სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 18 მლნ დაუჯდება
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 18 მლნ დაუჯდება

რამ­დე­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა? – ამას მომ­დევ­ნო წელს, მთავ­რო­ბა და­ად­გენს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­რი­გი სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რა 2014 წლის 5-19 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა, შე­დე­გებს კი 2015-ში, აღ­წე­რის ჩა­ტა­რე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წელ­ში გა­ვი­გებთ. მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია. რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის სამ­თავ­რო­ბო-სა­კო­ორ­დი­ნა­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, აღ­წე­რა­ზე 18 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან. მი­სი­ვე თქმით, სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რი­სათ­ვის გან­სა­ზღვრულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში 20 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი და­საქმდე­ბა.

"მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა არის დღემ­დე უალ­ტერ­ნა­ტი­ვო სტა­ტის­ტი­კუ­რი მე­თო­დი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დგინ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ მისი შე­მად­გენ­ლო­ბა, შე­მო­სავ­ლე­ბი და ა.შ.", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­წე­რა ბო­ლოს 2002 წელს ჩა­ტარ­და. რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა ყო­ველ 10 წე­ლი­წად­ში უნდა ჩა­ტარ­დეს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"ბო­ლოს აღ­წე­რა 2002 წელს ჩა­ტარ­და. რო­გორც გა­ე­რო-ს აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი ყო­ველ 10 წე­ლი­წად­ში უნდა ჩა­ტარ­დეს აღ­წე­რა, თუმ­ცა ეს ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ამას პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი ედო. რო­გორც კი ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რას ჩა­ვა­ტა­რებთ, ვნა­ხავთ, რომ 2002 წე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის სა­ხე­ზე მყო­ფი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია არ­ჩევ­ნებ­თან და სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­თან. მე­ო­რე მხრივ, ეს და­მა­ტე­ბით რე­სურსთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ამ ორი მო­მენ­ტის გამო აღ­წე­რა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­ა­ვა­და", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ხო­მა­სუ­რი­ძე აცხა­დებს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მომ­დევ­ნო წლის ბო­ლომ­დე არ ჩა­ტარ­დე­ბო­და აღ­წე­რა, სა­ქარ­თვე­ლოს აღ­წე­რე­ბის მსოფ­ლიო სი­ი­დან ამო­ვარ­დე­ბო­და. გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას აღ­წე­რის ჩა­ტა­რე­ბა­ში ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

"იმის­თვის, რომ შე­სა­და­რი­სი იყოს აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბი, აღ­წე­რას 10-წლი­ა­ნი ციკ­ლი აქვს. 2014 წლის აღ­წე­რა 2010 წლის ციკლში ხვდე­ბა. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ აღ­წე­რა ტარ­დე­ბა. რომ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ის 2014 წლის ბო­ლომ­დე, სა­ქარ­თვე­ლო ამო­ვარ­დნი­ლი იქ­ნე­ბო­და აღ­წე­რე­ბის მსოფ­ლიო ციკ­ლი­დან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ აღ­წე­რის ჩა­ტა­რე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს", - აღ­ნიშ­ნა ხო­მა­სუ­რი­ძემ.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, თენ­გიზ ცეკ­ვა­ვას თქმით კი, ეს აღ­წე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ მოხ­დე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აღ­წე­რაც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რა ბო­ლოს 2002 წელს ჩა­ტარ­და. მა­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 4 355 673 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა 12 წლის შემ­დეგ, ამას და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელ­ში გა­ვი­გებთ.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი, ამ­ბე­ბი.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 18 მლნ დაუჯდება

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 18 მლნ დაუჯდება

რამდენია საქართველოს მოსახლეობა? – ამას მომდევნო წელს, მთავრობა დაადგენს. საქართველოში მორიგი საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება, შედეგებს კი 2015-ში, აღწერის ჩატარებიდან დაახლოებით ერთ წელში გავიგებთ. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც მოსახლეობის აღწერის სამთავრობო-საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, აღწერაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომელშიც საქართველოს დონორი ორგანიზაციები დაეხმარებიან. მისივე თქმით, საყოველთაო აღწერისათვის განსაზღვრულ სამუშაოებში 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

"მოსახლეობის აღწერა არის დღემდე უალტერნატივო სტატისტიკური მეთოდი, რომლის მიხედვითაც დგინდება არამხოლოდ მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა, არამედ მისი შემადგენლობა, შემოსავლები და ა.შ.", - განაცხადა ნარმანიამ.

საქართველოში აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელიწადში უნდა ჩატარდეს, თუმცა საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ ეს პოლიტიკური მიზეზების გამო არ განახორციელა.

"ბოლოს აღწერა 2002 წელს ჩატარდა. როგორც გაერო-ს აქვს განსაზღვრული ყოველ 10 წელიწადში უნდა ჩატარდეს აღწერა, თუმცა ეს ყოფილმა ხელისუფლებამ არ განახორციელა. ამას პოლიტიკური სარჩული ედო. როგორც კი ჩვენ მოსახლეობის აღწერას ჩავატარებთ, ვნახავთ, რომ 2002 წელის მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია საქართველოში ამ დროისთვის სახეზე მყოფილი მოსახლეობის რაოდენობა, რაც პირდაპირ დაკავშირებულია არჩევნებთან და საარჩევნო სიებთან. მეორე მხრივ, ეს დამატებით რესურსთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ ორი მომენტის გამო აღწერა წინა ხელისუფლებამ გადაავადა", - განაცხადა ნარმანიამ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მომდევნო წლის ბოლომდე არ ჩატარდებოდა აღწერა, საქართველოს აღწერების მსოფლიო სიიდან ამოვარდებოდა. გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოს მთავრობას აღწერის ჩატარებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

"იმისთვის, რომ შესადარისი იყოს აღწერის მონაცემები, აღწერას 10-წლიანი ციკლი აქვს. 2014 წლის აღწერა 2010 წლის ციკლში ხვდება. სასიხარულოა, რომ აღწერა ტარდება. რომ არ ჩატარებულიყო ის 2014 წლის ბოლომდე, საქართველო ამოვარდნილი იქნებოდა აღწერების მსოფლიო ციკლიდან. აქედან გამომდინარე, ამ აღწერის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა ხომასურიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, თენგიზ ცეკვავას თქმით კი, ეს აღწერა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოხდება სოფლის მეურნეობის აღწერაც.

საქართველოში საყოველთაო აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა. მაშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში 4 355 673 ადამიანი ცხოვრობდა. თუ რა მდგომარეობაა 12 წლის შემდეგ, ამას დაახლოებით 2 წელში გავიგებთ.

ლექსო ნაბახტეველი, ამბები.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია