სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონად შეფასებული ქართველი მეკარე და მისი ორი სალომე
მილიონად შეფასებული ქართველი მეკარე და მისი ორი სალომე

და­ახ­ლო­ე­ბით რვა წლის იყო, როცა ქუ­ჩა­ში მა­მას­თან ერ­თად სე­ირ­ნობ­და, ბურ­თით მო­თა­მა­შე ბი­ჭე­ბი და­ი­ნა­ხა და ფეხ­ბურ­თით და­ინ­ტე­რეს­და. მა­მამ თხოვ­ნა შე­უს­რუ­ლა - ფეხ­ბურთზე შე­იყ­ვა­ნა... პირ­ვე­ლი თა­მა­ში კრა­ხით დას­რულ­და: ბურ­თი პირ­და­პირ კარ­ში შე­ვარ­და. ტან­მორ­ჩი­ლი იყო და მის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად გა­ნე­წყვნენ; გი­ორ­გი ლო­რი­ა­ზე დიდ იმედს არ ამ­ყა­რებ­დნენ და ამის გამო გული სწყდე­ბო­და... მაგ­რამ გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ტანი აი­ყა­რა და იმე­დიც გაჩ­ნდა. თუმ­ცა, პი­რა­დად მას ყო­ველ­თვის სჯე­რო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის. ამ­ბობს: მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ ცო­ტა­ო­დე­ნი გა­მარ­თლე­ბაც სა­ჭი­როა. ჰოდა, მონ­დო­მე­ბულს და შრო­მის­მოყ­ვა­რეს გა­უ­მარ­თლა კი­დეც!

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს არის სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა, სა­დაც 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა, გმი­რი გახ­დე. ძნე­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი. თა­მაშ­ზე, როცა მე გავ­ხდი ე.წ. გმი­რი, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო ყვე­ლაფ­რის გან­მსა­ზღვრე­ლი; დიდი როლი ითა­მა­შა იმ ფაქ­ტმაც, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სტუმ­რად სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი იმ­ყო­ფე­ბო­და და ხალ­ხის პროგ­ნოზ­მა არ გა­ა­მარ­თლა: ყვე­ლას ეგო­ნა, 5:0-ს მა­ინც წა­ვა­გებ­დით და შე­დე­გით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ. არ ვიცი, მო­ე­დან­ზე ბო­ლომ­დე რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, თა­მა­ში რო­გო­რი ან­გა­რი­შით დამ­თავ­რდე­ბო­და. გული მწყდე­ბა, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ნა­ად­რე­ვად გა­მო­ვე­თი­შე. ისე კი, ძა­ლი­ან ვე­ცა­დე, თა­მა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა: არ ვიცი, რა ძა­ლამ გა­და­მად­გმე­ვი­ნა ორი-სამი ნა­ბი­ჯი. ამ დროს ყუ­რებ­ში მხო­ლოდ ის მეს­მო­და, თუ რო­გორც იძახ­და ხალ­ხი ჩემს გვარს - ალ­ბათ ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი სტი­მუ­ლი იმი­სა, რომ გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილს წა­მე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც შევ­ჭი­დე­ბო­დი! სამ­წუ­ხა­როდ, უდი­დე­სი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბა ვერ შევ­ძე­ლი...

თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" მისი სახ­ლია. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ატა­რებს და თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. მისი სა­ოც­ნე­ბო გუნ­დი კი "მან­ჩეს­ტე­რი" გახ­ლავთ... გი­ორ­გიმ ახ­ლა­ხან კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა, სა­დაც წე­რია, რომ გუნ­დი, რო­მე­ლიც არც მეტი, არც - ნაკ­ლე­ბი, მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­იხ­დის, მის "ყიდ­ვას" შეძ­ლებს.

გი­ორ­გი რე­ჟი­სო­რე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. ასე რომ, ხე­ლოვ­ნე­ბა მის­თვის უცხო ხილი არ არის. ერთხანს თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწავ­ლობ­და, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე, მაგ­რამ მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც, ფეხ­ბურ­თი აღ­მოჩ­ნდა... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსა­ხი­ო­ბო­ბა მა­ინც დას­ჭირ­და: 13 ივ­ნისს თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ახა­ლი ფილ­მის - "რა მოხ­და კი­ევ­ში" პრე­მი­ე­რა შედ­გა, რო­მელ­შიც გი­ორ­გი მო­ნა­წი­ლე­ობს...

- ეს არის ჩემი პირ­ვე­ლი და ალ­ბათ - უკა­ნას­კნე­ლი როლი (იცი­ნის). ფილ­მი არის ოთხ მე­გო­ბარ­ზე, რომ­ლე­ბიც უი­კენ­დის გა­სა­ტა­რებ­ლად ერთ-ერთ კუ­რორტზე წავ­ლენ, მაგ­რამ მე­ო­რე დი­ლით სულ სხვა­გან, - ანუ კი­ევ­ში იღ­ვი­ძე­ბენ. ბი­ჭე­ბი ვე­რაფ­რით იხ­სე­ნე­ბენ, რა მოხ­და წი­ნა­დღეს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფილმში სა­კუ­თარ თავს ვა­სა­ხი­ე­რებ - ჩემი გმი­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გახ­ლავთ... გა­და­ღე­ბე­ბი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და მას­ში ბო­ლომ­დე ჩა­ვერ­თე. მი­მაჩ­ნია, რომ ხალ­ხი ამ ფილ­მის ნახ­ვით სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს. კო­მე­დი­აა, რომ­ლის ყუ­რე­ბი­სას ბევ­რს იცი­ნებ და დარ­ბა­ზი­დან გა­სულს კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა გაგ­ყვე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ვფიქ­რობ, მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი საქ­მე არ არის, მაგ­რამ ადა­მი­ან­მა ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მო­ცა­დოს.

პო­პუ­ლა­რო­ბა მოს­წონს, მაგ­რამ ეს იდე­ფიქ­სად არას­დროს ჰქო­ნია. არ უყ­ვარს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. პრინ­ცი­პუ­ლია და პუნ­ქტუ­ა­ლუ­რიც; პი­რო­ბას ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებს და სხვე­ბის­გა­ნაც იმა­ვეს მო­ი­თხოვს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე კი­თხვებს თავს ზრდი­ლო­ბი­ა­ნად არი­დებს, მაგ­რამ მა­ინც გე­ტყვით, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში არის ორი სა­ლო­მე: მე­უღ­ლე და შვი­ლი - სამი წლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა...

- არ მიყ­ვარს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. "პი­რა­დი" იმი­ტომ ჰქვია, რომ შე­ნია... რო­გო­რი შვი­ლი, ძმა და მე­უღ­ლე ვარ - ამა­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, მაგ­რამ იმას კი გე­ტყვით, რომ კარ­გი მამა ვარ! შვი­ლი მთელ ქვე­ყა­ნას მირ­ჩევ­ნია და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა თუ არა, მა­შინ­ვე მას­თან გავ­რბი­ვარ. სა­ლო­მე 3 წლის არის. უყ­ვარს ჩემ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ხში­რად დავ­დი­ვართ მთაწ­მინ­დის პარკში, ზო­ო­პარკში. მის­მა და­ბა­დე­ბამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. რო­გორც ყვე­ლა ქა­ლიშ­ვი­ლი, ისიც გიჟ­დე­ბა მა­მა­ზე, მაგ­რამ ხან­და­ხან მა­ინც ვეჭ­ვი­ა­ნობ - მგო­ნია, მა­მა­ჩე­მი უფრო მე­ტად უყ­ვარს - ეს, რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბით... ოჯახს ჩემ­თვის არას­დროს არა­ფე­რი და­უ­ძა­ლე­ბია. გა­მი­მარ­თლა, რომ დიდი, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი მყავს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა ცოტა არ იყოს, აღი­ზი­ა­ნებს. ამი­ტომ ცდი­ლობს, იშ­ვი­ა­თად გა­მოჩ­ნდეს ტე­ლე­ეკ­რან­ზე და დი­დად არც ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს სწყა­ლობს...

- მხო­ლოდ იმის გამო, რომ ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე მოვ­ხვდე, ყვე­ლა თე­მა­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. თან, ბევ­რი სწო­რა­დაც ვერ იგებს ნათ­ქვამს. "სვეტსკა­ო­ბა", მო­და­ზე სა­უ­ბა­რი და ა.შ. ჩემი სტი­ლი არ არის. აი, ფეხ­ბურთზე რამ­დენ­საც გინ­და, ვი­ლა­პა­რა­კებ... პო­პუ­ლა­რო­ბა ცუდი არ არის, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს ზღვა­რი. ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფერ­ში ოქ­როს შუ­ა­ლე­დი უნდა ეძე­ბო...

თა­მარ პეტ­რი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მილიონად შეფასებული ქართველი მეკარე და მისი ორი სალომე

მილიონად შეფასებული ქართველი მეკარე და მისი ორი სალომე

დაახლოებით რვა წლის იყო, როცა ქუჩაში მამასთან ერთად სეირნობდა, ბურთით მოთამაშე ბიჭები დაინახა და ფეხბურთით დაინტერესდა. მამამ თხოვნა შეუსრულა - ფეხბურთზე შეიყვანა... პირველი თამაში კრახით დასრულდა: ბურთი პირდაპირ კარში შევარდა. ტანმორჩილი იყო და მის მიმართ სკეპტიკურად განეწყვნენ; გიორგი ლორიაზე დიდ იმედს არ ამყარებდნენ და ამის გამო გული სწყდებოდა... მაგრამ გარდატეხის ასაკში ტანი აიყარა და იმედიც გაჩნდა. თუმცა, პირადად მას ყოველთვის სჯეროდა საკუთარი თავის. ამბობს: მთავარი მონდომება და შრომისმოყვარეობაა, მაგრამ ცოტაოდენი გამართლებაც საჭიროა. ჰოდა, მონდომებულს და შრომისმოყვარეს გაუმართლა კიდეც!

- როგორც ამბობენ, ეს არის სპორტის სახეობა, სადაც 90 წუთის განმავლობაში შეიძლება, გმირი გახდე. ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი. თამაშზე, როცა მე გავხდი ე.წ. გმირი, ქართველი გულშემატკივარი იყო ყველაფრის განმსაზღვრელი; დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუმრად საუკეთესო გუნდი იმყოფებოდა და ხალხის პროგნოზმა არ გაამართლა: ყველას ეგონა, 5:0-ს მაინც წავაგებდით და შედეგით გაკვირვებულები დარჩნენ. არ ვიცი, მოედანზე ბოლომდე რომ დავრჩენილიყავი, თამაში როგორი ანგარიშით დამთავრდებოდა. გული მწყდება, რომ ამ ყველაფერს ნაადრევად გამოვეთიშე. ისე კი, ძალიან ვეცადე, თამაში გამეგრძელებინა: არ ვიცი, რა ძალამ გადამადგმევინა ორი-სამი ნაბიჯი. ამ დროს ყურებში მხოლოდ ის მესმოდა, თუ როგორც იძახდა ხალხი ჩემს გვარს - ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი სტიმული იმისა, რომ გაუსაძლის ტკივილს წამების განმავლობაში მაინც შევჭიდებოდი! სამწუხაროდ, უდიდესი სურვილის მიუხედავად, თამაშის გაგრძელება ვერ შევძელი...

თბილისის "დინამო" მისი სახლია. ეს არის ადგილი, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს და თავს კომფორტულად გრძნობს. მისი საოცნებო გუნდი კი "მანჩესტერი" გახლავთ... გიორგიმ ახლახან კონტრაქტი გააფორმა, სადაც წერია, რომ გუნდი, რომელიც არც მეტი, არც - ნაკლები, მილიონ დოლარს გადაიხდის, მის "ყიდვას" შეძლებს.

გიორგი რეჟისორების ოჯახში გაიზარდა. ასე რომ, ხელოვნება მისთვის უცხო ხილი არ არის. ერთხანს თეატრალურ უნივერსიტეტშიც სწავლობდა, სამსახიობო ფაკულტეტზე, მაგრამ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, ფეხბურთი აღმოჩნდა... მიუხედავად ამისა, მსახიობობა მაინც დასჭირდა: 13 ივნისს თბილისის კინოთეატრებში ახალი ფილმის - "რა მოხდა კიევში" პრემიერა შედგა, რომელშიც გიორგი მონაწილეობს...

- ეს არის ჩემი პირველი და ალბათ - უკანასკნელი როლი (იცინის). ფილმი არის ოთხ მეგობარზე, რომლებიც უიკენდის გასატარებლად ერთ-ერთ კურორტზე წავლენ, მაგრამ მეორე დილით სულ სხვაგან, - ანუ კიევში იღვიძებენ. ბიჭები ვერაფრით იხსენებენ, რა მოხდა წინადღეს. შეიძლება ითქვას, რომ ფილმში საკუთარ თავს ვასახიერებ - ჩემი გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე გახლავთ... გადაღებები ძალიან მომეწონა და მასში ბოლომდე ჩავერთე. მიმაჩნია, რომ ხალხი ამ ფილმის ნახვით სიამოვნებას მიიღებს. კომედიაა, რომლის ყურებისას ბევრს იცინებ და დარბაზიდან გასულს კარგი განწყობილება გაგყვება. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, მსახიობობა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ ყველაფერი უნდა გამოცადოს.

პოპულარობა მოსწონს, მაგრამ ეს იდეფიქსად არასდროს ჰქონია. არ უყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. პრინციპულია და პუნქტუალურიც; პირობას ყოველთვის ასრულებს და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს. პირად ცხოვრებაზე კითხვებს თავს ზრდილობიანად არიდებს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მის ცხოვრებაში არის ორი სალომე: მეუღლე და შვილი - სამი წლის არაჩვეულებრივი გოგონა...

- არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. "პირადი" იმიტომ ჰქვია, რომ შენია... როგორი შვილი, ძმა და მეუღლე ვარ - ამაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ კარგი მამა ვარ! შვილი მთელ ქვეყანას მირჩევნია და თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა, მაშინვე მასთან გავრბივარ. სალომე 3 წლის არის. უყვარს ჩემთან ერთად ყოფნა. ხშირად დავდივართ მთაწმინდის პარკში, ზოოპარკში. მისმა დაბადებამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. როგორც ყველა ქალიშვილი, ისიც გიჟდება მამაზე, მაგრამ ხანდახან მაინც ვეჭვიანობ - მგონია, მამაჩემი უფრო მეტად უყვარს - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით... ოჯახს ჩემთვის არასდროს არაფერი დაუძალებია. გამიმართლა, რომ დიდი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავს.

ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობილია, თუმცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა ცოტა არ იყოს, აღიზიანებს. ამიტომ ცდილობს, იშვიათად გამოჩნდეს ტელეეკრანზე და დიდად არც ჟურნალ-გაზეთებს სწყალობს...

- მხოლოდ იმის გამო, რომ ჟურნალის გარეკანზე მოვხვდე, ყველა თემაზე ვერ ვილაპარაკებ. თან, ბევრი სწორადაც ვერ იგებს ნათქვამს. "სვეტსკაობა", მოდაზე საუბარი და ა.შ. ჩემი სტილი არ არის. აი, ფეხბურთზე რამდენსაც გინდა, ვილაპარაკებ... პოპულარობა ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ვფიქრობ, ადამიანმა ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა ეძებო...

თამარ პეტრიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია