სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩიკო სოლოღაშვილი ცოლთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდის
აჩიკო სოლოღაშვილი ცოლთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდის

აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვას ბევრ დროს არ უთ­მობს. თმის ცვე­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებს გარ­თო­ბის მიზ­ნით იყე­ნებს, თან - მხო­ლოდ აგ­ვის­ტო­ში, რად­გან ამ დროს 10 დღით ტე­ლე­ვი­ზი­ის­გა­ნაც ის­ვე­ნებს და თე­ატ­რის­გა­ნაც... მოს­წონს ოჯა­ხუ­რი სიმ­შვი­დე, ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე და ცხო­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვა...

ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი

- ვიდ­რე თავ­ზე ბევ­რი თმა მქონ­და, გრძელ ვარ­ცხნი­ლო­ბას ვა­ტა­რებ­დი, თან, ეს რო­ლის­თვი­საც მჭირ­დე­ბო­და. მას მერე, რაც თმა შე­მი­თხელ­და, მისი შეჭ­რა მო­მიხ­და. ადრე კი­კი­ნას ვი­კე­თებ­დი. ამის გამო მარ­თა­ლია, თავ­ში "ტა­ბუ­რეტ­კა" არ მომ­ხვედ­რია, მაგ­რამ გრძე­ლი თმა გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მებს გიქ­მნის... ბავ­შვო­ბი­დან კარ­გი ხა­რის­ხის - სქე­ლი და ხში­რი თმა მქონ­და.

- ოდეს­მე, თმა თუ შე­გი­ღე­ბავს?

- ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, - რო­დემ­დე უნდა და­მა­ლო, თქვი, რითი იღე­ბა­ვო? არა­და, არა­სო­დეს შე­მი­ღე­ბავს. ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ცი­ას ვი­ყე­ნებ, რო­მე­ლიც თმას აჯან­სა­ღებს, ბზინ­ვა­რე­ბას მა­ტებს. გარ­და ამი­სა, ხში­რად მი­წევს თმის ჟე­ლეს წას­მა, რაც მას ვი­ზუ­ა­ლუ­რად ამუ­ქებს. ამი­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ ვი­ღე­ბავ ხოლ­მე. ცოტა ჭა­ღა­რაც მაქვს და ძა­ლი­ან მომ­წონს. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა ეტაპს თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს... რო­ლის­თვის თუ დამ­ჭირ­დე­ბა, თმას შე­ვი­ღე­ბავ.

სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- თე­ატ­რი­სა თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­კი­აჟს ერთ-ერთი ფირ­მის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სვე­ლი ხელ­სა­ხო­ცით ვი­შო­რებ. ზამ­თარ­ში, როცა კანი გა­მომშრა­ლი მაქვს, ღა­მით, აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის მერე, სა­ხე­ზე მკვე­ბავ კრემს ვის­ვამ. სა­ხის ნიღ­ბის­თვის, კიტ­რი და მარ­წყვი არა­სო­დეს გა­მი­ხე­ხავს. მარ­თა­ლია, მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბი მაქვს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ესეც ჩემი პრო­ფე­სი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია: საკ­მა­რი­სია, ეს მი­მი­კა "გავ­ყი­ნო", რომ მე ის აღარ ვიქ­ნე­ბი, ვინც ვარ. მირ­ჩევ­ნია, 5 ნა­ო­ჭით მეტი მქონ­დეს და "ცო­მის­გან" გა­მო­ძერ­წილ (ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი სახე რომ აქვს) ადა­მი­ანს არ და­ვემ­სგავ­სო. შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ. მი­მაჩ­ნია, რომ თუ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა, ბო­ტოქ­სიც უნდა გა­ი­კე­თოს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ქარ­თვე­ლე­ბი ზო­მი­ე­რე­ბას ვერ ვი­ცავთ: ბო­ტოქ­სის შე­დე­გი თით­ქმის ყვე­ლას ეტყო­ბა, ვინც იკე­თებს. ვი­საც არ ეტყო­ბა, იმას ვე­ნაც­ვა­ლე. ზო­მი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ!

- კოს­მე­ტო­ლოგ­თან რა სიხ­ში­რით და­დი­ხარ?

- კოს­მე­ტო­ლოგ­თან არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ალ­ბათ დროა, ერთხელ მა­ინც მი­ვი­დე (იღი­მის). ფრჩხი­ლებ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად ვიქლი­ბავ. სა­ლონ­ში ფრჩხი­ლე­ბი მხო­ლოდ ორ­ჯერ გა­ვი­კე­თე, მერე კი მივ­ხვდი: ჯო­ბია, ეს საქ­მე და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ვაგ­ვა­რო.

სა­მო­სი

- შო­პინგზე ვგიჟ­დე­ბი! ეს ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარს. გა­მო­გი­ტყდე­ბით, სა­მოსს ძი­რი­თა­დად, სა­ზღვარ­გა­რეთ ვყი­დუ­ლობ (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თე­ატ­რში გას­ტრო­ლე­ბი უხ­ვად გვაქვს), მაგ­რამ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი თუ სა­შუ­ა­ლო ფა­სის მქო­ნე ბრენ­დუ­ლი სა­მო­სის შე­ძე­ნა თბი­ლის­შიც შე­იძ­ლე­ბა. მთა­ვა­რია, სა­ჭი­რო თან­ხა გქონ­დეს... მა­ი­სურ­ზე პი­ჯა­კის მოც­მა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ თბი­ლის­ში მა­ი­სუ­რი­დან პირ­და­პირ პალ­ტო­ზე ან დუტი "კურ­ტკა­ზე" გვი­წევს გა­დას­ვლა. წე­ლი­წა­დის ამ დრო­ზე ჭკუა მე­კე­ტე­ბა! მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ჯინ­სის შარ­ვა­ლი, მა­ი­სუ­რი, პი­ჯა­კი და ფეხ­საც­მე­ლი მაც­ვია... აკა­დე­მი­უ­რი, კლა­სი­კუ­რი სტი­ლის სა­მოს­ში თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. კლა­სი­კურ-სპორ­ტუ­ლი სტი­ლი მირ­ჩევ­ნია. ისე­თი ფე­რის ტან­საც­მე­ლი მომ­წონს, რო­გო­რიც ცო­ტას აც­ვია, მაგ­რამ ისიც არ მიყ­ვარს, როცა "წი­თე­ლი კვერ­ცხი­ვით" ვარ. ერთი პე­რი­ო­დი, თბი­ლი­სი "აჭ­რელ­და", "გა­ფე­რად­და", მაგ­რამ ახლა ტენ­დენ­ცია ისევ მუქი ფე­რე­ბის­კენ არის. შავი ძა­ლი­ან მიყ­ვარს - ჩემი და­სა­წუ­ნი არა­ფე­რი აქვს, მაგ­რამ ფან­ტა­ზი­ას გა­სა­ქანს თუ მივ­ცემთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. ძი­რი­თა­დად, ხას­ხა­სა მწვა­ნე, ყვი­თე­ლი, ფორ­თოხ­ლის­ფე­რი მომ­წონს.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- სამ­კა­ულს არ ვი­ყე­ნებ. მხო­ლოდ ჯვრის­წე­რის ბე­ჭე­დი და ჯვა­რი მი­კე­თია. ჯვა­რი ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სეს­მა ადა­მი­ან­მა - მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა მა­ჩუ­ქა. მი­მაჩ­ნია, რომ თუკი დღეს თე­ატ­რში რა­მეს ვა­კე­თებ, სწო­რედ ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბაა... ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­ჯის სა­ა­თე­ბი და სი­ა­მოვ­ნე­ბით მექ­ნე­ბო­და მათი კო­ლექ­ცია, მაგ­რამ ახლა მხო­ლოდ 6 მაქვს. მგო­ნია, რომ სათ­ვა­ლე, სა­ა­თი და ფეხ­საც­მე­ლი ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათ­ზე, მის პი­როვ­ნე­ბა­ზე, გე­მოვ­ნე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. მათ შე­სა­ძე­ნად თან­ხა არა­სო­დეს და­მე­ნა­ნე­ბა.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში გავ­სუქ­დე. ზა­ფხულ­ში 2 კი­ლოს თუ მო­ვი­მა­ტებ - ისიც იმი­ტომ, რომ ლუდი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მისი და­ლე­ვა მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში მი­წევს, რად­გან სა­მუ­შაო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ვურ­თი­ერ­თობ და ვერ დავ­ლევ. მა­ღი­ზი­ა­ნებს, როცა ვი­ღა­ცას ალ­კოჰო­ლის სუნი ას­დის და შე­სა­ბა­მი­სად, მეც არ მინ­და, სხვა გა­ვა­ღი­ზი­ა­ნო... ყო­ველ­თვის გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი. ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ვე­რა­სო­დეს ვვარ­ჯი­შობ. ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თვის ცურ­ვა იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მაგ­რამ მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ამა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ...

- კვე­ბის რე­ჟიმს თუ აკონ­ტრო­ლებ?

- ყვე­ლა კერ­ძი მიყ­ვარს და ყვე­ლა­ფერს ვჭამ, მაგ­რამ იმ­დენ­საც არა, რამ­დენ­საც ამ­ბო­ბენ: ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, აჩი­კო ძა­ლი­ან ბევ­რს ჭამ­სო. ქარ­თუ­ლი, ჩი­ნუ­რი, უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გურ­მა­ნი ვარ, მაგ­რამ ცო­ტას ვჭამ... დი­ე­ტა არა­სო­დეს და­მი­ცავს. უბ­რა­ლოდ, მა­გა­ლი­თად, სა­დი­ლი­სას თუ Uძა­ლი­ან ბევ­რი ცო­მე­უ­ლის ან ცხი­მი­ა­ნის ჭამა მო­მიხ­და, ვცდი­ლობ, სა­ღა­მოს ცოტა მსუ­ბუ­ქად ვი­ვახ­შმო. ხან დღე­ში ერთხელ მი­წევს ჭამა, ხან - სამ­ჯერ, ზოგ­ჯერ კი ამას სა­ერ­თოდ ვერ ვა­ხერ­ხებ.

საქ­მე

- ჩემ­თვის თე­ატ­რი ყო­ველ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის მერე, ვერ ვი­ტყვი, რომ ის ჩემ­თვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ამ­ჟა­მად პრო­ექ­ტში - "ნი­ჭი­ე­რი" ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი - ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­ლა­ვართ. ამ სე­ზონ­ზე მარ­თლა სას­წა­უ­ლი ხდე­ბა: ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თუ არ­სე­ბობ­და, არ მე­გო­ნა; არ ვიცი, აქამ­დე სად იყ­ვნენ, სად იმა­ლე­ბოდ­ნენ! რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცებს სი­თა­მა­მე არ ჰყოფ­ნი­დათ, ახლა კი თავს სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცეს. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნომ­რე­ბია! ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებს ნამ­დვი­ლად დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა ელით... ასე­ვე, თე­ატ­რშიც აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ. ამ ინ­ტერ­ვი­უს მერე, დღეს­ვე, ლიტ­ვა­ში მივფრი­ნავ გას­ტროლ­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა, რო­მელ­შიც ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სპექ­ტაკ­ლით - "მაკ­ბე­ტი" წარვდგე­ბით...

ოჯა­ხი

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან: დედ-მამა, ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ძაღ­ლი (ლაბ­რა­დო­რი) - ბან­ჩი და ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე, რომ­ლის­თვი­საც შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე გა­დავ­დო. გა­მო­გი­ტყდე­ბით, ხან­და­ხან მინ­და, სამ­სა­ხურ­ში დავრე­კო და უბ­რა­ლოდ ვთქვა, რომ ცუ­დად ვარ, მერე კი მთე­ლი დღე მე­უღ­ლეს­თან გა­ვა­ტა­რო, მაგ­რამ არა­სო­დეს გა­მომ­დის (იცი­ნის)... მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ზა­ფხულ­ში 10 დღით გან­მარ­ტო­ე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა თუ არა, მა­შინ­ვე ნუ­ცას­თან (მე­უღ­ლე) ერ­თად, მე­გობ­რე­ბის წრე­ში, მყუდ­რო ად­გი­ლას გან­ვმარ­ტოვ­დე­ბი ხოლ­მე. ორი­ვე­ნი ვცდი­ლობთ, კვი­რა­დღე თა­ვი­სუ­ფა­ლი გვქონ­დეს.

ბან­ჩის რაც შე­ე­ხე­ბა, ის უნი­ჭი­ე­რე­სი, უსაყ­ვარ­ლე­სი და ძა­ლი­ან თბი­ლი არ­სე­ბაა. ზო­გა­დად, ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ქვე­წარ­მავ­ლე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი, რაც ცო­ცხა­ლია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს! ბავ­შვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი, დიდი ნაკ­რძა­ლი მქო­ნო­და. ბუ­ნე­ბას­თან და ცხო­ვე­ლებ­თან სი­ახ­ლო­ვე დიდ სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს მა­ნი­ჭებს და კომ­ფორ­ტს მიქ­მნის.

დას­ვე­ნე­ბა, გარ­თო­ბა

- ჩემ­თვის გარ­თო­ბა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნაა. თუ მო­მინ­დე­ბა და შე­სა­ფე­რის ხა­სი­ათ­ზე ვიქ­ნე­ბი, გი­ტა­რა­საც მო­ვი­მარ­ჯვებ... კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა არ მიყ­ვარს. ყვე­ლა­ფე­რი ეს უკვე იყო, გან­ვლი­ლი ეტა­პია. ახლა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, მშვიდ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია. ახალ წელ­საც სულ ვცდი­ლობ, ოჯახ­თან ერ­თად ვიყო, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­მომ­დის.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

აჩიკო სოლოღაშვილი ცოლთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდის

აჩიკო სოლოღაშვილი ცოლთან ურთიერთობის დეფიციტს განიცდის

აჩიკო სოლოღაშვილი გარეგნობაზე ზრუნვას ბევრ დროს არ უთმობს. თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებებს გართობის მიზნით იყენებს, თან - მხოლოდ აგვისტოში, რადგან ამ დროს 10 დღით ტელევიზიისგანაც ისვენებს და თეატრისგანაც... მოსწონს ოჯახური სიმშვიდე, ბუნებასთან სიახლოვე და ცხოველებზე ზრუნვა...

ვარცხნილობა და თმის ფერი

- ვიდრე თავზე ბევრი თმა მქონდა, გრძელ ვარცხნილობას ვატარებდი, თან, ეს როლისთვისაც მჭირდებოდა. მას მერე, რაც თმა შემითხელდა, მისი შეჭრა მომიხდა. ადრე კიკინას ვიკეთებდი. ამის გამო მართალია, თავში "ტაბურეტკა" არ მომხვედრია, მაგრამ გრძელი თმა გარკვეულ პრობლემებს გიქმნის... ბავშვობიდან კარგი ხარისხის - სქელი და ხშირი თმა მქონდა.

- ოდესმე, თმა თუ შეგიღებავს?

- ხშირად მეუბნებიან, - როდემდე უნდა დამალო, თქვი, რითი იღებავო? არადა, არასოდეს შემიღებავს. ერთ-ერთი კომპანიის პროდუქციას ვიყენებ, რომელიც თმას აჯანსაღებს, ბზინვარებას მატებს. გარდა ამისა, ხშირად მიწევს თმის ჟელეს წასმა, რაც მას ვიზუალურად ამუქებს. ამიტომ ჰგონიათ, რომ ვიღებავ ხოლმე. ცოტა ჭაღარაც მაქვს და ძალიან მომწონს. ცხოვრებაში ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს... როლისთვის თუ დამჭირდება, თმას შევიღებავ.

სახის კანის მოვლა

- თეატრისა თუ სატელევიზიო მაკიაჟს ერთ-ერთი ფირმის ჩვეულებრივი სველი ხელსახოცით ვიშორებ. ზამთარში, როცა კანი გამომშრალი მაქვს, ღამით, აბაზანის მიღების მერე, სახეზე მკვებავ კრემს ვისვამ. სახის ნიღბისთვის, კიტრი და მარწყვი არასოდეს გამიხეხავს. მართალია, მიმიკური ნაოჭები მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ესეც ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია: საკმარისია, ეს მიმიკა "გავყინო", რომ მე ის აღარ ვიქნები, ვინც ვარ. მირჩევნია, 5 ნაოჭით მეტი მქონდეს და "ცომისგან" გამოძერწილ (ყველას ერთნაირი სახე რომ აქვს) ადამიანს არ დავემსგავსო. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს სჭირდება, ბოტოქსიც უნდა გაიკეთოს, მაგრამ რატომღაც, ქართველები ზომიერებას ვერ ვიცავთ: ბოტოქსის შედეგი თითქმის ყველას ეტყობა, ვინც იკეთებს. ვისაც არ ეტყობა, იმას ვენაცვალე. ზომიერების შეგრძნების მქონე ადამიანებს ძალიან ვაფასებ!

- კოსმეტოლოგთან რა სიხშირით დადიხარ?

- კოსმეტოლოგთან არასდროს ვყოფილვარ. ალბათ დროა, ერთხელ მაინც მივიდე (იღიმის). ფრჩხილებსაც დამოუკიდებლად ვიქლიბავ. სალონში ფრჩხილები მხოლოდ ორჯერ გავიკეთე, მერე კი მივხვდი: ჯობია, ეს საქმე დამოუკიდებლად მოვაგვარო.

სამოსი

- შოპინგზე ვგიჟდები! ეს ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტია. მეუღლესთან ერთად, საყიდლებზე სიარული მიყვარს. გამოგიტყდებით, სამოსს ძირითადად, საზღვარგარეთ ვყიდულობ (მოგეხსენებათ, თეატრში გასტროლები უხვად გვაქვს), მაგრამ ძვირად ღირებული თუ საშუალო ფასის მქონე ბრენდული სამოსის შეძენა თბილისშიც შეიძლება. მთავარია, საჭირო თანხა გქონდეს... მაისურზე პიჯაკის მოცმა ძალიან მიყვარს, მაგრამ თბილისში მაისურიდან პირდაპირ პალტოზე ან დუტი "კურტკაზე" გვიწევს გადასვლა. წელიწადის ამ დროზე ჭკუა მეკეტება! მსიამოვნებს, როცა ჯინსის შარვალი, მაისური, პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია... აკადემიური, კლასიკური სტილის სამოსში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. კლასიკურ-სპორტული სტილი მირჩევნია. ისეთი ფერის ტანსაცმელი მომწონს, როგორიც ცოტას აცვია, მაგრამ ისიც არ მიყვარს, როცა "წითელი კვერცხივით" ვარ. ერთი პერიოდი, თბილისი "აჭრელდა", "გაფერადდა", მაგრამ ახლა ტენდენცია ისევ მუქი ფერებისკენ არის. შავი ძალიან მიყვარს - ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს, მაგრამ ფანტაზიას გასაქანს თუ მივცემთ, უკეთესი იქნება. ძირითადად, ხასხასა მწვანე, ყვითელი, ფორთოხლისფერი მომწონს.

სამკაული და აქსესუარები

- სამკაულს არ ვიყენებ. მხოლოდ ჯვრისწერის ბეჭედი და ჯვარი მიკეთია. ჯვარი ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანმა - მანანა ბერიკაშვილმა მაჩუქა. მიმაჩნია, რომ თუკი დღეს თეატრში რამეს ვაკეთებ, სწორედ ქალბატონი მანანას დამსახურებაა... ძალიან მიყვარს მაჯის საათები და სიამოვნებით მექნებოდა მათი კოლექცია, მაგრამ ახლა მხოლოდ 6 მაქვს. მგონია, რომ სათვალე, საათი და ფეხსაცმელი ადამიანის ხასიათზე, მის პიროვნებაზე, გემოვნებაზე მეტყველებს. მათ შესაძენად თანხა არასოდეს დამენანება.

ვარჯიში და დიეტა

- წარმოუდგენელია, ჩემი საქმიანობის პირობებში გავსუქდე. ზაფხულში 2 კილოს თუ მოვიმატებ - ისიც იმიტომ, რომ ლუდი ძალიან მიყვარს და მისი დალევა მხოლოდ ზაფხულში მიწევს, რადგან სამუშაო პერიოდში საზოგადოებასთან ვურთიერთობ და ვერ დავლევ. მაღიზიანებს, როცა ვიღაცას ალკოჰოლის სუნი ასდის და შესაბამისად, მეც არ მინდა, სხვა გავაღიზიანო... ყოველთვის გამხდარი ვიყავი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სპორტულ დარბაზში ვერასოდეს ვვარჯიშობ. ფორმაში ყოფნისთვის ცურვა იდეალური საშუალებაა, მაგრამ მოუცლელობის გამო, ამასაც ვერ ვახერხებ...

- კვების რეჟიმს თუ აკონტროლებ?

- ყველა კერძი მიყვარს და ყველაფერს ვჭამ, მაგრამ იმდენსაც არა, რამდენსაც ამბობენ: ყველა აღნიშნავს, აჩიკო ძალიან ბევრს ჭამსო. ქართული, ჩინური, უკრაინული სამზარეულო ძალიან მიყვარს. გურმანი ვარ, მაგრამ ცოტას ვჭამ... დიეტა არასოდეს დამიცავს. უბრალოდ, მაგალითად, სადილისას თუ Uძალიან ბევრი ცომეულის ან ცხიმიანის ჭამა მომიხდა, ვცდილობ, საღამოს ცოტა მსუბუქად ვივახშმო. ხან დღეში ერთხელ მიწევს ჭამა, ხან - სამჯერ, ზოგჯერ კი ამას საერთოდ ვერ ვახერხებ.

საქმე

- ჩემთვის თეატრი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ტელევიზიაში ამდენი წლის განმავლობაში მუშაობის მერე, ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ამჟამად პროექტში - "ნიჭიერი" ვარ დაკავებული - ქორეოგრაფი გახლავართ. ამ სეზონზე მართლა სასწაული ხდება: ამდენი ნიჭიერი ადამიანი თუ არსებობდა, არ მეგონა; არ ვიცი, აქამდე სად იყვნენ, სად იმალებოდნენ! როგორც ჩანს, ვიღაცებს სითამამე არ ჰყოფნიდათ, ახლა კი თავს სცენაზე გამოსვლის უფლება მისცეს. მრავალფეროვანი ნომრებია! ტელემაყურებლებს ნამდვილად დიდი სიამოვნება ელით... ასევე, თეატრშიც აქტიურად ვმუშაობ. ამ ინტერვიუს მერე, დღესვე, ლიტვაში მივფრინავ გასტროლზე, სადაც ძალიან საპასუხისმგებლო ფესტივალი იმართება, რომელშიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლით - "მაკბეტი" წარვდგებით...

ოჯახი

- ჩემი ოჯახის წევრები არიან: დედ-მამა, ჩემი უსაყვარლესი ძაღლი (ლაბრადორი) - ბანჩი და ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლე, რომლისთვისაც შემიძლია, ყველაფერი გვერდზე გადავდო. გამოგიტყდებით, ხანდახან მინდა, სამსახურში დავრეკო და უბრალოდ ვთქვა, რომ ცუდად ვარ, მერე კი მთელი დღე მეუღლესთან გავატარო, მაგრამ არასოდეს გამომდის (იცინის)... მე და ჩემმა მეუღლემ ზაფხულში 10 დღით განმარტოება მოვახერხეთ. თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა, მაშინვე ნუცასთან (მეუღლე) ერთად, მეგობრების წრეში, მყუდრო ადგილას განვმარტოვდები ხოლმე. ორივენი ვცდილობთ, კვირადღე თავისუფალი გვქონდეს.

ბანჩის რაც შეეხება, ის უნიჭიერესი, უსაყვარლესი და ძალიან თბილი არსებაა. ზოგადად, ცხოველები, ფრინველები, ქვეწარმავლები - ყველაფერი, რაც ცოცხალია, ძალიან მიყვარს! ბავშვობაში ვოცნებობდი, დიდი ნაკრძალი მქონოდა. ბუნებასთან და ცხოველებთან სიახლოვე დიდ სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს და კომფორტს მიქმნის.

დასვენება, გართობა

- ჩემთვის გართობა, მეგობრებთან ერთად ყოფნაა. თუ მომინდება და შესაფერის ხასიათზე ვიქნები, გიტარასაც მოვიმარჯვებ... კლუბური ცხოვრება არ მიყვარს. ყველაფერი ეს უკვე იყო, განვლილი ეტაპია. ახლა ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ გარემოში ყოფნა მირჩევნია. ახალ წელსაც სულ ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო, რაც ჯერჯერობით, გამომდის.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება