მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუბა კიკაბიძემ რუსულ ფილმში მთავარი როლი შეასრულა
ბუბა კიკაბიძემ რუსულ ფილმში მთავარი როლი შეასრულა

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ბუბა კი­კა­ბი­ძე 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ რუ­სეთ­ში ჩას­ვლა­ზე უარს აცხა­დებს და მი­უ­ხე­და­ვად აუ­ა­რე­ბე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბი­სა, თა­ვის პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა... სწო­რედ ამი­ტომ, სახ­ტად დაგვტო­ვა გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ- ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა კი­ნომ­სა­ხი­ობ­მა და მომ­ღე­რალ­მა ფილმში - "პაპა 005" მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლაო. ფილ­მის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში ასე­თი ცნო­ბე­ბი მო­ვი­პო­ვეთ - მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თი, გახ­მო­ვა­ნე­ბა რუ­სუ­ლი, ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბი - არ­კა­დი გრი­გო­რი­ა­ნი, მგერ მკრტი­ჩი­ა­ნი... რო­ლებ­ში - სერ­გეი შა­კუ­რო­ვი, ან­დრის ბუ­ლი­სი, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე, ანა პო­პო­ვა, გრანტ ტო­ხა­ტი­ა­ნი, კონ­სტან­ტინ იუშ­კე­ვი­ჩი, სერ­გეი სტე­პან­ჩენ­კო და სხვე­ბი... ამ სა­კი­თხზე თა­ვად ბუბა კი­კა­ბი­ძე გვე­სა­უბ­რა...

ბუბა კი­კა­ბი­ძე:

- დიახ, რო­დე­საც გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყო, და­მი­რე­კეს ამ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თი­დან და ვუ­თხა­რი მათ, რომ თუ სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებ­და გა­და­ღე­ბე­ბი, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ვი­დო­დი. შემ­დეგ სომ­ხეთ­ში მი­მიწ­ვი­ეს და ჩემი გმი­რის გა­და­ღე­ბე­ბი იქ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და... თქვენ ახლა იმის­თვის მიტ­რი­ა­ლებთ, რომ გა­ი­გოთ, მე რუ­სეთ­ში ჩა­ვე­დი თუ არა ხომ? არ ჩავ­სულ­ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მს, მე მგო­ნი რუ­სე­თის არის.

- და მა­შინ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რუ­სეთ­ში ჩას­ვლა-არ­ჩას­ვლას, თუკი ფილ­მი რუ­სუ­ლია?

- მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას აქვს, რომ მე არ მინ­და რუ­სეთ­ში ჩას­ვლა!!!... ესე იგი, რა­ხან რუ­სე­თის სა­კუთ­რე­ბაა ფილ­მი, მე რა, ბომ­ბე­ბი უნდა ვეს­რო­ლო?! მეტი რა გი­თხრათ, გე­უბ­ნე­ბით, რომ რუ­სე­თის ფილ­მია, მაგ­რამ ჩემს გამო გა­და­ი­ღეს ერე­ვან­ში ვაა!

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბუბა კიკაბიძემ რუსულ ფილმში მთავარი როლი შეასრულა

ბუბა კიკაბიძემ რუსულ ფილმში მთავარი როლი შეასრულა

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბუბა კიკაბიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში ჩასვლაზე უარს აცხადებს და მიუხედავად აუარებელი შემოთავაზებისა, თავის პრინციპული გადაწყვეტილების ერთგული რჩება... სწორედ ამიტომ, სახტად დაგვტოვა გავრცელებულმა ინფორმაციამ- ცნობილმა ქართველმა კინომსახიობმა და მომღერალმა ფილმში - "პაპა 005" მთავარი როლი შეასრულაო. ფილმის შესახებ ინტერნეტში ასეთი ცნობები მოვიპოვეთ - მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი, გახმოვანება რუსული, ფილმის რეჟისორები - არკადი გრიგორიანი, მგერ მკრტიჩიანი... როლებში - სერგეი შაკუროვი, ანდრის ბულისი, ვახტანგ კიკაბიძე, ანა პოპოვა, გრანტ ტოხატიანი, კონსტანტინ იუშკევიჩი, სერგეი სტეპანჩენკო და სხვები... ამ საკითხზე თავად ბუბა კიკაბიძე გვესაუბრა...

ბუბა კიკაბიძე:

- დიახ, როდესაც გადაღებები დაიწყო, დამირეკეს ამ ფილმთან დაკავშირებით რუსეთიდან და ვუთხარი მათ, რომ თუ სხვა ქვეყანაში გადაინაცვლებდა გადაღებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავიდოდი. შემდეგ სომხეთში მიმიწვიეს და ჩემი გმირის გადაღებები იქ მიმდინარეობდა... თქვენ ახლა იმისთვის მიტრიალებთ, რომ გაიგოთ, მე რუსეთში ჩავედი თუ არა ხომ? არ ჩავსულვარ. რაც შეეხება ფილმს, მე მგონი რუსეთის არის.

- და მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთში ჩასვლა-არჩასვლას, თუკი ფილმი რუსულია?

- მნიშვნელობა იმას აქვს, რომ მე არ მინდა რუსეთში ჩასვლა!!!... ესე იგი, რახან რუსეთის საკუთრებაა ფილმი, მე რა, ბომბები უნდა ვესროლო?! მეტი რა გითხრათ, გეუბნებით, რომ რუსეთის ფილმია, მაგრამ ჩემს გამო გადაიღეს ერევანში ვაა!

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება