საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულმა ფილმმა ევროპული კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა
ქართულმა ფილმმა ევროპული კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა

ევ­რო­პის ახალ­გაზ­დუ­ლი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის VOICES-2013-ის გრან-პრი ქრთველ რე­ჟი­სორს, ნანა ექ­ვთი­მიშ­ვილს ერგო. ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი­სა და გერ­მა­ნე­ლი სი­მონ გრო­სის ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი" ჟი­უ­რიმ სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რა.

კი­ნო­სუ­რა­თი ორი თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნას, ნა­თი­ა­სა და ეკას ცხოვ­რე­ბას 90-იანი წლე­ბის ფონ­ზე ასა­ხავს. ფილმში გა­ცო­ცხლე­ბუ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი.

"ასამ­დე სკო­ლა მო­ვი­ა­რეთ, სა­ნამ ეკას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ვი­პო­ვი­დით. ნა­თია კი ქუ­ჩა­ში შევ­ნიშ­ნეთ და მა­შინ­ვე გა­და­ღე­ბებ­ზე მი­ვიწ­ვი­ეთ" - აცხა­დებს ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმით, კას­ტინ­გი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის პრი­ზი პო­ლო­ნელ მსა­ხი­ობს, კა­ტარ­ჯი­ნა კვი­ა­ტოვ­სკის გა­და­ე­ცა ფილმში "ქა­ლუ­რი დღე" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ირ­კვა, რომ ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი და კვი­ატ­კოვ­სკი იუ­ბი­ლა­რე­ბი გახ­ლდნენ. ამის გამ­გო­ნე ჟი­უ­რის წევ­რებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­გან­გე­ბოდ გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ამ დამ­თხვე­ვის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ და საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ზე ამ ფაქ­ტორს არ უმოქ­მე­დია.

სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბად აღი­ა­რეს ლარს მი­კელ­სე­ნი და­ნი­ურ ფილმში "ზე­დამ­ხედ­ვე­ლი" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის, ის ჯილ­დოს წა­სა­ღე­ბად ცე­რე­მო­ნი­ა­ზე არ მი­სუ­ლა.

ფეს­ტი­ვა­ლი სო­ფია კო­პო­ლას "ელი­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბით" და­ი­ხუ­რა. ფილ­მი თი­ნე­ი­ჯერ­თა დაჯ­გუ­ფე­ბას ეხე­ბა, რომ­ლე­ბიც ბრენ­დუ­ლი ნივ­თე­ბის გამო ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის ბი­ნებს ძარ­ცვა­ვენ.

ფეს­ტი­ვალ­ზე სულ 60 კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. ძი­რი­თად სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში კი 9 ფილ­მი იყო წარ­დგე­ნი­ლი.

ექ­ვთი­მიშ­ვი­ლის ფილ­მის­თვის ეს პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა არ არის. "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი" ვის­ბა­დე­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ go East-ზე მთა­ვა­რი პრი­ზი­სა და 100 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია izvestia.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქართულმა ფილმმა ევროპული კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა

ქართულმა ფილმმა ევროპული კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა

ევროპის ახალგაზდული კინოფესტივალის VOICES-2013-ის გრან-პრი ქრთველ რეჟისორს, ნანა ექვთიმიშვილს ერგო. ექვთიმიშვილისა და გერმანელი სიმონ გროსის ერთობლივი ნამუშევარი "გრძელი ნათელი დღეები" ჟიურიმ საუკეთესოდ აღიარა.

კინოსურათი ორი თინეიჯერი გოგონას, ნათიასა და ეკას ცხოვრებას 90-იანი წლების ფონზე ასახავს. ფილმში გაცოცხლებულია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დღეები.

"ასამდე სკოლა მოვიარეთ, სანამ ეკას როლის შემსრულებელს ვიპოვიდით. ნათია კი ქუჩაში შევნიშნეთ და მაშინვე გადაღებებზე მივიწვიეთ" - აცხადებს ექვთიმიშვილი, რომლის თქმით, კასტინგი მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი პოლონელ მსახიობს, კატარჯინა კვიატოვსკის გადაეცა ფილმში "ქალური დღე" შესრულებული როლისთვის.

ცერემონიაზე გაირკვა, რომ ექვთიმიშვილი და კვიატკოვსკი იუბილარები გახლდნენ. ამის გამგონე ჟიურის წევრებმა საზოგადოებას საგანგებოდ განუმარტეს, რომ ამ დამთხვევის შესახებ არაფერი იცოდნენ და საპრიზო ადგილების გამოვლენაზე ამ ფაქტორს არ უმოქმედია.

საუკეთესო მსახიობად აღიარეს ლარს მიკელსენი დანიურ ფილმში "ზედამხედველი" შესრულებული როლისთვის, ის ჯილდოს წასაღებად ცერემონიაზე არ მისულა.

ფესტივალი სოფია კოპოლას "ელიტური საზოგადოებით" დაიხურა. ფილმი თინეიჯერთა დაჯგუფებას ეხება, რომლებიც ბრენდული ნივთების გამო ჰოლივუდის ვარსკვლავების ბინებს ძარცვავენ.

ფესტივალზე სულ 60 კინოჩვენება გაიმართა. ძირითად საკონკურსო პროგრამაში კი 9 ფილმი იყო წარდგენილი.

ექვთიმიშვილის ფილმისთვის ეს პირველი საერთაშორისო აღიარება არ არის. "გრძელი ნათელი დღეები" ვისბადენის კინოფესტივალ go East-ზე მთავარი პრიზისა და 100 000 ევროს ოდენობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება