საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ხუჯაძე - აგვისტოსთვის საქართველოში კონცერტს ვგეგმავ
დათო ხუჯაძე - აგვისტოსთვის საქართველოში კონცერტს ვგეგმავ

ავ­ლა­ბარ­ში, ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. დე­დის­გან მტვრის სა­ბერ­ტყი ჯოხი ახ­სოვს მწა­რედ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და გა­თა­მა­მე­ბაც არ აკ­ლდა, უზ­რდე­ლო­ბა­სა და ცელ­ქო­ბას შო­რის ზღვარს ყო­ველ­თვის ხე­დავ­და. თა­ვა­დაც თვლის, რომ "შვი­ლი მტრად უნდა გა­ზარ­დო, მოყ­ვა­რედ რომ გა­მო­გად­გეს". მისი შვი­ლი ჯერ სულ სამი წლი­საა. მე­უღ­ლეს და­შორ­და და მას მერე სიყ­ვა­რუ­ლი აღარ სწვე­ვია.

"ფლე­ში­სა" და "სა­ხის" სო­ლისტ დათო ხუ­ჯა­ძეს თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბი დღეს არც მოს­კოვ­ში აკ­ლია. ერთი პე­რი­ო­დი პო­ლი­ტი­კა­შიც სცა­და ბედი, თუმ­ცა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ გეგ­მე­ბი აუ­რია და კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად დიდ რუ­სეთს მი­ა­შუ­რა. იყო გა­ჭირ­ვე­ბაც, მძი­მე დღე­ე­ბიც. დღეს ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია.

- ჩვე­უ­ლებ­რივ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. კულ­ტუ­რა­სა და ზრდი­ლო­ბას მას­წავ­ლიდ­ნენ. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯა­ხი გვაქვს. ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ჩემი სახ­ლი­დან სიმ­ღე­რის ხმას. მამა პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია, იუ­ვე­ლი­რი. დედა პრო­ფე­სი­ით ლა­ბო­რან­ტია, თუმ­ცა სიმ­ღე­რა და ცეკ­ვაც არ არის უცხო მის­თვის. ჩემი და, თეა, ფარ­მა­ცევ­ტი გახ­ლავთ. მე პრო­ფე­სი­ით შე­უმ­დგა­რი სტო­მა­ტო­ლო­გი ვარ.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბა მშობ­ლე­ბის­გან?

- და­რი­გე­ბა არა, უფრო კარ­გად მტვრის სა­ბერ­ტყი ჯოხი მახ­სოვს. თუ რა­მეს და­ვა­შა­ვებ­დი, ამ ჯო­ხით მომ­დევ­და დედა.

- რას აშა­ვებ­დი?

- ყვე­ლა­ფერს, რა­საც ბავ­შვე­ბი აშა­ვე­ბენ. არ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, ვამ­ტვრევ­დი, ვუ­რევ­დი ყვე­ლა­ფერს, ზოგ­ჯერ უკი­თხა­ვად გავ­დი­ო­დი სახ­ლი­დან და მერე ვაგ­ვი­ა­ნებ­დი. მა­მას ყუ­რამ­დე თუ მი­ვი­დო­და ჩემი უსაქ­ცი­ე­ლო­ბის ამ­ბა­ვი, მა­შინ უფრო რთუ­ლად იყო საქ­მე.

- დათო, ყვე­ლა მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა ის ქუ­ჩა­ში გა­დის თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად. ეს პე­რი­ო­დი თუ იყო შენს ცხოვ­რე­ბა­ში და რა მოგ­ცა ქუ­ჩამ გა­მოც­დი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

- ავ­ლა­ბარ­ში და­ვამ­თავ­რე სკო­ლა. ხომ იცით, ეს რა უბა­ნია. ქუჩა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­რე­მოა ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა. ქუ­ჩის ცხოვ­რე­ბა მა­რაზმში არ უნდა გა­და­გე­ზარ­დოს. ქუ­ჩამ შე­იძ­ლე­ბა კარ­გიც გას­წავ­ლოს და ცუ­დიც. ბევ­რი თა­ვად ხვდე­ბა, რა არის სწო­რი და რა - არა, მაგ­რამ ეს ისე­თი ასა­კია, მა­ინც მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო.

- შენ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ იყო?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იდგა. ომი, აურ­ზა­უ­რი, მხედ­რი­ო­ნი, "ბე­ზპ­რი­დე­ლი" იყო ქუ­ჩა­ში, ვინ ვის სცემ­და და ვინ ვის ჰპა­რავ­და, ვერ გა­ი­გებ­დი. ხელი უნდა გა­გექ­ნია შენც, მხო­ლოდ თა­ვის და­სა­ცა­ვად კი არა, სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის და­სამ­კვიდ­რებ­ლად. ეს მარ­ტო იმ ასაკს არ უკავ­შირ­დე­ბა. მე მგო­ნია, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ პრინ­ცი­პით უნდა იცხოვ­რო. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ხელი უნდა გა­იქ­ნიო, რამე რომ და­ამ­ტკი­ცო.

- ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში გა­ი­ა­რა შენ­მა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბამ, ნარ­კო­ტი­კი, მკვლე­ლო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ქუ­ჩა­ში ხდე­ბო­და. ცდუ­ნე­ბის წი­ნა­შე თუ მდგარ­ხარ?

- ნარ­კო­ტიკ­თან შე­ხე­ბა არას­დროს მქო­ნია. ჯერ ერთი, პა­თო­ლო­გი­უ­რად მე­ში­ნო­და და ახ­ლაც მე­ში­ნია ნემ­სის. სხვაგ­ვა­რად კი რო­გორ გა­ვი­კე­თებ­დი წა­მალს?

- მა­მა­კა­ცებს კბი­ლის ექი­მის უფრო ეში­ნი­ათ, ვიდ­რე ზო­გა­დად ნემ­სის.

- კბი­ლის ექი­მი­საც მე­ში­ნია.

- სტო­მა­ტო­ლო­გო­ბა რომ გინ­დო­და?

- იმი­ტომ მინ­დო­და, სხვე­ბი რომ შე­მე­ში­ნე­ბი­ნა (იცი­ნის)... იმ თა­ო­ბა­ში ვიზ­რდე­ბო­დი, რომ­ლის 30% ცუდ გზას ადგა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე სხვა სი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მქონ­და: მან­ქა­ნა, გო­გო­ნე­ბი, "გუ­ლი­ან­კე­ბი". ამან მიშ­ვე­ლა, იმ სი­ბინ­ძუ­რე­ში რომ არ შევ­ტო­პე. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი თა­ვის მო­მა­ვალს თვი­თონ ქმნის. ცუდი ის იყო კი­დევ, თუ არ აჰ­ყვე­ბო­დი ვი­ღა­ცას ცუდ საქ­მე­ში, ტე­ხავ­და. რის­კი დიდი იყო. ამ დროს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ოჯახს, აღ­ზრდის მე­თოდს და ყუ­რა­დღე­ბის ხა­რისხს.

- სკო­ლა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი იყა­ვი?

- ვი­ყა­ვი, ოღონდ არა სიმ­ღე­რით და არც კარ­გი სწავ­ლით. ნორ­მა­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი, უბ­რა­ლოდ, "აბო­ი­მა­ში" ვი­ყა­ვი სულ. თუ სა­ჩხუ­ბა­რი იყო, ვჩხუ­ბობ­დი, გა­სა­ღი­მი იყო, ვი­ღი­მო­დი.

- გო­გო­ნას გამო გი­ჩხუ­ბია?

- რო­გორ არ მი­ჩხუ­ბია, რამ­დენ­ჯე­რაც გინ­და.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩიე?

- სტო­მა­ტო­ლო­გო­ბას თუ გუ­ლის­ხმობთ, ეს სფე­რო ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. სკო­ლის შემ­დეგ ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­უ­რი კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე. პა­თა­ნა­ტო­მი­ის კა­თედ­რა მა­ინ­ტე­რე­სებ­და ძა­ლი­ან (იღი­მე­ბა). მერე სიმ­ღე­რა და­ვი­წყე. მივ­ხვდი, ექი­მი თუ ხარ, ბო­ლომ­დე ექი­მი უნდა იყო. შენს ხელ­შია ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე. აქ სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა საქ­მეს ვერ გა­ა­კე­თებ და ამი­ტომ სიმ­ღე­რის­კენ გა­და­ვი­ხა­რე.

- და ამან გა­ა­მარ­თლა. უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­გიჩ­ნდა. თავ­ში არ აგ­ვარ­დნია?

- კი, რა­ღაც მო­მენ­ტში იყო, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მალე მო­ვე­დი აზ­რზე, მი­წა­ზე და­ვეშ­ვი. მივ­ხვდი, რომ ეს ჩემი პრო­ფე­სია იქ­ნე­ბო­და, რომ ეს არ იყო გარ­თო­ბა, რომ სცე­ნა­ზე "ნა­შე­ბის" "აყ­რის" გამო არ ვი­დე­ქი და უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე საქ­მეს.

- შეგცვა­ლა პო­პუ­ლა­რო­ბამ?

- ეს ალ­ბათ ჩემს მე­გობ­რებს უნდა ჰკი­თხოთ. გარ­კვე­ულ­წი­ლად ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად იც­ვლე­ბი. მეტ შე­ზღუდ­ვას უწე­სებ სა­კუ­თარ თავს. ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას ვე­ღარ აძ­ლევ თავს.

- საკ­მა­ოდ რთულ პე­რი­ოდ­ზე ვსა­უბ­რობ­დით. ფი­ნან­სუ­რად რო­გორ აი­სა­ხე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი შენს ოჯახ­ზე?

- 15 წლამ­დე საკ­მა­ოდ ფუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლი ვი­ყა­ვი. მერე ომმა, ეკო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზის­მა ჩვენს ოჯახ­ზეც ისე იმოქ­მე­და, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თულ ოჯახ­ზე. ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ა­რეთ. მხედ­რი­ო­ნის ეპო­ქა, პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლე­ბი. მერე, როცა ვნა­ხე, სიმ­ღე­რა შე­მეძ­ლო, ამით ფულს ვშო­უ­ლობ­დი, რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი, ვთქვი.

- გახ­სოვს პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი?

- ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­და თბი­ლის­ში "ბე­ლან­შა­რო", რო­მელ­ზეც გა­ვი­მარ­ჯვე. თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე გა­მო­დი­ო­და კი­დევ ამ ფეს­ტი­ვალ­ზე. ერ­თწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­მი­ფორ­მეს ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა. მა­შინ მი­ლი­ცი­ელს 15 ათა­სი კუ­პო­ნი ჰქონ­და ხელ­ფა­სი, მე - 22 ათა­სი. პრე­მი­ებ­საც მაძ­ლევ­დნენ.

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე რას გვე­ტყვი?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, მას მერე, რაც ქა­ლის აღ­ქმა ვის­წავ­ლე. ცალ­მხრი­ვა­დაც ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ მეც და­მი­წუ­ნოს. ყვე­ლას­თვის სა­სურ­ვე­ლი და საყ­ვა­რე­ლი ვერ ვიქ­ნე­ბი. თუ მი­ღირ­და ეს სიყ­ვა­რუ­ლი, ფარ-ხმალს იო­ლად არ ვყრი­დი.

- ოჯა­ხი რა ასაკ­ში შექ­მე­ნი?

- მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლი ვარ, ალ­ბათ იცით, ასე რომ, ამა­ზე ნუ ვი­სა­უბ­რებთ.

- მაგ­რამ ეს შენი ბი­ოგ­რა­ფი­ის ნა­წი­ლია...

- 2007 წელს და­ვო­ჯახ­დი. ხუთი წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად. გვყავს შვი­ლი მე­ლა­ნო, მალე 4 წლის გახ­დე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, რომ შვილ­სა და მშობ­ლებს შო­რის ზღვა­რი უნდა არ­სე­ბობ­დეს, ზედ­მე­ტად მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ ვარ­გა. სიმ­კაც­რე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­თა­მა­მე­ბუ­ლი, უზ­რდე­ლი ბავ­შვე­ბი არ მიყ­ვარს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დათო ხუჯაძე - აგვისტოსთვის საქართველოში კონცერტს ვგეგმავ

დათო ხუჯაძე - აგვისტოსთვის საქართველოში კონცერტს ვგეგმავ

ავლაბარში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა. დედისგან მტვრის საბერტყი ჯოხი ახსოვს მწარედ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველაზე პატარა იყო და გათამამებაც არ აკლდა, უზრდელობასა და ცელქობას შორის ზღვარს ყოველთვის ხედავდა. თავადაც თვლის, რომ "შვილი მტრად უნდა გაზარდო, მოყვარედ რომ გამოგადგეს". მისი შვილი ჯერ სულ სამი წლისაა. მეუღლეს დაშორდა და მას მერე სიყვარული აღარ სწვევია.

"ფლეშისა" და "სახის" სოლისტ დათო ხუჯაძეს თაყვანისმცემელი გოგონები დღეს არც მოსკოვში აკლია. ერთი პერიოდი პოლიტიკაშიც სცადა ბედი, თუმცა ვარდების რევოლუციამ გეგმები აურია და კარიერის გასაგრძელებლად დიდ რუსეთს მიაშურა. იყო გაჭირვებაც, მძიმე დღეებიც. დღეს ქართველი მომღერალი რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია.

- ჩვეულებრივ ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. კულტურასა და ზრდილობას მასწავლიდნენ. სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს. ხშირად გაიგონებთ ჩემი სახლიდან სიმღერის ხმას. მამა პროფესიით მხატვარია, იუველირი. დედა პროფესიით ლაბორანტია, თუმცა სიმღერა და ცეკვაც არ არის უცხო მისთვის. ჩემი და, თეა, ფარმაცევტი გახლავთ. მე პროფესიით შეუმდგარი სტომატოლოგი ვარ.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლებისგან?

- დარიგება არა, უფრო კარგად მტვრის საბერტყი ჯოხი მახსოვს. თუ რამეს დავაშავებდი, ამ ჯოხით მომდევდა დედა.

- რას აშავებდი?

- ყველაფერს, რასაც ბავშვები აშავებენ. არ ვმეცადინეობდი, ვამტვრევდი, ვურევდი ყველაფერს, ზოგჯერ უკითხავად გავდიოდი სახლიდან და მერე ვაგვიანებდი. მამას ყურამდე თუ მივიდოდა ჩემი უსაქციელობის ამბავი, მაშინ უფრო რთულად იყო საქმე.

- დათო, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. ეს პერიოდი თუ იყო შენს ცხოვრებაში და რა მოგცა ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით.

- ავლაბარში დავამთავრე სკოლა. ხომ იცით, ეს რა უბანია. ქუჩა აუცილებელი გარემოა ბიჭის ცხოვრებაში, თუმცა ყურადღება სჭირდება. ქუჩის ცხოვრება მარაზმში არ უნდა გადაგეზარდოს. ქუჩამ შეიძლება კარგიც გასწავლოს და ცუდიც. ბევრი თავად ხვდება, რა არის სწორი და რა - არა, მაგრამ ეს ისეთი ასაკია, მაინც მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.

- შენ შემთხვევაში როგორ იყო?

- ძალიან რთული პერიოდი იდგა. ომი, აურზაური, მხედრიონი, "ბეზპრიდელი" იყო ქუჩაში, ვინ ვის სცემდა და ვინ ვის ჰპარავდა, ვერ გაიგებდი. ხელი უნდა გაგექნია შენც, მხოლოდ თავის დასაცავად კი არა, საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ეს მარტო იმ ასაკს არ უკავშირდება. მე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ამ პრინციპით უნდა იცხოვრო. უმეტეს შემთხვევაში ხელი უნდა გაიქნიო, რამე რომ დაამტკიცო.

- ძალიან რთულ პერიოდში გაიარა შენმა თინეიჯერობამ, ნარკოტიკი, მკვლელობა, ყაჩაღობა, ეს ყველაფერი ქუჩაში ხდებოდა. ცდუნების წინაშე თუ მდგარხარ?

- ნარკოტიკთან შეხება არასდროს მქონია. ჯერ ერთი, პათოლოგიურად მეშინოდა და ახლაც მეშინია ნემსის. სხვაგვარად კი როგორ გავიკეთებდი წამალს?

- მამაკაცებს კბილის ექიმის უფრო ეშინიათ, ვიდრე ზოგადად ნემსის.

- კბილის ექიმისაც მეშინია.

- სტომატოლოგობა რომ გინდოდა?

- იმიტომ მინდოდა, სხვები რომ შემეშინებინა (იცინის)... იმ თაობაში ვიზრდებოდი, რომლის 30% ცუდ გზას ადგა. საბედნიეროდ, მე სხვა სიამოვნებები მქონდა: მანქანა, გოგონები, "გულიანკები". ამან მიშველა, იმ სიბინძურეში რომ არ შევტოპე. ვფიქრობ, ადამიანი თავის მომავალს თვითონ ქმნის. ცუდი ის იყო კიდევ, თუ არ აჰყვებოდი ვიღაცას ცუდ საქმეში, ტეხავდა. რისკი დიდი იყო. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, აღზრდის მეთოდს და ყურადღების ხარისხს.

- სკოლაში პოპულარული ბიჭი იყავი?

- ვიყავი, ოღონდ არა სიმღერით და არც კარგი სწავლით. ნორმალურად ვსწავლობდი, უბრალოდ, "აბოიმაში" ვიყავი სულ. თუ საჩხუბარი იყო, ვჩხუბობდი, გასაღიმი იყო, ვიღიმოდი.

- გოგონას გამო გიჩხუბია?

- როგორ არ მიჩხუბია, რამდენჯერაც გინდა.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- სტომატოლოგობას თუ გულისხმობთ, ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. სკოლის შემდეგ ქიმია-ბიოლოგიური კოლეჯი დავამთავრე. პათანატომიის კათედრა მაინტერესებდა ძალიან (იღიმება). მერე სიმღერა დავიწყე. მივხვდი, ექიმი თუ ხარ, ბოლომდე ექიმი უნდა იყო. შენს ხელშია ადამიანების სიცოცხლე. აქ სხვა პასუხისმგებლობაა, პარალელურად სხვა საქმეს ვერ გააკეთებ და ამიტომ სიმღერისკენ გადავიხარე.

- და ამან გაამართლა. უამრავი თაყვანისმცემელი გაგიჩნდა. თავში არ აგვარდნია?

- კი, რაღაც მომენტში იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, მალე მოვედი აზრზე, მიწაზე დავეშვი. მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია იქნებოდა, რომ ეს არ იყო გართობა, რომ სცენაზე "ნაშების" "აყრის" გამო არ ვიდექი და უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე საქმეს.

- შეგცვალა პოპულარობამ?

- ეს ალბათ ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. გარკვეულწილად ძალაუნებურად იცვლები. მეტ შეზღუდვას უწესებ საკუთარ თავს. ყველაფრის უფლებას ვეღარ აძლევ თავს.

- საკმაოდ რთულ პერიოდზე ვსაუბრობდით. ფინანსურად როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი შენს ოჯახზე?

- 15 წლამდე საკმაოდ ფულიანი ოჯახის შვილი ვიყავი. მერე ომმა, ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენს ოჯახზეც ისე იმოქმედა, როგორც ყველა ქართულ ოჯახზე. ყველაფერი გამოვიარეთ. მხედრიონის ეპოქა, პროცენტიანი ვალები. მერე, როცა ვნახე, სიმღერა შემეძლო, ამით ფულს ვშოულობდი, რატომაც არა-მეთქი, ვთქვი.

- გახსოვს პირველი ჰონორარი?

- ფესტივალი ჩატარდა თბილისში "ბელანშარო", რომელზეც გავიმარჯვე. თეონა კონტრიძე გამოდიოდა კიდევ ამ ფესტივალზე. ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. მაშინ მილიციელს 15 ათასი კუპონი ჰქონდა ხელფასი, მე - 22 ათასი. პრემიებსაც მაძლევდნენ.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ, მას მერე, რაც ქალის აღქმა ვისწავლე. ცალმხრივადაც ვიყავი შეყვარებული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რატომ არ შეიძლება ვინმემ მეც დამიწუნოს. ყველასთვის სასურველი და საყვარელი ვერ ვიქნები. თუ მიღირდა ეს სიყვარული, ფარ-ხმალს იოლად არ ვყრიდი.

- ოჯახი რა ასაკში შექმენი?

- მეუღლეს გაშორებული ვარ, ალბათ იცით, ასე რომ, ამაზე ნუ ვისაუბრებთ.

- მაგრამ ეს შენი ბიოგრაფიის ნაწილია...

- 2007 წელს დავოჯახდი. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. გვყავს შვილი მელანო, მალე 4 წლის გახდება. ურთიერთობა გვაქვს, ზოგადად, ვფიქრობ, რომ შვილსა და მშობლებს შორის ზღვარი უნდა არსებობდეს, ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულებაც არ ვარგა. სიმკაცრე აუცილებელია, გათამამებული, უზრდელი ბავშვები არ მიყვარს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება