სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბანკიდან სესხს ვიღებთ - იურისტის რჩევები
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბანკიდან სესხს ვიღებთ - იურისტის რჩევები

სეს­ხით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნი ხში­რად სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ერ­კვე­ვა სეს­ხის პი­რო­ბებ­ში, რის გა­მოც ბან­კის კლი­ე­ტი შეც­დო­მა­ში შე­დის და პრობ­ლე­მას აწყდე­ბა. რა უნდა ვი­ცო­დეთ, როცა ბან­კი­დან სესხს ვი­ღებთ, კი­თხვებს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტი, ქე­თე­ვან ქა­ჩლიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

ლე­ვი­კო:

1 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში ავი­ღე სეს­ხი 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, 22% -ით.შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სხვა ბან­კში სეს­ხის აღე­ბა, რომ პრო­ცენ­ტი ნაკ­ლე­ბი გა­და­ვი­ხა­დო?

-აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი შე­სა­თან­ხმე­ბე­ლია კონ­კრე­ტულ ბანკთან. სა­მარ­თლებ­რი­ვად, რა თქმა უნდა, არ იზღუ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მო­ვა­ლე , რომ მი­მარ­თოს სხვა ბანკს და აი­ღოს სეს­ხი. ამ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში სხვა ბან­კი გას­ცემს თუ არა მას­ზე უფრო და­ბალ პრო­ცენ­ტი­ან, შე­ღა­ვა­თი­ან სესხს, ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­სა­წყვე­ტი კონ­კრე­ტულ ბანკთან შე­თან­ხმე­ბით.

ლე­ვა­ნი:

რა პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს იმ ბანკს და მის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­დე­საც პრობ­ლე­მუ­რი არა კლი­ენ­ტი, არა­მედ თა­ვად ბან­კია?! გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც "პროკ­რე­დიტ­ბან­კის" მიერ სო­ლი­დუ­რი კლი­ენ­ტის ქო­ნე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ და­უფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი და შე­დე­გად კლი­ენ­ტის მიერ ბან­კის წი­ნა­აღ­მდეგ მო­გე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი. უნდა და­ი­სა­ჯონ თუ არა დამ­ნა­შა­ვე ბან­კე­ბი?

-რო­დე­საც იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის, იუ­რი­დი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის სა­ხე­ლით ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თის მხრივ ბან­კის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გეს და გარ­კვე­უ­ლი სან­ქცი­ე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­დეს მის მი­მართ, ხოლო მე­ო­რეს მხრივ შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დად­გეს. ზო­გა­დად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი გან­სა­ზღვრავს რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კუ­თხით.

ლანა:

მა­ინ­ტერ­სებს, როცა იპო­თე­კით უძ­რავ ქო­ნე­ბას ვყი­დუ­ლობ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბან­კი აფორ­მებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მე­პატ­რო­ნეს­თან, თუ პირ­თან რო­მე­ლიც ამ ქო­ნე­ბის შე­ძე­ნით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი?

-სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­თხვის ავ­ტო­რი გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს:- მყიდ­ვე­ლი გამ­ყიდ­ველს ნას­ყი­დო­ბის თან­ხას უხ­დის ბან­კის მეშ­ვე­ო­ბით, ანუ, სეს­ხის სა­ხით აღე­ბუ­ლი თან­ხით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბან­კის მეშ­ვე­ო­ბით ფორმ­დე­ბა სამ­ხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სა­დაც სა­მი­ვე მხა­რე მო­ნა­წი­ლე­ობს. იდე­ბა ნას­ყი­დო­ბის, სეს­ხი­სა და ნა­ყი­დი ქო­ნე­ბის იპო­თე­კით დატ­ვირ­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ სა­მი­ვე პი­რის ინ­ტე­რე­სი იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და არ დარ­ჩეს რო­მე­ლი­მე მხა­რე მო­ტყუ­ე­ბუ­ლი.

მაია:

რო­გორ ხდე­ბა იპო­თე­კით ბი­ნის შე­ძე­ნა, რა სა­ბუ­თე­ბია სა­ჭი­რო?

-და­სა­ზუს­ტე­ბე­ლი კი­თხვაა. სა­ვა­რა­უ­დოდ კი­თხვის ავ­ტო­რი გუ­ლის­ხმობს, რო­დე­საც ბან­კის მეშ­ვე­ო­ბით, სეს­ხის სა­ხით აღე­ბუ­ლი თან­ხით ხდე­ბა გა­დახ­და ნას­ყი­დო­ბის ფა­სი­სა. აქაც რო­გორც წინა კი­თხვა­ში უკვე აღ­ვნიშ­ნე, მსგავ­სად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა.

ნიკა:

თუ კლი­ენ­ტი არის ე.წ. "შავ სი­ა­ში", მაგ­რამ უკვე და­ფა­რა და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. რა პე­რი­ო­დის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ბან­კმა მას სეს­ხი მის­ცეს.

-ეს სა­კი­თხი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ რე­გუ­ლირ­დე­ბა. არ არის რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცია დათ­ქმუ­ლი, სა­დაც პრობ­ლე­მურ გა­დამ­ხდე­ლებს ეკ­რძა­ლე­ბათ ან ეზღუ­დე­ბათ სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა, სხვა ან თუნ­დაც იგი­ვე ბან­კში სეს­ხის სა­ხით თან­ხის აღე­ბა. ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი ბანკთან , გა­ი­ცე­მა თუ არა ასეთ პირ­ზე რა­ი­მე სა­ხის სეს­ხი და რა მო­ცუ­ლო­ბით.

ქე­თე­ვა­ნი:

თუ ყო­ფი­ლა პრაქ­ტი­კა­ში შემ­თხვე­ვა, როცა "შავ სი­ა­ში" მყოფ კლი­ენტს (რა თქმა უნდა სეს­ხის სა­ბო­ლოო და­ფარ­ვის შემ­დეგ) ისევ აუ­ღია სხვა სეს­ხი?

-ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეს არის კონ­კრე­ტულ ბანკთან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი. რა თქმა­უნ­და, ბანკს უფ­ლე­ბა აქვს გას­ცეს სეს­ხი ასეთ პირ­ზე , ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­რე­შე. თუმ­ცა მო­იქ­ცე­ვა თუ არა ასე, ეს უკვე არის მისი გა­და­სა­წყვე­ტი.

ცირა:

2008 წელს ჩემს სა­ხელ­ზე "ტაო ბან­კი­დან" გა­ვა­კე­თე საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით.(მე არ მი­სარ­გებ­ლია). ისარ­გებ­ლა ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა, თვე­ში მი­ნი­მა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი იყო 15 ლარი. რო­გორც გა­ირ­კვა 2009 წლის შემ­დეგ არ გა­და­უხ­დია.

როცა მე დამ­ჭირ­და სეს­ხი, გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­ტა­ნე "ბა­ზის ბან­კში", სა­დაც ხელ­ფა­სი მე­რი­ცხე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვი­რი­ცხე­ბი პრობ­ლე­მურ კლი­ენ­ტებ­ში. მივ­მარ­თე "ტაო ბანკს". თუ 2008 წლი­დან ხდე­ბო­და გა­და­ცი­ლე­ბა, ოპე­რა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლი იყო გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნა კლი­ენ­ტი. არც ჩემ­თან და არც ახ­ლო­ბელ­თან შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მო­სუ­ლა. მი­პა­სუ­ხეს, რომ სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნი არ მქონ­და მი­თი­თე­ბუ­ლი, რაც აბ­სურ­დია. გა­და­მახ­დე­ვი­ნეს 649 ლარი 5 წლის ჯა­რი­მის სა­ხით. ვფიქ­რობ, რომ ბან­კმა ჩემი უფ­ლე­ბე­ბი და­არ­ღვია. გთხოვთ გა­მარ­კვი­ოთ, რო­გორ და­ვიც­ვა ჩემი უფ­ლე­ბე­ბი?

-ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც ხდე­ბა მო­ვა­ლის მიერ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა და დათ­ქმულ დრო­ში თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბა, ბან­კმა შე­ტყო­ბი­ნე­ბა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­ვა­ლის მიერ გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმავდრო­უ­ლად არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით კლი­ენ­ტის­თვის წი­ნას­წა­რაც ცნო­ბი­ლი იყო, რა ვა­და­ში და რა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე მხა­რის მო­მე­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­გორც კლი­ენ­ტის რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია გა­და­ი­ხა­დოს თან­ხა, ვი­ნა­ი­დან მან იცის რომ გახ­სნა სეს­ხი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­რა­თი მან სხვას გა­დას­ცა. სეს­ხი მის სა­ხელ­ზე იყო და ბუ­ნებ­რი­ვია ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც მასა და ბანკს შო­რის იყო თა­ვის დრო­ზე , შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მას ეკის­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბანკს, მან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოს და არ უნდა და­ე­ლო­დოს ხან­გრძლივ პე­რი­ოდ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შუს­რუ­ლებ­ლო­ბას . ზო­გა­დად მოძ­რავ ნივ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­თხოვ­ნის სამ წლი­ა­ნი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა არ­სე­ბობს და ბანკს შე­ეძ­ლო იმ მო­მენ­ტი­დან რო­დე­საც მო­ვა­ლეს წარ­მო­ეშ­ვა სა­ბო­ლოო თან­ხის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ე­და­ვოს ამ თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღალ თან­ხას , სა­ვა­რა­უ­დოდ ეს უნდა იყოს პირ­გა­სამ­ტეხ­ლო, რო­მე­ლიც გა­ცე­მულ სესხს და­ე­კის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დრო­უ­ლად შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო. ასე­ვე მინ­და გა­ნუ­მარ­ტო კი­თხვის ავ­ტორს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში რო­დე­საც პირ­გა­სამ­ტეხ­ლო გა­ნუ­ზო­მე­ლად მა­ღა­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი შემ­ცი­რე­ბის მო­თხოვ­ნა სა­სა­მარ­თლო­ში.

სლა­ვა:

სტუ­დენ­ტუ­რი სეს­ხე­ბის გა­დახ­და რო­დი­დან უნდა და­ი­წყოს? (ლა­პა­რა­კია იმ წლებ­ზე, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­ი­ცა სტუ­დენ­ტუ­რი სეს­ხე­ბი)

-ამ კი­თხვას ცოტა მეტი სი­ცხა­დე სჭირ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ მკი­თხვე­ლი გუ­ლის­ხმობს სტუ­დენ­ტსა­და ბანკს, ან სხვა საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შო­რის და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია თან­ხის და­ფარ­ვის ვა­დე­ბი უნდა იყოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­წე­რი­ლი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ერთი ეგ­ზემპლა­რი რო­გორც წესი უნდა ქონ­დეს მო­ვა­ლეს და მას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია ამის და­ზუს­ტე­ბა. იმ შემ­თხვე­ვი­სათ­ვის თუ მას არ აქვს ხელ­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ან და­კარ­გა, მას შე­უძ­ლია ბანკს მოს­თხო­ვოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ერთი ეგ­ზემპლა­რის გა­და­ცე­მა . გა­და­უ­ცემ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი შე­უძ­ლია და­მოწ­მე­ბუ­ლი ას­ლის აღე­ბა, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მა არ უნდა იყოს.

თეა:

"ვი­თი­ბი ბან­კში" გვაქვს იპო­თე­კა და ოვერდრაფ­ტი, ერთი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ოვერდრაფტს ვერ გა­და­ვიხ­დით რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს ამ ფაქ­ტმა იპო­თე­კით დატ­ვირ­თულ ბი­ნა­ზე?

-აქ სა­ხე­ზეა ორ მხა­რეს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი 2 ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ერთი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა არ იწ­ვევს მე­ო­რე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას, ან რა­ღაც კუ­თხით საფრ­თხის შექ­მნას. თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში არის ისე­თი მუხ­ლი, რო­დე­საც მო­ვა­ლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა არ­სე­ბი­თად უა­რეს­დე­ბა და საფრ­თხე ექ­მნე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სრუ­ლად შეს­რუ­ლე­ბას, კრე­დი­ტორს შე­უძ­ლია და­უ­ყო­ნებ­ლივ თან­ხის გა­დახ­და მო­ი­თხო­ვოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ოვერდრაფ­ტის გა­და­უხ­დე­ლო­ბა რამ­დე­ნად გახ­დე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი მე­ო­რე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ვე­ღარ შეძ­ლებს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და და­უ­ყო­ნებ­ლივ მო­ი­თხო­ვოს კრე­დი­ტორ­მა გა­დახ­და, ეს უკვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­სა­წყვე­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნას, ვი­ნა­ი­დან ოვერდრაფტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბინა არ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად პირ­და­პირ ბი­ნა­ზე რა თქმა უნდა კავ­ში­რი არ აქვს. მაგ­რამ თუკი სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვერ შე­ას­რუ­ლებს, სა­ხე­ზე გვექ­ნე­ბა იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს თან­ხის მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოძ­რა­ვი ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­დან ამო­ღე­ბა.

ნანა გე­ლო­ვა­ნი:

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან" გა­მო­ტა­ნი­ლი მქონ­და ავ­ტო­სეს­ხი, ვი­ნა­ი­დან ვერ დავ­ფა­რე ბო­ლომ­დე ვალი, ბან­კმა ჩა­მო­მარ­თვა მან­ქა­ნა შარ­შან დე­კემ­ბერ­ში. მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ ვალს ფა­რავ­და, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ბან­კმა არ მო­ახ­დი­ნა მან­ქა­ნის რე­ა­ლი­ზა­ცია თა­ვის დრო­ზე, ეხლა ისევ მე­და­ვე­ბი­ან არა დარ­ჩე­ნილ 3300 დო­ლარს (რაც მქონ­და დე­კემ­ბერ­ში გა­და­სახ­დე­ლი) არა­მედ 20 000 დო­ლა­რამ­დე- თა­ვი­სი ჯა­რი­მე­ბით ამ ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მან­ქა­ნა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მოძ­რა­ობ­და აჭა­რა­ში და მას­ზე სა­პატ­რუ­ლო ჯა­რი­მე­ბიც არის გა­მო­წე­რი­ლი. მე მა­ინ­ტე­რე­სებს, დარ­ღვე­უ­ლია თუ არა ვა­დე­ბი მან­ქა­ნის ჩა­მორ­თმე­ვი­დან მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ­დე და აგ­რეთ­ვე მან­ქა­ნის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ კვლავ იზ­რდე­ბა თუ არა სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი?

-ბუ­ნებ­რი­ვია მან­ქა­ნის ჩა­მორ­თმე­ვას თა­ვი­სი სა­ფუძ­ვლე­ბი აქვს. ეს გი­რავ­ნო­ბის სა­განს წარ­მო­ად­გენს და შე­საძ­ლე­ბე­ლია რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყო­ფი­ლი­ყო ის ჩა­მორ­თმე­უ­ლი. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია, მოხ­და თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნის რე­ა­ლი­ზა­ცია თან­ხის ამო­ღე­ბის მიზ­ნით და თუ არა, მა­შინ რო­გორ მოხ­ვდა ეს მან­ქა­ნა სხვა ადა­მი­ა­ნის ხელ­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად გან­კარ­გავ­და. პირ­ველ რიგ­ში ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­თხო­ვილ იქ­ნეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ­ლი­თაც მოხ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­უ­სა­ბა­მოდ მა­ღალ თან­ხას, ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ ეს უნდა იყოს პირ­გა­სამ­ტეხ­ლო, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დრო­უ­ლად შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო ეკის­რე­ბო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე . მხა­რეს შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლო წე­სით მო­ი­თხო­ვოს მისი შემ­ცი­რე­ბა.

ან­დრეა:

სამ წლი­ა­ნი სეს­ხი მაქვს გა­მო­ტა­ნი­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან". ვიხ­დი, მაგ­რამ ყო­ველ თვე­ში მაგ­ვი­ან­დე­ბა ათი დღე მა­ინც. არ­სე­ბობს თუ არა რის­კი, რომ ამის გამო სა­ბან­კო ის­ტო­რია გა­ფუჭ­დეს?

კრე­დი­ტორ­მა სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბის დროს ორი თავ­დე­ბი მი­მა­მა­ტე­ბი­ნა, თუმ­ცა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მათ შე­სა­ხებ არა­ფე­რია მი­თი­თე­ბუ­ლი. მა­ინ­ტერ­სებს, რა სა­ჭი­რო იყო თავ­დე­ბის მი­თი­თე­ბა, თუ არა­სად და­ფიქ­სირ­დე­ბო­და, მი­ნი­მუმ სა­ხე­ლი და გვა­რი?

-რაც შე­ე­ხე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის 10 დღით გა­და­ცი­ლე­ბას , ვი­ტყვი რომ 1 დღით გა­და­ცი­ლე­ბაც წარ­მო­შობს პრობ­ლე­მებს და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით რო­გორც წესი გა­წე­რი­ლია პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სა­ბო­ლოო ჯამ­ში ას­რუ­ლებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ეს ფაქ­ტი გახ­დე­ბა თუ არა მის­თვის რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნავს სა­ბან­კო ის­ტო­რი­ის გა­ფუ­ჭე­ბის მი­ზე­ზი, ეს უკვე ბანკთან შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი სა­კი­თხია. მას შე­უძ­ლია, ვი­ნა­ი­დან გა­დახ­დის დრო­ში და კონ­კრე­ტულ თა­რიღ­ში ვერ ჯდე­ბა, ბანკთან შე­თან­ხმე­ბით მო­ი­თხო­ვოს თა­რი­ღის გა­და­წე­ვა, მის­თვის მი­სა­ღებ პე­რი­ო­დამ­დე. რო­გორც ვიცი, ბან­კე­ბი მო­დი­ან ასეთ დათ­მო­ბა­ზე და კლი­ენტს პრობ­ლე­მებს არ უქ­მნი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა თავ­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვას, აქ და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია 2 ადა­მი­ა­ნის მი­თი­თე­ბა რა სა­ფუძ­ვლით მოხ­და. თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სო­ლი­და­რუ­ლი თავ­დე­ბე­ბი, მა­შინ მათ ეკის­რე­ბათ იგი­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რაც ძი­რი­თად მსეს­ხე­ბელს თან­ხის გა­დახ­დის ნა­წილ­ში. ბუ­ნებ­რი­ვია ასე­თი შემ­თხვე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ფიქ­სირ­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და სა­ჭი­როა ამ პი­რე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა. რო­გორც კი­თხვის ავ­ტო­რი აცხა­დებს, მათი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ასა­ხუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნენ რო­გორც რე­კო­მენ­და­ტო­რე­ბი სეს­ხის გა­ცე­მის დროს. თუმ­ცა ეს დე­ტა­ლე­ბი და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია თვი­თონ ბანკთან.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბანკიდან სესხს ვიღებთ - იურისტის რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბანკიდან სესხს ვიღებთ - იურისტის რჩევები

სესხით მოსარგებლე ადამიანი ხშირად სრულყოფილად ვერ ერკვევა სესხის პირობებში, რის გამოც ბანკის კლიეტი შეცდომაში შედის და პრობლემას აწყდება. რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბანკიდან სესხს ვიღებთ, კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ქეთევან ქაჩლიშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ლევიკო:

1 წლის წინ საქართველოს ბანკში ავიღე სესხი 2 000 ლარის ოდენობით,  22% -ით.შესაძლებელია თუ არა სხვა ბანკში სესხის აღება, რომ პროცენტი ნაკლები გადავიხადო?

-აღნიშნული საკითხი შესათანხმებელია კონკრეტულ ბანკთან. სამართლებრივად, რა თქმა უნდა, არ იზღუდება კონკრეტული მოვალე , რომ მიმართოს სხვა ბანკს და აიღოს სესხი. ამ კონკრეტული პირის შემთხვევაში სხვა ბანკი გასცემს თუ არა მასზე უფრო დაბალ პროცენტიან, შეღავათიან სესხს, ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი კონკრეტულ ბანკთან შეთანხმებით.

ლევანი:

რა პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ ბანკს და მის ხელმძღვანელებს, როდესაც პრობლემური არა კლიენტი, არამედ თავად ბანკია?! გავიხსენოთ თუნდაც "პროკრედიტბანკის" მიერ სოლიდური კლიენტის ქონებების უკანონოდ დაუფლების მცდელობები და შედეგად კლიენტის მიერ ბანკის წინააღმდეგ მოგებული სასამართლო პროცესები. უნდა დაისაჯონ თუ არა დამნაშავე ბანკები?

-როდესაც იურიდიული პირის, იურიდიული პასუხისმგებელი პირის სახელით ხდება დანაშაულის ჩადენა, შესაძლებელია ამ შემთხვევაში ერთის მხრივ ბანკის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს და გარკვეული სანქციებიც განხორციელდეს მის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ შესაძლებელია სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დადგეს. ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს რა შემთხვევაში ხდება იურიდიული პირის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კუთხით.

ლანა:

მაინტერსებს, როცა იპოთეკით უძრავ ქონებას ვყიდულობ, ამ შემთხვევაში ბანკი აფორმებს ხელშეკრულებას უძრავი ქონების მეპატრონესთან, თუ პირთან რომელიც ამ ქონების შეძენით არის დაინტერესებული?

-სავარაუდოდ, კითხვის ავტორი გულისხმობს შემდეგს:- მყიდველი გამყიდველს ნასყიდობის თანხას უხდის ბანკის მეშვეობით, ანუ, სესხის სახით აღებული თანხით. ამ შემთხვევაში ბანკის მეშვეობით ფორმდება სამხრივი ხელშეკრულება, სადაც სამივე მხარე მონაწილეობს. იდება ნასყიდობის, სესხისა და ნაყიდი ქონების იპოთეკით დატვირთვის ხელშეკრულება, რომ სამივე პირის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და არ დარჩეს რომელიმე მხარე მოტყუებული.

მაია:

როგორ ხდება იპოთეკით ბინის შეძენა, რა საბუთებია საჭირო?

-დასაზუსტებელი კითხვაა. სავარაუდოდ კითხვის ავტორი გულისხმობს, როდესაც ბანკის მეშვეობით, სესხის სახით აღებული თანხით ხდება გადახდა ნასყიდობის ფასისა. აქაც როგორც წინა კითხვაში უკვე აღვნიშნე, მსგავსად განხორციელდება ხელშეკრულების დადება.

ნიკა:

თუ კლიენტი არის ე.წ. "შავ სიაში", მაგრამ უკვე დაფარა დავალიანება. რა პერიოდის შემდეგ არის შესაძლებელი, ბანკმა მას სესხი მისცეს.

-ეს საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდება. არ არის რაიმე სპეციალური რეგულაცია დათქმული, სადაც პრობლემურ გადამხდელებს ეკრძალებათ ან ეზღუდებათ სხვა ვალდებულების აღება, სხვა ან თუნდაც იგივე ბანკში სესხის სახით თანხის აღება. ეს არის ინდივიდუალურად შესათანხმებელი ბანკთან , გაიცემა თუ არა ასეთ პირზე რაიმე სახის სესხი და რა მოცულობით.

ქეთევანი:

თუ ყოფილა პრაქტიკაში შემთხვევა, როცა "შავ სიაში" მყოფ კლიენტს (რა თქმა უნდა სესხის საბოლოო დაფარვის შემდეგ) ისევ აუღია სხვა სესხი?

-ამ შემთხვევაშიც ეს არის კონკრეტულ ბანკთან ინდივიდუალურად შესათანხმებელი. რა თქმაუნდა, ბანკს უფლება აქვს გასცეს სესხი ასეთ პირზე , ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. თუმცა მოიქცევა თუ არა ასე, ეს უკვე არის მისი გადასაწყვეტი.

ცირა:

2008 წელს ჩემს სახელზე "ტაო ბანკიდან" გავაკეთე საკრედიტო ბარათი 150 ლარის ოდენობით.(მე არ მისარგებლია). ისარგებლა ჩემმა ახლობელმა, თვეში მინიმალური გადასახადი იყო 15 ლარი. როგორც გაირკვა 2009 წლის შემდეგ არ გადაუხდია.

როცა მე დამჭირდა სესხი, განაცხადი შევიტანე "ბაზის ბანკში", სადაც ხელფასი მერიცხება. აღმოჩნდა, რომ ვირიცხები პრობლემურ კლიენტებში. მივმართე "ტაო ბანკს". თუ 2008 წლიდან ხდებოდა გადაცილება, ოპერატორი ვალდებული იყო გაეფრთხილებინა კლიენტი.  არც ჩემთან და არც ახლობელთან შეტყობინება არ მოსულა. მიპასუხეს, რომ საკონტაქტო ტელეფონი არ მქონდა მითითებული, რაც აბსურდია. გადამახდევინეს 649 ლარი 5 წლის ჯარიმის სახით. ვფიქრობ, რომ ბანკმა ჩემი უფლებები დაარღვია. გთხოვთ გამარკვიოთ, როგორ დავიცვა ჩემი უფლებები?

-ბუნებრივია, როდესაც ხდება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა და დათქმულ დროში თანხის გადაუხდელობა, ბანკმა შეტყობინება უნდა განახორციელოს მოვალის მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. იმავდროულად არსებული ხელშეკრულებით კლიენტისთვის წინასწარაც ცნობილი იყო, რა ვადაში და რა ხნის განმავლობაში უნდა შეესრულებინა აღნიშნული ვალდებულება. ბუნებრივია ამ შემთხვევაში ორივე მხარის მომეტებული პასუხისმგებლობაა, როგორც კლიენტის რომელიც ვალდებულია გადაიხადოს თანხა, ვინაიდან მან იცის რომ გახსნა სესხი, მიუხედავად იმისა, რომ ბარათი მან სხვას გადასცა. სესხი მის სახელზე იყო და ბუნებრივია ვალდებულებაც მასა და ბანკს შორის იყო თავის დროზე , შესაბამისად პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. რაც შეეხება ბანკს, მან კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე უნდა შეატყობინოს და არ უნდა დაელოდოს ხანგრძლივ პერიოდში ვალდებულების შუსრულებლობას . ზოგადად მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით მოთხოვნის სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა არსებობს და ბანკს შეეძლო იმ მომენტიდან როდესაც მოვალეს წარმოეშვა საბოლოო თანხის გადახდის ვალდებულება 3 წლის განმავლობაში მოედავოს ამ თანხის დაბრუნებას. რაც შეეხება მაღალ თანხას , სავარაუდოდ ეს უნდა იყოს პირგასამტეხლო, რომელიც გაცემულ სესხს დაეკისრა ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო. ასევე მინდა განუმარტო კითხვის ავტორს, რომ იმ შემთხვევაში როდესაც პირგასამტეხლო განუზომელად მაღალია, შესაძლებელია მისი შემცირების მოთხოვნა სასამართლოში.

სლავა:

სტუდენტური სესხების გადახდა როდიდან უნდა დაიწყოს? (ლაპარაკია იმ წლებზე, როდესაც პირველად გაიცა სტუდენტური სესხები)

-ამ კითხვას ცოტა მეტი სიცხადე სჭირდება. სავარაუდოდ მკითხველი გულისხმობს სტუდენტსადა ბანკს, ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციას შორის დადებულ ხელშეკრულებას. ბუნებრივია თანხის დაფარვის ვადები უნდა იყოს ხელშეკრულებით გაწერილი. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი როგორც წესი უნდა ქონდეს მოვალეს და მას ძალიან მარტივად შეუძლია ამის დაზუსტება. იმ შემთხვევისათვის თუ მას არ აქვს ხელზე ხელშეკრულება ან დაკარგა, მას შეუძლია ბანკს მოსთხოვოს ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარის გადაცემა . გადაუცემლობის შემთხვევაში კი შეუძლია დამოწმებული ასლის აღება, რომელიც პრობლემა არ უნდა იყოს.

თეა:

"ვითიბი ბანკში" გვაქვს იპოთეკა და ოვერდრაფტი, ერთი და იგივე პიროვნებაზე გაფორმებული. იმ შემთხვევაში თუ ოვერდრაფტს ვერ გადავიხდით რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტმა იპოთეკით დატვირთულ ბინაზე?

-აქ სახეზეა ორ მხარეს შორის გაფორმებული 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხელშეკრულება. ერთი ხელშეკრულების შეუსრულებლობა არ იწვევს მეორე ხელშეკრულების გაუქმებას, ან რაღაც კუთხით საფრთხის შექმნას. თუმცა სამოქალაქო კოდექსში არის ისეთი მუხლი, როდესაც მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება და საფრთხე ექმნება ვალდებულების სრულად შესრულებას, კრედიტორს შეუძლია დაუყონებლივ თანხის გადახდა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში ოვერდრაფტის გადაუხდელობა რამდენად გახდება საფუძველი მეორე ხელშეკრულებაზე, ვივარაუდოთ, რომ ვეღარ შეძლებს ამ ხელშეკრულების შესრულებას და დაუყონებლივ მოითხოვოს კრედიტორმა გადახდა, ეს უკვე ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. რაც შეეხება ბინას, ვინაიდან ოვერდრაფტთან დაკავშირებით ბინა არ არის მოხსენიებული, შესაბამისად პირდაპირ ბინაზე რა თქმა უნდა კავშირი არ აქვს. მაგრამ თუკი საბოლოო ჯამში ვალდებულებას ვერ შეასრულებს, სახეზე გვექნება იძულებითი აღსრულება. ამ შემთხვევაში კი შეიძლება მოხდეს თანხის მოცულობიდან გამომდინარე მოძრავი ან უძრავი ქონებიდან ამოღება.

ნანა გელოვანი:

"საქართველოს ბანკიდან" გამოტანილი მქონდა ავტოსესხი, ვინაიდან ვერ დავფარე ბოლომდე ვალი, ბანკმა ჩამომართვა მანქანა შარშან დეკემბერში. მანქანის ღირებულება აღნიშნულ ვალს ფარავდა, მაგრამ ვინაიდან ბანკმა არ მოახდინა მანქანის რეალიზაცია თავის დროზე, ეხლა ისევ მედავებიან არა დარჩენილ 3300 დოლარს (რაც მქონდა დეკემბერში გადასახდელი) არამედ 20 000 დოლარამდე- თავისი ჯარიმებით ამ ცხრა თვის განმავლობაში.

მანქანა ამ ხნის განმავლობაში მოძრაობდა აჭარაში და მასზე საპატრულო ჯარიმებიც არის გამოწერილი. მე მაინტერესებს, დარღვეულია თუ არა ვადები მანქანის ჩამორთმევიდან მის რეალიზაციამდე და აგრეთვე მანქანის ჩამორთმევის შემდეგ კვლავ იზრდება თუ არა საჯარიმო სანქციები?

-ბუნებრივია მანქანის ჩამორთმევას თავისი საფუძვლები აქვს. ეს გირავნობის საგანს წარმოადგენს და შესაძლებელია რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ყოფილიყო ის ჩამორთმეული. თუმცა ამ შემთხვევაში დასაზუსტებელია, მოხდა თუ არა აღნიშნული მანქანის რეალიზაცია თანხის ამოღების მიზნით და თუ არა, მაშინ როგორ მოხვდა ეს მანქანა სხვა ადამიანის ხელში, რომელიც თავისუფლად განკარგავდა. პირველ რიგში ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამოთხოვილ იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც მოხდება ინფორმაციის დაზუსტება. რაც შეეხება შეუსაბამოდ მაღალ თანხას, ამ შემთხვევაშიც სავარაუდოდ ეს უნდა იყოს პირგასამტეხლო, რომელიც ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე . მხარეს შეუძლია სასამართლო წესით მოითხოვოს მისი შემცირება.

ანდრეა:

სამ წლიანი სესხი მაქვს გამოტანილი "საქართველოს ბანკიდან". ვიხდი, მაგრამ ყოველ თვეში მაგვიანდება ათი დღე მაინც. არსებობს თუ არა რისკი, რომ ამის გამო საბანკო ისტორია გაფუჭდეს?

კრედიტორმა სესხის დამტკიცების დროს ორი თავდები მიმამატებინა, თუმცა ხელშეკრულებაში მათ შესახებ არაფერია მითითებული. მაინტერსებს, რა საჭირო იყო  თავდების მითითება, თუ არასად დაფიქსირდებოდა, მინიმუმ სახელი და გვარი?

-რაც შეეხება ვალდებულების შესრულების 10 დღით გადაცილებას , ვიტყვი რომ 1 დღით გადაცილებაც წარმოშობს პრობლემებს და ხელშეკრულებით როგორც წესი გაწერილია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ვინაიდან აღნიშნული პირი საბოლოო ჯამში ასრულებს ვალდებულებას, ეს ფაქტი გახდება თუ არა მისთვის როგორც თვითონ აღნიშნავს საბანკო ისტორიის გაფუჭების მიზეზი, ეს უკვე ბანკთან შესათანხმებელი საკითხია. მას შეუძლია, ვინაიდან გადახდის დროში და კონკრეტულ თარიღში ვერ ჯდება, ბანკთან შეთანხმებით მოითხოვოს თარიღის გადაწევა, მისთვის მისაღებ პერიოდამდე. როგორც ვიცი, ბანკები მოდიან ასეთ დათმობაზე და კლიენტს პრობლემებს არ უქმნიან. რაც შეეხება თავდებების შემთხვევას, აქ დასაზუსტებელია 2 ადამიანის მითითება რა საფუძვლით მოხდა. თუ ეს ადამიანები არიან სოლიდარული თავდებები, მაშინ მათ ეკისრებათ იგივე პასუხისმგებლობა რაც ძირითად მსესხებელს თანხის გადახდის ნაწილში. ბუნებრივია ასეთი შემთხვევა აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ხელშეკრულებაში და საჭიროა ამ პირების წერილობითი თანხმობა. როგორც კითხვის ავტორი აცხადებს, მათი მონაცემები არ არის ხელშეკრულებაში ასახული, შესაძლებელია ეს ადამიანები სავარაუდოდ მითითებული იქნენ როგორც რეკომენდატორები სესხის გაცემის დროს. თუმცა ეს დეტალები დასაზუსტებელია ხელშეკრულებაში და აუცილებლად დასაზუსტებელია თვითონ ბანკთან.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას