდვილად არ გაუჭირდება. სწორედ ამ ძალების ამოქმედება იგეგმება სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ და ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა რუსეთის ახალი პროვოკაცია თავიდან ავიცილოთ.

- რა სახის პროვოკაცია იგეგმება?

- ჩემი ინფორმაციით, რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დისკრედიტაციას გეგმავს და ეს, პირველ რიგში, საქართველო-ისრაელის მეგობრობას ეხება - რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო-ისრაელს შორის, რამდენიმე თვეში, უვიზრო რეჟიმი ამოქმედდება და ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რაც მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, თანმიმდევრულად და ავტომატურად, უვიზო მიმოსვლის დამკვიდრებას ევროპის ქვეყნებთანაც გამოიწვევს ანუ არსებობს შანსი, რომ ორ-სამ წელიწადში საქართველოს გარესამყაროსთან ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალოს. დაუკვირდით, როგორ ხვდება ნაციონალური მოძრაობა ამ ფაქტს: სააკაშვილის ხროვის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები ადგილს არ უთმობენ ამ თემის საფუძვლიან გაშუქებას და მხოლოდ მცირეოდენი ინფორმაციით შემოიფარგლებიან; მეორე მხრივ, როგორც აღმოჩნდა, ბატონ ბიძინას, რომელსაც სავიზო რეჟიმის გაუქმებაში ლომის წილი აქვს, საკუთარი საქმიანობის პიარი საერთოდ არ უყვარს, რის გამოც არც ახალი ხელისუფლება გაჰკივის, ნახეთ, რა ვქენიო. ამ ორი ფაქტორის გამო ხალხმა, პრაქტიკულად, არ იცის, რა მასშტაბის მიღწევასთან გვაქვს საქმე. სამაგიეროდ, ამ მიღწევაზე სწორ ანალიზს აკეთებენ რუსეთში, სადაც იციან, რომ თუკი საქართველო ევროპასთან უვიზო რეჟიმს შემოიღებს, ამით საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეთრევის გეგმა ჩავარდება... ამიტომ მიმაჩნია, რომ ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთი ძალიან გააქტიურდება და, ჩემი ინფორმაციით, ისრაელის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების ჩაშლას შეეცდება, რისთვისაც საქართველოში არსებულ თავის მეხუთე კოლონასაც გამოიყენებს - გამორიცხული არაა, ვითომპოზიციურმა პარტიებმა ანტისემიტური ლოზუნგების წამოსროლა დაიწყონ. სააკაშვილი, რომელიც უკვე მაოხრებელი გზირის როლს ასრულებს, ყველაფერზე წავა, ოღონდ ქვეყანაში დესტაბილიზაციას მიაღწიოს და ხალხს ათქმევინოს, რომ ახალმა ხელისუფლებამ კრახი განიცადა.

სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ, რა მიზნით ჩავიდნენ პარიზში სააკაშვილი და უგულავა. სინამდვილეში, მათ პარიზში დაკავებულ დავით კეზერაშვილის დაცვის მხარეს მიაწოდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, კეზერაშვილის დაცვა მის ებრაელობასა და საქართველოში ვითომ გამეფებულ ანტისემიტიზმზე უნდა აეგოს. ცხადია, ნიჭიერი ადვოკატების ხელში, საქმის ასე დაყენება მსოფლიოში აუცილებლად დიდ რეზონანსს გამოიწვევს, რასაც საქართველო-ისრაელს შორის ხელშეკრულების გაუქმება თუ არა, გაურკვეველი დროით გადავადება მაინც მოჰყვება... ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ ეს მზაკვრული გეგმა ვერ განხორციელდეს!

დავით დევიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა