საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სურვილი ვერ შეუსრულა ფეხმძიმე ცოლს გიორგი აფციაურმა
რა სურვილი ვერ შეუსრულა ფეხმძიმე ცოლს გიორგი აფციაურმა

გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი და სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე პირ­ველ შვილს ელო­დე­ბი­ან. რო­გორც ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, ბიჭი დღე-დღე­ზე გაჩ­ნდე­ბა. წყვი­ლი მარ­ტო ცხოვ­რობს. სა­ლი­ტამ დი­ა­სახ­ლი­სის ფუნ­ქცი­ე­ბი ბო­ლომ­დე იკის­რა. მისი კარ­გი კუ­ლი­ნა­რო­ბა გი­ორ­გის გა­რეგ­ნო­ბა­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა. გი­ორ­გის და სა­ლი­ტას შინ ფინ­ჯან ყა­ვა­ზე ვეს­ტუმ­რეთ.

- გი­ორ­გი, გვი­ამ­ბე თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი.

- თა­ვი­დან ვმე­გობ­რობ­დით. მერე სა­ლო­მე შე­მო­ვი­და ოთახ­ში, ფურ­ცლე­ბი ეკა­ვა ხელ­ში, და­უც­ვივ­და, მე და­ვი­ხა­რე მი­სახ­მა­რებ­ლად, ისიც და­ი­ხა­რა, თა­ვე­ბი მი­ვარ­ტყით ერ­თმა­ნეთს და აქე­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.

სა­ლი­ტა:

- ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ გვქო­ნია. ორი წელი ვმე­გობ­რობ­დით. ბო­ლოს "თქვე­ნი შოუს" წამ­ყვა­ნე­ბი რომ გავ­ხდით, უფრო და­ვახ­ლოვ­დით, მეტ დროს ვა­ტა­რებ­დით ერ­თად. მერე ჭო­რა­ო­ბა და­ი­წყეს, რომ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და, მაგ­რამ მა­შინ მარ­თლა არა­ფე­რი ხდე­ბო­და ჩვენ შო­რის. მერე გი­ორ­გიმ ხუმ­რო­ბა და­ი­წყო, მარ­თლა ხომ არ დაგ­ვე­წე­რა ჯვა­რიო.

გი­ორ­გი:

- ბორ­ჯომ­ში კონ­ცერ­ტი გვქონ­და. მა­ნამ­დეც მქონ­და ნათ­ქვა­მი სა­ლი­ტას­თვის ჩემი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელი იქ ვთხო­ვე. სცე­ნა­ზე მიკრო­ფონ­ში გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ მიყ­ვარ­და და ცო­ლო­ბა ვთხო­ვე. სა­ლი­ტას არა­ფე­რი უკი­თხავს, ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტა მის მა­გივ­რად სა­ლი­ტას ბედი. უარი რომ ეთ­ქვა, ხალ­ხს ეწყი­ნე­ბო­და, ნა­მუს­ზე ავაგ­დე.

- სა­ლი­ტა, დღე­საც ხში­რად გაგ­დებს ნა­მუს­ზე გი­ორ­გი?

- არა, კარ­გი ბი­ჭია. ამას წი­ნათ ვკი­თხუ­ლობ­დი, რო­გო­რი უნდა იყოს იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი და ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. მარ­თლა კარ­გი ბი­ჭია.

- გი­ორ­გი, რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სია სა­ლი­ტა?

- გა­ვაფრ­თხი­ლე, სტუმ­რე­ბი რომ მოვ­ლენ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჭურ­ჭე­ლი აჩხა­რუ­ნე, რომ ეგო­ნოთ, საქ­მეს აკე­თებ-მეთ­ქი და ასე იქ­ცე­ვა. თქვენც რომ მოხ­ვე­დით, იმი­ტომ აახ­მა­უ­რა სამ­ზა­რე­უ­ლო (იცი­ნი­ან). ხუმ­რო­ბა იქით იყოს და მარ­თლა კარ­გი კუ­ლი­ნა­რია. ხომ მე­ტყო­ბა, გემ­რი­ელ კერ­ძებს რომ მიმ­ზა­დებს (იღი­მე­ბა)? პიცა გა­მოს­დის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად, ცომ­საც თა­ვად ზელს. თუმ­ცა ამ კრი­ტე­რი­უ­მით არ შე­მირ­ჩე­ვია სა­ცო­ლე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა სურვილი ვერ შეუსრულა ფეხმძიმე ცოლს გიორგი აფციაურმა

რა სურვილი ვერ შეუსრულა ფეხმძიმე ცოლს გიორგი აფციაურმა

გიორგი აფციაური და სალიტა ჩუბინიძე პირველ შვილს ელოდებიან. როგორც ექიმები ვარაუდობენ, ბიჭი დღე-დღეზე გაჩნდება. წყვილი მარტო ცხოვრობს. სალიტამ დიასახლისის ფუნქციები ბოლომდე იკისრა. მისი კარგი კულინარობა გიორგის გარეგნობაზე პირდაპირ აისახება. გიორგის და სალიტას შინ ფინჯან ყავაზე ვესტუმრეთ.

- გიორგი, გვიამბე თქვენი სიყვარულის ამბავი.

- თავიდან ვმეგობრობდით. მერე სალომე შემოვიდა ოთახში, ფურცლები ეკავა ხელში, დაუცვივდა, მე დავიხარე მისახმარებლად, ისიც დაიხარა, თავები მივარტყით ერთმანეთს და აქედან დაიწყო ყველაფერი.

სალიტა:

- ერთი ნახვით სიყვარული ნამდვილად არ გვქონია. ორი წელი ვმეგობრობდით. ბოლოს "თქვენი შოუს" წამყვანები რომ გავხდით, უფრო დავახლოვდით, მეტ დროს ვატარებდით ერთად. მერე ჭორაობა დაიწყეს, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მაშინ მართლა არაფერი ხდებოდა ჩვენ შორის. მერე გიორგიმ ხუმრობა დაიწყო, მართლა ხომ არ დაგვეწერა ჯვარიო.

გიორგი:

- ბორჯომში კონცერტი გვქონდა. მანამდეც მქონდა ნათქვამი სალიტასთვის ჩემი გრძნობების შესახებ, მაგრამ ოფიციალურად ხელი იქ ვთხოვე. სცენაზე მიკროფონში გამოვაცხადე, რომ მიყვარდა და ცოლობა ვთხოვე. სალიტას არაფერი უკითხავს, ხალხმა გადაწყვიტა მის მაგივრად სალიტას ბედი. უარი რომ ეთქვა, ხალხს ეწყინებოდა, ნამუსზე ავაგდე.

- სალიტა, დღესაც ხშირად გაგდებს ნამუსზე გიორგი?

- არა, კარგი ბიჭია. ამას წინათ ვკითხულობდი, როგორი უნდა იყოს იდეალური ქმარი და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მართლა კარგი ბიჭია.

- გიორგი, როგორი დიასახ­ლისია სალიტა?

- გავაფრთხილე, სტუმრები რომ მოვლენ, სამზარეულოში ჭურჭელი აჩხარუნე, რომ ეგონოთ, საქმეს აკეთებ-მეთქი და ასე იქცევა. თქვენც რომ მოხვედით, იმიტომ აახმაურა სამზარეულო (იცინიან). ხუმრობა იქით იყოს და მართლა კარგი კულინარია. ხომ მეტყობა, გემრიელ კერძებს რომ მიმზადებს (იღიმება)? პიცა გამოსდის არაჩვეულებრივად, ცომსაც თავად ზელს. თუმცა ამ კრიტერიუმით არ შემირჩევია საცოლე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება