სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა კახელი პედოფილებისთვის მისჯილი სასჯელი ადეკვატური?
არის თუ არა კახელი პედოფილებისთვის მისჯილი სასჯელი ადეკვატური?

46 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც თა­ნა­სოფ­ლე­ლი 10 წლის ბიჭი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წე­ლი­წად­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა. უფრო მალე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა 65 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 4 წლის გო­გო­ნას­თან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას მე­ზობ­ლად სა­ცხოვ­რებ­ლად, რამ­დე­ნი­მე თვე­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბა ამ­ჯე­რად პე­დო­ფი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ბავ­შვე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის და მათ­თან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი, და­ზა­რა­ლე­ბულ მცი­რე­წლო­ვან­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან.

10 წლის ბი­ჭის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 46 წლის მა­მა­კაცს, ბრა­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შე­დე­გად, სა­სა­მარ­თლომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხო­ლოდ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რით აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

რაც შე­ე­ხე­ბა 4 წლის გო­გო­ნას მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 65 წლის მა­მა­კაცს, მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის 2 წლამ­დე აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც მან და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა და მა­მა­კაცს მხო­ლოდ 6 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

ორი­ვე ფაქ­ტი "ამ­ბე­ბი-გე"-ს ორი­ვე საქ­მის ბრალ­დე­ბის მხა­რის პრო­კუ­რორ­მა, თი­ნა­თინ ზუ­ბაშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა. თი­ნა­თინ ზუ­ბაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბულ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას იმ გა­რე­მო­ე­ბით ხსნის, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ და­დას­ტურ­და და შე­სა­ბა­მი­სად ბრალ­დე­ბულს მუხ­ლი შე­ეც­ვა­ლა.

"თავ­და­პირ­ვე­ლად და­კა­ვე­ბულს სხვა ბრალ­დე­ბა ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა შემ­დეგ სხვა ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა - სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი მცი­რე­წლო­ვან­თან, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლით აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შემ­დეგ უკვე მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ სას­ჯე­ლი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რით გა­ნუ­სა­ზღვრა", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

თი­ნა­თინ ზუ­ბაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნულ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ბრა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი სას­ჯე­ლი ზო­მი­ე­რია.

"რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეს თქვენ უნდა შე­ა­ფა­სოთ. მე მი­მაჩ­ნია, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სას­ჯე­ლი ზო­მი­ე­რია. 6 თვე მაგ ასა­კის - 65 წლის მა­მა­კა­ცის­თვის, ზო­მი­ე­რი სას­ჯე­ლია", - მი­აჩ­ნია პრო­კუ­რორს.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ასე­ვე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მოს 9 წლის მო­ზარ­დის მი­მართ 2012 წლის ზა­ფხულ­ში ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის გამო და­კა­ვე­ბულ 57 წლის მა­მა­კაც­თა­ნაც.

ამ საქ­მის პრო­კუ­რო­რი ნა­თია მუ­ხი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ამ­ჟა­მად საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჯერ უც­ნო­ბია ბრალ­დე­ბულ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­დე­ბა თუ არა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე სექ­ტემ­ბრის­თვის არის გა­და­დე­ბუ­ლი, ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, მსგავს და­ნა­შა­ულ­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლია. ნე­ბის­მი­ერ და­ნა­შა­ულ­ზე ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს თუ ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალს აღი­ა­რებს. ეს არ არის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ან გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა, ეს არის გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა, სხვა მუხ­ლი და სხვა სას­ჯე­ლია", - აღ­ნიშ­ნავს პრო­კუ­რო­რი.

არის თუ არა პე­დო­ფი­ლე­ბის­თვის მის­ჯი­ლი სას­ჯე­ლი ადეკ­ვა­ტუ­რი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას კი­დევ უფრო მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს და მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი პე­დო­ფი­ლებს მხო­ლოდ წა­ა­ხა­ლი­სებს და ქვე­ყა­ნა რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი კი ყუ­რა­დღე­ბას არა სას­ჯელ­ზე, არა­მედ პე­დო­ფი­ლი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ. მათი თქმით, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ე.წ. სა­ზი­ა­რო ნორ­მებს კარ­გავს, ის ბო­ლოს ისეთ მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მი­დის, რო­გო­რიც მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვაა.

რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი ნანა ჩი­ჩუა ამ­ბობს, ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბივ ნორ­მებს ანო­მი­ას უწო­დე­ბენ და რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ანო­მი­ის პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ურ­თი­ერ­თაგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტავს.

ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი ჩი­ჩუ­ას მი­აჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სას­ჯე­ლი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­აა და ყუ­რა­დღე­ბა ძი­რი­თა­დად სა­ზი­ა­რო ნორ­მე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი.

"სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი სას­ჯე­ლი არის დრო­ე­ბი­თი, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პრე­ვენ­ცია", - დას­ძი­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

არის თუ არა კახელი პედოფილებისთვის მისჯილი სასჯელი ადეკვატური?

არის თუ არა კახელი პედოფილებისთვის მისჯილი სასჯელი ადეკვატური?

46 წლის მამაკაცი, რომელმაც თანასოფლელი 10 წლის ბიჭი გააუპატიურა დაახლოებით ერთ წელიწადში თავისუფალი იქნება. უფრო მალე გათავისუფლდება 65 წლის მამაკაცი, რომელმაც 4 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. ბრალდებული, დაზარალებული გოგონას მეზობლად საცხოვრებლად, რამდენიმე თვეში დაბრუნდება.

საზოგადოების მღელვარება ამჯერად პედოფილებთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწვეტილებამ გამოიწვია. ბავშვების გაუპატიურებისთვის და მათთან გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულებთან საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით განსაკუთრებით აღშფოთებულები, დაზარალებულ მცირეწლოვანთა ოჯახის წევრები არიან.

10 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ 46 წლის მამაკაცს, ბრალის შემსუბუქების შედეგად, სასამართლომ თავისუფლების მხოლოდ წელიწადნახევრით აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცს, მის მიმართ წაყენებული ბრალდება თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა მას შემდეგ რაც მან დანაშაული აღიარა, პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მამაკაცს მხოლოდ 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ორივე ფაქტი "ამბები-გე"-ს ორივე საქმის ბრალდების მხარის პროკურორმა, თინათინ ზუბაშვილმა დაუდასტურა. თინათინ ზუბაშვილი ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას იმ გარემოებით ხსნის, რომ ჩატარებული გამოძიების შედეგად ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა და შესაბამისად ბრალდებულს მუხლი შეეცვალა.

"თავდაპირველად დაკავებულს სხვა ბრალდება ჰქონდა წაყენებული, თუმცა შემდეგ სხვა ბრალდება წარედგინა - სქესობრივი კავშირი მცირეწლოვანთან, რომელიც თავისუფლების 3 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. შემდეგ უკვე მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლომ სასჯელი წელიწადნახევრით განუსაზღვრა", - აღნიშნა პროკურორმა.

თინათინ ზუბაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ორივე შემთხვევაში ბრადებულებისთვის გამოტანილი სასჯელი ზომიერია.

"რამდენად გამართლებულია ჩემი გადაწყვეტილება ეს თქვენ უნდა შეაფასოთ. მე მიმაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში სასჯელი ზომიერია. 6 თვე მაგ ასაკის - 65 წლის მამაკაცისთვის, ზომიერი სასჯელია", - მიაჩნია პროკურორს.

არ არის გამორიცხული, პროკურატურამ ასევე საპროცესო შეთანხმება გააფორმოს 9 წლის მოზარდის მიმართ 2012 წლის ზაფხულში ჩადენილი გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ 57 წლის მამაკაცთანაც.

ამ საქმის პროკურორი ნათია მუხიაშვილია, რომელიც აცხადებს, რომ ამჟამად საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და ჯერ უცნობია ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება თუ არა.

მისივე თქმით, საქმე სექტემბრისთვის არის გადადებული, ამასთან, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. შესაბამისად, მსგავს დანაშაულზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია.

"ბრალის აღიარება საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი საფუძველია. ნებისმიერ დანაშაულზე ამის საფუძველი არსებობს თუ ბრალდებული ბრალს აღიარებს. ეს არ არის გაუპატიურება, ან გაუპატიურების მცდელობა, ეს არის გარყვნილი ქმედება, სხვა მუხლი და სხვა სასჯელია", - აღნიშნავს პროკურორი.

არის თუ არა პედოფილებისთვის მისჯილი სასჯელი ადეკვატური. საზოგადოების ნაწილი პროკურატურას კიდევ უფრო მკაცრად აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები პედოფილებს მხოლოდ წაახალისებს და ქვეყანა რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

ფსიქოლოგები კი ყურადღებას არა სასჯელზე, არამედ პედოფილიის გამომწვევ მიზეზებზე ამახვილებენ. მათი თქმით, როდესაც საზოგადოება ე.წ. საზიარო ნორმებს კარგავს, ის ბოლოს ისეთ მძიმე შედეგებამდე მიდის, როგორიც მეორე ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვაა.

როგორც ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა ამბობს, ამ საზოგადოებივ ნორმებს ანომიას უწოდებენ და როდესაც საზოგადოებაში ანომიის პრობლემა ჩნდება, საზოგადოების თითოეული წევრი ურთიერთაგრესიას გამოხატავს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩიჩუას მიაჩნია, რომ ნებისმიერი სასჯელი მოკლევადიანი პრევენციაა და ყურადღება ძირითადად საზიარო ნორმების გაფრთხილებისკენ უნდა იყოს მიმართული.

"სექსუალურ ძალადობაზე ნებისმიერი სასჯელი არის დროებითი, მოკლევადიანი პრევენცია", - დასძინა მან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ