მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
129 წლის წი­ნან­დე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ცი­ებ­-ცხე­ლე­ბა
129 წლის წი­ნან­დე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ცი­ებ­-ცხე­ლე­ბა

ვიდ­რე ძვე­ლი პრე­სის სა­ხა­ლი­სო ყურ­მოკ­რულ ამ­ბებს მო­გითხ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებს გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ. უწი­ნაც ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი, ირ­ჩევ­დნენ, არ მოს­წონ­დათ, მოს­წონ­დათ, აყალ­ბებ­დნენ, ვერ აყალ­ბებ­დნენ. ერთ ამ­ბავს გა­და­ვაწყ­დით. მარ­თა­ლი­ა, მას­შტა­ბით ჩვენს ამ­ჟა­მინ­დელ არ­ჩევ­ნებს ვერ შე­ედ­რე­ბა, რად­გან მხო­ლოდ მა­მა­სახ­ლი­სის არ­ჩევ­ნებს ეხე­ბა, მაგ­რამ სა­გუ­ლის­ხმო­საც ბევ­რს აღ­მო­ა­ჩენთ და ჩვენს ბო­ლოდ­რო­ინ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან პა­რა­ლელ­საც იო­ლად გა­ავ­ლებთ. სხვა­თა შო­რის, მოქ­მედ პირ­თა­გან არც დღე­ვან­დე­ლი "პერ­სო­ნა­ჟე­ბის" პრო­ტო­ტი­პე­ბის ამოც­ნო­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

მაშ, ასე, 129 წლის წინ, 1884 წლის 27 მარტს გა­ზეთ "დრო­ე­ბის" კარ­და­ნა­ხე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტი იუწყ­ე­ბო­და:

"გუ­შინ სიღ­ნა­ღი­დამ ჩა­მო­ვი­და "ჩი­ნოვ­ნი­კი" თა­ვის ჩაფ­რე­ბით. პა­ტა­რა ხანს უკან სო­ფელ­ში გა­ის­მა გზი­რე­ბის ხმა: "ხალ­ხო! კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მო­დით, ხვალ მა­მა­სახ­ლი­სის არ­ჩე­ვა­ზე, კან­ცე­ლა­რი­ას­თან". დი­დი ძა­ხი­ლი არ უნ­დო­და სო­ფელს, რად­გან ძვე­ლი მა­მა­სახ­ლი­სის­გან თავ­-მო­ბეზ­რე­ბულ­ნი სი­ხა­რუ­ლით მო­ე­ლოდ­ნენ მის გა­მოც­ვლის დღეს. ოთხ­ას­ზე მო­მე­ტე­ბუ­ლი კა­ცი იყო... აგერ მაზ­რის უფ­რო­სი და მომ­რი­გე­ბე­ლი შუ­ა­მა­ვალ­ნიც ჩა­მო­ვიდ­ნენ. ხალ­ხი მა­ში­ნათ­ვე რამ­დენ­სა­მე წრედ გაჰ­ყვეს, გა­დი­ხა­დეს პა­რაკ­ლი­სი და და­იწყ­ეს მო­ხე­ლე­ე­ბის ამორ­ჩე­ვა. პა­რაკ­ლი­სის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ­მა მღვდელ­მა ი. შ-ვილ­მა მიჰ­მარ­თა ხალ­ხს მცი­რე­დი სიტყ­ვით, რომ­ლი­თაც მან პირ­ვე­ლად აუხ­სნა სწავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა, შემ­დეგ - მო­ხე­ლე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა სო­ფელ­ში. სიტყ­ვა და­ბო­ლოვ­და მით­თუ რო­გო­რი კა­ცე­ბი არი­ან სა­სარ­გებ­ლო­ნი მო­ხე­ლე­ე­ბათ სო­ფელ­ში და რო­გორ­ნი მავ­ნე­ნი.

ამ მცი­რედ­მა სიტყ­ვამ ჯე­რო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნია და გა­ა­თა­ვა, თუ არაი-­შვილ­მა სიტყ­ვა, ხალ­ხმა ერ­თბა­შად წა­მო­ი­ძა­ხა: "მო­ხე­ლედ ნამ­ყოფ­ნი აღარ გვინ­და, ეგე­ნი და­ოს­ტა­ტე­ბულ­ნი არი­ან, ახა­ლი ხალ­ხი ჩას­წე­რეთ ბა­ტო­ნე­ბო, ახა­ლი".

ხალ­ხის ასე­თი უცე­ბი სურ­ვი­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არ ეჭაშ­ნი­კათ, უფ­რო იმათ, რო­მელ­ნიც წი­ნად­ვე სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნე­ბით ცდი­ლობ­დენ მო­ხე­ლე­ო­ბა ეგ­დოთ ხელ­ში. ამათ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ერივ­ნენ წი­ნათ ნამ­ყო­ფე­ბი მო­ხე­ლედ.

მარ­თლაც, ხალ­ხმა მთლად გა­ა­შა­ვა ძვე­ლად ნამ­ყო­ფი მო­ხე­ლე ხალ­ხი და რო­გორც მა­მა­სახ­ლი­სად, აგ­რეთ­ვე მო­სა­მარ­თლე­ე­ბა­დაც ახ­ლე­ბი ამო­ირ­ჩი­ა".

მო­ამ­ზა­და ირმა ხარ­ში­ლა­ძემ

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

129 წლის წი­ნან­დე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ცი­ებ­-ცხე­ლე­ბა

129 წლის წი­ნან­დე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ცი­ებ­-ცხე­ლე­ბა

ვიდ­რე ძვე­ლი პრე­სის სა­ხა­ლი­სო ყურ­მოკ­რულ ამ­ბებს მო­გითხ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებს გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ. უწი­ნაც ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი, ირ­ჩევ­დნენ, არ მოს­წონ­დათ, მოს­წონ­დათ, აყალ­ბებ­დნენ, ვერ აყალ­ბებ­დნენ. ერთ ამ­ბავს გა­და­ვაწყ­დით. მარ­თა­ლი­ა, მას­შტა­ბით ჩვენს ამ­ჟა­მინ­დელ არ­ჩევ­ნებს ვერ შე­ედ­რე­ბა, რად­გან მხო­ლოდ მა­მა­სახ­ლი­სის არ­ჩევ­ნებს ეხე­ბა, მაგ­რამ სა­გუ­ლის­ხმო­საც ბევრს აღ­მო­ა­ჩენთ და ჩვენს ბო­ლოდრო­ინ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან პა­რა­ლელ­საც იო­ლად გა­ავ­ლებთ. სხვა­თა შო­რის, მოქ­მედ პირ­თა­გან არც დღე­ვან­დე­ლი "პერ­სო­ნა­ჟე­ბის" პრო­ტო­ტი­პე­ბის ამოც­ნო­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

მაშ, ასე, 129 წლის წინ, 1884 წლის 27 მარტს გა­ზეთ "დრო­ე­ბის" კარ­და­ნა­ხე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტი იუწყ­ე­ბო­და:

"გუ­შინ სიღ­ნა­ღი­დამ ჩა­მო­ვი­და "ჩი­ნოვ­ნი­კი" თა­ვის ჩაფ­რე­ბით. პა­ტა­რა ხანს უკან სო­ფელ­ში გა­ის­მა გზი­რე­ბის ხმა: "ხალ­ხო! კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მო­დით, ხვალ მა­მა­სახ­ლი­სის არ­ჩე­ვა­ზე, კან­ცე­ლა­რი­ას­თან". დი­დი ძა­ხი­ლი არ უნ­დო­და სო­ფელს, რად­გან ძვე­ლი მა­მა­სახ­ლი­სის­გან თავ­-მო­ბეზ­რე­ბულ­ნი სი­ხა­რუ­ლით მო­ე­ლოდ­ნენ მის გა­მოც­ვლის დღეს. ოთხ­ას­ზე მო­მე­ტე­ბუ­ლი კა­ცი იყო... აგერ მაზ­რის უფ­რო­სი და მომ­რი­გე­ბე­ლი შუ­ა­მა­ვალ­ნიც ჩა­მო­ვიდ­ნენ. ხალ­ხი მა­ში­ნათ­ვე რამ­დენ­სა­მე წრედ გაჰ­ყვეს, გა­დი­ხა­დეს პა­რაკ­ლი­სი და და­იწყ­ეს მო­ხე­ლე­ე­ბის ამორჩე­ვა. პა­რაკ­ლი­სის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ­მა მღვდელ­მა ი. შ-ვილ­მა მიჰ­მარ­თა ხალხს მცი­რე­დი სიტყ­ვით, რომ­ლი­თაც მან პირ­ვე­ლად აუხ­სნა სწავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა, შემ­დეგ - მო­ხე­ლე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა სო­ფელ­ში. სიტყ­ვა და­ბო­ლოვ­და მით­თუ რო­გო­რი კა­ცე­ბი არი­ან სა­სარ­გებ­ლო­ნი მო­ხე­ლე­ე­ბათ სო­ფელ­ში და რო­გორ­ნი მავ­ნე­ნი.

ამ მცი­რედ­მა სიტყ­ვამ ჯე­რო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნია და გა­ა­თა­ვა, თუ არაი-­შვილ­მა სიტყ­ვა, ხალ­ხმა ერ­თბა­შად წა­მო­ი­ძა­ხა: "მო­ხე­ლედ ნამ­ყოფ­ნი აღარ გვინ­და, ეგე­ნი და­ოს­ტა­ტე­ბულ­ნი არი­ან, ახა­ლი ხალ­ხი ჩას­წე­რეთ ბა­ტო­ნე­ბო, ახა­ლი".

ხალ­ხის ასე­თი უცე­ბი სურ­ვი­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არ ეჭაშ­ნი­კათ, უფ­რო იმათ, რო­მელ­ნიც წი­ნად­ვე სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნე­ბით ცდი­ლობ­დენ მო­ხე­ლე­ო­ბა ეგ­დოთ ხელ­ში. ამათ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ერივ­ნენ წი­ნათ ნამ­ყო­ფე­ბი მო­ხე­ლედ.

მარ­თლაც, ხალ­ხმა მთლად გა­ა­შა­ვა ძვე­ლად ნამ­ყო­ფი მო­ხე­ლე ხალ­ხი და რო­გორც მა­მა­სახ­ლი­სად, აგ­რეთ­ვე მო­სა­მარ­თლე­ე­ბა­დაც ახ­ლე­ბი ამო­ირ­ჩი­ა".

მოამზადა ირმა ხარშილაძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია