სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხიბლი აქვს დავით აქუბარდიასთან ერთად გადაცემის წაყვანას
რა ხიბლი აქვს დავით აქუბარდიასთან ერთად გადაცემის წაყვანას

თაკო აბა­ში­ძეს უჩინ­მა­ჩი­ნო­ბა ბევ­რჯერ უნატ­რია და ახ­ლაც ნატ­რობს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულს ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია მექ­ნე­ბო­დაო, - ამ­ბობს. მსა­ხი­ო­ბი ამ­ჟა­მად რა­დიო "დარ­დი­მან­დში" მუ­შა­ობს და ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­შიც პე­და­გო­გობს. ცოტა ხნის წინ ის "კო­მე­დი არ­ხის" სე­რი­ალ­შიც - "კოქ­ტე­ი­ლი" გა­მოჩ­ნდა...

- შან­სი რომ გქონ­დეთ, ერთი დღით რო­მელ არ­სე­ბად გა­და­იქ­ცე­ო­დით?

- რო­მე­ლი­მე მწე­რად, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პა­ტა­რა, თით­ქმის უხი­ლა­ვი იქ­ნე­ბო­და; მერე ბევრ ად­გი­ლას შევფრინ­დე­ბო­დი და უამ­რავ სა­ი­დუმ­ლოს ავ­ხდი­დი ფარ­დას...

- ვთქვათ, მა­ღა­ზი­ა­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად შე­სულს, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი უც­ნა­უ­რად გი­ყუ­რე­ბენ...

- ყუ­რა­დღე­ბას არ მი­ვაქ­ცევ. ჩვენ­თან უც­ნა­უ­რად ცქე­რა უმი­ზე­ზო­დაც სჩ­ვე­ვი­ათ. ასე რომ, ახა­ლი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა (იღი­მის)...

- ხე­დავთ, რომ ცალ-ცალი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­გიც­ვამთ...

- არა უშავს, რო­გორ­მე გავძლებ, მით უმე­ტეს, რომ ზოგი ადა­მი­ა­ნი ასე სპე­ცი­ა­ლუ­რად იც­ვამს.

- ვთქვათ, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მე­უღ­ლე გიმ­ხელთ, რომ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს შეხ­ვდა...

- მას­ზე უა­რე­სად შევ­შფოთ­დე­ბი (იცი­ნის).

- ქუ­ჩა­ში პატ­რუ­ლი გა­ჯა­რი­მებთ და თან გიხ­სნით: ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, ახა­ლი კა­ნო­ნი შე­ვი­და ძა­ლა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, დიდმკერ­დი­ან ქალ­ბა­ტო­ნებს ვიწ­რო სა­მო­სის ჩაც­მა ეკ­რძა­ლე­ბათ, - მა­მა­კა­ცე­ბის­თვის არაჰუ­მა­ნუ­რი­აო...

- კა­ნონს და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­დევ­ნო ცვლი­ლე­ბას და­ვე­ლო­დე­ბი, რათა ისე ჩა­ვიც­ვა, რო­გორც მინ­და.

- და­ვით აქუ­ბარ­დია თა­ნა­წამ­ყვა­ნო­ბას გთა­ვა­ზობთ...

- აუ­ცი­ლებ­ლად დავ­თან­ხმდე­ბი (იცი­ნის). ხომ იცი, სი­ცი­ლი სი­ცო­ცხლეს ახან­გრძლი­ვებს.

- ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ცნო­ბი­ლია. ამ­ჟა­მად შინ რამ­დე­ნი ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი გყავთ?

- პე­კი­ნე­სის ჯი­შის ძაღ­ლი - პიკო, 2 სპარ­სუ­ლი კატა - ტასო და ფუფა, აკ­ვა­რი­უ­მის თევ­ზე­ბი, კუ, ია­დო­ნე­ბი, მთის ჩი­ტე­ბი - "ჩი­ჟი­კე­ბი" და რამ­დე­ნი­მე ჯი­შის ჩიტი ამ­ჟა­მად დე­დას­თან ცხოვ­რო­ბენ. სახ­ლში მხო­ლოდ თუ­თი­ყუ­ში და ამა­დი­ნე­ბი (ჩიტი) მყავს. ჩემი პა­ტა­რის გამო, ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლას ვერ ვა­ხერ­ხებ. ლეკ­ვის ყო­ლა­საც ვა­პი­რებ: აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შვებს ცხო­ვე­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ვას­წავ­ლოთ. ეს პა­ტა­რებ­ში კე­თილ­შო­ბილ გრძნო­ბებ­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ავი­თა­რებს. ბავ­შვებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ ცხო­ვე­ლე­ბი ერ­თგუ­ლი და და­უც­ვე­ლი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მათ აგ­რე­სი­უ­ლად კი არა, სიყ­ვა­რუ­ლით უნდა მო­ექ­ცნენ. ხში­რად პა­ტა­რებ­მა კი არა, უფ­რო­სებ­მაც არ იცი­ან, ცხო­ვე­ლებს რო­გორ მო­ე­პყრონ. ეს იმის გამო ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხო­ვე­ლის მოვ­ლის კულ­ტუ­რა ძალ­ზე და­ბა­ლია.

- ვთქვათ, "ცხო­ველ­თა დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან" და­გი­რე­კეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე პი­რო­ბებ­ში მყო­ფი და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მურა დათ­ვე­ბი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, ვო­ლი­ერ­ში მთე­ლი დღის გა­ტა­რე­ბა გთხო­ვეს...

- ცხო­ვე­ლე­ბი ისე მიყ­ვარს, რომ მათ და­სახ­მა­რებ­ლად ვო­ლი­ერ­ში ერთ დღეს კი არა, მთელ კვი­რას გა­ვა­ტა­რებ­დი. თან, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ად­რე­ნა­ლინს არ გა­მოვ­ყოფ - არ მე­ში­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, არ მკბე­ნენ. ასე­ვე, არ მე­ში­ნია მიც­ვა­ლე­ბუ­ლის. ვფიქ­რობ, რომ ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი ბევ­რად უფრო სა­ში­შია (იცი­ნის).

- ერთ-ერთ ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში ხე­დავთ, რომ თქვე­ნი ორე­უ­ლი პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­შია ჩარ­თუ­ლი და თქვე­ნი სა­ხე­ლით გა­ცხა­რე­ბით ამ­ბობს, - სა­ქარ­თვე­ლოს ქალი პრე­ზი­დენ­ტი, - ანუ მე ვჭირ­დე­ბიო!

- ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­ცი­ნებ­დი და თა­ვა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ცხა­დებ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რწმე­ნა, კარ­გად და­ფიქ­რე­ბა სჭირ­დე­ბა და კი­დევ - დიდი, ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბი...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა ხიბლი აქვს დავით აქუბარდიასთან ერთად გადაცემის წაყვანას

რა ხიბლი აქვს დავით აქუბარდიასთან ერთად გადაცემის წაყვანას

თაკო აბაშიძეს უჩინმაჩინობა ბევრჯერ უნატრია და ახლაც ნატრობს. გაუჩინარებულს ყველაზე მეტი ინფორმაცია მექნებოდაო, - ამბობს. მსახიობი ამჟამად რადიო "დარდიმანდში" მუშაობს და ქართულ-ამერიკული სკოლის თეატრალურ სტუდიაშიც პედაგოგობს. ცოტა ხნის წინ ის "კომედი არხის" სერიალშიც - "კოქტეილი" გამოჩნდა...

- შანსი რომ გქონდეთ, ერთი დღით რომელ არსებად გადაიქცეოდით?

- რომელიმე მწერად, რომელიც ძალიან პატარა, თითქმის უხილავი იქნებოდა; მერე ბევრ ადგილას შევფრინდებოდი და უამრავ საიდუმლოს ავხდიდი ფარდას...

- ვთქვათ, მაღაზიაში საკვები პროდუქტების საყიდლად შესულს, გარშემო მყოფები უცნაურად გიყურებენ...

- ყურადღებას არ მივაქცევ. ჩვენთან უცნაურად ცქერა უმიზეზოდაც სჩვევიათ. ასე რომ, ახალი არაფერი მოხდება (იღიმის)...

- ხედავთ, რომ ცალ-ცალი ფეხსაცმელი ჩაგიცვამთ...

- არა უშავს, როგორმე გავძლებ, მით უმეტეს, რომ ზოგი ადამიანი ასე სპეციალურად იცვამს.

- ვთქვათ, შეშფოთებული მეუღლე გიმხელთ, რომ უცხოპლანეტელებს შეხვდა...

- მასზე უარესად შევშფოთდები (იცინის).

- ქუჩაში პატრული გაჯარიმებთ და თან გიხსნით: ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, დიდმკერდიან ქალბატონებს ვიწრო სამოსის ჩაცმა ეკრძალებათ, - მამაკაცებისთვის არაჰუმანურიაო...

- კანონს დავემორჩილები და ხელისუფლების მომდევნო ცვლილებას დაველოდები, რათა ისე ჩავიცვა, როგორც მინდა.

- დავით აქუბარდია თანაწამყვანობას გთავაზობთ...

- აუცილებლად დავთანხმდები (იცინის). ხომ იცი, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

- ცხოველების მიმართ თქვენი განსაკუთრებული სიყვარული ცნობილია. ამჟამად შინ რამდენი ოთხფეხა მეგობარი გყავთ?

- პეკინესის ჯიშის ძაღლი - პიკო, 2 სპარსული კატა - ტასო და ფუფა, აკვარიუმის თევზები, კუ, იადონები, მთის ჩიტები - "ჩიჟიკები" და რამდენიმე ჯიშის ჩიტი ამჟამად დედასთან ცხოვრობენ. სახლში მხოლოდ თუთიყუში და ამადინები (ჩიტი) მყავს. ჩემი პატარის გამო, ცხოველების მოვლას ვერ ვახერხებ. ლეკვის ყოლასაც ვაპირებ: აუცილებელია, ბავშვებს ცხოველის სიყვარული ვასწავლოთ. ეს პატარებში კეთილშობილ გრძნობებსა და პასუხისმგებლობას ავითარებს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ცხოველები ერთგული და დაუცველი არსებები არიან. მათ აგრესიულად კი არა, სიყვარულით უნდა მოექცნენ. ხშირად პატარებმა კი არა, უფროსებმაც არ იციან, ცხოველებს როგორ მოეპყრონ. ეს იმის გამო ხდება, რომ საქართველოში ცხოველის მოვლის კულტურა ძალზე დაბალია.

- ვთქვათ, "ცხოველთა დაცვის საზოგადოებიდან" დაგირეკეს და საქართველოში მძიმე პირობებში მყოფი დატყვევებული მურა დათვებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ვოლიერში მთელი დღის გატარება გთხოვეს...

- ცხოველები ისე მიყვარს, რომ მათ დასახმარებლად ვოლიერში ერთ დღეს კი არა, მთელ კვირას გავატარებდი. თან, მათთან ურთიერთობისას ადრენალინს არ გამოვყოფ - არ მეშინია და შესაბამისად, არ მკბენენ. ასევე, არ მეშინია მიცვალებულის. ვფიქრობ, რომ ცოცხალი ადამიანი ბევრად უფრო საშიშია (იცინის).

- ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ხედავთ, რომ თქვენი ორეული პოლიტიკურ დებატებშია ჩართული და თქვენი სახელით გაცხარებით ამბობს, - საქართველოს ქალი პრეზიდენტი, - ანუ მე ვჭირდებიო!

- ძალიან ბევრს ვიცინებდი და თავადაც აუცილებლად განვაცხადებდი, რომ საქართველოს რწმენა, კარგად დაფიქრება სჭირდება და კიდევ - დიდი, ფართოდ გახელილი თვალები...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება