შოტლანდიის ქალაქ კალანდერში მცხოვრები 26 წლის კირსტი ტომსონი 7 წელი მკაცრ დიეტას იცავდა და სისტემატურად ვარჯიშობდა, რათა საოცნებო დღეს სასურველ საპატარძლო კაბაში გამოწყობილიყო.
გოგონა 108 კილოგრამს იწონიდა. 7 წლის წინ 19 წლის იყო, როდესაც შეყვარებულმა ცოლობა სთხოვა, მაგრამ კირსტის არ სურდა "მსუქანი პატარძალი" ყოფილიყო. მან საკუთარ თავს ულტიმატუმი წაუყენა - სანამ არ გავხდები, არ გავთხოვდებიო. დღეს გოგონა 70 კილოგრამს იწონის. მან 7 წელში 38 კილო დაიკლო.
"წონაში დაკლების შემდეგ, უფრო საინტერესო გავხდი. ცხოვრებაში პირველად შევიძინე საცურაო კოსტუმი და თამამად ჩავიცვი. უბედნიერესი ვარ", - ამბობს კირსტი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.