სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკვადორში ჰომოსექსუალიზმს სასტიკი მეთოდებით ”მკურნალობდნენ”
ეკვადორში ჰომოსექსუალიზმს სასტიკი მეთოდებით ”მკურნალობდნენ”

ეკ­ვა­დორ­ში რამ­დე­ნი­მე არა­ლე­გა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ი­ხუ­რა, სა­დაც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს "კურ­ნავ­დნენ". მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გე­ე­ბი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, რო­გორც პრობ­ლე­მა, არ აღ­მო­ფხვრი­ლა და კვლავ ითხოვს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვას. ამის შე­სა­ხებ El Comercio იტყო­ბი­ნე­ბა.

ეკ­ვა­დო­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის კა­რი­ნა ვან­სეს თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც ალ­კოჰო­ლიზ­მი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის­გან გან­კურ­ნე­ბი­სა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის სა­ხე­ლით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის არა­ლე­გა­ლურ "მკურ­ნა­ლო­ბას" სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით ეწე­ვი­ან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია გო­გო­ნა ის­ტო­რი­ა­მაც, რო­მელ­საც სუ­მე­ლა ჰქვია. მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დე­ნი­თა და ცივი წყლით აწა­მებ­დნენ. ასე­ვე გო­გო­ნა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა ხდე­ბო­და. მას აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ კი­დეც, რათა მას­ში მა­მა­კაც­თან სექ­სის სურ­ვი­ლი "აღეძ­რათ".

გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­ულ­თან კავ­ში­რი ჰქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კო­მი­სარ­საც. თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც გე­ე­ბი­სა და ლეს­ბო­სე­ლე­ბის "მკურ­ნა­ლო­ბას" კუ­რი­რებ­და, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, სა­მი­ნის­ტრო გა­ა­ორ­მა­გებს არა­ლე­გა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კონ­ტროლს. კა­რი­ნა ვან­სე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას საქ­მე ექ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლა­დო­ბის არა ერთჯე­რად შემ­თხვე­ვებ­თან, არა­მედ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქსელ­თან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია El Comercio-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ეკვადორში ჰომოსექსუალიზმს სასტიკი მეთოდებით ”მკურნალობდნენ”

ეკვადორში ჰომოსექსუალიზმს სასტიკი მეთოდებით ”მკურნალობდნენ”

ეკვადორში რამდენიმე არალეგალური სამედიცინო დაწესებულება დაიხურა, სადაც ჰომოსექსუალიზმს ”კურნავდნენ”. მიუხედავად ამისა, გეებისადმი სასტიკი მოპყრობა, როგორც პრობლემა, არ აღმოფხვრილა და კვლავ ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევას. ამის შესახებ El Comercio იტყობინება.

ეკვადორის ჯანდაცვის მინისტრის კარინა ვანსეს თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან განკურნებისა და სარეაბილიტაციო ცენტრის სახელით ფუნქციონირებენ, ჰომოსექსუალიზმის არალეგალურ "მკურნალობას" სასტიკი მეთოდებით ეწევიან.

საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია გოგონა ისტორიამაც, რომელსაც სუმელა ჰქვია. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დენითა და ცივი წყლით აწამებდნენ. ასევე გოგონაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა. მას აუპატიურებდნენ კიდეც, რათა მასში მამაკაცთან სექსის სურვილი ”აღეძრათ”.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულთან კავშირი ჰქონდა ადგილობრივი ჯანდაცვის კომისარსაც. თანამდებობის პირი, რომელიც გეებისა და ლესბოსელების "მკურნალობას" კურირებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრო გააორმაგებს არალეგალური დაწესებულებების კონტროლს. კარინა ვანსე დარწმუნებულია, რომ სპეციალურ კომისიას საქმე ექნება ადამიანებზე ძალადობის არა ერთჯერად შემთხვევებთან, არამედ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელთან.

მომზადებულია El Comercio-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა