სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ რჩეულიშვილი - რუსუდანს საერთოდ ვინ რას ეკითხებოდა?
ვახტანგ რჩეულიშვილი - რუსუდანს საერთოდ ვინ რას ეკითხებოდა?

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ცენ­ტრ პო­ინ­ტი­სა" და "დექ­სუ­სის" დამ­ფუძ­ნებ­ლებს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. ამა­ზე კო­მენ­ტა­რი "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ ვიცე-სპი­კერს ვახ­ტან რჩე­უ­ლიშ­ვილს ვთხო­ვეთ.

- "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ საქ­მე­ზე და­ი­კი­თხნენ მა­ი­აც და რუ­სუ­და­ნიც. რამ­დე­ნა­დაც ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ძი­ე­ბა უკვე დას­რულ­და და მა­სა­ლებს აც­ნო­ბენ. ვიცი, რომ ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბათ, რად­გან მაია და რუ­სუ­და­ნი არი­ან დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი, თუმ­ცა ჩვენ ბრალს არ ვა­ღი­ა­რებთ და ვამ­ბობთ, რომ პი­რი­ქით ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თეთ, ხალ­ხის ინ­ტე­რე­სის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად და აწი ამა­ზე სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს.

- ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ მშე­ნებ­ლო­ბას გე­და­ვე­ბათ გა­მო­ძი­ე­ბა, რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ა­კა­ძის ქუ­ჩა­ზე შე­ჩე­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი­თაც ხომ არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან?

- სა­ერ­თოდ ამ საქ­მი­დან არა­ფე­რი არ გა­მო­ვა, მანდ ასე­თი რე­ა­ლო­ბაა: თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ პრო­ექტს, თა­ვი­დან­ვე 4 მი­ლი­ო­ნის ქო­ნე­ბა ჩა­მო­აჭ­რა ქა­ლა­ქის მე­რი­ამ. ამი­ტო­მაც თა­ვი­დან­ვე დიდი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ხე­ლოვ­ნუ­რად და ამი­ტომ ვერ დას­რულ­და, პრო­ექ­ტი და­სა­წყის­ში­ვე და­ზა­რალ­და, თუმ­ცა დიდი მცდე­ლო­ბით მა­ინც მი­ვიყ­ვა­ნეთ ბო­ლომ­დე. ახლა შექ­მნი­ლია ორი ამ­ხა­ნა­გო­ბა, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ში და­ო­ბენ და უკვე 90% აშე­ნე­ბულ ბი­ნებს ვერ ვაძ­ლევთ მო­ბი­ნად­რე­ებს, რად­გან ერთი ამ­ხა­ნა­გო­ბა ჩი­ვის, რომ მი­სია ეს ბინა და მე­ო­რეც ანა­ლო­გი­ურს აკე­თებს, მაგ­რამ ეს მათი გა­სარ­კვე­ვია, ჩვენ რას გვერ­ჩი­ან? არც მე­რი­ა­ზე და არც ამ ამ­ხა­ნა­გო­ბებ­ზე ჩვენ პა­სუხს არ ვა­გებთ, მაგ­რამ რად­გან მაია და რუ­სუ­და­ნი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან, სა­ჩი­ვა­რი ამათ­ზე­ცაა და მი­ლი­ო­ნებ­ზე და­ვა­ში ამა­თი სა­ხე­ლიც ფი­გუ­რი­რებს. და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ ამ მი­ლი­ო­ნებ­თან კავ­ში­რი არ გვაქვს, არა­ვი­თარ გაფ­ლან­გვას არ აქვს ად­გი­ლი.

- "დექ­სუ­სის" უკან ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ინ­ტე­რე­სი ხომ არაა?

- "დექ­სუ­სი" ეს გიგი უგუ­ლა­ვას ფირ­მაა.

- ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი და არ უც­დია გიგი უგუ­ლა­ვას­თან ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი?

- ბევ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად არა­ფე­რი არ გა­მოგ­ვი­ვი­და. ერთი-ორ­ჯერ მეც ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, ხოლო რუ­სუ­დანს სა­ერ­თოდ ვინ ეკი­თხე­ბო­და, კი იყო თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ რა ეკი­თხე­ბო­და სა­ერ­თოდ. ისე, მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რუ­სუ­და­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რესს ჰქონ­დეს ად­გი­ლი, მაგ­რამ ეს რე­ა­ლუ­რად არა­ფერს არ ცვლის. ჩემს და მა­ი­ა­სად­მი არა­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი არ აქვს და ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არის, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ირ­კვე­ვა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, პრო­კუ­რა­ტუ­რას ვენ­დო­ბი. ჩვენს ბევრ ობი­ექტს ყა­და­ღა აქვს და­დე­ბუ­ლი. ამა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თეთ და ისი­ნი გვეხ­მა­რე­ბი­ან.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვახტანგ რჩეულიშვილი - რუსუდანს საერთოდ ვინ რას ეკითხებოდა?

ვახტანგ რჩეულიშვილი - რუსუდანს საერთოდ ვინ რას ეკითხებოდა?

დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "ცენტრ პოინტისა" და "დექსუსის" დამფუძნებლებს ბრალი წაუყენა. ამაზე კომენტარი "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის მეუღლეს, პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს ვახტან რჩეულიშვილს ვთხოვეთ.

- "ცენტრ პოინტის" წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე დაიკითხნენ მაიაც და რუსუდანიც. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ძიება უკვე დასრულდა და მასალებს აცნობენ. ვიცი, რომ ბრალი წარედგინებათ, რადგან მაია და რუსუდანი არიან დამფუძნებლები, თუმცა ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ და ვამბობთ, რომ პირიქით ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ, ხალხის ინტერესის დასაკმაყოფილებლად და აწი ამაზე სასამართლო იმსჯელებს.

- ჯერჯერობით მხოლოდ თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ მშენებლობას გედავებათ გამოძიება, როგორ ფიქრობთ, სააკაძის ქუჩაზე შეჩერებული მშენებლობებითაც ხომ არ დაინტერესდებიან?

- საერთოდ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა, მანდ ასეთი რეალობაა: თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ პროექტს, თავიდანვე 4 მილიონის ქონება ჩამოაჭრა ქალაქის მერიამ. ამიტომაც თავიდანვე დიდი პრობლემები შექმნა ხელოვნურად და ამიტომ ვერ დასრულდა, პროექტი დასაწყისშივე დაზარალდა, თუმცა დიდი მცდელობით მაინც მივიყვანეთ ბოლომდე. ახლა შექმნილია ორი ამხანაგობა, რომლებიც ერთმანეთში დაობენ და უკვე 90% აშენებულ ბინებს ვერ ვაძლევთ მობინადრეებს, რადგან ერთი ამხანაგობა ჩივის, რომ მისია ეს ბინა და მეორეც ანალოგიურს აკეთებს, მაგრამ ეს მათი გასარკვევია, ჩვენ რას გვერჩიან? არც მერიაზე და არც ამ ამხანაგობებზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ რადგან მაია და რუსუდანი დამფუძნებლები არიან, საჩივარი ამათზეცაა და მილიონებზე დავაში ამათი სახელიც ფიგურირებს. დავამტკიცებთ, რომ ამ მილიონებთან კავშირი არ გვაქვს, არავითარ გაფლანგვას არ აქვს ადგილი.

- "დექსუსის" უკან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესი ხომ არაა?

- "დექსუსი" ეს გიგი უგულავას ფირმაა.

- ქალბატონი რუსუდანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და არ უცდია გიგი უგულავასთან ამ საკითხზე საუბარი?

- ბევრი მცდელობის მიუხედავად არაფერი არ გამოგვივიდა. ერთი-ორჯერ მეც ვიყავი მისული, ხოლო რუსუდანს საერთოდ ვინ ეკითხებოდა, კი იყო თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტში, მაგრამ რა ეკითხებოდა საერთოდ. ისე, მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსუდანის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინტერესს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს რეალურად არაფერს არ ცვლის. ჩემს და მაიასადმი არავის პოლიტიკური ინტერესი არ აქვს და ის პრობლემები, რომლებიც არის, აუცილებლად გაირკვევა. სიმართლე გითხრათ, პროკურატურას ვენდობი. ჩვენს ბევრ ობიექტს ყადაღა აქვს დადებული. ამაზე პროკურატურას მივმართეთ და ისინი გვეხმარებიან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა