საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იყო თუ არა "საქართველოს ვარსკვლავი" საქართველოსთვის?!
იყო თუ არა "საქართველოს ვარსკვლავი" საქართველოსთვის?!

ცოტა ხნის წინ კონ­კურ­სი - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" დას­რულ­და და რო­გორც აღი­ნიშ­ნა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნი იყო, ღირ­სე­უ­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი­თა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლით. ყვე­ლა კონ­ცერ­ტის ხილ­ვის არც სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და და გა­მო­გი­ტყდე­ბით, ზოგ­ჯერ არც სურ­ვი­ლი, რად­გან მო­ბეზ­რე­ბუ­ლი მაქვს, ქარ­თვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, ინ­გლი­სუ­რი რე­პერ­ტუ­ა­რით რომ ცდი­ლო­ბენ ხალ­ხის მო­ხიბ­ვლას. შე­იძ­ლე­ბა, ამა­ზე რა­ი­მეს და­წე­რა აზ­რად არც მომ­სვლო­და, თბი­ლი­სი­დან ქუ­თა­ის­ში მო­მა­ვალ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში მგზავ­რე­ბის მსჯე­ლო­ბა რომ არ მო­მეს­მი­ნა:

- უყუ­რე წუ­ხე­ლის "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფი­ნალს, სო­სო­ია? - ჰკი­თხა გვერ­დით მჯდომს სა­შუ­ა­ლო ასა­კის ჩა­სუ­ქე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა.

- ვუ­ყუ­რე და ნერ­ვე­ბიც და­მა­წყდა. გა­გი­გო­ნია, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" ირ­ჩევ­დნენ და ორ­სა­ა­თი­ან კონ­ცერ­ტზე ერთი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ ამ­ღე­რონ ამ ნი­ჭი­ერ, მარა ტვი­ნა­რე­ულ ბოვ­შებს?!

- არ ვარ­გა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, ბი­ძია და არა­ვინ მო­უს­მენს მა­ინც! - აზრი გა­მოთ­ქვა თექ­ვსმე­ტი­ო­დე წლის მო­ზარ­დმა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ მო­იძ­რო ყურ­სას­მე­ნე­ბი და ახლა დას ეხ­ვე­წე­ბო­და, მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ეთხო­ვე­ბი­ნა ახა­ლი "კონ­ცერ­ტის" მო­სას­მე­ნად.

- ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ ვარ­გა და ინ­გლი­სუ­რია უნი­კა­ლუ­რი?! - გული დას­წყდა კაცს და რა­ტომ­ღაც, სა­წყალ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და­აბ­რა­ლა ახა­ლი თა­ო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა: - იმ გა­სა­წყვეტ­ლე­ბის ბრა­ლია, რომ გა­ტყუ­ებ­დნენ, ინ­გლი­სუ­რის გა­რე­შე დე­ი­ღუ­პე­ბი­თო და დე­და­ე­ნა­ზე წინ გაჩ­რიდ­ნენ ცხვირ­ში სას­წავ­ლებ­ლად! კიდო კაი, დრო­ზე მე­ვი­შო­რეთ თა­ვი­დან. იქ­ნე­ბა არაა მთლად და­ღუ­პუ­ლი ჩვე­ნი საქ­მე და შე­მო­ვაბ­რუ­ნოთ ახალ­გაზ­რდე­ბი ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლის­კენ...

- მარ­თა­ლია ეს კაცი! - სა­უ­ბარ­ში ჩა­ერ­თო მძღო­ლიც, რო­მე­ლიც მთე­ლი გზა რა­დიო "არ და­ი­დარ­დოს" "ჰი­ტებს" გვას­მე­ნი­ნებ­და და ში­გა­და­შიგ თა­ვა­დაც აყო­ლებ­და ხმას: - რო­მე­ლი ინ­გლი­სუ­რი სიმ­ღე­რა ჯო­ბია ახლა ამას?!

- თუ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვო­ბა­ზე" გაქვს პრე­ტენ­ზია, ქარ­თუ­ლად ამ­ღე­რე ბოვ­შე­ბი, თუ არა და, და­არ­ქვი "ამე­რი­კის ვარ­სკვლა­ვი" და გა­ა­კე­თე ამე­რი­კე­ლე­ბის საქ­მე. მა­ინც იმა­ზეა გა­დარ­თუ­ლი ყვე­ლა, ვინ რითი აა­მებს იმ უის­ტო­რიო ხალ­ხს, მხო­ლოდ დე­მოკ­რა­ტია რომ აქვთ სა­ა­მა­ყო და მა­ძა­ლე­ბენ: გო­უშ­ვი შენი ნა­ნუ­ლი და ცო­ლად კაცი მე­იყ­ვა­ნეო! მა­ნამ­დე არ ოუდ­გათ მა­გენს გვერ­დე­ბი, "ცის­ფე­რე­ბი" არ ვა­პარ­პა­შოთ ქვე­ყა­ნა­ში! - ძი­რი­თად თე­მას გა­და­უხ­ვია პო­ლე­მი­კის წა­მომ­წყებ­მა, მაგ­რამ შა­ვო­სან­მა ქალ­ბა­ტონ­მა და­აბ­რუ­ნა და­წყე­ბუ­ლი თე­მის­კენ:

- იგი­ვე არ ხდე­ბა "ახალ ქარ­თულ ხმა­შიც"?! ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ერ­თმა იმ­ღე­რა და ისიც და­ი­წუ­ნა ჟი­უ­რიმ: ზედ­მე­ტად კა­ცუ­რად მღე­რო­და ეს ერთი ციდა ბი­ჭიო!.. კა­ცუ­რად და ვაჟ­კა­ცუ­რად რომ მღე­რო­და, მა­გა­შია მთე­ლი ხიბ­ლი. ქარ­თვე­ლებ­მა თუ არ ვიმ­ღე­რეთ ინ­გლი­სუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, დე­ი­ღუ­პე­ბა ვი­თომ ამე­რი­კე­ლე­ბის საქ­მე?!

- ნუ უყუ­რებთ მერე, თუ არ მოგ­წონთ! - ახლა თი­ნე­ი­ჯერ­მა გო­გო­ნამ და­იც­ვა ამე­რი­კუ­ლი ესტრა­და.

- მე მო­ვუს­მენ თუ არა, მაგი არაა პრობ­ლე­მა, - შენ და შენ­მა ტო­ლებ­მა არ უნდა თქვათ: ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა რა მო­სას­მე­ნი­აო, თუ არა, გას­კდა გული იმა­ზე დარ­დით, რომ ერთი-ორი თა­ო­ბაც და წე­ვიშ­ლე­ბით, ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­ა­ნად, ისე­დაც გა­და­შე­ნე­ბის გზა­ზე მდგა­რი ქარ­თვე­ლე­ბი! - ამო­ი­ოხ­რა ორ­მო­ცი­ო­დე წლის მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც აქამ­დე ჩუ­მად იყო და არ შე­მეძ­ლო, არ დავ­თან­ხმე­ბო­დი, რად­გან თა­ვა­დაც დიდი ხნის წინ დავ­კარ­გე ყვე­ლა იმ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი­სად­მი ინ­ტე­რე­სი, რომ­ლებ­შიც ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია.

იმდღე­ვან­დელ­მა ჩემ­მა თა­ნამ­გზავ­რმა ერთი რამ სწო­რად აღ­ნიშ­ნა: იქ­ნებ მარ­თლა დად­გა დრო, ვი­ღა­ცამ წე­სად და­ამ­კვიდ­როს, რომ ყვე­ლა ქარ­თულ კონ­კურ­სში ქარ­თუ­ლად სიმ­ღე­რა იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და ერთ ტურ­ში ავი­ტანთ უცხო­უ­რი სიმ­ღე­რე­ბის მოს­მე­ნა­საც, თუ ეს ასე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. რო­გორც ერთი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღა­ღა­დებს - "ყვე­ლა­ნი ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ" - და 20 და 30 წლის წინ თუ ძი­რი­თა­დად, ქარ­თუ­ლად მღე­როდ­ნენ დი­დე­ბიც და პირ­ველ რიგ­ში, პა­ტა­რე­ბი, სწო­რედ ნანი ბრეგ­ვა­ძემ, ირმა სო­ხა­ძემ, ნატო მე­ტო­ნი­ძემ, ნუკ­რი კა­პა­ნა­ძემ, პირ­ველ­მა "მზი­უ­რე­ლებ­მა" და სხვებ­მა არ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს დღემ­დე სა­ხე­ლიც და პო­პუ­ლა­რო­ბაც?! ეს ინ­გლი­სუ­რად მომ­ღე­რა­ლი ქარ­თვე­ლი "ვარ­სკვლა­ვე­ბი" კი ხში­რად, ერთი წლის შემ­დე­გაც არა­ვის ახ­სოვს, რად­გან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში არ რჩე­ბა ის, რაც გუ­ლის­თვი­საა უცხო... ვიცი, ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­ვი­სი აზრი არ უნდა მო­ახ­ვი­ოს მკი­თხველს და გთხოვთ მო­მი­ტე­ვოთ ზედ­მე­ტი გა­ცხა­რე­ბა.

ბო­ლოს კი ერთი პა­ტა­რა გა­მო­კი­თხვის შე­დე­გი მინ­და გა­გაც­ნოთ: ამ მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, 15-დან 75 წლამ­დე ასა­კის 40 ადა­მი­ანს ერთი და იგი­ვე შე­კი­თხვა და­ვუს­ვი - უნდა იყოს თუ არა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" და "ახა­ლი ქარ­თუ­ლი ხმის" კონ­კურ­სე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ძი­რი­თა­დი რე­პერ­ტუ­ა­რის ქარ­თუ­ლად შეს­რუ­ლე­ბა და უნდა ეწე­ოდ­ნენ თუ არა მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას? ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, 40-დან 31-მა და­მი­დას­ტუ­რა, რომ ქარ­თუ­ლი კონ­კურ­სე­ბის მი­ზა­ნი სწო­რედ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის გან­ვი­თა­რე­ბა და დაც­ვა უნდა იყოს და იქ­ნებ უფრო ფარ­თო მას­შტა­ბი­თაც მოგ­ვე­წყო ამ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხის გან­ხილ­ვა?!

ინგა ჯა­ყე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

იყო თუ არა "საქართველოს ვარსკვლავი" საქართველოსთვის?!

იყო თუ არა "საქართველოს ვარსკვლავი" საქართველოსთვის?!

ცოტა ხნის წინ კონკურსი - "საქართველოს ვარსკვლავი" დასრულდა და როგორც აღინიშნა, წარმატებული სეზონი იყო, ღირსეული ფინალისტებითა და გამარჯვებულით. ყველა კონცერტის ხილვის არც საშუალება მქონდა და გამოგიტყდებით, ზოგჯერ არც სურვილი, რადგან მობეზრებული მაქვს, ქართველები ძირითადად, ინგლისური რეპერტუარით რომ ცდილობენ ხალხის მოხიბვლას. შეიძლება, ამაზე რაიმეს დაწერა აზრად არც მომსვლოდა, თბილისიდან ქუთაისში მომავალ სამარშრუტო ტაქსიში მგზავრების მსჯელობა რომ არ მომესმინა:

- უყურე წუხელის "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალს, სოსოია? - ჰკითხა გვერდით მჯდომს საშუალო ასაკის ჩასუქებულმა მამაკაცმა.

- ვუყურე და ნერვებიც დამაწყდა. გაგიგონია, "საქართველოს ვარსკვლავს" ირჩევდნენ და ორსაათიან კონცერტზე ერთი ქართული სიმღერა არ ამღერონ ამ ნიჭიერ, მარა ტვინარეულ ბოვშებს?!

- არ ვარგა ქართული სიმღერები, ბიძია და არავინ მოუსმენს მაინც! - აზრი გამოთქვა თექვსმეტიოდე წლის მოზარდმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიძრო ყურსასმენები და ახლა დას ეხვეწებოდა, მისი მობილური ტელეფონი ეთხოვებინა ახალი "კონცერტის" მოსასმენად.

- ქართული სიმღერა არ ვარგა და ინგლისურია უნიკალური?! - გული დასწყდა კაცს და რატომღაც, საწყალ "ნაციონალებს" დააბრალა ახალი თაობის მუსიკალური გემოვნების გაუკუღმართება: - იმ გასაწყვეტლების ბრალია, რომ გატყუებდნენ, ინგლისურის გარეშე დეიღუპებითო და დედაენაზე წინ გაჩრიდნენ ცხვირში სასწავლებლად! კიდო კაი, დროზე მევიშორეთ თავიდან. იქნება არაა მთლად დაღუპული ჩვენი საქმე და შემოვაბრუნოთ ახალგაზრდები ყველაფერი ქართულისკენ...

- მართალია ეს კაცი! - საუბარში ჩაერთო მძღოლიც, რომელიც მთელი გზა რადიო "არ დაიდარდოს" "ჰიტებს" გვასმენინებდა და შიგადაშიგ თავადაც აყოლებდა ხმას: - რომელი ინგლისური სიმღერა ჯობია ახლა ამას?!

- თუ "საქართველოს ვარსკვლავობაზე" გაქვს პრეტენზია, ქართულად ამღერე ბოვშები, თუ არა და, დაარქვი "ამერიკის ვარსკვლავი" და გააკეთე ამერიკელების საქმე. მაინც იმაზეა გადართული ყველა, ვინ რითი აამებს იმ უისტორიო ხალხს, მხოლოდ დემოკრატია რომ აქვთ საამაყო და მაძალებენ: გოუშვი შენი ნანული და ცოლად კაცი მეიყვანეო! მანამდე არ ოუდგათ მაგენს გვერდები, "ცისფერები" არ ვაპარპაშოთ ქვეყანაში! - ძირითად თემას გადაუხვია პოლემიკის წამომწყებმა, მაგრამ შავოსანმა ქალბატონმა დააბრუნა დაწყებული თემისკენ:

- იგივე არ ხდება "ახალ ქართულ ხმაშიც"?! ქართული სიმღერა ერთმა იმღერა და ისიც დაიწუნა ჟიურიმ: ზედმეტად კაცურად მღეროდა ეს ერთი ციდა ბიჭიო!.. კაცურად და ვაჟკაცურად რომ მღეროდა, მაგაშია მთელი ხიბლი. ქართველებმა თუ არ ვიმღერეთ ინგლისური სიმღერები, დეიღუპება ვითომ ამერიკელების საქმე?!

- ნუ უყურებთ მერე, თუ არ მოგწონთ! - ახლა თინეიჯერმა გოგონამ დაიცვა ამერიკული ესტრადა.

- მე მოვუსმენ თუ არა, მაგი არაა პრობლემა, - შენ და შენმა ტოლებმა არ უნდა თქვათ: ქართული სიმღერა რა მოსასმენიაო, თუ არა, გასკდა გული იმაზე დარდით, რომ ერთი-ორი თაობაც და წევიშლებით, ჩვენი კულტურიანად, ისედაც გადაშენების გზაზე მდგარი ქართველები! - ამოიოხრა ორმოციოდე წლის მამაკაცმა, რომელიც აქამდე ჩუმად იყო და არ შემეძლო, არ დავთანხმებოდი, რადგან თავადაც დიდი ხნის წინ დავკარგე ყველა იმ სატელევიზიო პროექტისადმი ინტერესი, რომლებშიც ყველაფერი ქართული უგულებელყოფილია.

იმდღევანდელმა ჩემმა თანამგზავრმა ერთი რამ სწორად აღნიშნა: იქნებ მართლა დადგა დრო, ვიღაცამ წესად დაამკვიდროს, რომ ყველა ქართულ კონკურსში ქართულად სიმღერა იყოს აუცილებელი და პრიორიტეტული და ერთ ტურში ავიტანთ უცხოური სიმღერების მოსმენასაც, თუ ეს ასე აუცილებელია. როგორც ერთი ჭეშმარიტება ღაღადებს - "ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ" - და 20 და 30 წლის წინ თუ ძირითადად, ქართულად მღეროდნენ დიდებიც და პირველ რიგში, პატარები, სწორედ ნანი ბრეგვაძემ, ირმა სოხაძემ, ნატო მეტონიძემ, ნუკრი კაპანაძემ, პირველმა "მზიურელებმა" და სხვებმა არ შეინარჩუნეს დღემდე სახელიც და პოპულარობაც?! ეს ინგლისურად მომღერალი ქართველი "ვარსკვლავები" კი ხშირად, ერთი წლის შემდეგაც არავის ახსოვს, რადგან მეხსიერებაში არ რჩება ის, რაც გულისთვისაა უცხო... ვიცი, ჟურნალისტმა თავისი აზრი არ უნდა მოახვიოს მკითხველს და გთხოვთ მომიტევოთ ზედმეტი გაცხარება.

ბოლოს კი ერთი პატარა გამოკითხვის შედეგი მინდა გაგაცნოთ: ამ მასალაზე მუშაობისას, 15-დან 75 წლამდე ასაკის 40 ადამიანს ერთი და იგივე შეკითხვა დავუსვი - უნდა იყოს თუ არა "საქართველოს ვარსკვლავის" და "ახალი ქართული ხმის" კონკურსებისთვის სავალდებულო, ძირითადი რეპერტუარის ქართულად შესრულება და უნდა ეწეოდნენ თუ არა მსგავსი კონკურსები ქართული მუსიკის პოპულარიზაციას? ჩემდა სასიხარულოდ, 40-დან 31-მა დამიდასტურა, რომ ქართული კონკურსების მიზანი სწორედ ქართული მუსიკის განვითარება და დაცვა უნდა იყოს და იქნებ უფრო ფართო მასშტაბითაც მოგვეწყო ამ საჭირბოროტო საკითხის განხილვა?!

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება