საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი შაშკინი - სკოლებში 6 თვეში დაბრუნდა ძველი დრო
დიმიტრი შაშკინი - სკოლებში 6 თვეში დაბრუნდა ძველი დრო

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქით" პა­სუ­ხობს.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­დან, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი უსაფრ­თხო სკო­ლის პროგ­რა­მა და სკო­ლებ­ში მან­და­ტუ­რე­ბის შეყ­ვა­ნა იყო. მო­სახ­ლე­ო­ბის 76% ამ რე­ფორ­მას მხარს უჭერ­და და ამავდრო­უ­ლად, სწო­რედ ეს პრო­ექ­ტი ხდე­ბო­და ყვე­ლა­ზე ხში­რად კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან. ოპო­ნენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ უარ­ყოფ­და ამ პროგ­რა­მის მნიშ­ვნე­ლო­ბას, მაგ­რამ გვი­წუ­ნებ­და იმპლე­მენ­ტა­ცი­ის ტაქ­ტი­კას.

ეს პროგ­რა­მა 2010 წელს და­ი­წყო. იმ დრო­ის­თვის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, სი­ტუ­ა­ცია კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იყო. სუს­ტის და­ჩაგ­ვრა, ე.წ. "ობ­ში­ა­კის" შეგ­რო­ვე­ბა, ცივი და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, კვი­რა არ გა­ვი­დო­და, რომ რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რი­ყო. 2009 წლის დე­კემ­ბერ­ში უფ­როსკლა­სე­ლებ­მა, გარ­თო­ბის მიზ­ნით, მე-2 კლა­სელს სა­პირ­ფა­რე­შო­ში ხელ­ში ლურ­სმნე­ბი ჩა­არ­ჭეს და კე­დელ­ზე მი­ლურ­სმუ­ლი და­ტო­ვეს.

სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც ამ­ძი­მებ­და, რომ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის მი­საჩ­ქმა­ლად, რად­გან, მათი აზ­რით, ეს სკო­ლის იმიჯს ავ­ნებ­და. ძა­ლა­დო­ბას­თან ბრძო­ლის ნაც­ვლად, ბევ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ფა­რუ­ლად მხარს უჭერ­და ე.წ. სკო­ლის მა­ყუ­რებ­ლებს, მათ­თვის გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს ქმნი­და და ასე­თი სის­ტე­მით ცდი­ლობ­და თა­ვის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის შექ­მნას.

უსაფრ­თხო სკო­ლის რე­ფორ­მის და­წყე­ბი­სას, ჩვენს წი­ნა­შე მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნა იდგა: ჩვენ შეგ­ვეძ­ლო ბევ­რი გვე­ლა­პა­რა­კა სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე, მოგ­ვწე­ყო არა­ერ­თი მრგვა­ლი მა­გი­და, ყვე­ლა­ფე­რი მშობ­ლე­ბის­თვის დაგ­ვებ­რა­ლე­ბი­ნა ან გვე­ღი­ა­რე­ბი­ნა, რომ ეს ჩვე­ნი პრობ­ლე­მა იყო და რე­ა­ლუ­რად მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა ის.

რე­ფორ­მის და­სა­წყის­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მას ჩვენ ვერ მო­ვაგ­ვა­რებ­დით, რად­გან ის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ბევ­რი ექ­სპერ­ტის რჩე­ვა იყო, რომ გვე­სა­უბ­რა არა შე­დეგ­ზე, ანუ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, არა­მედ პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც 5-10 წლის მან­ძილ­ზე გა­ი­წე­ლე­ბო­და. ჩემ­თვის კი ყვე­ლა­ზე მი­უ­ღე­ბე­ლია ორი­ენ­ტი­რე­ბა მხო­ლოდ პრო­ცეს­ზე და არა შე­დეგ­ზე. ჩემ­თვის მე­ნე­ჯმენ­ტის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, მი­ვი­ღოთ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი და არა უბ­რა­ლოდ ვი­ლაპ­რა­კოთ პრო­ცეს­ზე.

მე ვერ ვი­ტყვი, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე არ გან­ვი­ხი­ლავ­დით სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს. იყო რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა. პირ­ვე­ლი, ფსი­ქო­ლო­გის ინ­სტი­ტუ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ქა­ღალ­დზე ეს ლა­მა­ზად ჩან­და, რე­ა­ლო­ბა­ში ამ მიდ­გო­მას გა­და­უ­ლა­ხა­ვი ბა­რი­ე­რი ჰქონ­და: ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გია, რო­მელ­თაც ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ. ჩვენ კი ასეთ 1500 გვჭირ­დე­ბო­და. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი იყო სკო­ლე­ბის შე­ნო­ბე­ბის და­ყო­ფა სამი სა­ფე­ხუ­რის მი­ხედ­ვით, ანუ ერთ შე­ნო­ბა­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ 1-6 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მე­ო­რე­ში - 7-9 კლა­სის ჩათ­ვლით და მე-10-მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი - სკო­ლის ცალ­კე შე­ნო­ბა­ში. ამ პრინ­ცი­პის იდეა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ უფ­როსკლა­სე­ლებს არ ჰქონ­დეთ შე­ხე­ბა უმ­ცროსკლა­სე­ლებ­თან. ასე­თი მო­დე­ლი ამე­რი­კა­ში, საფ­რან­გეთ­ში და ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­შია. ნა­თე­ლი და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბის გარ­და, ამ მიდ­გო­მას დიდი მი­ნუ­სიც აქვს: ჩვენ მოგ­ვი­წევ­და სკო­ლე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია, რაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თვის. მა­გა­ლი­თად, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში არის 60-ე, 52-ე და 64-ე სკო­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სკო­ლე­ბის შე­ნო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბოდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. ეს, პირ­ველ რიგ­ში, პრობ­ლე­მებს იმ მშობ­ლებს შე­უქ­მნი­და, რო­მელ­თაც ორი ან მეტი შვი­ლი ჰყავთ, რად­გან მათ სხვა­დას­ხვა სკო­ლებ­ში მო­უ­წევ­დათ სი­ა­რუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში, სა­დაც ეს სის­ტე­მა არ­სე­ბობს, ყვე­ლა ბავ­შვს ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა, ამის კო­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 მი­ლი­არდ ლარს მო­ი­თხოვს. ასე­თი რე­სურ­სი არც 2010 წელს გვქონ­და და არც მომ­დევ­ნო 10 წლის მან­ძილ­ზე ექ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი პო­ლი­ცი­ის ან დაც­ვის კერ­ძო სამ­სა­ხუ­რის სკო­ლებ­ში შეყ­ვა­ნა და კერ­ძო სკო­ლე­ბის პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა იყო. აქაც მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი იყო. ჩვენ არ გვქონ­და სახ­სრე­ბი, რომ კერ­ძო დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გა­დაგ­ვე­ხა­და და არც ის გვინ­დო­და, რომ სკო­ლებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, აშშ-ში ან კა­ნა­და­ში.

ბევ­რი ფიქ­რი­სა და კვლე­ვის შე­დე­გად, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა და სკო­ლებ­ში წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი შეგ­ვექ­მნა, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და.

მინ­და, კი­დევ ერთხელ შე­ვა­ჯა­მოთ ის ბრალ­დე­ბე­ბი, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და:

რა­ტომ მან­და­ტუ­რე­ბი და არა ფსი­ქო­ლო­გე­ბი?

უტო­პი­უ­რი მიდ­გო­მაა, რად­გან არ­სე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ორ­მოც­და­ათ­ჯერ ნაკ­ლე­ბი იყო, ვიდ­რე ჩვენ გვჭირ­დე­ბო­და. ერთი ფსი­ქო­ლო­გის მომ­ზა­დე­ბას კი მი­ნი­მუმ ოთხი წელი სჭირ­დე­ბა. ამას­თან, ფსი­ქო­ლო­გის წარ­მა­ტე­ბა იმა­ზეც იქ­ნე­ბო­და და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად გა­მო­ხა­ტავ­და დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე მზა­ო­ბას ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვი.

რა­ტომ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ მან­და­ტუ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და არა სკო­ლის დი­რექ­ტორს?

იმი­ტომ, რომ უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ პრობ­ლე­მის და­სა­მა­ლად და იმი­ჯის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

მან­და­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი

ტყუ­ი­ლია, ისი­ნი გა­დი­ოდ­ნენ სპე­ცი­ა­ლურ მომ­ზა­დე­ბას, მაგ­რამ იყ­ვნენ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი და ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს.

მან­და­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი

ტყუ­ი­ლია, ჩვენ ავიყ­ვა­ნეთ 1500 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ღია კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამ­დენ ადა­მი­ან­ში არა­კა­ნო­ნი­ე­რი და­ვა­ლე­ბა და­მა­ლუ­ლი­ყო. ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ ყო­ფი­ლა არ­ცერ­თი ფაქ­ტი, რომ რო­მე­ლი­მე მან­და­ტურს გა­ე­ცხა­დე­ბი­ნა, რომ რა­ი­მე სა­ხის არა­კა­ნო­ნი­ე­რი და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო.

მან­და­ტურს ჰქონ­და დას­ჯის უფ­ლე­ბა

ესეც დიდი ტყუ­ი­ლი. მან­და­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე გა­მო­ე­ძა­ხა პატ­რუ­ლი, ხოლო სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მან­და­ტუ­რი ოქმს წერ­და და დი­რექ­ტო­რის­გან მას­ზე რე­ა­გი­რე­ბას ითხოვ­და.

სკო­ლებ­ში მან­და­ტუ­რე­ბის შეყ­ვა­ნამ ორ წე­ლი­წად­ში გა­ზარ­და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდა ჩვენ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში 7 %-დან 80 %-მდე. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი. მაგ­რამ ამას­თან ერ­თად, ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ორი ახა­ლი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში არ­სე­ბობ­და და მან­და­ტუ­რე­ბის გა­რე­შე ამის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და.

მოს­წავ­ლე­თა შო­რის ერთ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, მო­დი­ო­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან მოს­წავ­ლე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის სამი ფაქ­ტი. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ძა­ლი­ან ამაზ­რზე­ნი სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა ნორ­მად იყო ქცე­უ­ლი და იმა­ლე­ბო­და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი მოს­წავ­ლე­ებს ხმის ამო­ღე­ბის ეში­ნო­დათ, რად­გან ფიქ­რობ­დნენ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ ნი­შანს გა­უ­ფუ­ჭებ­დნენ.

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ სკო­ლა­ში, მას­წავ­ლე­ბელ­მა 12 წლის გო­გო­ნა კლა­სის წი­ნა­შე მუხ­ლებ­ზე და­ა­ჩო­ქა და ბო­დი­შე­ბი ახ­დე­ვი­ნა იმის გამო, რომ და­ე­ლა­პა­რა­კა მე­გო­ბარს, მე­ო­რე სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან გა­უშ­ვა ორი მოს­წავ­ლე, რათა მას­წავ­ლებ­ლის მშობ­ლის საფ­ლავ­ზე ყვა­ვი­ლე­ბი მი­ე­ტა­ნათ, მე­სა­მე­ში - მას­წავ­ლე­ბელ­მა სკო­ლი­დან პირ­ველკ­ლა­სე­ლი გა­აგ­დო დაგ­ვი­ა­ნე­ბის­თვის და ის ქუ­ჩა­ში ტი­რო­და, რად­გან არ იცო­და სად წა­სუ­ლი­ყო და გამ­ვლე­ლებს ეხ­ვე­წე­ბო­და მა­მას­თან და­ე­რე­კათ, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში და­ტო­ვა და წა­ვი­და. ასე­თი ბევ­რი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა.

მე­ო­რე პრობ­ლე­მა სკო­ლის შე­ნო­ბებ­ში უკა­ნო­ნო სა­ამ­ქრო­ე­ბის გახ­სნა იყო. სკო­ლა იხ­დი­და გა­ზის, წყლის, დე­ნის გა­და­სა­ხადს და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი დი­რექ­ტო­რე­ბი ასე­თი­ვე მე­წარ­მე­ებ­თან ერ­თად აკე­თებ­დნენ ფულს. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში დავ­ხუ­რეთ თევ­ზის, ძეხ­ვის და ავე­ჯის 30-მდე უკა­ნო­ნო სა­წარ­მო. ერთ სკო­ლა­ში ვე­ნე­რო­ლო­გი­ის კა­ბი­ნეტ­საც მი­ვა­გე­ნით. ზუს­ტად ერთ წე­ლი­წად­ში მან­და­ტუ­რებ­მა შე­ამ­ცი­რეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა 300%-ით, მოს­წავ­ლე­ებ­ში - 200%-ით, მოგ­ვარ­და დაგ­ვი­ა­ნე­ბის, გაც­დე­ნე­ბის, ია­რა­ღის ტა­რე­ბის, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის და ვან­და­ლიზ­მის პრობ­ლე­მე­ბი.

ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, რომ მან­და­ტუ­რებს მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბი ჰქონ­დათ

ეს მცდა­რია, ხელ­ზე ისი­ნი 400 ლარს იღებ­დნენ, პირ­ვე­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში და ბოლო მი­დი­ოდ­ნენ სახ­ლში. ბევრ მათ­განს პი­რა­დად ვიც­ნობ­დი და ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებ ამ მე­გობ­რო­ბით. გულ­წრფე­ლად ვთვლი, რომ ეს ხალ­ხი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან. მან­და­ტუ­რებ­მა მო­აგ­ვა­რეს პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე არც სჯე­რო­და.

ახალ­მა მთავ­რო­ბამ მან­და­ტუ­რე­ბი სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა და მათი ერთი მე­სა­მე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლებ­ში 6 თვე­ში დიდ­წი­ლად დაბ­რუნ­და ძვე­ლი დრო. მან­და­ტუ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ისი­ნი უძ­ლუ­რე­ბი არი­ან.

სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და სა­მი­ნის­ტრო შე­ე­უ­გე­ბა იმას, რაც მოხ­და ერთი თვის წინ, როცა ერთ-ერთ სკო­ლა­ში დაჭ­რეს მოს­წავ­ლე, დი­რექ­ტორ­მა კი ბრძა­ნა, რომ ცივი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი სამი ჭრი­ლო­ბა იყო ხუმ­რო­ბა, ჩვენ სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბას ვერ გა­ვა­ჩე­რებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დიმიტრი შაშკინი - სკოლებში 6 თვეში დაბრუნდა ძველი დრო

დიმიტრი შაშკინი - სკოლებში 6 თვეში დაბრუნდა ძველი დრო

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბოლო წლების განმავლობაში მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს "ფეისბუქით" პასუხობს.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა განათლების სისტემაში

განათლების სისტემაში გატარებული რეფორმებიდან, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უსაფრთხო სკოლის პროგრამა და სკოლებში მანდატურების შეყვანა იყო. მოსახლეობის 76% ამ რეფორმას მხარს უჭერდა და ამავდროულად, სწორედ ეს პროექტი ხდებოდა ყველაზე ხშირად კრიტიკის ობიექტი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ოპონენტების უმრავლესობა არ უარყოფდა ამ პროგრამის მნიშვნელობას, მაგრამ გვიწუნებდა იმპლემენტაციის ტაქტიკას.

ეს პროგრამა 2010 წელს დაიწყო. იმ დროისთვის საჯარო სკოლებში, სკოლის უსაფრთხოების კუთხით, სიტუაცია კატასტროფული იყო. სუსტის დაჩაგვრა, ე.წ. "ობშიაკის“ შეგროვება, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, მასწავლებლების შეურაცხყოფა, კვირა არ გავიდოდა, რომ რომელიმე სკოლაში ძალადობის ფაქტი არ მომხდარიყო. 2009 წლის დეკემბერში უფროსკლასელებმა, გართობის მიზნით, მე-2 კლასელს საპირფარეშოში ხელში ლურსმნები ჩაარჭეს და კედელზე მილურსმული დატოვეს.

სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ სკოლის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა ძალადობის ფაქტების მისაჩქმალად, რადგან, მათი აზრით, ეს სკოლის იმიჯს ავნებდა. ძალადობასთან ბრძოლის ნაცვლად, ბევრი სკოლის დირექტორი ფარულად მხარს უჭერდა ე.წ. სკოლის მაყურებლებს, მათთვის გარკვეულ შეღავათებს ქმნიდა და ასეთი სისტემით ცდილობდა თავისთვის კომფორტული ცხოვრების შექმნას.

უსაფრთხო სკოლის რეფორმის დაწყებისას, ჩვენს წინაშე მარტივი ამოცანა იდგა: ჩვენ შეგვეძლო ბევრი გველაპარაკა სკოლებში ძალადობაზე, მოგვწეყო არაერთი მრგვალი მაგიდა, ყველაფერი მშობლებისთვის დაგვებრალებინა ან გვეღიარებინა, რომ ეს ჩვენი პრობლემა იყო და რეალურად მოგვეგვარებინა ის.

რეფორმის დასაწყისში ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ სკოლებში ძალადობის პრობლემას ჩვენ ვერ მოვაგვარებდით, რადგან ის ათწლეულების განმავლობაში არსებობდა ჩვენს ქვეყანაში. ბევრი ექსპერტის რჩევა იყო, რომ გვესაუბრა არა შედეგზე, ანუ პრობლემის მოგვარებაზე, არამედ პროცესზე, რომელიც 5-10 წლის მანძილზე გაიწელებოდა. ჩემთვის კი ყველაზე მიუღებელია ორიენტირება მხოლოდ პროცესზე და არა შედეგზე. ჩემთვის მენეჯმენტის მთავარი ამოცანაა, მივიღოთ რეალური შედეგი და არა უბრალოდ ვილაპრაკოთ პროცესზე.

მე ვერ ვიტყვი, რომ პირველ ეტაპზე არ განვიხილავდით სკოლებში ძალადობის პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებს. იყო რამდენიმე წინადადება. პირველი, ფსიქოლოგის ინსტიტუტის გაძლიერება. ქაღალდზე ეს ლამაზად ჩანდა, რეალობაში ამ მიდგომას გადაულახავი ბარიერი ჰქონდა: ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე ათეული ფსიქოლოგია, რომელთაც ბავშვებთან მუშაობა შეუძლიათ. ჩვენ კი ასეთ 1500 გვჭირდებოდა. მეორე ვარიანტი იყო სკოლების შენობების დაყოფა სამი საფეხურის მიხედვით, ანუ ერთ შენობაში იქნებოდნენ 1-6 კლასების მოსწავლეები, მეორეში - 7-9 კლასის ჩათვლით და მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეები - სკოლის ცალკე შენობაში. ამ პრინციპის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უფროსკლასელებს არ ჰქონდეთ შეხება უმცროსკლასელებთან. ასეთი მოდელი ამერიკაში, საფრანგეთში და ბევრ სხვა ქვეყანაშია. ნათელი დადებითი მხარეების გარდა, ამ მიდგომას დიდი მინუსიც აქვს: ჩვენ მოგვიწევდა სკოლების რესტრუქტურიზაცია, რაც ძალიან მტკივნეული იქნებოდა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მაგალითად, საბურთალოს რაიონში არის 60-ე, 52-ე და 64-ე სკოლები. შესაბამისად, ამ სკოლების შენობებში განთავსებოდნენ მოსწავლეები სკოლების საფეხურების მიხედვით. ეს, პირველ რიგში, პრობლემებს იმ მშობლებს შეუქმნიდა, რომელთაც ორი ან მეტი შვილი ჰყავთ, რადგან მათ სხვადასხვა სკოლებში მოუწევდათ სიარული. მაგალითად, ამერიკაში, სადაც ეს სისტემა არსებობს, ყველა ბავშვს ავტობუსი ემსახურება, ამის კოპირება საქართველოში 1 მილიარდ ლარს მოითხოვს. ასეთი რესურსი არც 2010 წელს გვქონდა და არც მომდევნო 10 წლის მანძილზე ექნება განათლების სისტემას. მესამე ვარიანტი პოლიციის ან დაცვის კერძო სამსახურის სკოლებში შეყვანა და კერძო სკოლების პრაქტიკის გაზიარება იყო. აქაც მთავარი პრობლემა მატერიალური და მენტალური იყო. ჩვენ არ გვქონდა სახსრები, რომ კერძო დაცვის მომსახურებაში გადაგვეხადა და არც ის გვინდოდა, რომ სკოლებში შეიარაღებული პოლიციელები ყოფილიყვნენ, როგორც, მაგალითად, აშშ-ში ან კანადაში.

ბევრი ფიქრისა და კვლევის შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ამერიკული გამოცდილება, მაგრამ გაგვეთვალისწინებინა ქართული რეალობა და სკოლებში წესრიგის დასამყარებლად სპეციალური სამსახური შეგვექმნა, რომელიც არ იქნებოდა შეიარაღებული და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაექვემდებარებოდა.

მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ის ბრალდებები, რაც ამ წლების განმავლობაში ისმოდა:

რატომ მანდატურები და არა ფსიქოლოგები?

უტოპიური მიდგომაა, რადგან არსებული ფსიქოლოგების რაოდენობა ორმოცდაათჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა. ერთი ფსიქოლოგის მომზადებას კი მინიმუმ ოთხი წელი სჭირდება. ამასთან, ფსიქოლოგის წარმატება იმაზეც იქნებოდა დამოკიდებული, თუ რამდენად გამოხატავდა დახმარების მიღებაზე მზაობას ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი.

რატომ ექვემდებარებოდნენ მანდატურები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და არა სკოლის დირექტორს?

იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, სკოლების ადმინისტრაციები ყველაფერს აკეთებდნენ პრობლემის დასამალად და იმიჯის შესანარჩუნებლად.

მანდატურები იყვნენ პოლიციელები

ტყუილია, ისინი გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას, მაგრამ იყვნენ სამოქალაქო პირები და ექვემდებარებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

მანდატურები იყვნენ პოლიტიკური პოლიციელები

ტყუილია, ჩვენ ავიყვანეთ 1500 ადამიანი, რომელთა უმრავლესობამ ღია კონკურსში მიიღო მონაწილეობა. წარმოუდგენელია, ამდენ ადამიანში არაკანონიერი დავალება დამალულიყო. ამ სამი წლის განმავლობაში, არ ყოფილა არცერთი ფაქტი, რომ რომელიმე მანდატურს გაეცხადებინა, რომ რაიმე სახის არაკანონიერი დავალება მიიღო.

მანდატურს ჰქონდა დასჯის უფლება

ესეც დიდი ტყუილი. მანდატურის საქმიანობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე გამოეძახა პატრული, ხოლო სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მანდატური ოქმს წერდა და დირექტორისგან მასზე რეაგირებას ითხოვდა.

სკოლებში მანდატურების შეყვანამ ორ წელიწადში გაზარდა უსაფრთხოების განცდა ჩვენ საჯარო სკოლებში 7 %-დან 80 %-მდე. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები. მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ ორი ახალი პრობლემა, რომელიც სკოლებში არსებობდა და მანდატურების გარეშე ამის იდენტიფიცირება ვერ მოხდებოდა.

მოსწავლეთა შორის ერთ ძალადობის ფაქტზე, მოდიოდა მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის სამი ფაქტი. ჩვენ დავინახეთ ძალიან ამაზრზენი სიტუაცია, სადაც ბავშვებზე ძალადობა ნორმად იყო ქცეული და იმალებოდა სკოლის ადმინისტრაციის მიერ. ხშირ შემთხვევაში კი მოსწავლეებს ხმის ამოღების ეშინოდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამ შემთხვევაში მათ ნიშანს გაუფუჭებდნენ.

მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებელმა 12 წლის გოგონა კლასის წინაშე მუხლებზე დააჩოქა და ბოდიშები ახდევინა იმის გამო, რომ დაელაპარაკა მეგობარს, მეორე სკოლაში მასწავლებელმა გაკვეთილებიდან გაუშვა ორი მოსწავლე, რათა მასწავლებლის მშობლის საფლავზე ყვავილები მიეტანათ, მესამეში - მასწავლებელმა სკოლიდან პირველკლასელი გააგდო დაგვიანებისთვის და ის ქუჩაში ტიროდა, რადგან არ იცოდა სად წასულიყო და გამვლელებს ეხვეწებოდა მამასთან დაერეკათ, რომელმაც სკოლაში დატოვა და წავიდა. ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

მეორე პრობლემა სკოლის შენობებში უკანონო საამქროების გახსნა იყო. სკოლა იხდიდა გაზის, წყლის, დენის გადასახადს და არაკეთილსინდისიერი დირექტორები ასეთივე მეწარმეებთან ერთად აკეთებდნენ ფულს. მაგალითად, თბილისში დავხურეთ თევზის, ძეხვის და ავეჯის 30-მდე უკანონო საწარმო. ერთ სკოლაში ვენეროლოგიის კაბინეტსაც მივაგენით. ზუსტად ერთ წელიწადში მანდატურებმა შეამცირეს მასწავლებლების მხრიდან ძალადობა 300%-ით, მოსწავლეებში - 200%-ით, მოგვარდა დაგვიანების, გაცდენების, იარაღის ტარების, სიგარეტის მოწევის და ვანდალიზმის პრობლემები.

ბევრს საუბრობდნენ, რომ მანდატურებს მაღალი ხელფასები ჰქონდათ

ეს მცდარია, ხელზე ისინი 400 ლარს იღებდნენ, პირველები მოდიოდნენ სკოლაში და ბოლო მიდიოდნენ სახლში. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი და ყოველთვის ვიამაყებ ამ მეგობრობით. გულწრფელად ვთვლი, რომ ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები არიან. მანდატურებმა მოაგვარეს პრობლემები, რომელთა მოგვარებისაც საზოგადოებას უკვე არც სჯეროდა.

ახალმა მთავრობამ მანდატურები სკოლის დირექტორებს დაუქვემდებარა და მათი ერთი მესამედი სამსახურიდან გაუშვა. სამწუხაროდ, სკოლებში 6 თვეში დიდწილად დაბრუნდა ძველი დრო. მანდატურები ცდილობენ, მაგრამ სამინისტროსა და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ისინი უძლურები არიან.

სანამ საზოგადოება და სამინისტრო შეეუგება იმას, რაც მოხდა ერთი თვის წინ, როცა ერთ-ერთ სკოლაში დაჭრეს მოსწავლე, დირექტორმა კი ბრძანა, რომ ცივი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა იყო ხუმრობა, ჩვენ სკოლებში ძალადობას ვერ გავაჩერებთ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს