სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი - "კოცნაობას გვიკრძალავენო და არის ერთი ღმეჭა"
დავით ზურაბიშვილი - "კოცნაობას გვიკრძალავენო და არის ერთი ღმეჭა"

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რამ­დე­ნი კრე­ტი­ნუ­ლი კა­ნო­ნი მი­უ­ღი­ათ მი­შას დროს, კა­ციშ­ვილს ყური არ შე­უ­ბერ­ტყავს, უმე­ტე­სო­ბას არც გა­უ­გია. ახლა კი­დევ კოც­ნა­ო­ბას გვიკ­რძა­ლა­ვე­ნო და არის ერთი ღმე­ჭა, ღრე­ჭა, ბრიყ­ვო­ბა და უკ­მე­ხო­ბა (ილი­ას პე­რიფ­რა­ზაა, ჩემი არ გე­გო­ნოთ. დ. ზ.). რაც მთა­ვა­რია, რამ­დე­ნიც არ უნდა იძა­ხო, რომ მსგავ­სი რამ არც რო­მე­ლი­მე კა­ნონპ­რო­ექ­ტში წე­რია და შსს პრეს­სამ­სა­ხურ­მაც რამ­დე­ნი გან­ცხა­დე­ბა არ უნდა აკე­თოს, ამ საქ­მეს მა­ინც არა­ფე­რი შვე­ლის - გინ­და თუ არა ზა­სა­ო­ბა­ზე დაგ­ვშტრა­ფა­ვენ ამი­ე­რი­და­ნო. კი ბა­ტო­ნო, ვა­ღი­ა­რებ, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყოფ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა" ერ­თობ ქლი­ა­ვუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბაა, თან "სა­ვეც­კი" ეპო­ქი­დან გად­მო­ყო­ლი­ლი, მაგ­რამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ფე­ის­ბუ­ქი­ზი­რე­ბულ­მა ერმა ასე მა­სი­უ­რად რა­ტომ მა­ინ­ცა და მა­ინც ხვევ­ნა­კოც­ნა-მტლა­შამტლუ­ში იგუ­ლის­ხმა და არა­ერ­თგზის გან­მარ­ტე­ბა­თა მი­უ­ხე­და­ვად რა­ტომ აწ­ვე­ბა ასე ჯი­უ­ტად პირ­ველ ჩვე­ნე­ბას, მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სოა წმინ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი (ან სუ­ლაც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი) თვალ­საზ­რი­სით", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, "ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სმა ქუ­ჩებ­ში, სტა­დი­ო­ნებ­ზე, სკვე­რებ­ში, პარ­კებ­ში, ყვე­ლა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში, გარ­და სა­ვაჭ­რო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის სა­წარ­მო­ე­ბი­სა, სა­დაც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ჩა­მოს­ხმით გა­ყიდ­ვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყოფ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბით და­ის­ჯე­ბა, ხოლო მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით".

ამა­ვე პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, თუ საქ­მის გა­რე­მო­ე­ბა­თა მი­ხედ­ვით და დამ­რღვე­ვი პი­როვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა არა­საკ­მა­რი­სად ჩა­ით­ვლე­ბა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 15 დღე-ღა­მემ­დე ვა­დით.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დავით ზურაბიშვილი - "კოცნაობას გვიკრძალავენო და არის ერთი ღმეჭა"

დავით ზურაბიშვილი - "კოცნაობას გვიკრძალავენო და არის ერთი ღმეჭა"

განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს ეხმაურება.

"რამდენი კრეტინული კანონი მიუღიათ მიშას დროს, კაციშვილს ყური არ შეუბერტყავს, უმეტესობას არც გაუგია. ახლა კიდევ კოცნაობას გვიკრძალავენო და არის ერთი ღმეჭა, ღრეჭა, ბრიყვობა და უკმეხობა (ილიას პერიფრაზაა, ჩემი არ გეგონოთ. დ. ზ.). რაც მთავარია, რამდენიც არ უნდა იძახო, რომ მსგავსი რამ არც რომელიმე კანონპროექტში წერია და შსს პრესსამსახურმაც რამდენი განცხადება არ უნდა აკეთოს, ამ საქმეს მაინც არაფერი შველის - გინდა თუ არა ზასაობაზე დაგვშტრაფავენ ამიერიდანო. კი ბატონო, ვაღიარებ, რომ "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა" ერთობ ქლიავური ფორმულირებაა, თან "სავეცკი" ეპოქიდან გადმოყოლილი, მაგრამ ამ მდგომარეობაში ფეისბუქიზირებულმა ერმა ასე მასიურად რატომ მაინცა და მაინც ხვევნაკოცნა-მტლაშამტლუში იგულისხმა და არაერთგზის განმარტებათა მიუხედავად რატომ აწვება ასე ჯიუტად პირველ ჩვენებას, მართლა საინტერესოა წმინდა ფსიქოლოგიური (ან სულაც ფსიქიატრიული) თვალსაზრისით", - წერს ზურაბიშვილი.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".

ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს