სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხვადასხვა დროის ათი ყველაზე გახმაურებული აკრძალული წიგნი
სხვადასხვა დროის ათი ყველაზე გახმაურებული აკრძალული წიგნი

კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ცენ­ზუ­რის შე­ვიწ­რო­ე­ბას ხში­რად გა­ნიც­დი­და. რო­გო­რი თე­მაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო: პო­ლი­ტი­კა, რე­ლი­გია თუ ერო­ტი­კა, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკი­თხვე­ლი სას­წრა­ფოდ იმარ­ჯვებ­და მუშ­ტებს და ავ­ტო­რის­კენ მრის­ხა­ნე­ბას აფ­რქვევ­და. თქვენ წი­ნა­შეა ათი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი აკ­რძა­ლუ­ლი წიგ­ნი, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ე­ბი­დან ცენ­ზუ­რის გამო მოხ­სნეს.

1. ოლ­დოს ჰაქსლი, "მშვე­ნი­ე­რი ახა­ლი ქვე­ყა­ნა" - 1931 წელს და­წე­რი­ლი და ერთი წლის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რო­მა­ნი ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც პა­რო­დია ჰერ­ბერტ უელ­სის უტო­პი­ა­ზე "ღმერ­თე­ბი­ვით ადა­მი­ა­ნე­ბი". წიგ­ნი აკ­რძა­ლუ­ლი იყო ირ­ლან­დი­ა­ში ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის სა­კა­მა­თო თე­მის გამო, ხოლო ამე­რი­კის ზო­გი­ერ­თი შტა­ტის სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან "მე­ტის­მე­ტად ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბის" გამო ამო­ი­ღეს.

2. ჯონ სტე­ინ­ბე­კი, "მრის­ხა­ნე­ბის მტევ­ნე­ბი" - 1939 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის რო­მან­მა პუ­ლიტ­ცე­რის პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა. ის დიდი დეპ­რე­სი­ის ცნო­ბილ ამ­ბებს ეხე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა ელი­ტამ წიგ­ნი აღ­ტა­ცე­ბით მი­ი­ღო, აშშ-ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აკ­რძა­ლეს და სა­ჯა­როდ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­რულ­ნი იყ­ვნენ სი­ღა­რი­ბის აღ­წე­რით. თვით ავ­ტორ­მა კი თქვა, რომ მის მიერ და­წე­რი­ლი კი­დევ შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ვერ­სია იყო იმი­სა, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ხდე­ბო­და მუ­შე­ბის და­სახ­ლე­ბებ­ში.

3. ჰენ­რი მი­ლე­რი, "კირჩხი­ბის ტრო­პი­კი" - 1934 წელს და­წე­რილ რო­მან­ში მოქ­მე­დე­ბა 1930-იანი წლე­ბის საფ­რან­გეთ­ში ხდე­ბა. მთა­ვა­რი გმი­რი თა­ვად ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს სა­არ­სე­ბო ფუ­ლის შოვ­ნას. მი­ლე­რი აღ­წერს სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც თა­ვის მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებ­თან. რო­გორც კი წიგ­ნი გა­მო­ვი­და, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის უმაღ­ლეს­მა მსა­ჯულ­მა მა­იკლ მუს­მა­ნომ გა­მო­ა­ცხა­და: "ეს წიგ­ნი არ არის. ეს გა­თხრი­ლი ორ­მოა, თხრი­ლი, ლპო­ბის კერა, ადა­მი­ან­თა გარ­ყვნი­ლე­ბის სრუ­ლი კრე­ბუ­ლი". ხალ­ხი არ იყო მზად ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯორჯ ორუ­ელ­მა უწო­და "1930-იანი წლე­ბის შუ­ა­ლე­დის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წიგ­ნი".

4. კურტ ვო­ნე­გუ­ტი, "სა­საკ­ლაო ნო­მე­რი ხუთი, ანუ ბავ­შვე­ბის ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბა" - 1969 წელს და­წე­რი­ლი წიგ­ნი ამე­რი­კელ ჯა­რის­კაც ბილი პი­ლიგ­რიმს ეხე­ბა, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის ალ­ტერ ეგოა და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გერ­მა­ნე­ლე­ბის ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. აშშ-ში წიგ­ნი აიკ­რძა­ლა, რათა ბავ­შვე­ბის ფსი­ქი­კა და­ეც­ვათ წიგ­ნის მრუ­მე სცე­ნე­ბის­გან. ნა­წარ­მო­ე­ბი დღემ­დეა იმ 100 წიგნს შო­რის, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ფარ­თო მა­სე­ბის­თვის გა­სა­ცე­მად შე­ზღუ­დუ­ლია. სხვა­თა შო­რის, ამა­ვე სი­ა­შია მარკ ტვე­ნის, თე­ო­დორ დრა­ი­ზე­რის, უი­ლი­ამ ფოლკ­ნე­რი­სა და ბევ­რი სხვა კლა­სი­კო­სის ნა­წარ­მო­ე­ბი.

5. სალ­მან რუშ­დი, "სა­ტა­ნუ­რი ლექ­სე­ბი" - 1988 წელს და­წე­რი­ლი რო­მა­ნის სი­უ­ჟეტ­ში შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი არა­ფე­რია: აღ­წე­რი­ლია ინ­დო­ე­ლი ემიგ­რან­ტის ცხოვ­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლის­ში. თუმ­ცა მუს­ლი­მა­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რმა მწერ­ლის ის­ლა­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მკრე­ხე­ლუ­რად მი­იჩ­ნია. ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში, თუ ამ წიგ­ნის კი­თხვი­სას წა­გას­წრეს, 15-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა არ აგ­ცდე­ბათ. ია­პო­ნი­ა­ში კი ჯა­რი­მაა და­წე­სე­ბუ­ლი ამ რო­მა­ნის გა­ყიდ­ვა­ზე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სხვადასხვა დროის ათი ყველაზე გახმაურებული აკრძალული წიგნი

სხვადასხვა დროის ათი ყველაზე გახმაურებული აკრძალული წიგნი

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურა ცენზურის შევიწროებას ხშირად განიცდიდა. როგორი თემაც უნდა ყოფილიყო: პოლიტიკა, რელიგია თუ ეროტიკა, კონსერვატიული მკითხველი სასწრაფოდ იმარჯვებდა მუშტებს და ავტორისკენ მრისხანებას აფრქვევდა. თქვენ წინაშეა ათი ყველაზე გახმაურებული აკრძალული წიგნი, რომლებიც თავის დროზე ბიბლიოთეკებისა და მაღაზიების თაროებიდან ცენზურის გამო მოხსნეს.

1. ოლდოს ჰაქსლი, "მშვენიერი ახალი ქვეყანა" - 1931 წელს დაწერილი და ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული რომანი ჩაფიქრებული იყო როგორც პაროდია ჰერბერტ უელსის უტოპიაზე "ღმერთებივით ადამიანები". წიგნი აკრძალული იყო ირლანდიაში ბავშვების დაბადების საკამათო თემის გამო, ხოლო ამერიკის ზოგიერთი შტატის სასკოლო ბიბლიოთეკიდან "მეტისმეტად ნეგატიური აზრების" გამო ამოიღეს.

2. ჯონ სტეინბეკი, "მრისხანების მტევნები" - 1939 წელს გამოქვეყნებულმა ამერიკელი მწერლის რომანმა პულიტცერის პრემია დაიმსახურა. ის დიდი დეპრესიის ცნობილ ამბებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურულმა ელიტამ წიგნი აღტაცებით მიიღო, აშშ-ში ოფიციალურად აკრძალეს და საჯაროდ განიხილავდნენ. ადამიანები შეძრულნი იყვნენ სიღარიბის აღწერით. თვით ავტორმა კი თქვა, რომ მის მიერ დაწერილი კიდევ შერბილებული ვერსია იყო იმისა, რაც სინამდვილეში ხდებოდა მუშების დასახლებებში.

3. ჰენრი მილერი, "კირჩხიბის ტროპიკი" - 1934 წელს დაწერილ რომანში მოქმედება 1930-იანი წლების საფრანგეთში ხდება. მთავარი გმირი თავად ავტორია, რომელიც ცდილობს საარსებო ფულის შოვნას. მილერი აღწერს სექსუალურ ურთიერთობებსაც თავის მეგობრებსა და კოლეგებთან. როგორც კი წიგნი გამოვიდა, პენსილვანიის შტატის უმაღლესმა მსაჯულმა მაიკლ მუსმანომ გამოაცხადა: "ეს წიგნი არ არის. ეს გათხრილი ორმოა, თხრილი, ლპობის კერა, ადამიანთა გარყვნილების სრული კრებული". ხალხი არ იყო მზად ნაწარმოებისთვის, რომელსაც მოგვიანებით ჯორჯ ორუელმა უწოდა "1930-იანი წლების შუალედის უმნიშვნელოვანესი წიგნი".

4. კურტ ვონეგუტი, "სასაკლაო ნომერი ხუთი, ანუ ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა" - 1969 წელს დაწერილი წიგნი ამერიკელ ჯარისკაც ბილი პილიგრიმს ეხება, რომელიც ავტორის ალტერ ეგოა და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდება. აშშ-ში წიგნი აიკრძალა, რათა ბავშვების ფსიქიკა დაეცვათ წიგნის მრუმე სცენებისგან. ნაწარმოები დღემდეა იმ 100 წიგნს შორის, რომლებიც ამერიკის ბიბლიოთეკარების ასოციაციაში ფართო მასებისთვის გასაცემად შეზღუდულია. სხვათა შორის, ამავე სიაშია მარკ ტვენის, თეოდორ დრაიზერის, უილიამ ფოლკნერისა და ბევრი სხვა კლასიკოსის ნაწარმოები.

5. სალმან რუშდი, "სატანური ლექსები" - 1988 წელს დაწერილი რომანის სიუჟეტში შეურაცხმყოფელი არაფერია: აღწერილია ინდოელი ემიგრანტის ცხოვრება თანამედროვე ინგლისში. თუმცა მუსლიმანურ საზოგადოებაში ბევრმა მწერლის ისლამისადმი დამოკიდებულება მკრეხელურად მიიჩნია. ვენესუელაში, თუ ამ წიგნის კითხვისას წაგასწრეს, 15-თვიანი პატიმრობა არ აგცდებათ. იაპონიაში კი ჯარიმაა დაწესებული ამ რომანის გაყიდვაზე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს