სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოთაობა" "ოცნებამ" და "ნაციონალებმა" ცალ-ცალკე იზეიმეს
"შოთაობა" "ოცნებამ" და "ნაციონალებმა" ცალ-ცალკე იზეიმეს

"შო­თა­ო­ბის" დღე­სას­წა­უ­ლი, წელს პირ­ვე­ლად, სო­ფელ რუს­თა­ვის ნაც­ვლად ვარ­ძი­ა­ში იზე­ი­მეს. სა­ზე­ი­მო პროგ­რა­მა 4 სა­ათს გაგ­რძელ­და, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ფოლკ­ლო­რულ და ცეკ­ვის ან­სამ­ბლებს, "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი" და მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან მოწ­ვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა გა­მომ­სვლე­ლე­ბი ცვლიდ­ნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შე­ჯიბ­რი ჭი­და­ო­ბა­ში, მზად­დე­ბო­და მეს­ხუ­რი კერ­ძე­ბი, რო­მელ­თა და­გე­მოვ­ნე­ბაც მსურ­ვე­ლებს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ფონ­ზე შე­ეძ­ლოთ.

ვარ­ძი­ა­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ტუ­რის­ტე­ბი, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, ზე­იმ­ზე არ­სად ჩან­დნენ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, სამ­ხა­რეო აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ას­პინ­ძის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ტა­რი­ელ ლონ­და­რი­ძე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვარ­ძი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი "ოც­ნე­ბის" გრან­დი­ო­ზუ­ლი ზე­ი­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დღე­სას­წა­ულს ტრა­დი­ცი­ულ ად­გი­ლას, სო­ფელ რუს­თავ­ში მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სუფ­რით აღ­ნიშ­ნავ­დნენ. მათი თქმით, ვარ­ძი­ა­ში გა­მარ­თულ ზე­იმს პარ­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა უწო­დეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ დღე­სას­წა­ულ­ზე და­სას­წრე­ბად მიწ­ვე­ვა არა­ვის­გან მი­უ­ღი­ათ.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"შოთაობა" "ოცნებამ" და "ნაციონალებმა" ცალ-ცალკე იზეიმეს

"შოთაობა" "ოცნებამ" და "ნაციონალებმა" ცალ-ცალკე იზეიმეს

"შოთაობის" დღესასწაული, წელს პირველად, სოფელ რუსთავის ნაცვლად ვარძიაში იზეიმეს. საზეიმო პროგრამა 4 საათს გაგრძელდა, სადაც ადგილობრივ ფოლკლორულ და ცეკვის ანსამბლებს, "ქართული ხმები" და მწერალთა კავშირიდან მოწვეული სხვადასხვა გამომსვლელები ცვლიდნენ. პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრი ჭიდაობაში, მზადდებოდა მესხური კერძები, რომელთა დაგემოვნებაც მსურველებს ხალხური სიმღერების ფონზე შეეძლოთ.

ვარძიაში გამართულ ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად, სასულიერო პირები, ტურისტები, ძალოვანი სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თუმცა, ზეიმზე არსად ჩანდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, სამხარეო აპარატის თანამშრომლები და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ტარიელ ლონდარიძე. როგორც აღმოჩნდა, ვარძიაში გამართული "ოცნების" გრანდიოზული ზეიმის პარალელურად, განაწყენებული "ნაციონალები" დღესასწაულს ტრადიციულ ადგილას, სოფელ რუსთავში მოკრძალებული სუფრით აღნიშნავდნენ. მათი თქმით, ვარძიაში გამართულ ზეიმს პარტიული ღონისძიება უწოდეს და განაცხადეს, რომ დღესასწაულზე დასასწრებად მიწვევა არავისგან მიუღიათ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა