სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი - "ივანიშვილმა დემოკრატიას ფორმა დააკარგვინა"
სალომე ზურაბიშვილი - "ივანიშვილმა დემოკრატიას ფორმა დააკარგვინა"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცალ­კე­ულ წევ­რებს შო­რის ფა­რულ გა­რი­გე­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამის დას­ტუ­რად რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი მოჰ­ყავს.

"სა­ა­კაშ­ვილ­მა დე­მოკ­რა­ტია მოს­პო ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ გა­რე­დან სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩან­და. ივა­ნიშ­ვი­ლი კი ახლა დე­მოკ­რა­ტი­ულ ფორ­მა­საც უკარ­გავს. ქვე­ყა­ნა­ში არც ერთი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი აღარ არ­სე­ბობს. ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­სა­მარ­თლოს და­აბ­რა­ლა, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­აო და ამით ხელი და­ი­ბა­ნა, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ხომ მა­ინც შე­იძ­ლე­ბო­და? არც ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე არ გა­მო­უ­ძი­ე­ბი­ათ და ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის საქ­მეც მი­ი­ვი­წყეს. აშშ-ისა და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩებს ვკი­თხე, თქვენ­გან რა­ი­მე მი­თი­თე­ბა ხომ არ იყო, რომ ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბა­ზე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხეს, პი­რი­ქით, ვე­ლო­დე­ბო­დით, რომ ბრალ­დე­ბე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყარ­დე­ბო­და და სა­სა­მარ­თლო ჩა­ტარ­დე­ბო­დაო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლეთს აბ­რა­ლებს, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი კო­ა­ბი­ტა­ცი­ის გამო არ ჩა­ტარ­დაო და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იხ­სნის. რე­ა­ლუ­რად და­სავ­ლეთს კო­ა­ბი­ტა­ცია არ მო­უ­თხო­ვია. სი­ნამ­დვი­ლე­ში კო­ა­ბი­ტა­ცია გა­რი­გე­ბას მა­ლავს.

დღე­ვან­დელ და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერთ წევ­რს შო­რის. რა შუ­ა­შია აქ და­სავ­ლე­თი? უპა­სუ­ხოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თქვას, გა­რი­გე­ბუ­ლია თუ არა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან". რაც უფრო აგ­ვი­ა­ნებს ამის ახ­სნას, მით უფრო ეწყო­ბა ხელი ბურ­ჯა­ნა­ძის რა­დი­კა­ლურ ძა­ლას. ხალ­ხს ვერ გა­უ­გია, რა ხდე­ბა, მაგ­რამ ხე­დავს ამ გა­რი­გე­ბის ნიშ­ნებს და ამ­ბობს, ბა­რემ მივ­ცემ ხმას ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლურ ძა­ლა­სო", - აცხა­დებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­კუ­თარ თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლაკ­მუ­სის ქა­ღალდს უწო­დებს და აცხა­დებს, რომ არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი­დან მისი გა­მო­თიშ­ვით ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი რე­ა­ლუ­რი სახე წარ­მო­ა­ჩი­ნა.

"ცდი­ლო­ბენ, წარ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ რა­ღაც მე­წყი­ნა, მაგ­რამ ასე არ არის. მე ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი ვი­ყა­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. რა­ტომ არ უნ­დო­დათ კენ­ჭი მე­ყა­რა? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი აჩენს იმ რე­ა­ლო­ბას, რა­საც ადრე ვერ ვხე­დავ­დით. ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლი­სას გვერ­დით და­ი­ყე­ნა პრო­და­სავ­ლე­ლი ალა­სა­ნია, უსუ­ფაშ­ვი­ლი და მეც ივა­ნიშ­ვი­ლის ახლო წრე­ში მო­ვი­აზ­რე­ბო­დი, ოღონდ კო­ა­ლი­ცი­ის გა­რეთ. მაგ­რამ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში არა­ნა­ი­რი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა და­სავ­ლე­თის­კენ. პრე­მი­ე­რი, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეა, საფ­რან­გეთ­შიც არ ყო­ფი­ლა ვი­ზი­ტით. სტრას­ბურ­გში უფუნ­ქციო ასამ­ბლე­ა­ზე ჩას­ვლა არაფ­რის მომ­ცე­მი იყო. ამან და­ბა­და გა­ურ­კვევ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ორი­ენ­ტა­ცი­ი­სად­მი. მერე და­ე­მა­ტა ევ­რა­ზი­ის კავ­შირ­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა. თუ ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოკ­ლე ვა­დით მოს­ვლის მი­ზა­ნი ის იყო, რომ ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ას სა­ბო­ლო­ოდ და­ე­კარ­გა ფორ­მა და სა­ქარ­თვე­ლო ევ­რა­ზი­ის კავ­ში­რის­კენ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მა­შინ მან დიდი ჯილ­დო უნდა მი­ი­ღოს რუ­სე­თის­გან", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სალომე ზურაბიშვილი - "ივანიშვილმა დემოკრატიას ფორმა დააკარგვინა"

სალომე ზურაბიშვილი - "ივანიშვილმა დემოკრატიას ფორმა დააკარგვინა"

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ხელისუფლებასა და "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეულ წევრებს შორის ფარულ გარიგებაზე საუბრობს და ამის დასტურად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს.

"სააკაშვილმა დემოკრატია მოსპო ქვეყანაში, მაგრამ გარედან საქართველო დემოკრატიული ჩანდა. ივანიშვილი კი ახლა დემოკრატიულ ფორმასაც უკარგავს. ქვეყანაში არც ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტი აღარ არსებობს. ახალმა ხელისუფლებამ სასამართლოს დააბრალა, წინა ხელისუფლების სასამართლოაო და ამით ხელი დაიბანა, მაგრამ გამოძიების ჩატარება ხომ მაინც შეიძლებოდა? არც ერთი გახმაურებული საქმე არ გამოუძიებიათ და ციხეებში პატიმრების წამების საქმეც მიივიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს ვკითხე, თქვენგან რაიმე მითითება ხომ არ იყო, რომ ციხეებში წამებაზე არ ჩატარებულიყო გამოძიება-მეთქი. მიპასუხეს, პირიქით, ველოდებოდით, რომ ბრალდებები მტკიცებულებებით გამყარდებოდა და სასამართლო ჩატარდებოდაო. ხელისუფლება დასავლეთს აბრალებს, სასამართლოები კოაბიტაციის გამო არ ჩატარდაო და პასუხისმგებლობას იხსნის. რეალურად დასავლეთს კოაბიტაცია არ მოუთხოვია. სინამდვილეში კოაბიტაცია გარიგებას მალავს.

დღევანდელ და წინა ხელისუფლების ზოგიერთ წევრს შორის. რა შუაშია აქ დასავლეთი? უპასუხოს ხელისუფლებამ საზოგადოებას, თქვას, გარიგებულია თუ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან". რაც უფრო აგვიანებს ამის ახსნას, მით უფრო ეწყობა ხელი ბურჯანაძის რადიკალურ ძალას. ხალხს ვერ გაუგია, რა ხდება, მაგრამ ხედავს ამ გარიგების ნიშნებს და ამბობს, ბარემ მივცემ ხმას ყველაზე რადიკალურ ძალასო", - აცხადებს ზურაბიშვილი.

ყოფილი მინისტრი საკუთარ თავს ხელისუფლების ლაკმუსის ქაღალდს უწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნებში კენჭისყრის პროცესიდან მისი გამოთიშვით ივანიშვილმა საკუთარი რეალური სახე წარმოაჩინა.

"ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ რაღაც მეწყინა, მაგრამ ასე არ არის. მე ლაკმუსის ქაღალდი ვიყავი ხელისუფლებისთვის. რატომ არ უნდოდათ კენჭი მეყარა? ამ კითხვაზე პასუხი აჩენს იმ რეალობას, რასაც ადრე ვერ ვხედავდით. ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისას გვერდით დაიყენა პროდასავლელი ალასანია, უსუფაშვილი და მეც ივანიშვილის ახლო წრეში მოვიაზრებოდი, ოღონდ კოალიციის გარეთ. მაგრამ ასეთ ვითარებაში არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა დასავლეთისკენ. პრემიერი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთშიც არ ყოფილა ვიზიტით. სტრასბურგში უფუნქციო ასამბლეაზე ჩასვლა არაფრის მომცემი იყო. ამან დაბადა გაურკვევლობა საქართველოს ორიენტაციისადმი. მერე დაემატა ევრაზიის კავშირში შესვლის შესახებ პრემიერის განცხადება. თუ ივანიშვილის პოლიტიკაში მოკლე ვადით მოსვლის მიზანი ის იყო, რომ ქართულ დემოკრატიას საბოლოოდ დაეკარგა ფორმა და საქართველო ევრაზიის კავშირისკენ მიბრუნებულიყო, მაშინ მან დიდი ჯილდო უნდა მიიღოს რუსეთისგან", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა