პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთის პრემიერს ცოლი ლონდონის მერთან ღალატობს
ბრიტანეთის პრემიერს ცოლი ლონდონის მერთან ღალატობს

და­სავ­ლუ­რი პრე­სა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის შე­სა­ხებ წერს, რო­მელ­მაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დე­ვიდ კე­მე­რო­ნის კა­რი­ე­რას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­უქ­მნა. ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სა კი დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლა­ზე უარს ამ­ბობს და მხო­ლოდ იმის აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბა ორი შუა ხნის ასა­კის ადა­მი­ა­ნის ღა­ლატს, რო­მელ­თა­გან არ­ცერ­თია მთავ­რო­ბის წევ­რი.

თუმ­ცა ებ­რა­უ­ლი წამ­ყვა­ნი გა­ზე­თი "ედი­ოტ ახ­რო­ნო­ტი" სა­კუ­თარ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ სკან­დალ­ში ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლე სა­მან­ტა კე­მე­რო­ნი და ლონ­დო­ნის მერი ბო­რის ჯონ­სო­ნი არი­ან გახ­ვე­ულ­ნი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ რო­მა­ნი აქვთ, თუმ­ცა ის და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი სკან­დალ­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თვის ცუ­დად დას­რულ­დეს.

ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით დე­ვიდ კე­მე­რონ­მა დღეს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა მო­იწ­ვია და პრე­სა­ში "ბომ­ბის" სა­ხე­ლით მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი სკან­და­ლი­სა და მისი შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვას აპი­რებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პრე­მი­ე­რი მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნა­საც არ გა­მო­რი­ცხავს.

ებ­რა­უ­ლი გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კემ­რო­ნის თა­ნა­შემ­წე­ე­ბი "შეძ­რულ­ნი" იყ­ვნენ, რო­დე­საც სკან­და­ლის ფი­გუ­რან­ტთა ვი­ნა­ო­ბა შე­ი­ტყვეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლის გა­მოწ­ვე­ვის გარ­და, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

ბრიტანეთის პრემიერს ცოლი ლონდონის მერთან ღალატობს

ბრიტანეთის პრემიერს ცოლი ლონდონის მერთან ღალატობს

დასავლური პრესა დიდ ბრიტანეთში აგორებული სკანდალის შესახებ წერს, რომელმაც პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის კარიერას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ბრიტანული პრესა კი დეტალების გამხელაზე უარს ამბობს და მხოლოდ იმის აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხება ორი შუა ხნის ასაკის ადამიანის ღალატს, რომელთაგან არცერთია მთავრობის წევრი.

თუმცა ებრაული წამყვანი გაზეთი "ედიოტ ახრონოტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სკანდალში ბრიტანეთის პრემიერის მეუღლე სამანტა კემერონი და ლონდონის მერი ბორის ჯონსონი არიან გახვეულნი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ რომანი აქვთ, თუმცა ის დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი სკანდალში ჩართული მხარეებისთვის ცუდად დასრულდეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დევიდ კემერონმა დღეს მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია და პრესაში "ბომბის" სახელით მოხსენიებული სკანდალისა და მისი შედეგების განხილვას აპირებს. როგორც ამბობენ, პრემიერი მთავრობის დათხოვნასაც არ გამორიცხავს.

ებრაული გამოცემის ინფორმაციით, კემრონის თანაშემწეები "შეძრულნი" იყვნენ, როდესაც სკანდალის ფიგურანტთა ვინაობა შეიტყვეს და აღნიშნეს, რომ შექმნილ ვითარებას პოლიტიკური სკანდალის გამოწვევის გარდა, უდანაშაულო ადამიანებისთვის გამოუსწორებელი ტკივილის მიყენება შეუძლია.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა