გერმანიის როსტოკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ხანდაზმულ ასაკში სექსი თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს და სკლეროზის განვითარებას აფერხებს.
კვლევაში 63-75 წლის 170 ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეების სექსუალური ცხოვრება გამოიკვლიეს და გონებრივი აქტივობის ტესტი ჩაუტარეს.
აღმოჩნდა, რომ სექსუალური აქტივობა გონებრივ შესაძლებლობებთან პირდაპირ კავშირშია. მხცოვანი ადამიანები, რომლებიც სექსუალურად აქტიურები იყვნენ, მახსოვრობის დაკარგვას ნაკლებად უჩიოდნენ.
ადრე აშშ-ში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 50 წელზე უფროსი ქალების 57% სექსს უფრო ხშირად ისურვებდა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.