სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა დავით ჩხიტუნიძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა დავით ჩხიტუნიძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა 2013 წლის 9 აგ­ვის­ტოს გა­მო­ცხად­და. ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2013 წლის 1 ივ­ლისს და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძეს (ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის I სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, შემ­დგომ­ში სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე) წა­რუდ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა).

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ვით მურ­თა­ზის ძე ჩხი­ტუ­ნი­ძის და­კა­ვე­ბი­სა და ექ­სტრა­დი­რე­ბის მიზ­ნით 2013 წლის 9 აგ­ვის­ტოს გა­მო­ცხად­და სა­ერ­თშო­რი­სო ძებ­ნა ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით.

ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის მიზ­ნით 2013 წლის 13 აგ­ვის­ტოს სა­ბერ­ძნე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ქ. ათე­ნის აე­რო­პორ­ტში 14 სთ-სა და 30 წთ-ზე (ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით) და­კა­ვე­ბულ იქნა დ. ჩხი­ტუ­ნი­ძე, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას ქ. სტამ­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღეს, 14 აგ­ვის­ტოს ათე­ნის სა­სა­მარ­თლომ დ. ჩხი­ტუ­ნი­ძეს სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ზა­დებს და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც "ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ" 1957 წლის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­დებ­ში მი­ე­წო­დე­ბა სა­ბერ­ძნე­თის რეს­პუბ­ლი­კის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტის, ვახ­ტანგ თა­ლაკ­ვა­ძის მტკი­ცე­ბით, ჩხი­ტუ­ნი­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში არა შსს-ს მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, არა­მედ ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტის გამო და­ა­კა­ვეს.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მას გეგ­მავ­და, რა დრო­საც გა­უქ­მე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტის გამო და­ა­კა­ვეს.

ვახ­ტანგ თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩხი­ტუ­ნი­ძე ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ყავ­და, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია დაგ­ზავ­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ ჰქო­ნია.

"და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძე სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ამ იმი­ტომ და­ა­კა­ვა, რომ მას ძვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტი ჰქონ­და. მას თბი­ლის­ში უნ­დო­და წა­მოს­ვლა გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მის მიზ­ნით. იგი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პას­პორ­ტის გამო, ერთი თვით და­ა­პა­ტიმ­რეს, ერთი თვის შემ­დეგ ან გად­მოგ­ვცე­მენ, ან არა. იგი კი­ევ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში იყო და ალ­ბათ ჩვენ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პას­პორ­ტის მოქ­მე­დე­ბა გა­ა­უქ­მა", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ თა­ლაკ­ვა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პროკურატურა დავით ჩხიტუნიძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა დავით ჩხიტუნიძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურის მტკიცებით, დავით ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადირებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის 9 აგვისტოს გამოცხადდა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში თბილისის პროკურატურამ 2013 წლის 1 ივლისს დავით ჩხიტუნიძეს (შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, შემდგომში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე) წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დავით მურთაზის ძე ჩხიტუნიძის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით 2013 წლის 9 აგვისტოს გამოცხადდა საერთშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე და საქართველოში ექსტრადიციის მიზნით 2013 წლის 13 აგვისტოს საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქ. ათენის აეროპორტში 14 სთ-სა და 30 წთ-ზე (ადგილობრივი დროით) დაკავებულ იქნა დ. ჩხიტუნიძე, რომელიც ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას ქ. სტამბულის მიმართულებით. დღეს, 14 აგვისტოს ათენის სასამართლომ დ. ჩხიტუნიძეს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს დავით ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც "ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ვადებში მიეწოდება საბერძნეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძის ადვოკატის, ვახტანგ თალაკვაძის მტკიცებით, ჩხიტუნიძე საბერძნეთში არა შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე, არამედ ვადაგადაცილებული დიპლომატიური პასპორტის გამო დააკავეს.

ადვოკატის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე საქართველოში დაბრუნებას და გამოძიებისთვის ჩვენებების მიცემას გეგმავდა, რა დროსაც გაუქმებული დიპლომატიური პასპორტის გამო დააკავეს.

ვახტანგ თალაკვაძის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩხიტუნიძე ძებნილად გამოცხადებული ყავდა, თუმცა ოფიციალური დოკუმენტაცია დაგზავნილი, სავარაუდოდ, არ ჰქონია.

"დავით ჩხიტუნიძე საბერძნეთის პოლიციამ იმიტომ დააკავა, რომ მას ძველი დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა. მას თბილისში უნდოდა წამოსვლა გამოძიებისათვის ჩვენებების მიცემის მიზნით. იგი ვადაგადაცილებული პასპორტის გამო, ერთი თვით დააპატიმრეს, ერთი თვის შემდეგ ან გადმოგვცემენ, ან არა. იგი კიევში დიპლომატიურ სამსახურში იყო და ალბათ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასპორტის მოქმედება გააუქმა", - განაცხადა ვახტანგ თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ