მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთიდან 470 ტონა დაავადებული კარტოფილი შემოვიდა
სომხეთიდან 470 ტონა დაავადებული კარტოფილი შემოვიდა

470 ტო­ნა­ზე მეტი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი ექ­სპორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნა­ში გაბ­რუნ­დე­ბა.

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­დახ­ლოს სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით, სომ­ხე­თი­დან, 470700 კგ. კარ­ტო­ფი­ლით დატ­ვირ­თუ­ლი 20 მან­ქა­ნა შე­მო­ვი­და. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ნი­ტა­რი­უ­ლი, ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კონ­ტრო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, ტვირთში კარ­ტო­ფი­ლის სა­კა­რან­ტი­ნო მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის Ralstonia solanacearum - მურა სი­დამ­პლის და სა­კა­რან­ტი­ნო მავ­ნებ­ლის Synchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარ­ტო­ფი­ლის კი­ბოს არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თეს.

სა­კა­რან­ტი­ნო ობი­ექ­ტის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ი­სა და და­დას­ტუ­რე­ბის მიზ­ნით, ეტა­პობ­რი­ვად ნი­მუ­შე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნა. ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­მა კვლე­ვამ კარ­ტო­ფი­ლის 3 ნი­მუშ­ში (114500კგ) , სა­კა­რან­ტი­ნო მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი Ralstonia solanacearum - კარ­ტო­ფი­ლის მურა სი­დამ­პლე და­ა­დას­ტუ­რა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ნი­მუ­შე­ბი (356200კგ.) კვლე­ვის პრო­ცეს­შია.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის N429 დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი უკან, ექ­სპორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნა­ში გაბ­რუ­ნე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სომხეთიდან 470 ტონა დაავადებული კარტოფილი შემოვიდა

სომხეთიდან 470 ტონა დაავადებული კარტოფილი შემოვიდა

470 ტონაზე მეტი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან, 470700 კგ. კარტოფილით დატვირთული 20 მანქანა შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, ტვირთში კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის Ralstonia solanacearum - მურა სიდამპლის და საკარანტინო მავნებლის Synchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარტოფილის კიბოს არსებობაზე მიუთითეს.

საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, ეტაპობრივად ნიმუშები სპეციალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის 3 ნიმუშში (114500კგ) , საკარანტინო მიკროორგანიზმი Ralstonia solanacearum - კარტოფილის მურა სიდამპლე დაადასტურა, ხოლო დანარჩენი ნიმუშები (356200კგ.) კვლევის პროცესშია.

საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ