სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ბრენდული სამოსი იდიოტიზმია! რა, საყელო ამოტრიალებულმა უნდა იარო?!”
”ბრენდული სამოსი იდიოტიზმია! რა, საყელო ამოტრიალებულმა უნდა იარო?!”

"არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც უფა­ლი უზა­დო გა­რეგ­ნო­ბით და­ა­სა­ჩუქ­რებს, ისი­ნი კი სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლით, უაზ­რო ჭამა-სმით ამ სა­ჩუ­ქარს ასა­მა­რე­ბენ", - გვი­თხრა გივი სი­ხა­რუ­ლი­ძემ, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბის გამო უფალს და მშობ­ლებს ემად­ლი­ე­რე­ბა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შობს და სპორ­ტის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა­ში ჩემ­პი­ო­ნიც გახ­ლავთ...

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- დი­ე­ტა არა­სო­დეს და­მი­ცავს. წყლის და მთის მო­თხი­ლა­მუ­რე ვარ. მოკ­რი­ვეც ვი­ყა­ვი. ტან­მო­ვარ­ჯი­შე არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვვარ­ჯი­შობ­დი. ჩოგ­ბურთში, წყვილ­თა შო­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ჩემ­პი­ო­ნი ვარ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, წყლის თხი­ლა­მუ­რე­ბით შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მე­სა­მე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე... დი­ლას ვარ­ჯი­შით, ცურ­ვით ვი­წყებ, შემ­დეგ - ვე­ლო­სი­პე­დი, ჩოგ­ბურ­თი...

- რო­გორ იკ­ვე­ბე­ბით?

- ჩემი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის 90% ხი­ლია. ის ჩემი სი­ცო­ცხლის ელექ­სი­რია.

- წო­ნა­ში თუ მო­გი­მა­ტი­ათ ან ძა­ლი­ან და­გიკ­ლი­ათ?

- კი, მო­მი­მა­ტია. რამ­დენ­ჯერ­მე წო­ნა­ში ძა­ლი­ან და­ვი­კე­ლი, რად­გან სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი ვი­ყა­ვი, ერთხელ ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი. არა­ვის ეგო­ნა, რომ გა­დავ­რჩე­ბო­დი, მაგ­რამ 10 დღე­ში გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი. მან­ქა­ნა გა­და­ვაგ­დე... მე­ო­რედ, ხერ­ხემ­ლის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე (ვკვდე­ბო­დი, ისე­თი ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და). უფ­ლის და უნი­ჭი­ე­რე­სი ქი­რურ­გე­ბის - მამა-შვი­ლი ჭი­ლაშ­ვი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ოპე­რა­ცი­ი­დან მე­ო­რე დღეს ფეხ­ზე დავ­დე­ქი. მა­შინ ისე გავ­ხდი, რომ რენტგე­ნის ფო­ტოს ვგავ­დი. 3-4 თვე­ში წო­ნაც აღ­ვიდ­გი­ნე...

- სპორ­ტით სხე­ულ­ზე ზრუნ­ვის გამო და­ინ­ტე­რეს­დით?

- ლა­მა­ზი სხე­უ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მხრივ, ჩემ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ამი­რან დუმ­ბა­ძემ მო­ახ­დი­ნა. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ დამ­რტყმე­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი: ეს ლომ­კა­ცი ვინ არის-მეთ­ქი? მერე ცხოვ­რე­ბა ისე წა­რი­მარ­თა, რომ ჩვენ დიდი მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით. ჩემ­ზე 10 წლით უფ­რო­სი იყო. სულ ვარ­ჯი­შობ­და, სა­კუ­თარ სხე­ულ­ზე ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და. მა­გა­რი მო­ჩხუ­ბა­რი, უში­შა­რი კაცი იყო. ლადო ქო­ქი­აშ­ვილ­საც (რო­მე­ლიც თვა­ლით არ მი­ნა­ხავს - ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს) ულა­მა­ზე­სი ტანი ჰქონ­და, თენ­გიზ კე­კე­ლი­ძე­საც (მას "ლომს" ეძახ­დნენ; მის საფ­ლავ­ზე მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ბრინ­ჯა­ოს დიდი ლომი დად­გა). ჩემ­თვის მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ასე­ვე: მე­რაბ ბერ­ბე­რაშ­ვი­ლი, ჩი­ჩი­კა ვაჩ­ნა­ძე, ჯიმი ყი­ფი­ა­ნი...

ნამ­ზე­უ­რი

- ის კაცი არ ვარ, პლაჟ­ზე რომ დავ­წვე და გა­ვირუ­ჯო. ჩემ­თვის ეს სა­სა­ცი­ლოა. სო­ლა­რი­უმ­ში გა­რუ­ჯვის მოყ­ვა­რულ გო­გო­ნებს ჭკუა არ აქვთ: სო­ლა­რი­უ­მი კი­ბოს პირ­ვე­ლი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია... ცურ­ვა მიყ­ვარს. ცურ­ვი­სას მზე თუ მო­მე­კი­და, ჩემი ნამ­ზე­უ­რი სულ ესაა...

ვარ­ცხნი­ლო­ბა

- კუ­ლუ­ლე­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი, ბო­დი­ში და, პი­და­რას­ტებს მა­გო­ნე­ბენ. მა­მა­კა­ცი თა­ვი­სი კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბით უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს და არა - ვარ­ცხნი­ლო­ბით.

- ორი­გი­ნა­ლუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს გქო­ნი­ათ?

- მსგავ­სი რამ თუ აზ­რად მო­მი­ვა, მა­შინ გივი კი არა, ცი­ცი­ნო სი­ხა­რუ­ლი­ძე ვიქ­ნე­ბი!

- თქვენს მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­ნაც­ნო­ბო წრე­ში ალ­ბათ მამ­რო­ბი­თი სქე­სის ისე­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ვი­საც თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა ან შე­ღე­ბი­ლი თმა აქვთ...

- კი, არი­ან. რომ ვთქვა, მე­ჯავ­რე­ბი­ან-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა, - ჩემი თავი ენაც­ვა­ლოთ. მათ­თან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ცოტა "ტვინ­ში და­ცუ­რე­ბუ­ლე­ბი" არი­ან. ეტყო­ბა, ქა­ლო­ბა უნ­დო­დათ, მა­მა­კა­ცე­ბად შემ­თხვე­ვით გაჩ­ნდნენ, ახლა კი წვა­ლო­ბენ...

სა­მო­სი

- მი­ლი­ო­ნე­რი ძმა­კა­ცე­ბი მყავ­და. მა­ნე­ბივ­რებ­დნენ - ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბის სა­მოსს მჩუქ­ნიდ­ნენ. თუკი რა­ი­მე კარ­გი ბრენ­დი არ­სე­ბობს, ყვე­ლას ტან­საც­მე­ლი მაქვს, მაგ­რამ ერთ რა­მეს გე­ტყვით: ეს ყვე­ლა­ფე­რი სულ "მსა­ხი­ო­ბო­ბა" და წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლია. ის ფული ჩემ­თვის რომ მო­ე­ცათ, სხვა რა­მეს ვი­ყიდ­დი, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს.

- მა­გა­ლი­თად, რას?

- ნე­ბის­მი­ერ სა­მოსს, თუნ­დაც "ჭი­ჭი­კო ბენ­დე­ლი­ა­ნის" გა­მოშ­ვე­ბულს, მაგ­რამ - ჩემს მო­სა­წონს. ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი იდი­ო­ტიზ­მია! რა, სა­ყე­ლო­ა­მოტ­რი­ა­ლე­ბულ­მა უნდა იარო, რომ ბრენ­დის და­სა­ხე­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს?!

- ტან­საც­მელ­ში დიდი თან­ხის გა­დახ­და ცუდ ტო­ნად მი­გაჩ­ნი­ათ?

- მა­გა­ლი­თად, თუ სა­მო­სი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ბევ­რი ფული მაქვს, დიდ თან­ხას გა­და­ვიხ­დი, მაგ­რამ ხში­რად, ძვი­რად ღი­რე­ბულ ტან­საც­მელს იმის­თვის ყი­დუ­ლო­ბენ, რომ თქვან: "ბრი­ონ­ში" ვი­ყი­დე­თო. კარ­გი, რა! გე­ყოთ პრან­ჭვა-გრე­ხა, გუ­შინ­დე­ლო შარ­ვალ­გა­მო­ხე­უ­ლო მი­ლი­ო­ნე­რე­ბო! ამ სი­ტყვებს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­სა­მარ­თით ვამ­ბობ, ვინც ძვი­რად ღი­რე­ბულ "რა­ღა­ცებს" ყი­დუ­ლობს, მათ გვერ­დით კი ხალ­ხი შიმ­ში­ლით კვდე­ბა! კა­ცუ­რად გე­ტყვით: ისე­თი მდი­და­რი ხალ­ხიც არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან "დას­ტო­ი­ნე­ბი" არი­ან, მა­გა­ლი­თად: ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი, ლადო კვა­რა­ცხე­ლია, ბად­რი წი­ლო­სა­ნი, ასე­ვე - აწ გარ­დაც­ვლი­ლი ზვი­ად ცე­ცხლა­ძე. ისი­ნი ბევ­რი ფუ­ლით არა­სო­დეს გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლან და გა­მე­ტიჩ­რე­ბუ­ლან. ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის ცოლი ამ ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა­ზე უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნია, იმავდრო­უ­ლად - ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი. დიდი მუ­სი­კო­სი გახ­ლავთ - ფორ­ტე­პი­ა­ნოს დი­დოს­ტა­ტია. უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­თან მე­გობ­რობს და ყვე­ლას ოჯახს ინა­ხავს. აი, როცა ასე­თი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბი, გინ­და, "ბრი­ო­ნი" ჩა­იც­ვი და გინ­და - "დი­ზე­ლი". სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ფულს "ებ­რა­ე­ლუ­რად" შო­უ­ლო­ბენ და "ქარ­თუ­ლად", ვაჟ­კა­ცუ­რად ხარ­ჯა­ვენ!

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- ბრი­ლი­ან­ტის რამ­დე­ნი­მეთ­ვლი­ა­ნი ბე­ჭე­დი მაქვს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ერთხელ იტა­ლი­ი­დან მოვფრი­ნავ­დი და ჩემი მე­გობ­რის - რეზო სტუ­რუ­ას ცოლ-შვი­ლი შემ­ხვდა. ხელ­ზე დამ­ხე­დეს და მი­თხრეს: ბე­ჭედს თვა­ლი არ აქ­ვსო. რა­ღას ვი­ზამ­დი? და­მე­კარ­გა, თავს ხომ არ მო­ვიკ­ლავ­დი?! და­ი­ჟი­ნეს: გინ­და თუ არა, წადი, მო­ძებ­ნეო. ვუ­პა­სუ­ხე: - სა­ბა­ჟო­დან 500 მეტ­რი გა­მო­ვი­ა­რე, სად წა­ვი­დე-მეთ­ქი?! რომ არ მო­მეშ­ვნენ, წა­ვე­დი - საქ­მე მა­ინც არა­ფე­რი მქონ­და. მი­ვე­დი და ბეჭ­დის თვა­ლი მე­ბა­ჟის ფეხ­თან არ გდია?! სას­წა­უ­ლი მოხ­და!.. მე­ო­რედ იგი­ვე ბე­ჭე­დი ზღვა­ში და­მე­კარ­გა: ვი­ცუ­რა­ვე და ზღვი­დან ამოს­ვლი­სას წყალ­ში ჩა­მი­ვარ­და. ზღვა­ში იმას ვი­პო­ვი­დი? მო­ძებ­ნა აზ­რა­დაც არ მომ­სვლია. თან, ტალ­ღე­ბი იყო... ჩემი მე­გობ­რის შვილს უბ­რა­ლოდ ვუ­თხა­რი: მიდი, ერთი, ბაბუ, ნახე, რა იცი, იქ­ნებ შემ­თხვე­ვით იპო­ვო-მეთ­ქი. მი­ვი­და, ჩაყო ხელი და ბე­ჭე­დი ამო­ი­ღო! ეს ბე­ჭე­დი თი­ლის­მა­სა­ვი­თაა.

- ვინ­მემ გა­ჩუ­ქათ?

- კი, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, გვა­რად ალა­ვი­ძემ კარ­გი გუ­ლით მა­ჩუ­ქა. ჩემი შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში ამ მე­გო­ბარს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

საქ­მე

- ადრე მწე­რალ­თა კავ­ში­რის უცხო­ეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე გახ­ლდით... ახლა მწე­რალ­თა კავ­ში­რის აკა­დე­მი­ის წევ­რი ვარ. მე­თექ­ვსმე­ტე წიგნ­ზე ვმუ­შა­ობ. ჩემი წიგ­ნე­ბი მრა­ვალ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი. აშშ-ის სა­დის­ტრი­ბუ­ტო­რო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ჩემი წიგ­ნე­ბი აშშ-ში იყი­დე­ბა, ვა­შინგტონ­ში, კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც არის... ჩემი 33 მო­თხრო­ბა ფრან­გუ­ლად გა­და­თარ­გმნეს. მათ­გან 13 პა­რი­ზის ალ­მა­ნახ­ში შე­დის, 33 კი - წიგ­ნად გა­მო­ვა. ახლა რო­მან­ზე - "კუდა მე­ლია" ვმუ­შა­ობ. "კუდა" - ქა­ლის სა­ხე­ლია, "მე­ლია" - გვა­რი. მას­ში უამ­რა­ვი ქა­ლის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ხა­სი­ა­თი მო­ვაქ­ციე. რო­მა­ნი ნელ-ნელა ჟურ­ნა­ლებ­ში იბეჭ­დე­ბა. უკვე 26 თა­ვია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი... ბა­ტონ­მა ლადო ათა­ნელ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ - ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა ჩი­ქო­ვან­მა (რო­მე­ლიც ჩემი მკი­თხვე­ლი გახ­ლავთ) შინ მი­მიწ­ვი­ეს და შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ ათა­ნე­ლის ბი­ოგ­რა­ფია ნო­ვე­ლე­ბად და­მე­წე­რა. ეს საქ­მე ჩემ­თვის უცხო იყო, მაგ­რამ დავ­თან­ხმდი - ვცა­დოთ-მეთ­ქი. მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ: რა­ღა­ცას მო­მიყ­ვე­ბა და ნო­ვე­ლას იქვე ვწერ. უკვე 47 დავ­წე­რე. რომ ვწერ­დი, ათა­ნე­ლი ამ­ბობ­და: გე­ნი­ა­ლუ­რია, გე­ნი­ა­ლუ­რი­აო! ტრა­ბა­ხი გა­მომ­დის, მაგ­რამ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ეს თა­ვად ლადო ათა­ნელ­მა თქვა... ნო­ვე­ლე­ბი ინ­გლი­სუ­რა­დაც გა­და­ი­თარ­გმნა. ილუსტრა­ცი­ე­ბით, ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე გა­მო­დის. მინ­დო­და, რუ­სუ­ლა­დაც გა­და­თარ­გმნი­ლი­ყო, რად­გან რუ­სეთს ბევ­რი მკი­თხვე­ლი ჰყავს, მაგ­რამ თა­ვად ლადო ათა­ნელ­მა არ მო­ი­სურ­ვა. ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნია. ამ­ბობს, - 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ და­ფი­ცე­ბუ­ლი მაქვს, რომ რუ­სე­თის დიდ თე­ატ­რშიც არა­სო­დეს ვიმ­ღე­რე­ბო.

ოჯა­ხი

- მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ცოლი არ მო­მიყ­ვა­ნია და არც მო­ვიყ­ვან, ისე დავ­ბერ­დე­ბი. ჩემ­მა ცოლ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­მომ­წი­რა, ჩემ­თვის იცხოვ­რა, ამი­ტომ თავს უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ, რომ და­ვო­ჯახ­დე. ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დეს, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ მინ­და. ჩემი მე­უღ­ლე გახ­ლდათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჩემ­გან გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე "შექ­მნა": სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა გვერ­დზე გა­და­დო და ჩემს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შეს­წი­რა თავი. მის ხსოვ­ნას­თან დიდ ვალ­ში ვარ...

უფ­რო­სი ვაჟი ამე­რი­კა­ში გახ­ლავთ. მსა­ხი­ო­ბია. ფილმში "ყა­რა­გან­და" ქურ­დი მარ­ჩენ­კოს როლს ას­რუ­ლებს. თე­მურ ბაბ­ლუ­ან­მა "მემ­კვიდ­რე­ო­ბა­შიც" გა­და­ი­ღო... გარ­და ამი­სა, ჩოგ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი იყო. თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტით იმ­დენს მი­აღ­წია, რომ აკა­დე­მია გახ­სნა: ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი გახ­ლავთ, ვი­საც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ჩოგ­ბურ­თის აკა­დე­მია აქვს. უმ­ცრო­სი ვაჟი მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლდათ. ფილმში - "უძი­ნარ­თა მზე" უნდა გა­და­ე­ღოთ, მაგ­რამ თა­ვად არ მო­ი­სურ­ვა. დღეს თა­ვი­სი საქ­მე აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს.

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- მწე­რა­ლი ვარ. სა­დაც უნდა ვიყო, რო­მა­ნის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე ან ახალ ნო­ვე­ლა­ზე, ლექსზე ვფიქ­რობ. ჩემი ტვი­ნი სულ "მოძ­რა­ო­ბა­შია". სმა არ მიყ­ვარს, თუმ­ცა სუფ­რას­თან ყო­ველ­თვის თა­მა­და ვარ. ადა­მი­ა­ნი სმას არა­სო­დეს არ უნდა აჰ­ყვეს. ხან­და­ხან მე­სა­მე დიდი ჭიქა არ­ყის და­ლე­ვი­სას ტვინს "გავ­თი­შავ" ხოლ­მე. ეს წე­ლი­წად­ში ერთხელ ძა­ლი­ან კარ­გია: ალ­ბათ, ამ­დე­ნი ფიქ­რის­გან ტვი­ნის უჯრე­დე­ბი იღ­ლე­ბა და "გა­თიშ­ვა" მინ­და... ზა­ფხუ­ლო­ბით და­სას­ვე­ნებ­ლად მი­ვემ­გზავ­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, შარ­შან მონ­ტე-კარ­ლო­ში, ნი­ცა­ში, კან­ში ვი­ყა­ვი. ზამ­თარ­ში ავ­სტრი­ა­ში, ტი­რო­ლის მხა­რე­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით ვსრი­ა­ლებ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

”ბრენდული სამოსი იდიოტიზმია! რა, საყელო ამოტრიალებულმა უნდა იარო?!”

”ბრენდული სამოსი იდიოტიზმია! რა, საყელო ამოტრიალებულმა უნდა იარო?!”

"არიან ახალგაზრდები, რომლებსაც უფალი უზადო გარეგნობით დაასაჩუქრებს, ისინი კი საკუთარი საქციელით, უაზრო ჭამა-სმით ამ საჩუქარს ასამარებენ", - გვითხრა გივი სიხარულიძემ, რომელიც გარეგნობის გამო უფალს და მშობლებს ემადლიერება. მთელი ცხოვრება აქტიურად ვარჯიშობს და სპორტის რამდენიმე სახეობაში ჩემპიონიც გახლავთ...

ვარჯიში და დიეტა

- დიეტა არასოდეს დამიცავს. წყლის და მთის მოთხილამურე ვარ. მოკრივეც ვიყავი. ტანმოვარჯიშე არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვვარჯიშობდი. ჩოგბურთში, წყვილთა შორის ჩემპიონატების ჩემპიონი ვარ. რამდენიმე წლის წინ, წყლის თხილამურებით შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დავიკავე... დილას ვარჯიშით, ცურვით ვიწყებ, შემდეგ - ველოსიპედი, ჩოგბურთი...

- როგორ იკვებებით?

- ჩემი კვების რაციონის 90% ხილია. ის ჩემი სიცოცხლის ელექსირია.

- წონაში თუ მოგიმატიათ ან ძალიან დაგიკლიათ?

- კი, მომიმატია. რამდენჯერმე წონაში ძალიან დავიკელი, რადგან სასიკვდილოდ განწირული ვიყავი, ერთხელ ავარიაში მოვყევი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი, მაგრამ 10 დღეში გამოვჯანმრთელდი. მანქანა გადავაგდე... მეორედ, ხერხემლის ოპერაცია გავიკეთე (ვკვდებოდი, ისეთი ტკივილები მქონდა). უფლის და უნიჭიერესი ქირურგების - მამა-შვილი ჭილაშვილების დახმარებით, ოპერაციიდან მეორე დღეს ფეხზე დავდექი. მაშინ ისე გავხდი, რომ რენტგენის ფოტოს ვგავდი. 3-4 თვეში წონაც აღვიდგინე...

- სპორტით სხეულზე ზრუნვის გამო დაინტერესდით?

- ლამაზი სხეულის ჩამოყალიბების მხრივ, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამირან დუმბაძემ მოახდინა. ის საქართველოში პირველ დამრტყმელად მიიჩნეოდა. პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდი: ეს ლომკაცი ვინ არის-მეთქი? მერე ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ჩვენ დიდი მეგობრები გავხდით. ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. სულ ვარჯიშობდა, საკუთარ სხეულზე ძალიან ზრუნავდა. მაგარი მოჩხუბარი, უშიშარი კაცი იყო. ლადო ქოქიაშვილსაც (რომელიც თვალით არ მინახავს - ახალგაზრდა მოკლეს) ულამაზესი ტანი ჰქონდა, თენგიზ კეკელიძესაც (მას "ლომს" ეძახდნენ; მის საფლავზე მერაბ ბერძენიშვილმა ბრინჯაოს დიდი ლომი დადგა). ჩემთვის მისაბაძი ადამიანები იყვნენ ასევე: მერაბ ბერბერაშვილი, ჩიჩიკა ვაჩნაძე, ჯიმი ყიფიანი...

ნამზეური

- ის კაცი არ ვარ, პლაჟზე რომ დავწვე და გავირუჯო. ჩემთვის ეს სასაცილოა. სოლარიუმში გარუჯვის მოყვარულ გოგონებს ჭკუა არ აქვთ: სოლარიუმი კიბოს პირველი გამომწვევი მიზეზია... ცურვა მიყვარს. ცურვისას მზე თუ მომეკიდა, ჩემი ნამზეური სულ ესაა...

ვარცხნილობა

- კულულებიანი მამაკაცები, ბოდიში და, პიდარასტებს მაგონებენ. მამაკაცი თავისი კაცური თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს და არა - ვარცხნილობით.

- ორიგინალური ვარცხნილობის გაკეთების სურვილი არასოდეს გქონიათ?

- მსგავსი რამ თუ აზრად მომივა, მაშინ გივი კი არა, ციცინო სიხარულიძე ვიქნები!

- თქვენს მრავალფეროვან სანაცნობო წრეში ალბათ მამრობითი სქესის ისეთი წარმომადგენლები არიან, ვისაც თქვენთვის მიუღებელი ვარცხნილობა ან შეღებილი თმა აქვთ...

- კი, არიან. რომ ვთქვა, მეჯავრებიან-მეთქი, ტყუილი იქნება, - ჩემი თავი ენაცვალოთ. მათთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცოტა "ტვინში დაცურებულები" არიან. ეტყობა, ქალობა უნდოდათ, მამაკაცებად შემთხვევით გაჩნდნენ, ახლა კი წვალობენ...

სამოსი

- მილიონერი ძმაკაცები მყავდა. მანებივრებდნენ - ძვირად ღირებული ბრენდების სამოსს მჩუქნიდნენ. თუკი რაიმე კარგი ბრენდი არსებობს, ყველას ტანსაცმელი მაქვს, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ეს ყველაფერი სულ "მსახიობობა" და წყალში გადაყრილი ფულია. ის ფული ჩემთვის რომ მოეცათ, სხვა რამეს ვიყიდდი, რაც ძალიან მომწონს.

- მაგალითად, რას?

- ნებისმიერ სამოსს, თუნდაც "ჭიჭიკო ბენდელიანის" გამოშვებულს, მაგრამ - ჩემს მოსაწონს. ბრენდული სამოსი იდიოტიზმია! რა, საყელოამოტრიალებულმა უნდა იარო, რომ ბრენდის დასახელება გამოჩნდეს?!

- ტანსაცმელში დიდი თანხის გადახდა ცუდ ტონად მიგაჩნიათ?

- მაგალითად, თუ სამოსი ძალიან მომეწონა და ბევრი ფული მაქვს, დიდ თანხას გადავიხდი, მაგრამ ხშირად, ძვირად ღირებულ ტანსაცმელს იმისთვის ყიდულობენ, რომ თქვან: "ბრიონში" ვიყიდეთო. კარგი, რა! გეყოთ პრანჭვა-გრეხა, გუშინდელო შარვალგამოხეულო მილიონერებო! ამ სიტყვებს იმ ადამიანების მისამართით ვამბობ, ვინც ძვირად ღირებულ "რაღაცებს" ყიდულობს, მათ გვერდით კი ხალხი შიმშილით კვდება! კაცურად გეტყვით: ისეთი მდიდარი ხალხიც არსებობს, რომლებიც ძალიან "დასტოინები" არიან, მაგალითად: ავთანდილ წერეთელი, ლადო კვარაცხელია, ბადრი წილოსანი, ასევე - აწ გარდაცვლილი ზვიად ცეცხლაძე. ისინი ბევრი ფულით არასოდეს გათავხედებულან და გამეტიჩრებულან. ავთანდილ წერეთლის ცოლი ამ ქვეყანაზე ყველაზე უბრალო ადამიანია, იმავდროულად - ძალიან ნიჭიერი. დიდი მუსიკოსი გახლავთ - ფორტეპიანოს დიდოსტატია. უბრალო ადამიანებთან მეგობრობს და ყველას ოჯახს ინახავს. აი, როცა ასეთი ადამიანი იქნები, გინდა, "ბრიონი" ჩაიცვი და გინდა - "დიზელი". საბედნიეროდ, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ფულს "ებრაელურად" შოულობენ და "ქართულად", ვაჟკაცურად ხარჯავენ!

სამკაული და  აქსესუარები

- ბრილიანტის რამდენიმეთვლიანი ბეჭედი მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. ერთხელ იტალიიდან მოვფრინავდი და ჩემი მეგობრის - რეზო სტურუას ცოლ-შვილი შემხვდა. ხელზე დამხედეს და მითხრეს: ბეჭედს თვალი არ აქვსო. რაღას ვიზამდი? დამეკარგა, თავს ხომ არ მოვიკლავდი?! დაიჟინეს: გინდა თუ არა, წადი, მოძებნეო. ვუპასუხე: - საბაჟოდან 500 მეტრი გამოვიარე, სად წავიდე-მეთქი?! რომ არ მომეშვნენ, წავედი - საქმე მაინც არაფერი მქონდა. მივედი და ბეჭდის თვალი მებაჟის ფეხთან არ გდია?! სასწაული მოხდა!.. მეორედ იგივე ბეჭედი ზღვაში დამეკარგა: ვიცურავე და ზღვიდან ამოსვლისას წყალში ჩამივარდა. ზღვაში იმას ვიპოვიდი? მოძებნა აზრადაც არ მომსვლია. თან, ტალღები იყო... ჩემი მეგობრის შვილს უბრალოდ ვუთხარი: მიდი, ერთი, ბაბუ, ნახე, რა იცი, იქნებ შემთხვევით იპოვო-მეთქი. მივიდა, ჩაყო ხელი და ბეჭედი ამოიღო! ეს ბეჭედი თილისმასავითაა.

- ვინმემ გაჩუქათ?

- კი, ჩემმა მეგობარმა, გვარად ალავიძემ კარგი გულით მაჩუქა. ჩემი შვილის ბედნიერებაში ამ მეგობარს დიდი წვლილი მიუძღვის...

საქმე

- ადრე მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგე გახლდით... ახლა მწერალთა კავშირის აკადემიის წევრი ვარ. მეთექვსმეტე წიგნზე ვმუშაობ. ჩემი წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი. აშშ-ის სადისტრიბუტორო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჩემი წიგნები აშშ-ში იყიდება, ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაშიც არის... ჩემი 33 მოთხრობა ფრანგულად გადათარგმნეს. მათგან 13 პარიზის ალმანახში შედის, 33 კი - წიგნად გამოვა. ახლა რომანზე - "კუდა მელია" ვმუშაობ. "კუდა" - ქალის სახელია, "მელია" - გვარი. მასში უამრავი ქალის დადებითი და უარყოფითი ხასიათი მოვაქციე. რომანი ნელ-ნელა ჟურნალებში იბეჭდება. უკვე 26 თავია გამოქვეყნებული... ბატონმა ლადო ათანელმა და მისმა მეუღლემ - ქალბატონმა მანანა ჩიქოვანმა (რომელიც ჩემი მკითხველი გახლავთ) შინ მიმიწვიეს და შემომთავაზეს, რომ ათანელის ბიოგრაფია ნოველებად დამეწერა. ეს საქმე ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ დავთანხმდი - ვცადოთ-მეთქი. მუშაობა დავიწყეთ: რაღაცას მომიყვება და ნოველას იქვე ვწერ. უკვე 47 დავწერე. რომ ვწერდი, ათანელი ამბობდა: გენიალურია, გენიალურიაო! ტრაბახი გამომდის, მაგრამ ერთ-ერთ გადაცემაში ეს თავად ლადო ათანელმა თქვა... ნოველები ინგლისურადაც გადაითარგმნა. ილუსტრაციებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოდის. მინდოდა, რუსულადაც გადათარგმნილიყო, რადგან რუსეთს ბევრი მკითხველი ჰყავს, მაგრამ თავად ლადო ათანელმა არ მოისურვა. ძალიან პატრიოტი ადამიანია. ამბობს, - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაფიცებული მაქვს, რომ რუსეთის დიდ თეატრშიც არასოდეს ვიმღერებო.

ოჯახი

- მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ცოლი არ მომიყვანია და არც მოვიყვან, ისე დავბერდები. ჩემმა ცოლმა მთელი ცხოვრება შემომწირა, ჩემთვის იცხოვრა, ამიტომ თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ დავოჯახდე. ცხოვრებაში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ამ თემაზე არაფრის გაგონება არ მინდა. ჩემი მეუღლე გახლდათ ადამიანი, რომელმაც ჩემგან გივი სიხარულიძე "შექმნა": საკუთარი ცხოვრება გვერდზე გადადო და ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებას შესწირა თავი. მის ხსოვნასთან დიდ ვალში ვარ...

უფროსი ვაჟი ამერიკაში გახლავთ. მსახიობია. ფილმში "ყარაგანდა" ქურდი მარჩენკოს როლს ასრულებს. თემურ ბაბლუანმა "მემკვიდრეობაშიც" გადაიღო... გარდა ამისა, ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო. თავისი ავტორიტეტით იმდენს მიაღწია, რომ აკადემია გახსნა: ის ერთადერთი ქართველი გახლავთ, ვისაც ლოს-ანჯელესში ჩოგბურთის აკადემია აქვს. უმცროსი ვაჟი მოცეკვავე გახლდათ. ფილმში - "უძინართა მზე" უნდა გადაეღოთ, მაგრამ თავად არ მოისურვა. დღეს თავისი საქმე აქვს. საქართველოში ცხოვრობს.

დასვენება და გართობა

- მწერალი ვარ. სადაც უნდა ვიყო, რომანის გაგრძელებაზე ან ახალ ნოველაზე, ლექსზე ვფიქრობ. ჩემი ტვინი სულ "მოძრაობაშია". სმა არ მიყვარს, თუმცა სუფრასთან ყოველთვის თამადა ვარ. ადამიანი სმას არასოდეს არ უნდა აჰყვეს. ხანდახან მესამე დიდი ჭიქა არყის დალევისას ტვინს "გავთიშავ" ხოლმე. ეს წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია: ალბათ, ამდენი ფიქრისგან ტვინის უჯრედები იღლება და "გათიშვა" მინდა... ზაფხულობით დასასვენებლად მივემგზავრები. მაგალითად, შარშან მონტე-კარლოში, ნიცაში, კანში ვიყავი. ზამთარში ავსტრიაში, ტიროლის მხარეში თხილამურებით ვსრიალებ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება