სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გრიგოლია და ილიკო სუხიშვილი მოტოციკლის "აცეკვებას" აპირებენ
ნიკა გრიგოლია და ილიკო სუხიშვილი მოტოციკლის "აცეკვებას" აპირებენ

აგ­ვის­ტოს ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ტო­ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბა­ი­კე­რე­ბი: ნიკა გრი­გო­ლია, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი და გია სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი. ისი­ნი ევ­რო­პის მო­ტოკ­ლუ­ბებ­თან აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას, 23-25 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლო­ში 500-ზე მეტი ბა­ი­კე­რი, მო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლი თუ მო­ტო­ტუ­რის­ტი მო­იყ­რის თავს. ზოგი სა­კუ­თა­რი მო­ტო­ციკ­ლით ჩა­მო­ვა, ზოგი თვითმფრი­ნა­ვით, ზო­გიც სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით, ზო­გი­ერთს ოჯა­ხის წევ­რე­ბიც მოჰ­ყავს.

რო­გორც ნიკა გრი­გო­ლი­ამ "ამ­ბე­ბი.გე"-სთან აღ­ნიშ­ნა, ადა­მი­ნე­ბი დიდ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ ფეს­ტი­ვა­ლის მი­მართ და არ უნდა, რომ მათ მო­ლო­დი­ნი გა­უწ­ბი­ლოს, ამი­ტომ მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­როს.

ნიკა გრი­გო­ლია:

- გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ინ­ტე­რე­სე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ტოკ­ლუ­ბი "რო­ლინგ ანარ­ხი" იჩენს. სწო­რედ ამ კლუ­ბის წევ­რე­ბი არი­ან ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი და გია სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი და მათი წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვა.

- რაკი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლია ამ ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ცხა­დია ფეს­ტი­ვალ­ზე "სუ­ხის­ვი­ლე­ბიც" იცეკ­ვე­ბენ?

- რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის გა­რე­შე ნამ­დვი­ლად არ ჩა­ივ­ლის ეს ფეს­ტი­ვა­ლი. შოუს წამ­ყვა­ნი მე ვიქ­ნე­ბი, მოკ­ლედ, მა­გა­რი დღე­ე­ბი გვე­ლის წინ.

- ე.ი. ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ახლა მო­ტოს აცეკ­ვე­ბა­საც აპი­რებს, არა…

- დიახ ასეა...

- და ბა­ი­კე­რო­ბას, რო­გორც გა­ტყობ, არც შენ ეშ­ვე­ბი...

- ეს არის საქ­მე, რომ­ლის გა­რე­შეც ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია... მას მერე, რაც ბავ­შვო­ბა­ში ორ­თვლი­ა­ნი ვე­ლო­სი­პე­დის მარ­თვა ვის­წავ­ლე, მო­ტო­მაც მი­მი­ზი­და, მალე ის ჩემი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ტა­ცე­ბა (თუ მთლი­ა­ნად ცხოვ­რე­ბა არა) გახ­და... მოკ­ლედ, მო­ტომ მი­მი­ზი­და, დავ­ჯე­ქი, მო­მე­წო­ნა, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, რომ სა­კუ­თა­რი მო­ტოც მქო­ნო­და და ვი­ყი­დე კი­დეც...

- თუმ­ცა ბა­ი­კე­რო­ბამ არა­ერთ ხი­ფათს გა­დაგ­ყა­რა. ბევ­რჯერ ხარ დამ­ტვრე­უ­ლი...

- კი, ამის გა­რე­შეც შე­უძ­ლე­ბე­ლია ბა­ი­კე­რის ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, უდი­დეს თა­ვი­სუფ­ლე­ბას მა­ნი­ჭებს. რო­დე­საც მო­ტოს ვმარ­თავ, სა­დაც არ უნდა ვიყო, ტყე­ში, მთა­ში, ტრა­სა­ზე, ყველ­გან ვხვდე­ბი, რომ სა­ოც­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, რა­საც თან უდი­დე­სი ად­რე­ნა­ლი­ნიც ახ­ლავს.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" შენ მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი მო­ტოს ფო­ტო­ზე წერ: "ეს არის ის, რის­თვი­საც მე მო­ვევ­ლი­ნე ამ ქვე­ყა­ნას"...

- კი, ეგ მე­გობ­რის მო­ტოა, რო­მელ­საც ხან­და­ხან მეც ვმარ­თავ ხოლ­მე. თვი­თონ კი "კა­ტე­ე­ნი" მყავს... მაგ­რამ ბოლო დროს რა­ღაც ძვე­ლი მო­ტო­ე­ბის­კენ მაქვს ლტოლ­ვა, ძვე­ლი "ჯარ­თი", რკი­ნა მომ­წონს.

- ისე, ბევ­რი ბა­ი­კე­რი ჩი­ვის, რომ ქა­ლაქ­ში ავ­ტო­ბუ­სე­ბი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ებს უქ­მნი­ან...

- ეს პრობ­ლე­მა არა მარ­ტო თბი­ლის­ში, ნე­ბის­მი­ერ დიდ ქა­ლაქ­შია. ამი­ტომ აქაც ჭირს მო­ტო­თი მოძ­რა­ო­ბა, მაგ­რამ რო­გორც არ უნდა იყოს საქ­მე, ჩემ­თვის მოტო უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა, ად­რე­ნა­ლი­ნი და თა­ვი­სუფ­ლე­ბაა!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნიკა გრიგოლია და ილიკო სუხიშვილი მოტოციკლის "აცეკვებას" აპირებენ

ნიკა გრიგოლია და ილიკო სუხიშვილი მოტოციკლის "აცეკვებას" აპირებენ

აგვისტოს ბოლოს საქართველოში მოტოფესტივალი გაიმართება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ცნობილი ქართველი ბაიკერები: ნიკა გრიგოლია, ილიკო სუხიშვილი და გია სამყურაშვილი. ისინი ევროპის მოტოკლუბებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, 23-25 აგვისტოს საქართველოში 500-ზე მეტი ბაიკერი, მოტომოყვარული თუ მოტოტურისტი მოიყრის თავს. ზოგი საკუთარი მოტოციკლით ჩამოვა, ზოგი თვითმფრინავით, ზოგიც საკუთარი ავტომანქანით, ზოგიერთს ოჯახის წევრებიც მოჰყავს.

როგორც ნიკა გრიგოლიამ "ამბები.გე"-სთან აღნიშნა, ადამინები დიდ ინტერესს იჩენენ  ფესტივალის მიმართ და არ უნდა, რომ მათ მოლოდინი გაუწბილოს, ამიტომ მონდომებულები მუშაობენ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

ნიკა გრიგოლია:

- განსაკუთრებულ დაინტერესებას საერთაშორისო მოტოკლუბი "როლინგ ანარხი" იჩენს. სწორედ ამ კლუბის წევრები არიან ილიკო სუხიშვილი და გია სამყურაშვილი და მათი წყალობით საქართველოში ბევრი სერიოზული ადამიანი ჩამოვა.

- რაკი ილიკო სუხიშვილია ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცხადია ფესტივალზე "სუხისვილებიც" იცეკვებენ?

- რა თქმა უნდა, ქართული ცეკვის გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის ეს ფესტივალი. შოუს წამყვანი მე ვიქნები, მოკლედ, მაგარი დღეები გველის წინ.

- ე.ი. ილიკო სუხიშვილი ახლა მოტოს აცეკვებასაც აპირებს, არა…

- დიახ ასეა...

- და ბაიკერობას, როგორც გატყობ, არც შენ ეშვები...

- ეს არის საქმე, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია... მას მერე, რაც ბავშვობაში ორთვლიანი ველოსიპედის მართვა ვისწავლე, მოტომაც მიმიზიდა, მალე ის ჩემი სერიოზული გატაცება (თუ მთლიანად ცხოვრება არა) გახდა... მოკლედ, მოტომ მიმიზიდა, დავჯექი, მომეწონა, სურვილი გამიჩნდა, რომ საკუთარი მოტოც მქონოდა და ვიყიდე კიდეც...

- თუმცა ბაიკერობამ არაერთ ხიფათს გადაგყარა. ბევრჯერ ხარ დამტვრეული...

- კი, ამის გარეშეც შეუძლებელია ბაიკერის ცხოვრება, მაგრამ ამ ყველაფერს რომ ვაკვირდები, უდიდეს თავისუფლებას მანიჭებს. როდესაც მოტოს ვმართავ, სადაც არ უნდა ვიყო, ტყეში, მთაში, ტრასაზე, ყველგან ვხვდები, რომ საოცრად თავისუფალი ვარ, რასაც თან უდიდესი ადრენალინიც ახლავს.

- "ფეისბუქზე" შენ მიერ განთავსებული ერთ-ერთი მოტოს ფოტოზე წერ: "ეს არის ის, რისთვისაც მე მოვევლინე ამ ქვეყანას"...

- კი, ეგ მეგობრის მოტოა, რომელსაც ხანდახან მეც ვმართავ ხოლმე. თვითონ კი "კატეენი" მყავს... მაგრამ ბოლო დროს რაღაც ძველი მოტოებისკენ მაქვს ლტოლვა, ძველი "ჯართი", რკინა მომწონს.

- ისე, ბევრი ბაიკერი ჩივის, რომ ქალაქში ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები სახიფათო სიტუაციებს უქმნიან...

- ეს პრობლემა არა მარტო თბილისში, ნებისმიერ დიდ ქალაქშია. ამიტომ აქაც ჭირს მოტოთი მოძრაობა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს საქმე, ჩემთვის მოტო უდიდესი სიამოვნება, ადრენალინი და თავისუფლებაა!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება