მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო მითაიშვილი მამაკაცის როლის შესრულებაზე ოცნებობს
ნინო მითაიშვილი მამაკაცის როლის შესრულებაზე ოცნებობს

ნინო მი­თა­იშ­ვი­ლი მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, თუმ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო სე­რი­ა­ლი­დან "შუა ქა­ლაქ­ში", რო­მელ­შიც ელე­ნეს როლს თა­მა­შობს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სე­ზო­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც დას­რულ­და და თე­ატ­რშიც, ახლა ნინო ძი­რი­თა­დად დას­ვე­ნე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ქმარ­თან ერ­თად სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ბა­თუმ­ში წას­ვლა უკვე მო­ას­წრო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ისევ ზღვას უკავ­შირ­დე­ბა. ნი­ნოს ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლი, რო­მელ­საც მისი სე­რი­ა­ლის გმი­რის სა­ხე­ლი - ელე­ნე ჰქვია.

- "შუა ქა­ლა­ქის" მო­რი­გი სე­ზო­ნი დას­რულ­და და დას­ვე­ნე­ბა­ზე და­ვი­წყე ფიქ­რი. უკვე ვი­ყა­ვი ბა­თუმ­ში, 9 ივ­ლისს ჩემი და­ბა­დე­ბის დღე იყო, წინა დღეს, ცუდი ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­დავ­წყვი­ტეთ, ბა­თუმ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით. სას­წრა­ფოდ ჩა­ვა­ლა­გეთ ბარ­გი და გა­ვემ­გზავ­რეთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვე­ნი ჩას­ვლის შემ­დეგ გა­მო­ი­და­რა, ამი­ტომ იმა­ზე მეტ­ხანს დავ­რჩით, ვიდ­რე და­გეგ­მი­ლი გვქონ­და, და­ბა­დე­ბის დღეც აღ­ვნიშ­ნე და და­ვის­ვე­ნე კი­დეც.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო

- ახლა დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დია და მთელ დროს ოჯახ­სა და მე­გობ­რებს ვუთ­მობ. შა­ბათ-კვი­რას წყნეთ­ში ავ­დი­ვარ ხოლ­მე, და­ნარ­ჩენ დღე­ებს ძი­რი­თა­დად სახ­ლში ვა­ტა­რებ. სა­მუ­შაო პე­რი­ოდ­ში გა­სარ­თო­ბად წას­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ, ძი­რი­თა­დად მე­გობ­რე­ბი მსტუმ­რო­ბენ ხოლ­მე სახ­ლში.

- თე­ატ­რში და­დი­ხართ? თუ რად­გან მსა­ხი­ო­ბო­ბა თქვე­ნი საქ­მეა, გან­ტვირ­თვას ამ­ჯო­ბი­ნებთ და უარს ამ­ბობთ სპექ­ტაკ­ლე­ბის ნახ­ვა­ზე?

- არა, დავ­დი­ვარ. როცა კი მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მა­შინ­ვე მივ­დი­ვარ ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად. ახლა ვემ­ზა­დე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის­თვის, რო­მე­ლიც ალ­ბათ სექ­ტე­ბერ­ში და­ი­წყე­ბა, გარ­და ამი­სა, თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი "სა­ჩუ­ქა­რიც" დაგ­ვიბ­რუნ­და. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ახალ-ახა­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის ნახ­ვა, მით უმე­ტეს, რომ უცხო­ე­ლებს კარ­გი ნა­მუ­შევ­რე­ბი ჩა­მო­აქვთ ხოლ­მე.

დი­ლის რი­ტუ­ა­ლი

- ჩემი დილა ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბით იწყე­ბა, ან მე ვა­სე­ირ­ნებ, ან ჩემი შვი­ლი. ამის შემ­დეგ ვი­წყებ სა­უზ­მე­ზე ზრუნ­ვას, ყა­ვას უზ­მო­ზე არას­დროს ვსვამ, როცა დრო მაქვს, სა­უზ­მის გა­რე­შე სახ­ლი­დან არ გავ­დი­ვარ, როცა მეჩ­ქა­რე­ბა, მა­ში­ნაც კი ვცდი­ლობ, რა­ღაც ვჭა­მო და ისე გა­ვი­დე.

ნამ­ზე­უ­რი...

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სო­ლა­რი­უმ­ში იშ­ვი­ა­თად ვი­ა­რო, თუმ­ცა ცივი ზამ­თრის შემ­დეგ ამინ­დე­ბი რომ გა­მო­დის, კა­ნის შე­ფერ­ვის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა და ძი­რი­თა­დად ამ დროს ვი­ყე­ნებ გა­რუ­ჯვის ამ ხერ­ხს, შემ­დეგ უკვე ბუ­ნებ­რი­ვი ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბა­ზე გა­დავ­დი­ვარ. სა­ერ­თოდ, მზე­ზე ად­ვი­ლად ვიწ­ვე­ბი, სო­ლა­რი­უ­მით კა­ნის მომ­ზა­დე­ბა კი კარ­გია იმის­თვის, რომ შემ­დეგ კარ­გი ნამ­ზე­უ­რი მი­ი­ღო და არ და­იწ­ვა.

გარ­დე­რო­ბი

ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში კედს, შარ­ვალს, მა­ი­სურს ან პე­რანგს ვი­ყე­ნებ. ვცდი­ლობ, ისე ჩა­ვიც­ვა, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნო. ყვე­ლა­ნა­ი­რი ფერი მიყ­ვარს, მუქ ტო­ნებს ნაკ­ლე­ბად ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, მაგ­რამ ასე­თი სა­მო­სიც მაქვს გარ­დე­რობ­ში. ჩემი გმი­რის – ელე­ნე­სა და ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა, ელე­ნეს ძი­რი­თა­დად კა­ბე­ბი და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვია, მე კი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ძი­რი­თა­დად შარ­ვლე­ბი­თა და კე­დე­ბით ვი­მო­სე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნინო მითაიშვილი მამაკაცის როლის შესრულებაზე ოცნებობს

ნინო მითაიშვილი მამაკაცის როლის შესრულებაზე ოცნებობს

ნინო მითაიშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია, თუმცა ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან "შუა ქალაქში", რომელშიც ელენეს როლს თამაშობს. იქიდან გამომდინარე, რომ სეზონი ტელევიზიაშიც დასრულდა და თეატრშიც, ახლა ნინო ძირითადად დასვენებაზეა ორიენტირებული, ქმართან ერთად საკუთარ დაბადების დღეზე ბათუმში წასვლა უკვე მოასწრო, მიუხედავად ამისა, მისი სამომავლო გეგმები ისევ ზღვას უკავშირდება. ნინოს ჰყავს მეუღლე და შვილი, რომელსაც მისი სერიალის გმირის სახელი - ელენე ჰქვია.

- "შუა ქალაქის" მორიგი სეზონი დასრულდა და დასვენებაზე დავიწყე ფიქრი. უკვე ვიყავი ბათუმში, 9 ივლისს ჩემი დაბადების დღე იყო, წინა დღეს, ცუდი ამინდის მიუხედავად, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ბათუმში წავსულიყავით. სასწრაფოდ ჩავალაგეთ ბარგი და გავემგზავრეთ. საბედნიეროდ, ჩვენი ჩასვლის შემდეგ გამოიდარა, ამიტომ იმაზე მეტხანს დავრჩით, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, დაბადების დღეც აღვნიშნე და დავისვენე კიდეც.

თავისუფალი დრო

- ახლა დასვენების პერიოდია და მთელ დროს ოჯახსა და მეგობრებს ვუთმობ. შაბათ-კვირას წყნეთში ავდივარ ხოლმე, დანარჩენ დღეებს ძირითადად სახლში ვატარებ. სამუშაო პერიოდში გასართობად წასვლას ვერ ვახერხებ, ძირითადად მეგობრები მსტუმრობენ ხოლმე სახლში.

- თეატრში დადიხართ? თუ რადგან მსახიობობა თქვენი საქმეა, განტვირთვას ამჯობინებთ და უარს ამბობთ სპექტაკლების ნახვაზე?

- არა, დავდივარ. როცა კი მაქვს შესაძლებლობა, მაშინვე მივდივარ ახალი სპექტაკლის სანახავად. ახლა ვემზადები საერთაშორისო ფესტივალისთვის, რომელიც ალბათ სექტებერში დაიწყება, გარდა ამისა, თეატრალური ფესტივალი "საჩუქარიც" დაგვიბრუნდა. ძალიან საინტერესოა ახალ-ახალი სპექტაკლების ნახვა, მით უმეტეს, რომ უცხოელებს კარგი ნამუშევრები ჩამოაქვთ ხოლმე.

დილის რიტუალი

- ჩემი დილა ძაღლის გასეირნებით იწყება, ან მე ვასეირნებ, ან ჩემი შვილი. ამის შემდეგ ვიწყებ საუზმეზე ზრუნვას, ყავას უზმოზე არასდროს ვსვამ, როცა დრო მაქვს, საუზმის გარეშე სახლიდან არ გავდივარ, როცა მეჩქარება, მაშინაც კი ვცდილობ, რაღაც ვჭამო და ისე გავიდე.

ნამზეური...

- მაქსიმალურად ვცდილობ, სოლარიუმში იშვიათად ვიარო, თუმცა ცივი ზამთრის შემდეგ ამინდები რომ გამოდის, კანის შეფერვის სურვილი მიჩნდება და ძირითადად ამ დროს ვიყენებ გარუჯვის ამ ხერხს, შემდეგ უკვე ბუნებრივი ნამზეურის მიღებაზე გადავდივარ. საერთოდ, მზეზე ადვილად ვიწვები, სოლარიუმით კანის მომზადება კი კარგია იმისთვის, რომ შემდეგ კარგი ნამზეური მიიღო და არ დაიწვა.

გარდერობი

ყოველდღიურ ცხოვრებაში კედს, შარვალს, მაისურს ან პერანგს ვიყენებ. ვცდილობ, ისე ჩავიცვა, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ყველანაირი ფერი მიყვარს, მუქ ტონებს ნაკლებად ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ასეთი სამოსიც მაქვს გარდერობში. ჩემი გმირის – ელენესა და ჩემი ჩაცმულობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ელენეს ძირითადად კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მე კი რეალურ ცხოვრებაში ძირითადად შარვლებითა და კედებით ვიმოსები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება