სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარუმატებელი თვითმკვლელობა 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება
წარუმატებელი თვითმკვლელობა 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება

ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, იუ­რის­ტთა შე­ფა­სე­ბით, ბევ­რი ალო­გი­კუ­რი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი კა­ნო­ნია. თუმ­ცა, ასე­ვე გვხვდე­ბა კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით კუ­რი­ო­ზუ­ლია, ან ისე არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, რომ ღი­მილს იწ­ვევს.

"მთე­ლი კვი­რა" რამ­დე­ნი­მე ასე­თი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვას გთა­ვა­ზობთ.

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა

თვით­მკვლე­ლო­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­სე­ბუ­ლია სას­ჯე­ლი - ჯა­რი­მა 500 ლარი. ად­ვო­კატ­თა თქმით, თვით­მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია.

რო­გორც იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი გრი­გოლ გაგ­ნი­ძე "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ამ და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის სხვა, უფრო შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცია უნდა იყოს და­წე­სე­ბუ­ლი.

"ეს კა­ნო­ნი გან­სა­ზღვრუ­ლია იმი­სათ­ვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო მი­ი­ღოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. თუ ადა­მი­ა­ნი არ მუ­შა­ობს, ის გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­როა და მას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ახ­დე­ვი­ნე­ბენ ჯა­რი­მას, ამის გამო კი ცი­ხე­ში არა­ვინ ჩას­ვამს. არ შე­იძ­ლე­ბა 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა იყოს ამ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცია. სა­ხელ­მწი­ფომ პირ­ველ რიგ­ში მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნდა შეძ­ლოს," - ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

"კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლის" იუ­რის­ტი რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი კი ამ კა­ნო­ნის გა­და­ხედ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­ირ­კვეს რის გამო მოხ­და ეს - თუ ადა­მი­ან­მა ბან­კის ვა­ლის ან სხვა რა­ი­მე ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა და ამას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა, მა­შინ, რა თქმა უნდა, ჯა­რი­მის და­კის­რე­ბა კი არა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს," - გა­ნა­ცხა­და რო­ლანდ ასა­კაშ­ვილ­მა.

ფსი­ქო­ლო­გი ქეთი ჭყო­ი­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს კა­ნო­ნი სა­ხი­ფა­თოა, რად­გან თვით­მკვლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ას კი არ ახ­დენს, არა­მედ პი­რი­ქით - შე­საძ­ლოა თვით­მკვლე­ლო­ბის ახა­ლი ცდის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლიც კი გახ­დეს.

"სუ­ი­ცი­დის გან­ხილ­ვი­სას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კას, ფსი­ქი­კურ სი­ჯან­სა­ღეს და, რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. თუკი ადა­მი­ა­ნი არის სუს­ტი ფსი­ქი­კის მქო­ნე, მა­შინ ის ად­ვი­ლად დგამს ამ ნა­ბიჯს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, ფსი­ქი­კუ­რად ჯან­სა­ღი არაა. ამი­ტომ მას თუ 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მე­ბენ, ეს არა­ფერს შეც­ვლის და შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე დღეს იგი­ვე გა­ი­მე­ო­როს.

"500 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბა არ ნიშ­ნავს პრე­ვენ­ცი­ას, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა უფრო გახ­შირ­დეს სუ­ი­ცი­დი. ქვე­ყა­ნა სხვა­ნა­ი­რად უნდა მი­უდ­გეს ამ სა­კითხს", - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბა

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 136-ე მუხ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით, გე­ნე­ტი­კურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს ეხე­ბა და მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბის შექ­მნა" ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლამ­დე ვა­დით აღ­კვე­თით.

ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იუ­რის­ტებს სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა აქვთ. ისი­ნი თან­მხდე­ბი­ან იმა­ში, რომ კლო­ნი­რე­ბა და გე­ნუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია და­ნა­შა­უ­ლია და უნდა ის­ჯე­ბო­დეს. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მუხ­ლის ში­ნა­არ­სი, გარ­და იმი­სა, რომ კუ­რი­ო­ზუ­ლად ჟღერს, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რად­გან არ­სად არაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი, თუ რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს "ადა­მი­ა­ნის მსგავს არ­სე­ბად".

რო­გორც ად­ვო­კა­ტი და "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პრი­ო­რი­ტე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია მუ­ხა­შავ­რია ამ­ბობს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით კლო­ნი­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, იკის­რა ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლა ესე­თი მოქ­მე­დე­ბა.

"დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა. მი­მაჩ­ნია, რომ ცუ­დად არის ამ კა­ნო­ნის ინ­ტერპრე­ტა­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი. ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნი რამ არის ჩა­დე­ბუ­ლი, რად­გან ეს დღეს ჩვენ­თვის არ არის მი­სა­ღე­ბი და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი," - ამ­ბობს "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-2 მუხ­ლის" იუ­რის­ტი რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

"13 წე­ლია ად­ვო­კა­ტი ვარ და ამ ნორ­მით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი არა­ვინ მი­ნა­ხავს. კა­ნონ­მდებ­ლებ­მა ამ მუხ­ლის ჩა­დე­ბით მხო­ლოდ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღეს, რათა არ მომ­ხდა­რი­ყო "შავი ბაზ­რის" გან­ვი­თა­რე­ბა ფა­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სა­ხით. გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია და­ფა­რულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მი­დის, სა­დაც ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში და ევ­რო­პა­ში გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ეს მო­მავ­ლის­თვის არის გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი, თით­ქოს 2020 წლამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამის გა­კე­თე­ბა, თუმ­ცა, ეს ცოტა აბ­სურ­დუ­ლია," - ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

მკვლე­ლო­ბა მსხვერ­პლის თხოვ­ნით

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 110-ე მუხ­ლში ნახ­სე­ნე­ბია მკვლე­ლო­ბა მსხვერ­პლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით და მისი ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­მაკ­ვდა­ვის ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ორი­დან ხუთ წლამ­დე. ამა­ზე იუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს კა­ნო­ნი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და­სახ­ვე­წია.

"მე ამ იდე­ას არ ვემ­ხრო­ბი, მაგ­რამ კა­ნო­ნით აკ­რძალ­ვა და­საშ­ვე­ბია, თუმ­ცა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა იყოს შემ­თხვე­ვა გა­მოკ­ვლე­უ­ლი. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეს არ არის აკ­რძა­ლუ­ლი," - ამ­ბობს ლია მუ­ხა­შავ­რია.

"ასე­თი რამ არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არის მო­მენ­ტი, როცა ადა­მი­ა­ნი გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და ყვე­ლა­ნა­ი­რი მკუ­რა­ლო­ბა ამო­წუ­რუ­ლად ით­ვლე­ბა. სწო­რედ მა­შინ ითხოვს ამ­გვარ დახ­მა­რე­ბას. კა­ნო­ნამ­დებ­ლო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მის აზრს, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ეს პუნ­ქტი ცოტა და­სახ­ვე­წია," - ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

შიდსის შეყ­რის საფრ­თხის შექ­მნა

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 131-ე მუხ­ლში წე­რია, რომ სხვის­თვის შიდსის გან­ზრახ შეყ­რის საფრ­თხის შექ­მნა ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე. მარ­თა­ლია, შიდსის გან­ზრახ შეყ­რა და­ნა­შა­უ­ლია და უნდა ის­ჯე­ბო­დეს, მაგ­რამ "შიდსის გან­ზრახ შეყ­რის საფრ­თხის შემ­ქმნა" ცოტა კუ­რი­ო­ზუ­ლად ჟღერს.

"ის, ვინც შიდსი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მას გან­მარ­ტე­ბას აძ­ლე­ვენ, თუ რა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის. ისი­ნი არი­ან გაფრ­თხი­ლე­ბულ­ნი, რომ შიდსის გა­დამ­დე­ბი ქმე­დე­ბე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, მაგ­რამ თუკი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია და მა­ინც შევა კონ­ტაქ­ტში სხვა ადა­მი­ან­თან, სის­ხლს უს­ხამს ან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ექ­ნე­ბა, მა­შინ ის უნდა და­ი­სა­ჯოს ამ მუხ­ლით.

"მა­გა­ლი­თად, შიდსით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ექიმს უთხრას ამის შე­სა­ხებ მა­შინ, რო­დე­საც იტა­რებს ისეთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქსო­ვი­ლის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას­თან, ან სის­ხლთან კონ­ტაქ­ტის დროს. თუ ქი­რურ­გი ატა­რებს ოპე­რა­ცი­ას და არ იცი, რომ მისი პა­ცი­ენ­ტი შიდსი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა გა­ეჭ­რას ხელი და თვი­თო­ნაც და­ინ­ფი­ცირ­დეს. ბევ­რი ასე­თი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­ში," - გა­ნა­ცხა­და ლია მუ­ხა­შავ­რი­ამ.

"დღე­ვან­დე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ხში­რად არის გად­მო­ცე­მუ­ლი, თუ რა გზით შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ხი­ფა­თო. სწო­რედ ამი­ტომ, თუ ადა­მი­ა­ნი გან­ზრახ იქ­ცე­ვა ისე, რომ სხვას გა­და­ე­დოს ეს და­ა­ვა­დე­ბა უნდა და­ი­სა­ჯოს," - ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

ბავ­შვის შეც­ვლა

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 174-ე მუხ­ლში სა­უ­ბა­რია ბავ­შვის შეც­ვლა­ზე ან­გა­რე­ბით ან სხვა გრძნო­ბით, რაც ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან სა­მი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით სამ წლამ­დე. იუ­რის­ტე­ბი ვერ იხ­სე­ნე­ბენ, იყო თუ არა ამის პრე­ცე­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"თუ ეს შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ბავ­შვე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს, ეს პირი კი მოხ­ვდე­ბა ცი­ხე­ში. 3-დან 5 წელი ცოტა არ არის ასე­თი ადა­მი­ა­ნის და­სას­ჯე­ლად," - ამ­ბობს ლია მუ­ხა­შავ­რია.

თუმ­ცა, იუ­რის­ტი რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი ამ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ითხოვს.

"მარ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბით არ უნდა შე­მო­ი­ფარ­გლოს, რად­გან აქ არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რი­თიც უნდა იყოს ეს თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი. ის ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა აკე­თებ­დეს ამას, ვი­საც აქვს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს ქმე­დე­ბა გან­ზრახ თუა უფრო უნდა იყოს გამ­კაც­რე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პირ­მა თქვას, რომ ეს ჩემ­და უნე­ბუ­რად მოხ­და, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ეს პრობ­ლე­მა," - გა­ნა­ცხა­და რო­ლანდ ასა­კაშ­ვილ­მა.

რა არის "ცივი ია­რა­ღი"

21 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი ან ნა­სა­მარ­თლო­ბის მქო­ნე ან ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხა­რე­ბე­ლი ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბი­სას ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ხოლო ვინც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ორ წლამ­დე. ეს კა­ნო­ნი უც­ნა­უ­რი მა­ში­ნაა, რო­დე­საც ცივი ია­რა­ღის გან­მარ­ტე­ბას ვგე­ბუ­ლობთ.

"ეს კა­ნო­ნი ბუნ­დო­ვა­ნია. მარ­თა­ლია, არ უნდა ატა­როს ადა­მი­ან­მა ცივი ია­რა­ღი, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ნე­ბის­მი­ე­რი ჩან­გა­ლი, დანა არის ცივი ია­რა­ღი. რად­გან ექ­სპერ­ტი­ზა თვლის ნე­ბის­მი­ერ სა­განს ცივ ია­რა­ღად ეს კა­ნო­ნი ცოტა უც­ნა­უ­რა­დაც ჟღერს. ცივი ია­რა­ღი უნდა იყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რამ და არა ის, რისი ყიდ­ვაც ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე შეგ­ვიძ­ლია ,"- ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

"ეს მუხ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­შია ჩა­დე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბი არა­ინ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რე­ბი, მათ და­ნის თა­მა­ში უყ­ვართ. ეს მუხ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო იმი­ტომ ჩა­ი­დო. თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში სან­ქცი­ე­ბი იქცა ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბის წყა­როდ და ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეს მუხ­ლიც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ახალ­გზარ­დას რომ და­ი­ჭერ­დნენ მერე საპ­რო­ცე­სო­ში უფრო მეტ თან­ხას მო­თხოვ­დნენ ხოლ­მე," - ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლში წე­რია, რომ ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, რა­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა წვა­ლე­ბა, და­მა­ხინ­ჯე­ბა, მოკ­ვლა, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით ერთ წლამ­დე ვა­დით. მე­ო­რედ გან­მე­ო­რე­ბის სემ­თხვე­ვა­ში კი ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

ამ მუხ­ლში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, ვრცელ­დე­ბა თუ არა ეს კა­ნო­ნი იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლის ხორცსაც საკ­ვე­ბად მო­ვიხ­მართ. თუმ­ცა, იუ­რის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ არ ვრცელ­დე­ბა. მაგ­რამ, რო­გორც ცნო­ბი­ლია ზო­გი­ერ­თი ერი­სა და კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლის ხორ­ცი მი­იჩ­ნე­ვა საკ­ვე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვქვათ, ვი­ეტ­ნა­მურ რეს­ტო­რანს თუ გახ­სნის და რო­მე­ლი­მე ტრა­დი­ცი­უ­ლი ვი­ეტ­ნა­მუ­რი კერ­ძის მო­სამ­ზა­დებ­ლად ძაღლს დაკ­ლავს, იგი კა­ნო­ნით და­ის­ჯე­ბა.

"ადა­მი­ა­ნი რომ უპატ­რო­ნო ძაღლს ქვებს ეს­ვრის, ჩა­კე­ტავს და სას­მელ-საჭ­მელს არ მის­ცემს, ეს ჩა­ით­ვლე­ბა და­ნა­შა­უ­ლად და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სჯის ამის ჩამ­დენს. თუმ­ცა ამის ფაქ­ტე­ბი დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცო­ტაა, ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.

"ეს მუხ­ლიც ახა­ლი ჩა­დე­ბუ­ლია. სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ში ნა­გუ­ლის­ხმე­ვია კა­ტის და ძაღ­ლის და­სა­ხიჩ­რე­ბა, ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბა. ის ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც საკ­ვე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, არ სა­ხელ­დე­ბა მათ სი­ა­ში, თუმ­ცა, არ მახ­სოვს ვი­ღა­ცამ ძაღლს ფეხი მო­აჭ­რა და და­ი­ჭი­რეს. ეს მუხ­ლი არის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნი­ლი. ამ ნორ­მამ შე­იძ­ლე­ბა არ იმუ­შა­ვოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში მუ­შა­ობს.

"მარ­თა­ლია რაში გვჭირ­დე­ბა კა­ნო­ნი რო­მე­ლიც არ სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით და იმ ნორ­მე­ბის ჩა­დე­ბა ხდე­ბა დღე­ვან­დელ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ევ­რო­კავ­ში­რი­სათ­ვის," - აღ­ნიშ­ნავს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე

გა­ზე­თი "მთე­ლი კვი­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

წარუმატებელი თვითმკვლელობა 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება

წარუმატებელი თვითმკვლელობა 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება

ქართულ კანონმდებლობაში, იურისტთა შეფასებით, ბევრი ალოგიკური და ურთიერთგამომრიცხავი კანონია. თუმცა, ასევე გვხვდება კანონები, რომლებიც თავისი შინაარსით კურიოზულია, ან ისე არის ფორმულირებული, რომ ღიმილს იწვევს.

"მთელი კვირა" რამდენიმე ასეთი კანონის განხილვას გთავაზობთ.

წარუმატებელი თვითმკვლელობა

თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობისთვის საქართველოში დაწესებულია სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი. ადვოკატთა თქმით, თვითმკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ფინანსური პრობლემებია.

როგორც იურისტთა ასოციაციის წევრი გრიგოლ გაგნიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, ამ დანაშაულისათვის სხვა, უფრო შესაბამისი სანქცია უნდა იყოს დაწესებული.

"ეს კანონი განსაზღვრულია იმისათვის, რომ დამატებითი წყარო მიიღოს ხელისუფლებამ. თუ ადამიანი არ მუშაობს, ის გადახდისუუნაროა და მას ვერანაირად ვერ გადაახდევინებენ ჯარიმას, ამის გამო კი ციხეში არავინ ჩასვამს. არ შეიძლება 500-ლარიანი ჯარიმა იყოს ამ დანაშაულის შესაბამისი სანქცია. სახელმწიფომ პირველ რიგში მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უნდა შეძლოს," - ამბობს გრიგოლ გაგნიძე.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი როლანდ ასაკაშვილი კი ამ კანონის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს.

"პირველ რიგში უნდა გაირკვეს რის გამო მოხდა ეს - თუ ადამიანმა ბანკის ვალის ან სხვა რაიმე ფინანსური პრობლემის გამო სცადა თვითმკვლელობა და ამას დაადგენს გამოძიება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჯარიმის დაკისრება კი არა, რეაბილიტაციის საშუალება უნდა არსებობდეს," - განაცხადა როლანდ ასაკაშვილმა.

ფსიქოლოგი ქეთი ჭყოიძე კი მიიჩნევს, რომ ეს კანონი სახიფათოა, რადგან თვითმკვლელობის პრევენციას კი არ ახდენს, არამედ პირიქით - შესაძლოა თვითმკვლელობის ახალი ცდის მაპროვოცირებელიც კი გახდეს.

"სუიციდის განხილვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის გენეტიკას, ფსიქიკურ სიჯანსაღეს და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ მდგომარეობას. თუკი ადამიანი არის სუსტი ფსიქიკის მქონე, მაშინ ის ადვილად დგამს ამ ნაბიჯს. ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფსიქიკურად ჯანსაღი არაა. ამიტომ მას თუ 500 ლარით დააჯარიმებენ, ეს არაფერს შეცვლის და შეიძლება მეორე დღეს იგივე გაიმეოროს.

"500 ლარით დაჯარიმება არ ნიშნავს პრევენციას, პირიქით, შეიძლება უფრო გახშირდეს სუიციდი. ქვეყანა სხვანაირად უნდა მიუდგეს ამ საკითხს", - ამბობს ფსიქოლოგი.

ადამიანის მსგავსი არსება

სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლი სახელწოდებით, გენეტიკურ მანიპულაციებს ეხება და მასში ნათქვამია, რომ საქართველოში "ადამიანის მსგავსი არსების შექმნა" ისჯება თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით.

ამ კანონთან დაკავშირებით, იურისტებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ისინი თანმხდებიან იმაში, რომ კლონირება და გენური მანიპულაცია დანაშაულია და უნდა ისჯებოდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში მუხლის შინაარსი, გარდა იმისა, რომ კურიოზულად ჟღერს, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რადგან არსად არაა განმარტებული, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს "ადამიანის მსგავს არსებად".

როგორც ადვოკატი და "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, საერთაშორისო ხელშეკრულებებით კლონირება აკრძალულია. საქართველო შეუერთდა ამ ხელშეკრულებას, იკისრა ეს ვალდებულება და თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა ესეთი მოქმედება.

"დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი რამ არ მომხდარა. მიმაჩნია, რომ ცუდად არის ამ კანონის ინტერპრეტაცია გაკეთებული. ბევრი ბუნდოვანი რამ არის ჩადებული, რადგან ეს დღეს ჩვენთვის არ არის მისაღები და მიზანშეწონილი," - ამბობს "კონსტიტუციის 42-2 მუხლის" იურისტი როლანდ ასაკაშვილი.

"13 წელია ადვოკატი ვარ და ამ ნორმით გასამართლებული არავინ მინახავს. კანონმდებლებმა ამ მუხლის ჩადებით მხოლოდ პრევენციული ზომები მიიღეს, რათა არ მომხდარიყო "შავი ბაზრის" განვითარება ფარული ლაბორატორიის სახით. გენეტიკური მანიპულაცია დაფარულ ლაბორატორიებში მიდის, სადაც ადამიანის მსგავსი არსების შექმნაზე მუშაობენ. საქართველოში და ევროპაში გენეტიკური მანიპულაცია აკრძალულია, მაგრამ ამბობენ, რომ ეს მომავლისთვის არის გათვალისიწინებული, თითქოს 2020 წლამდე შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება, თუმცა, ეს ცოტა აბსურდულია," - ამბობს გრიგოლ გაგნიძე.

მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით

სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლში ნახსენებია მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული მოთხოვნით და მისი ნების შესაბამისად მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლება, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე. ამაზე იურისტები ამბობენ, რომ ეს კანონი შინაარსობრივად დასახვეწია.

"მე ამ იდეას არ ვემხრობი, მაგრამ კანონით აკრძალვა დასაშვებია, თუმცა, ინდივიდუალურად უნდა იყოს შემთხვევა გამოკვლეული. ზოგიერთ ქვეყანაში ეს არ არის აკრძალული," - ამბობს ლია მუხაშავრია.

"ასეთი რამ არ შეიძლება, მაგრამ არის მომენტი, როცა ადამიანი განუკურნებელი დაავადებით დაავადებულია და ყველანაირი მკურალობა ამოწურულად ითვლება. სწორედ მაშინ ითხოვს ამგვარ დახმარებას. კანონამდებლობა ამ შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდეს მის აზრს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი ცოტა დასახვეწია," - ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

შიდსის შეყრის საფრთხის შექმნა

სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლში წერია, რომ სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მართალია, შიდსის განზრახ შეყრა დანაშაულია და უნდა ისჯებოდეს, მაგრამ "შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შემქმნა" ცოტა კურიოზულად ჟღერს.

"ის, ვინც შიდსითაა დაავადებული, მას განმარტებას აძლევენ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს სხვა ადამიანისთვის. ისინი არიან გაფრთხილებულნი, რომ შიდსის გადამდები ქმედებებისგან თავი შეიკავონ, მაგრამ თუკი გაფრთხილებულია და მაინც შევა კონტაქტში სხვა ადამიანთან, სისხლს უსხამს ან სქესობრივი კავშირი ექნება, მაშინ ის უნდა დაისაჯოს ამ მუხლით.

"მაგალითად, შიდსით დაავადებული ვალდებულია ექიმს უთხრას ამის შესახებ მაშინ, როდესაც იტარებს ისეთ მანიპულაციას, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილის მთლიანობის დარღვევასთან, ან სისხლთან კონტაქტის დროს. თუ ქირურგი ატარებს ოპერაციას და არ იცი, რომ მისი პაციენტი შიდსითაა დაავადებული, შესაძლოა გაეჭრას ხელი და თვითონაც დაინფიცირდეს. ბევრი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული სამყაროში," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

"დღევანდელი საინფორმაციო საშუალებებით ხშირად არის გადმოცემული, თუ რა გზით შეიძლება იყოს ეს განუკურნებელი დაავადება მეორე ადამიანისთვის სახიფათო. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანი განზრახ იქცევა ისე, რომ სხვას გადაედოს ეს დაავადება უნდა დაისაჯოს," - ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

ბავშვის შეცვლა

სისხლის სამართლის კოდექსის 174-ე მუხლში საუბარია ბავშვის შეცვლაზე ანგარებით ან სხვა გრძნობით, რაც ისჯება ჯარიმით, ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე. იურისტები ვერ იხსენებენ, იყო თუ არა ამის პრეცედენტი საქართველოში.

"თუ ეს შემთხვევა გამოვლინდა, ბავშვები დაუბრუნდებიან თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს, ეს პირი კი მოხვდება ციხეში. 3-დან 5 წელი ცოტა არ არის ასეთი ადამიანის დასასჯელად," - ამბობს ლია მუხაშავრია.

თუმცა, იურისტი როლანდ ასაკაშვილი ამ კანონის გამკაცრებას ითხოვს.

"მარტო თანამდებობის დატოვებით არ უნდა შემოიფარგლოს, რადგან აქ არსებობს მთელი რიგი პროცედურები, რითიც უნდა იყოს ეს თავიდან აცილებული. ის ადამიანები უნდა აკეთებდეს ამას, ვისაც აქვს ამის გამოცდილება. ეს ქმედება განზრახ თუა უფრო უნდა იყოს გამკაცრებული კანონმდებლობა, თუმცა შეიძლება პირმა თქვას, რომ ეს ჩემდა უნებურად მოხდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ეს პრობლემა," - განაცხადა როლანდ ასაკაშვილმა.

რა არის "ცივი იარაღი"

21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან ნარკოტიკების მომხარებელი ცივი იარაღის ტარებისას ისჯება ჯარიმით, ხოლო ვინც ნასამართლევი იყო მძიმე დანაშაულისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. ეს კანონი უცნაური მაშინაა, როდესაც ცივი იარაღის განმარტებას ვგებულობთ.

"ეს კანონი ბუნდოვანია. მართალია, არ უნდა ატაროს ადამიანმა ცივი იარაღი, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით ნებისმიერი ჩანგალი, დანა არის ცივი იარაღი. რადგან ექსპერტიზა თვლის ნებისმიერ საგანს ცივ იარაღად ეს კანონი ცოტა უცნაურადაც ჟღერს. ცივი იარაღი უნდა იყოს განსხვავებული რამ და არა ის, რისი ყიდვაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგვიძლია ,"- ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

"ეს მუხლი სააკაშვილის პერიოდშია ჩადებული, ახალგაზრდები არაინ არაორდინალურები, მათ დანის თამაში უყვართ. ეს მუხლი შემაკავებელი რომ ყოფილიყო იმიტომ ჩაიდო. თუმცა, სააკაშვილის პერიოდში სანქციები იქცა ბიუჯეტის შევსების წყაროდ და ამ შემთხვევაშიც ეს მუხლიც ამას ემსახურებოდა. ახალგზარდას რომ დაიჭერდნენ მერე საპროცესოში უფრო მეტ თანხას მოთხოვდნენ ხოლმე," - ამბობს გრიგოლ გაგნიძე.

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში წერია, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რაშიც იგულისხმება წვალება, დამახინჯება, მოკვლა, ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ერთ წლამდე ვადით. მეორედ განმეორების სემთხვევაში კი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ამ მუხლში მითითებული არ არის, ვრცელდება თუ არა ეს კანონი იმ ცხოველებზე, რომლის ხორცსაც საკვებად მოვიხმართ. თუმცა, იურისტები აცხადებენ, რომ არ ვრცელდება. მაგრამ, როგორც ცნობილია ზოგიერთი ერისა და კულტურის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა ცხოველის ხორცი მიიჩნევა საკვებად. შესაბამისად, ვინმე საქართველოს ტერიტორიაზე, ვქვათ, ვიეტნამურ რესტორანს თუ გახსნის და რომელიმე ტრადიციული ვიეტნამური კერძის მოსამზადებლად ძაღლს დაკლავს, იგი კანონით დაისჯება.

"ადამიანი რომ უპატრონო ძაღლს ქვებს ესვრის, ჩაკეტავს და სასმელ-საჭმელს არ მისცემს, ეს ჩაითვლება დანაშაულად და კანონმდებლობა სჯის ამის ჩამდენს. თუმცა ამის ფაქტები დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე ცოტაა, ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

"ეს მუხლიც ახალი ჩადებულია. სასტიკ მოპყრობაში ნაგულისხმევია კატის და ძაღლის დასახიჩრება, ხეზე ჩამოკიდება. ის ცხოველები, რომლებსაც საკვებად გამოვიყენებთ, არ სახელდება მათ სიაში, თუმცა, არ მახსოვს ვიღაცამ ძაღლს ფეხი მოაჭრა და დაიჭირეს. ეს მუხლი არის საქართველოში გადმოტანილი. ამ ნორმამ შეიძლება არ იმუშავოს საქართველოში, მაგრამ ევროპაში მუშაობს.

"მართალია რაში გვჭირდება კანონი რომელიც არ სრულდება, მაგრამ ეს არის საერთაშორისო რატიფიცირებული დოკუმენტების მიხედვით და იმ ნორმების ჩადება ხდება დღევანდელ კანონმდებლობაში, რომელიც სავალდებულოა ევროკავშირისათვის," - აღნიშნავს გრიგოლ გაგნიძე.

სალომე აბულაძე

გაზეთი "მთელი კვირა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ