მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კადიევი შსს-ს ერთ-ერთი დაჯგუფების დავალებას ასრულებდა!"
"კადიევი შსს-ს ერთ-ერთი დაჯგუფების დავალებას ასრულებდა!"

გა­სულ კვი­რას ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბის­თვის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი და­ა­კა­ვეს. ავის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ (რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ჯი­ჰადს უცხა­დებ­დნენ), ექ­სპერტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტე­რაქ­ტე­ბის საფრ­თხეს არ გა­მო­რი­ცხავ­და. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ ამ­ბობს, ვი­დე­ორ­გო­ლის გა­მავ­რცე­ლებ­ლებ­სა და ტე­რაქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ პი­რებს შო­რის არ­სე­ბობს თუ არა კავ­ში­რი, მაგ­რამ გაჩ­ნდა უამ­რა­ვი კი­თხვა. რას­თან გვაქვს საქ­მე?

"კვი­რის პა­ლიტ­რა" შე­ე­ცა­და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­ე­ლა­გე­ბი­ნა ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­გორც უკვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ასე­ვე, სხვა ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რათა თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დეს ზღვა­რი სი­მარ­თლე­სა და პრო­ვო­კა­ცი­ას შო­რის. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის, შსს-ს ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი და რიზ­ვან ომა­რო­ვი და­ა­კა­ვეს. თბი­ლის­ში მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რებ­ლი­დან ამო­ი­ღეს დიდი ოდე­ნო­ბით ძლი­ერ­მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და ელექტრო­დე­ტო­ნა­ტო­რე­ბი, აგ­რეთ­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი. და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთ-ერთს, მი­კა­ილ კა­დი­ევს (მას მი­კა­ილ კა­დო­ე­ვა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ), სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა და­ღეს­ტნელ მა­გო­მედ მა­გო­მე­დოვ­თან ერ­თად და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნევ­და. პრე­სა (არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, არა­მედ სხვა, რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც) სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­ჯა­ჰე­დე­ბის რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გა­და­ცე­მის ვერ­სი­ას ავი­თა­რებ­და. მაგ­რამ იყ­ვნენ კი კა­დი­ე­ვი და მა­გო­მე­დო­ვი და­კარ­გუ­ლი?

სხვა­თა შო­რის, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "კავ­კა­ზცენ­ტრმა" ახ­ლა­ხან ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა: "შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­დი­ე­ვი (26 წლის) ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, 2012 წლის 14 დე­კემ­ბერს გა­ი­ტა­ცეს. ამის შე­სა­ხებ "კავ­კა­ზცენ­ტრი" ჯერ კი­დევ 2013 წლის 19 მა­ისს აცხა­დებ­და წე­რილ­ში სა­თა­უ­რით: "სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ იკარ­გე­ბი­ან დევ­ნი­ლე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან". კა­დი­ე­ვი და მას­თან ერ­თად მა­გო­მედ მა­გო­მე­დო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი­სა და აჭა­რის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. მა­შინ და­ღეს­ტნე­ლე­ბის­თვის ბრალ­დე­ბა არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ისი­ნი სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნა­ში ჩას­ხეს და თბი­ლი­სი­დან გა­იყ­ვა­ნეს. გზად მან­ქა­ნე­ბი გა­ჩერ­დნენ და მა­გო­მე­დო­ვი­სა და კა­დი­ე­ვის გაქ­ცე­ვის იმი­ტა­ცია მო­ა­წყვეს. მას შემ­დეგ კა­დი­ე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის კვლავ და­ა­კა­ვეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არ­სე­ნა­ლით".

ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი "კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა კონ­ფე­დე­რა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რეს, ზაალ კას­რე­ლიშ­ვილს ვთხო­ვეთ: "რო­გორც ვიცი, შსს-ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია აქვს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ საქ­მეს ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ და ამი­ტომ მოვ­ლე­ნებს წინ არ გა­ვუს­წრებ", - გა­ნა­ცხა­და კას­რე­ლიშ­ვილ­მა.

რა აკავ­ში­რებ­და პრე­ზი­დენ­ტის მფრი­ნავს კა­დი­ევ­თან?

პრე­ზი­დენ­ტის მფრი­ნა­ვის გვა­რის მოხ­სე­ნი­ე­ბამ ტე­რაქ­ტის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ კა­დი­ევ­თან კავ­შირ­ში საკ­მა­ოდ უხერ­ხულ კონ­ტექ­სტში გა­იჟ­ღე­რა. ეს ყო­ვე­ლი­ვე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პრო­ვო­კა­ცი­ად შე­ა­ფა­სა და გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნია "თუ­შე­თი", რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც ზაურ ქორ­თო­ში­ძეა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უკვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არც ერთხელ არ უსარ­გებ­ლია, ხოლო სა­ა­კაშ­ვილს ძმებ ქორ­თო­ში­ძე­ებ­თან (კომ­პა­ნია "თუ­შე­თის" მე­წი­ლე­ე­ბი) 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

ზაურ ქორ­თო­ში­ძე: - მიკა კა­დი­ევს პირ­ვე­ლად 2011 წელს შევ­ხვდი. მა­მა­ჩე­მი წარ­მო­შო­ბით და­ღეს­ტნი­დან არის, თუმ­ცა 6 წლის ასა­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ გვაქვს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი და­ღეს­ტან­ში. ერთხე­ლაც მა­მა­ჩე­მის დის­შვილ­მა (ქალ­მა) და­ღეს­ტნი­დან დაგ­ვი­რე­კა და გვი­თხრა, რომ ჩვე­ნი მე­სა­მე ძმა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომში და­კარ­გუ­ლად მიგ­ვაჩ­ნდა, ცო­ცხა­ლი იყო და სო­ხუმ­ში შავ მუ­შად მუ­შა­ობ­და. გვი­თხრეს, მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს და­კარ­გუ­ლიო. მოკ­ლედ, ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის ნაც­ნო­ბი დაგვპირ­და, რომ არ­ძინ­ბას ყო­ფი­ლი მძღო­ლის მეშ­ვე­ო­ბით მოვ­ძებ­ნი­დით და და­ვაბ­რუ­ნებ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს ძმას. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან­ვე ეს ინ­ფორ­მა­ცია არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მეჩ­ვე­ნა, თუმ­ცა მშობ­ლის გული ხომ იცით, რო­გო­რია? ჩვენს დედ-მა­მას შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნი­სა და ნახ­ვის იმე­დი არ და­უ­კარ­გავს.

ამი­ტომ მათი ხათ­რით ჩავ­რთეთ და­ღეს­ტნე­ლე­ბი ჩემი ძმის პოვ­ნის საქ­მე­ში. ისი­ნი მარ­თლაც ჩა­ვიდ­ნენ აფხა­ზეთ­ში, მო­ი­ა­რეს სო­ხუ­მი, გუ­და­უ­თა, ბა­ბუ­შე­რა, ოცი კაცი მა­ინც ნა­ხეს, რომ­ლე­ბიც შავ მუ­შე­ბად მუ­შა­ობ­დნენ აფხა­ზებ­თან, მაგ­რამ მათ შო­რის ჩემი ძმა არ აღ­მოჩ­ნდა. ამის შემ­დეგ და­ღეს­ტნე­ლებ­თან კავ­ში­რი გავ­წყვი­ტე, მაგ­რამ ერთხელ ისევ მა­მა­ჩე­მის ახ­ლო­ბელ­მა და­მი­რე­კა და­ღეს­ტნი­დან და მთხო­ვა, ჩემს მე­გობ­რებს შვი­ლი ჰყავთ თბი­ლის­ში, მო­ჭი­და­ვეა. ვა­კე­ში, ფა­ლა­ვან­თა კლუბ­ში ვარ­ჯი­შობს, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და იქ­ნებ ჩვენს ჩა­მოს­ვლამ­დე 100-150 დო­ლა­რი მი­ა­წო­დოო. მარ­თლაც და­მი­რე­კა იმ კაც­მა და მი­კად (მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი) გა­მეც­ნო. მას ვა­კე­ში, მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან შევ­ხვდი და ფული გა­და­ვე­ცი. ამ ამ­ბი­დან 2-3 კვი­რა­ში ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი (ქალი) მა­მა­ჩე­მის ახ­ლო­ბელ მა­მა­კაც­სა და ჩვენ­თვის უც­ნობ ერთ პირ­თან, ვინ­მე აჰ­მედ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და. ისი­ნი ერთი დღით თე­ლავ­ში, ჩემს მშობ­ლებ­თან დარ­ჩნენ, შემ­დეგ სხვა ად­გი­ლე­ბიც მო­ი­ა­რეს და მა­ლე­ვე გაფ­რინ­დნენ ბა­ქო­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი 2011 წელს მოხ­და. გა­ვი­და ცოტა ხანი და მა­მა­ჩემ­მა და­მი­რე­კა, და­ღეს­ტნი­დან ახ­ლო­ბე­ლი მთხოვს, იმ ახალ­გაზ­რდას, ვი­საც ფუ­ლით და­ეხ­მა­რე, ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა სურს და იქ­ნებ შე­ურ­ჩი­ოო. მა­შინ ჩემი ვაჟი (ისიც მფრი­ნა­ვია) მივ­ლი­ნე­ბით სა­ზღვარ­გა­რეთ იყო, ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე ბინა ჰქონ­და და­კე­ტი­ლი და დრო­ე­ბით მიკა იქ შე­ვუშ­ვით. ორ-სამ კვი­რა­ში ჩემი ვაჟი დაბ­რუნ­და და მა­შინ ჩემ­მა მძღოლ­მა და­უ­ქი­რა­ვა კა­დი­ევს ბინა დო­ლა­ბა­უ­რი­სა და ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე, სწო­რედ იქ, სა­დაც ახლა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"კადიევი შსს-ს ერთ-ერთი დაჯგუფების დავალებას ასრულებდა!"

"კადიევი შსს-ს ერთ-ერთი დაჯგუფების დავალებას ასრულებდა!"

გასულ კვირას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს. ავის მომასწავებელი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ (რომლის თანახმადაც, თითქოს საქართველოს ჯიჰადს უცხადებდნენ), ექსპერტთა უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების საფრთხეს არ გამორიცხავდა. მართალია, ჯერჯერობით არავინ ამბობს, ვიდეორგოლის გამავრცელებლებსა და ტერაქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ პირებს შორის არსებობს თუ არა კავშირი, მაგრამ გაჩნდა უამრავი კითხვა. რასთან გვაქვს საქმე?

"კვირის პალიტრა" შეეცადა ქრონოლოგიურად დაელაგებინა ამ საქმესთან დაკავშირებული როგორც უკვე გავრცელებული, ასევე, სხვა ახალი ინფორმაცია, რათა თვალსაჩინო გახდეს ზღვარი სიმართლესა და პროვოკაციას შორის. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შსს-ს ოპერატიული დანაყოფებისა და პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს. თბილისში მათი დროებითი საცხოვრებლიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები. დაკავებულთაგან ერთ-ერთს, მიკაილ კადიევს (მას მიკაილ კადოევადაც მოიხსენიებენ), სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება დაღესტნელ მაგომედ მაგომედოვთან ერთად დაკარგულად მიიჩნევდა. პრესა (არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვა, რუსულენოვანი საინფორმაციო საშუალებებიც) საქართველოს ხელისუფლების მიერ მოჯაჰედების რუსული სპეცსამსახურებისთვის გადაცემის ვერსიას ავითარებდა. მაგრამ იყვნენ კი კადიევი და მაგომედოვი დაკარგული?

სხვათა შორის, საინფორმაციო სააგენტო "კავკაზცენტრმა" ახლახან ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "შეგახსენებთ, რომ კადიევი (26 წლის) ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს გაიტაცეს. ამის შესახებ "კავკაზცენტრი" ჯერ კიდევ 2013 წლის 19 მაისს აცხადებდა წერილში სათაურით: ,,საქართველოში კვლავ იკარგებიან დევნილები ჩრდილოეთ კავკასიიდან". კადიევი და მასთან ერთად მაგომედ მაგომედოვი საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრისა და აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მაშინ დაღესტნელებისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ. ისინი სხვადასხვა მანქანაში ჩასხეს და თბილისიდან გაიყვანეს. გზად მანქანები გაჩერდნენ და მაგომედოვისა და კადიევის გაქცევის იმიტაცია მოაწყვეს. მას შემდეგ კადიევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. მოგვიანებით ის კვლავ დააკავეს ასაფეთქებელი ნივთიერებების არსენალით".

ამ საკითხზე კომენტარი "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარეს, ზაალ კასრელიშვილს ვთხოვეთ: "როგორც ვიცი, შსს-ში მიმდინარე გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ და ამიტომ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ", - განაცხადა კასრელიშვილმა.

რა აკავშირებდა პრეზიდენტის მფრინავს კადიევთან?

პრეზიდენტის მფრინავის გვარის მოხსენიებამ ტერაქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ კადიევთან კავშირში საკმაოდ უხერხულ კონტექსტში გაიჟღერა. ეს ყოველივე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ კომპანია "თუშეთი", რომლის დირექტორიც ზაურ ქორთოშიძეა, დამოუკიდებელი კომპანიაა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დაქირავებული, რომელიც უკვე პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიის მომსახურებით პრემიერ-მინისტრს არც ერთხელ არ უსარგებლია, ხოლო სააკაშვილს ძმებ ქორთოშიძეებთან (კომპანია "თუშეთის" მეწილეები) 9 წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა.

ზაურ ქორთოშიძე: - მიკა კადიევს პირველად 2011 წელს შევხვდი. მამაჩემი წარმოშობით დაღესტნიდან არის, თუმცა 6 წლის ასაკიდან საქართველოში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ნათესაური კავშირები დაღესტანში. ერთხელაც მამაჩემის დისშვილმა (ქალმა) დაღესტნიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩვენი მესამე ძმა, რომელიც აფხაზეთის ომში დაკარგულად მიგვაჩნდა, ცოცხალი იყო და სოხუმში შავ მუშად მუშაობდა. გვითხრეს, მეხსიერება აქვს დაკარგულიო. მოკლედ, ჩემი მამიდაშვილის ნაცნობი დაგვპირდა, რომ არძინბას ყოფილი მძღოლის მეშვეობით მოვძებნიდით და დავაბრუნებდით საქართველოში ჩემს ძმას. სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ეს ინფორმაცია არასერიოზულად მეჩვენა, თუმცა მშობლის გული ხომ იცით, როგორია? ჩვენს დედ-მამას შვილის გადარჩენისა და ნახვის იმედი არ დაუკარგავს.

ამიტომ მათი ხათრით ჩავრთეთ დაღესტნელები ჩემი ძმის პოვნის საქმეში. ისინი მართლაც ჩავიდნენ აფხაზეთში, მოიარეს სოხუმი, გუდაუთა, ბაბუშერა, ოცი კაცი მაინც ნახეს, რომლებიც შავ მუშებად მუშაობდნენ აფხაზებთან, მაგრამ მათ შორის ჩემი ძმა არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ დაღესტნელებთან კავშირი გავწყვიტე, მაგრამ ერთხელ ისევ მამაჩემის ახლობელმა დამირეკა დაღესტნიდან და მთხოვა, ჩემს მეგობრებს შვილი ჰყავთ თბილისში, მოჭიდავეა. ვაკეში, ფალავანთა კლუბში ვარჯიშობს, ფინანსური პრობლემა შეექმნა და იქნებ ჩვენს ჩამოსვლამდე 100-150 დოლარი მიაწოდოო. მართლაც დამირეკა იმ კაცმა და მიკად (მიკაილ კადიევი) გამეცნო. მას ვაკეში, მე-9 საავადმყოფოსთან შევხვდი და ფული გადავეცი. ამ ამბიდან 2-3 კვირაში ჩემი მამიდაშვილი (ქალი) მამაჩემის ახლობელ მამაკაცსა და ჩვენთვის უცნობ ერთ პირთან, ვინმე აჰმედთან ერთად ჩამოვიდა. ისინი ერთი დღით თელავში, ჩემს მშობლებთან დარჩნენ, შემდეგ სხვა ადგილებიც მოიარეს და მალევე გაფრინდნენ ბაქოში. ეს ყველაფერი 2011 წელს მოხდა. გავიდა ცოტა ხანი და მამაჩემმა დამირეკა, დაღესტნიდან ახლობელი მთხოვს, იმ ახალგაზრდას, ვისაც ფულით დაეხმარე, ბინის დაქირავება სურს და იქნებ შეურჩიოო. მაშინ ჩემი ვაჟი (ისიც მფრინავია) მივლინებით საზღვარგარეთ იყო, ჩიტაძის ქუჩაზე ბინა ჰქონდა დაკეტილი და დროებით მიკა იქ შევუშვით. ორ-სამ კვირაში ჩემი ვაჟი დაბრუნდა და მაშინ ჩემმა მძღოლმა დაუქირავა კადიევს ბინა დოლაბაურისა და ქეთევან წამებულის ქუჩების გადაკვეთაზე, სწორედ იქ, სადაც ახლა ასაფეთქებელი ნივთიერებები და შეიარაღება აღმოაჩინეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა