სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Le Monde - რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს რეალური შანსი?
Le Monde - რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს რეალური შანსი?

"რა­ტომ უნდა მის­ცეს ევ­რო­პამ სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლუ­რი შან­სი?", - ამ სა­თა­უ­რით ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა "Le Monde" ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, სერ გრემ უოტ­სო­ნის სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ევ­რო­კავ­ში­რი ცდი­ლობს, აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში რო­გორ­მე წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თი იპო­ვოს.

"ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი მა­გა­ლი­თი კი, ამ თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც გა­სულ წელს შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით შეც­ვლა მოხ­და. პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ეს იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა. მაგ­რამ ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია ისევ აგ­რძე­ლებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას და ეჭვქვეშ აყე­ნებს ვილ­ნი­უს­ში მის­თვის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას", - წერს გრემ უოტ­სო­ნი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­მტკი­ცე­ბა იყო. მისი მოს­ვლი­დან ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­ფორ­მა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­სა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევრთა არ­ჩე­ვის წე­სებ­ში.

"ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია, გან­სა­კუთ­რე­ბით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლე­ბის ფონ­ზე. გან­ხორ­ცი­ელ­და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მა და მმარ­თვე­ლო­ბის ქვე­და რგო­ლებს მი­ე­ცათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის რე­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა; ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს მი­უ­ახ­ლოვ­და შრო­მის კო­დექ­სი; ხორ­ცი­ელ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებ­ში; გა­და­იდ­გა ნა­ბი­ჯე­ბი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად; მუ­შავ­დე­ბა კა­ნო­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­თა დაც­ვის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნავს ბრი­ტა­ნე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

გრემ უოტ­სო­ნი ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სფე­როს და წერს, რომ ამ მხრივ რა­ი­მე ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს კვლა­ვაც სურს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სწრა­ფად გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რი. ავ­ღა­ნეთ­ში მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი და­ნა­კარ­გის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მას აკის­რია სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ უკე­თე­სია ესა­უბ­როს მე­ზო­ბელ დიდ ქვე­ყა­ნას, ვიდ­რე უგულ­ვე­ბელ­ყოს ის. სწო­რედ ამ პო­ლი­ტი­კამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ შემ­სუ­ბუქ­და ემ­ბარ­გო ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტზე, გა­მარ­ტივ­და მი­მოს­ვლა და სა­ვი­ზო რე­ჟი­მი და და­ი­ნიშ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის სურ­ვი­ლი, ითა­ნამ­შრომ­ლოს და მო­ძებ­ნოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბი იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ის ინარ­ჩუ­ნებს თა­ვის მტკი­ცე პო­ზი­ცი­ას, ალ­ბათ, მი­სალ­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს", - ნათ­ქვა­მია "ლე მონდში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ეს არ არის ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მთავ­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჯერ ცხრა თვეც კი არ არის, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვე­ბი ცხად­ყოფს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ოქ­ტომ­ბერ­ში გა­სა­მართ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც და­ა­მარ­ცხებს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს და ამით დას­რულ­დე­ბა კი­დეც კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის რთუ­ლი პე­რი­ო­დი", - წერს გრემ უოტ­სო­ნი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, თო­მას ჰა­მარ­ბერ­გის მო­საზ­რე­ბას, რო­მელ­მაც მო­ი­წო­ნა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სად­მი; სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის - "სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტია" და Human Rights Watch-ის და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლებს (რომ­ლის წევ­რიც არის სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია) არ უნ­დათ აღი­ა­რონ ეს მიღ­წე­ვე­ბი. ისი­ნი გა­მოთ­ქვა­მენ ბრალ­დე­ბებს შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აკ­რი­ტი­კე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის გამო, მა­ში­ნაც კი, როცა არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­დაკ­ვე­თა "წი­თე­ლი ხაზი" და იმუქ­რე­ბი­ან ვილ­ნი­უს­ში სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ასო­ცი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ით", - წერს გრემ უოტ­სო­ნი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რად­გან "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ" თვა­ლი და­ხუ­ჭა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უამ­რავ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ზე, თა­ვად მა­საც შე­იძ­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად დავ­დოთ ბრა­ლი შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­ში.

"ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი კარ­გა­დაა ასა­ხუ­ლი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა" და სხვა­თა დო­კუ­მენ­ტებ­ში. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ცხრაწ­ლი­ა­ნი ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და ახლა უკვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბო­და; სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აი­ძუ­ლებ­დნენ ეჩუ­ქე­ბი­ნათ ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, მათ კი, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არ ემ­ხრო­ბო­და, უმუ­შევ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი დაც­ვა 3500 კა­ცის­გან შედ­გე­ბო­და, ხოლო მისი სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი 100 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს ით­ვლი­და და პარ­ლა­მენ­ტის კონ­ტროლს მიღ­მა იყო", - ნათ­ქვა­მია "ლე მონ­დის" სტა­ტი­ა­ში.

გრემ უოტ­სო­ნი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას" სჩ­ვე­ვია თვა­ლის და­ხუჭ­ვა მოძ­მე პარ­ტი­ე­ბის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე. "მა­გა­ლი­თად, როცა უნ­გრე­ლი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი ევ­რო­პარ­ლა­მენტს ეწ­ვია სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის დროს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი მას ფეხ­ზე წა­მო­უდ­გნენ და ისე მი­ე­სალმნენ. თუმ­ცა, რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პარ­ტი­ას, სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა, და­იც­ვას ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. 2004 წელს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ დაგ­მო სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ძა­ლი­თაც მას მი­ე­ნი­ჭა შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო შტო­ე­ბის ხარ­ჯზე. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უხე­შად ერე­ო­და მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ქმნი­და ბიზ­ნეს­მო­ნო­პო­ლი­ებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია" დუმს და არა­ფერს ამ­ბობს დე­მოკ­რა­ტი­ის ხრწნის ამ მკა­ფიო მა­გა­ლი­თებ­ზე", - წერს გრემ უოტ­სო­ნი.

ბრი­ტა­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მო­რი­გი შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას" ყური და­ეგ­დო აშშ-ისა და ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის, ასე­ვე სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბი­სათ­ვის.

"ქვეყ­ნის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის უნაკ­ლო. კა­ბი­ნე­ტის ზო­გი­ერ­თი წევ­რი პირ­ვე­ლა­დაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ასე რომ, შეც­დო­მე­ბი გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. მაგ­რამ ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწორ გზას ად­გას უფრო ლი­ბე­რა­ლუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა­კენ და იგი უდა­ვოდ იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას", - წერს გრემ უოტ­სო­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

Le Monde - რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს რეალური შანსი?

Le Monde - რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს რეალური შანსი?

"რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს რეალური შანსი?", - ამ სათაურით ფრანგული გამოცემა "Le Monde" ევროპის პარლამენტის წევრის, სერ გრემ უოტსონის სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირი ცდილობს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთ ქვეყანაში როგორმე წარმატების მაგალითი იპოვოს.

"ყველაზე შესაფერისი მაგალითი კი, ამ თვალსაზრისით, საქართველოა, სადაც გასულ წელს შედარებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა მოხდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს იშვიათი მოვლენაა. მაგრამ ევროპის სახალხო პარტია ისევ აგრძელებს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანიას და ეჭვქვეშ აყენებს ვილნიუსში მისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევას", - წერს გრემ უოტსონი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უმთავრესი პრიორიტეტი კანონის უზენაესობის განმტკიცება იყო. მისი მოსვლიდან ცხრა თვის განმავლობაში განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეფორმა მართლმსაჯულების სისტემასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესებში.

"ეს მისასალმებელი ნაბიჯია, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე. განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მმართველობის ქვედა რგოლებს მიეცათ გადაწყვეტილების მიღების რეალური უფლებამოსილება; ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდა შრომის კოდექსი; ხორციელდება რეფორმები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში; გადაიდგა ნაბიჯები პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად; მუშავდება კანონი უმცირესობათა დაცვის შესახებ", - აღნიშნავს ბრიტანელი ევროპარლამენტარი.

გრემ უოტსონი ასევე ეხმაურება საქართველოს საგარეო პოლიტიკის სფეროს და წერს, რომ ამ მხრივ რაიმე ძირეული ცვლილებები არ შეინიშნება.

"საქართველოს კვლავაც სურს, შეძლებისდაგვარად სწრაფად გახდეს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ავღანეთში მრავალრიცხოვანი დანაკარგის მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მას აკისრია სამშვიდობო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უკეთესია ესაუბროს მეზობელ დიდ ქვეყანას, ვიდრე უგულვებელყოს ის. სწორედ ამ პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ შემსუბუქდა ემბარგო ქართული პროდუქციის ექსპორტზე, გამარტივდა მიმოსვლა და სავიზო რეჟიმი და დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი. ოფიციალური თბილისის სურვილი, ითანამშრომლოს და მოძებნოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები იმ პირობებში, როდესაც ის ინარჩუნებს თავის მტკიცე პოზიციას, ალბათ, მისალმებას გამოიწვევს", - ნათქვამია "ლე მონდში" გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი მთავრობისთვის, რომელიც ჯერ ცხრა თვეც კი არ არის, რაც ხელისუფლებაშია. "საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებშიც დაამარცხებს პრეზიდენტ სააკაშვილს და ამით დასრულდება კიდეც კოჰაბიტაციის რთული პერიოდი", - წერს გრემ უოტსონი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამარბერგის მოსაზრებას, რომელმაც მოიწონა ახალი ხელისუფლების მიდგომა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი; საერთაშორისო ორგანიზაციების - "საერთაშორისო ამნისტია" და Human Rights Watch-ის დადებითი გამოხმაურებები.

"მიუხედავად ამისა, "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლებს (რომლის წევრიც არის სააკაშვილის პარტია) არ უნდათ აღიარონ ეს მიღწევები. ისინი გამოთქვამენ ბრალდებებს შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ ხელისუფლებას ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების გამო, მაშინაც კი, როცა არსებობს დანაშაულის მტკიცებულებები. ისინი აცხადებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ გადაკვეთა "წითელი ხაზი" და იმუქრებიან ვილნიუსში საქართველოსათვის ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო კამპანიით", - წერს გრემ უოტსონი.

როგორც სტატიის ავტორი მიიჩნევს, რადგან "ევროპის სახალხო პარტიამ" თვალი დახუჭა წინა ხელისუფლების უამრავ კანონდარღვევაზე, თავად მასაც შეიძლება სამართლიანად დავდოთ ბრალი შერჩევით სამართალში.

"ეს კანონდარღვევები კარგადაა ასახული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და სხვათა დოკუმენტებში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ცხრაწლიანი ყოფნის განმავლობაში მოხდა ახლა უკვე გახმაურებული მოვლენები, რომლებიც ციხეებში ხდებოდა; საქართველოს მოქალაქეებს აიძულებდნენ ეჩუქებინათ ქონება სახელმწიფოსთვის, მათ კი, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" არ ემხრობოდა, უმუშევრობა ემუქრებოდა. სააკაშვილის პირადი დაცვა 3500 კაცისგან შედგებოდა, ხოლო მისი სარეზერვო ფონდი 100 მილიონ აშშ დოლარს ითვლიდა და პარლამენტის კონტროლს მიღმა იყო", - ნათქვამია "ლე მონდის" სტატიაში.

გრემ უოტსონი ასევე აღნიშნავს, რომ "ევროპის სახალხო პარტიას" სჩვევია თვალის დახუჭვა მოძმე პარტიების ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე. "მაგალითად, როცა უნგრელი ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტს ეწვია საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებული სკანდალის დროს, პარლამენტის წევრები მას ფეხზე წამოუდგნენ და ისე მიესალმნენ. თუმცა, როგორც ევროპარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვან პარტიას, სახალხო პარტიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას ევროპული დემოკრატიული ღირებულებები. 2004 წელს ვენეციის კომისიამ დაგმო სააკაშვილის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა ძალითაც მას მიენიჭა შეუზღუდავი ძალაუფლება ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ხარჯზე. გარდა ამისა, ხელისუფლება უხეშად ერეოდა მედიის საქმიანობაში და ქმნიდა ბიზნესმონოპოლიებს. მიუხედავად ამისა, "ევროპის სახალხო პარტია" დუმს და არაფერს ამბობს დემოკრატიის ხრწნის ამ მკაფიო მაგალითებზე", - წერს გრემ უოტსონი.

ბრიტანელი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს მიმართ მორიგი შეტევის განხორციელებამდე "ევროპის სახალხო პარტიას" ყური დაეგდო აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური წყაროების, ასევე საყოველთაოდ აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებისათვის.

"ქვეყნის ახალი ხელისუფლება არ არის უნაკლო. კაბინეტის ზოგიერთი წევრი პირველადაა ხელისუფლებაში. ასე რომ, შეცდომები გამორიცხული არ არის. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ გზას ადგას უფრო ლიბერალური და დემოკრატიული საქართველოსაკენ და იგი უდავოდ იმსახურებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას", - წერს გრემ უოტსონი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა