სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანს "ევროვიზიაზე" ქვეყნების მოსყიდვაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანს "ევროვიზიაზე" ქვეყნების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

"ევ­რო­ვი­ზია" რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კურ­სია, ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ და­სავ­ლურ პრე­სა­ში ახა­ლი სკან­და­ლი აგორ­და - ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ქულა არა მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არა­მედ ქრთა­მის სა­ნაც­ვლოდ ემა­ტე­ბათ.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail-ი წერს, ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ სა­კონ­კურ­სო ხმე­ბი იყი­და. ამ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე ეხე­ბა 2011 წლის კონ­კურსს - ერთ-ერთი ქვეყ­ნის (ქვე­ყა­ნა არ სა­ხელ­დე­ბა) დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას კონ­კურ­სზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, "მთე­ლი წლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შეს­თა­ვა­ზა". და­სავ­ლუ­რი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა ლიტ­ველ სტუ­დენ­ტებს სა­ჩუქ­რად უფა­სო სიმ ბა­რა­თე­ბი და­უ­რი­გა, რათა კონ­კურ­სან­ტის­თვის და­ე­მე­სი­ჯე­ბი­ნათ და საპ­რი­ზო ად­გი­ლის­თვის სა­ჭი­რო ხმე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ.

"ევ­რო­ვი­ზი­ის" არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი სკან­და­ლი გვახ­სოვს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი სერ­გეი ლავ­რო­ვი­სა და ელ­მარ მა­მე­დი­ა­რო­ვის შე­კა­მა­თე­ბა­ზე წერ­დნენ. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გას ერთ-ერთ დიპ­ლო­მა­ტი­ურ შეხ­ვედ­რა­ზე "ევ­რო­ვი­ზი­ის" გამო საყ­ვე­დუ­რი უთხრა. ლავ­როვ­მა მა­მე­დი­ა­როვს პირ­და­პირ ჰკი­თხა, რა­ტომ არ გა­ი­მე­ტა აზერ­ბა­ი­ჯან­მა რუსი კონ­კურ­სან­ტის­თვის, დინა გა­რი­პო­ვას­თვის ქულა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

აზერბაიჯანს "ევროვიზიაზე" ქვეყნების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანს "ევროვიზიაზე" ქვეყნების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

"ევროვიზია" რომ პოლიტიკური კონკურსია, ცნობილია, მაგრამ დასავლურ პრესაში ახალი სკანდალი აგორდა - ქვეყნის წარმომადგენლებს ქულა არა მუსიკალური მონაცემებით, არამედ ქრთამის სანაცვლოდ ემატებათ.

როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე რამდენიმე ქვეყანამ საკონკურსო ხმები იყიდა. ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება 2011 წლის კონკურსს - ერთ-ერთი ქვეყნის (ქვეყანა არ სახელდება) დელეგაციის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მას კონკურსზე მაღალი ქულების სანაცვლოდ, "მთელი წლით უზრუნველყოფა შესთავაზა". დასავლური პრესის ინფორმაციით, აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებმა ლიტველ სტუდენტებს საჩუქრად უფასო სიმ ბარათები დაურიგა, რათა კონკურსანტისთვის დაემესიჯებინათ და საპრიზო ადგილისთვის საჭირო ხმები მოეპოვებინათ.

"ევროვიზიის" არსებობის მანძილზე უამრავი სკანდალი გვახსოვს. რამდენიმე თვის წინ გავლენიანი გამოცემები სერგეი ლავროვისა და ელმარ მამედიაროვის შეკამათებაზე წერდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ერთ-ერთ დიპლომატიურ შეხვედრაზე "ევროვიზიის" გამო საყვედური უთხრა. ლავროვმა მამედიაროვს პირდაპირ ჰკითხა, რატომ არ გაიმეტა აზერბაიჯანმა რუსი კონკურსანტისთვის, დინა გარიპოვასთვის ქულა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება