სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთო ნემსაძე: "უკრაინული პასპორტი რომ მქონოდა, მოვიგებდი!"
ოთო ნემსაძე: "უკრაინული პასპორტი რომ მქონოდა, მოვიგებდი!"

უკ­რა­ი­ნუ­ლი "ახა­ლი ხმის" მე­სა­მე სე­ზონ­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი "ჯე­ოს­ტა­რი" 2010, ოთო ნემ­სა­ძე აღ­მოჩ­ნდა. ოთომ პირ­ველ ტურ­ში Feeling Good იმ­ღე­რა და ოთხი­ვე ჟი­უ­რი შე­მო­აბ­რუ­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, ფი­ნალ­ში გა­ვი­და და მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ პირ­ველ ად­გილ­ზე გას­ვლა­ში ხელი არა-უკ­რა­ი­ნე­ლო­ბამ შე­უ­შა­ლა...

ოთო ნემ­სა­ძე:

- უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა თვი­თონ იაქ­ტი­უ­რეს და "ახალ ხმა­ზე" ჩემი წაყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხეს. პირ­ველ­მა ტურ­მა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, რად­გან ოთხი­ვე მწვრთნე­ლი შე­მობ­რუნ­და. მა­შინ­ვე ის ავირ­ჩიე, ვის­თა­ნაც ყოფ­ნა მინ­დო­და და რომ­ლის ჯგუფ­საც უკვე, რა­დე­ნი­მე წე­ლია, ვუს­მენ. ეს "Okean Elzy"-ს სო­ლის­ტი, სვი­ა­ტოს­ლავ ვა­კარ­ჩუ­კია. ამის შემ­დგომ მოვ­ლე­ნე­ბი კარ­გად გან­ვი­თარ­და და თავი ფი­ნალ­ში ამოვ­ყა­ვი. ყვე­ლა წი­ნას­წარ აცხა­დებ­და, რომ მე მო­ვი­გებ­დი, მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის სა­ჭი­რო უკ­რა­ი­ნუ­ლი პას­პორ­ტის ქონა აღ­მოჩ­ნდა. ეს რა­ტომ­ღაც, კონ­კურ­სის ბო­ლოს გა­ახ­სენ­დათ და მა­ნამ­დე ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამთ... პირ­და­პირ ეთერ­ში გა­მო­ა­ცხა­დეს კი­დე­ვაც, რომ ჩემი წა­გე­ბის მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნუ­ლი პას­პორ­ტის არ­ქო­ნა გახ­და. პას­პორ­ტი რომ მქო­ნო­და, გპირ­დე­ბით, რომ პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­დო­დი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ჯვე­ბულს, ის ძა­ლი­ან კარ­გი და ლა­მა­ზი გო­გო­ნაა. რო­გორც მომ­ღე­რალს, მე ვერ შე­ვა­ფა­სებ, რად­გან ისე­თი ჟან­რის მუ­სი­კას მღე­რის, რა­საც არ ვუს­მენ.

- თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი მიღ­წე­ულს და­ემ­თხვა?

- რა­საც ხელს ვკი­დებ, იმ საქ­მე­ში ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის 100%-ს ვაჩ­ვე­ნებ და ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და. იმ ქვე­ყა­ნამ და ხალ­ხმა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უკვე და­მა­ფა­სა და მი­მი­ღო. პრო­ექ­ტში წარ­მა­ტე­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღე პრი­ზი, რო­მე­ლიც მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ რა­დი­ო­ში 10 სა­ა­თი ჩემი სიმ­ღე­რე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნო. ეს მუ­სი­კო­სის­თვის ძა­ლი­ან დიდი პრი­ზია, რად­გან იქ რა­დი­ოს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უს­მენს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ოთო ნემსაძე: "უკრაინული პასპორტი რომ მქონოდა, მოვიგებდი!"

ოთო ნემსაძე: "უკრაინული პასპორტი რომ მქონოდა, მოვიგებდი!"

უკრაინული "ახალი ხმის" მესამე სეზონში რამდენიმე ქართველი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ყველაზე წარმატებული "ჯეოსტარი" 2010, ოთო ნემსაძე აღმოჩნდა. ოთომ პირველ ტურში Feeling Good იმღერა და ოთხივე ჟიური შემოაბრუნა. საბოლოოდ, ფინალში გავიდა და მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ამბობს, რომ პირველ ადგილზე გასვლაში ხელი არა-უკრაინელობამ შეუშალა...

ოთო ნემსაძე:

- უკრაინელებმა თვითონ იაქტიურეს და "ახალ ხმაზე" ჩემი წაყვანა მოახერხეს. პირველმა ტურმა ძალიან წარმატებით ჩაიარა, რადგან ოთხივე მწვრთნელი შემობრუნდა. მაშინვე ის ავირჩიე, ვისთანაც ყოფნა მინდოდა და რომლის ჯგუფსაც უკვე, რადენიმე წელია, ვუსმენ. ეს "Okean Elzy"-ს სოლისტი, სვიატოსლავ ვაკარჩუკია. ამის შემდგომ მოვლენები კარგად განვითარდა და თავი ფინალში ამოვყავი. ყველა წინასწარ აცხადებდა, რომ მე მოვიგებდი, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭირო უკრაინული პასპორტის ქონა აღმოჩნდა. ეს რატომღაც, კონკურსის ბოლოს გაახსენდათ და მანამდე ჩემთვის არაფერი უთქვამთ... პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს კიდევაც, რომ ჩემი წაგების მიზეზი უკრაინული პასპორტის არქონა გახდა. პასპორტი რომ მქონოდა, გპირდებით, რომ პირველ ადგილზე გავიდოდი. რაც შეეხება გამარჯვებულს, ის ძალიან კარგი და ლამაზი გოგონაა. როგორც მომღერალს, მე ვერ შევაფასებ, რადგან ისეთი ჟანრის მუსიკას მღერის, რასაც არ ვუსმენ.

- თქვენი მოლოდინი მიღწეულს დაემთხვა?

- რასაც ხელს ვკიდებ, იმ საქმეში ჩემი შესაძლებლობების 100%-ს ვაჩვენებ და ბოლომდე ვიხარჯები. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. იმ ქვეყანამ და ხალხმა, რომელიც ძალიან მიყვარს, უკვე დამაფასა და მიმიღო. პროექტში წარმატების შედეგად მივიღე პრიზი, რომელიც მაძლევს საშუალებას, უკრაინაში ყველაზე პოპულარულ რადიოში 10 საათი ჩემი სიმღერებისთვის გამოვიყენო. ეს მუსიკოსისთვის ძალიან დიდი პრიზია, რადგან იქ რადიოს ბევრი ადამიანი უსმენს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება