მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზახეთში საბაჟო კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო
ყაზახეთში საბაჟო კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო

ყა­ზა­ხეთს სა­ბა­ჟო კავ­ში­რის არსზე თვა­ლე­ბი აე­ხი­ლა და კავ­ში­რი­დან გას­ვლის კამ­პა­ნია და­ი­წყო. ყა­ხა­ზეთ­ში ერ­თი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცი­დან ქვეყ­ნის გა­მოს­ვლის კამ­პა­ნია და­ი­წყო. კამ­პა­ნი­ის ძი­რი­თად მი­ზე­ზად "კრემ­ლის იმ­პე­რი­უ­ლი მიზ­ნე­ბი" სა­ხელ­დე­ბა.

"როს­ბალ­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალმა-ატა­ში ყა­ზა­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვლი­სა და ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში არ­შეს­ვლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აქ­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ­მა 500 დე­ლე­გატ­მა მი­ი­ღო. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფს, ახლა 200 ათა­სი ხელ­მო­წე­რის შეგ­რო­ვე­ბა მო­უ­წევს იმი­სათ­ვის, რომ კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა მათი მო­თხოვ­ნა - რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ, გა­ნი­ხი­ლოს.

გარ­და ამი­სა, რეს­პუბ­ლი­კის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც მო­უ­წო­დე­ბენ უარი თქვან ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შეს­ვლა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, კერ­ძოდ, მოძ­რა­ო­ბა "რუხ პენ ტილ" ( სუ­ლი­ე­რე­ბა და ენა ), რო­მელ­საც ჟან­ბო­ლატ მა­მა­ე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. რო­გორც მან გა­მო­ცე­მა "მატ­რი­ცა კზ"-ს გა­ნუ­ცხა­და, ყა­ზა­ხეთ­ში უკვე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ექ­სპერ­ტებ­საც "აე­ხი­ლათ თვა­ლე­ბი" სა­ბა­ჟო კავ­შრის არსზე და იმა­ზე, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა "კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის საბ­ჟო კავ­შირ­ში შე­საყ­ვა­ნად".

მა­მა­ე­ვის აზ­რით, ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში ყა­ზა­ხე­თის შეს­ვლა "საფრ­თხეს უქ­მნის ყა­ზა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას" და რეს­პუბ­ლი­კას არც პო­ლი­ტი­კურ და არც ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელს არ მის­ცემს.

"ჩვენ ყო­ველ­თვის ღიად და გა­ბე­დუ­ლად გა­მო­ვალთ ამ­გვა­რი კავ­ში­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გა­ნაც ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ნიღ­ბის უკან კრემ­ლის იმ­პე­რი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი იმა­ლე­ბა", - აცხა­დებს მოძ­რა­ო­ბა "რუხ პენ ტი­ლის" ლი­დე­რი ჟან­ბო­ლატ მა­მა­ე­ვი.

რო­გორც გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა "დო­ი­ჩე ვე­ლეს" ყა­ზახ­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა, რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის დი­რექ­ტორ­მა, დო­სიმ სატ­პა­ევ­მა გა­ნუ­ცხა­და, ინ­ტეგ­რა­ცი­ულ პრო­ცე­სებს თა­ვი­სი პლუ­სე­ბი აქვს, მაგ­რამ სა­ბა­ჟო კავ­ში­რის შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­ლო­ბა ისე­თია, რომ ყვე­ლა ეს პლუ­სე­ბი მი­ნუ­სე­ბად იქ­ცე­ვა. კერ­ძოდ, არ გა­მარ­თლდა ას­ტა­ნის იმე­დე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ბა­ჟო კავ­ში­რი ყა­ზა­ხურ სა­წარ­მო­ებს 153 მი­ლი­ო­ნი­ან ბა­ზარს გა­უხ­სნი­და.

ყა­ზა­ხე­თის ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­ბი­უ­ჯე­ტო და­გეგ­მა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თე­მურ ჟაკ­სი­ლი­კო­ვის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა­გან ყა­ზა­ხე­თი თა­ვის ნა­წარ­მის გა­ყიდ­ვის ზრდას ელო­დე­ბო­და, მაგ­რამ "სას­წა­ულ" ზრდა­სა და წარ­მო­ე­ბე­ბის დატ­ვირ­თვას ად­გი­ლი არ აქო­ნია. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ბო­ლატ ჟა­მი­შევ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ რეს­პუბ­ლი­კის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში შეს­ვლის შემ­დეგ რუ­სეთ­სა და ბე­ლო­რუს­ში ყა­ზა­ხუ­რი ექ­სპორ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და შე­სა­ბა­მი­სად სა­ვაჭ­რო სალ­დო შემ­ცირ­და.

ის, რომ სა­ბა­ჟო კავ­ში­რი­სა და ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის იდე­ის ავ­ტო­რის- ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვის ქვე­ყა­ნა­ში, ყა­ზა­ხე­თის სა­ბა­ჟო კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვლი­სა და ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში რეს­პუბ­ლი­კის შეს­ვლის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია და­ი­წყო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ნი­შან­დობ­ლი­ვი მოვ­ლე­ნაა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Ростбалт-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ყაზახეთში საბაჟო კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო

ყაზახეთში საბაჟო კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო

ყაზახეთს საბაჟო კავშირის არსზე თვალები აეხილა და კავშირიდან გასვლის კამპანია დაიწყო. ყახაზეთში ერთიანი ეკონომიკური სივრციდან ქვეყნის გამოსვლის კამპანია დაიწყო. კამპანიის ძირითად მიზეზად "კრემლის იმპერიული მიზნები" სახელდება.

"როსბალტის" ინფორმაციით, ალმა-ატაში ყაზახეთის საბაჟო კავშირიდან გამოსვლისა და ევრაზიულ კავშირში არშესვლის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა 500 დელეგატმა მიიღო. აქციის ორგანიზატორების საინიციატივო ჯგუფს, ახლა 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოუწევს იმისათვის, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა მათი მოთხოვნა - რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, განიხილოს.

გარდა ამისა, რესპუბლიკის საზოგადო მოღვაწეებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ხელისუფლებისადმი მიმართვა, რომელშიც მოუწოდებენ უარი თქვან ევრაზიულ კავშირში შესვლაზე. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ახალგაზრდები, კერძოდ, მოძრაობა "რუხ პენ ტილ" ( სულიერება და ენა ), რომელსაც ჟანბოლატ მამაევი ხელმძღვანელობს. როგორც მან გამოცემა "მატრიცა კზ"-ს განუცხადა, ყაზახეთში უკვე სახელისუფლებო ექსპერტებსაც "აეხილათ თვალები" საბაჟო კავშრის არსზე და იმაზე, თუ როგორ იქცევა "კორუმპირებული რუსეთი უკრაინის საბჟო კავშირში შესაყვანად".

მამაევის აზრით, ევრაზიულ კავშირში ყაზახეთის შესვლა "საფრთხეს უქმნის ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას" და რესპუბლიკას არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ სარგებელს არ მისცემს.

"ჩვენ ყოველთვის ღიად და გაბედულად გამოვალთ ამგვარი კავშირების წინააღმდეგ, რადგანაც ეკონომიკური ინტეგრაციის ნიღბის უკან კრემლის იმპერიული ამბიციები იმალება", - აცხადებს მოძრაობა "რუხ პენ ტილის" ლიდერი ჟანბოლატ მამაევი.

როგორც გერმანულ გამოცემა "დოიჩე ველეს" ყაზახმა პოლიტოლოგმა, რისკების შეფასების ჯგუფის დირექტორმა, დოსიმ სატპაევმა განუცხადა, ინტეგრაციულ პროცესებს თავისი პლუსები აქვს, მაგრამ საბაჟო კავშირის შემთხვევაში, რეალობა ისეთია, რომ ყველა ეს პლუსები მინუსებად იქცევა. კერძოდ, არ გამართლდა ასტანის იმედები იმასთან დაკავშირებით, საბაჟო კავშირი ყაზახურ საწარმოებს 153 მილიონიან ბაზარს გაუხსნიდა.

ყაზახეთის ეკონომიკისა და საბიუჯეტო დაგეგმარების მინისტრის მოადგილის თემურ ჟაკსილიკოვის განმარტებით, ინტეგრაციული პროცესებისაგან ყაზახეთი თავის ნაწარმის გაყიდვის ზრდას ელოდებოდა, მაგრამ "სასწაულ" ზრდასა და წარმოებების დატვირთვას ადგილი არ აქონია. ფინანსთა მინისტრმა ბოლატ ჟამიშევმა კი განაცხადა, რომ რესპუბლიკის საბაჟო კავშირში შესვლის შემდეგ რუსეთსა და ბელორუსში ყაზახური ექსპორტი მნიშვნელოვნად და შესაბამისად სავაჭრო სალდო შემცირდა.

ის, რომ საბაჟო კავშირისა და ევრაზიული კავშირის იდეის ავტორის- ნურსულთან ნაზარბაევის ქვეყანაში, ყაზახეთის საბაჟო კავშირიდან გამოსვლისა და ევრაზიულ კავშირში რესპუბლიკის შესვლის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მოვლენაა.

მომზადებულია Ростбалт-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა