სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი კეტი პერიმ დააშორა?
რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი კეტი პერიმ დააშორა?

"ბინ­დის" ვარ­სკვლა­ვე­ბის, რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნი­სა და კრტის­ტენ სტი­უ­არ­ტის მო­რი­გი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­სავ­ლურ პრე­სა­ში ამ დღე­ებ­ში გავ­რცელ­და. ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლი Life & Style წყვი­ლის და­შო­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე წერს. ჟურ­ნა­ლის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ბერ­ტი და კრის­ტე­ნი პოპ-მომ­ღე­რალ­მა კეტი პე­რიმ და­ა­შო­რა. პა­ტინ­სო­ნი და მომ­ღე­რა­ლი ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან. რო­დე­საც შარ­შან კრის­ტენ სტი­უ­არ­ტი­სა და ცო­ლი­ა­ნი რე­ჟი­სო­რის, რუ­პერტ სან­დერ­სის რო­მა­ნის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, კეტი პერი რო­ბერტს ამ­ხნე­ვებ­და და რა­სელ ბრენდთან მისი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ­და.

"კეტი არას­დროს იყო იმის მომ­ხრე, რომ რო­ბერ­ტი კრის­ტე­ნის შე­რი­გე­ბო­და, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნალ Life & Style-ს ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ, - მომ­ღე­რა­ლი ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბო­და. კეტი რო­ბერტს ეუბ­ნე­ბო­და, რომ ისი­ნი ღა­ლატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალს ვერ გა­უძ­ლებ­დნენ და ის კრის­ტენ­ზე უკე­თეს გო­გო­ნას იმ­სა­ხუ­რებს, რო­მე­ლიც ოჯახს არ და­ან­გრევს".

რო­გორც ჩანს, ძვე­ლი მე­გობ­რის სი­ტყვებ­მა პა­ტინ­სონ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია. ამას­თან, კეტი პერი ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არ არის, ვინც პა­ტინ­სონს სტი­უ­არ­ტის მი­ტო­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ში არ­წმუ­ნებ­და. მისი 43 წლის მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ვინს ვონი ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ წყვი­ლის რო­მა­ნი უპერ­სპექ­ტი­ვო იყო. "ვიცი, რო­გო­რი ად­ვი­ლი­ცაა ძველ საყ­ვა­რელ­თან დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­დე­საც ქალი გღა­ლა­ტობს, ეს იმის ნი­შა­ნია, რომ დროა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას წერ­ტი­ლი და­უს­ვა", - აცხა­დებს ვინს ვონი.

ვრცელ­დე­ბა ხმა, რომ პა­ტინ­სონ­მა დღემ­დე ვერ შეძ­ლო სან­დერსთან სტი­უ­არ­ტის ღა­ლა­ტის და­ვი­წყე­ბა. "რო­ბერ­ტი გა­მუდ­მე­ბით ახ­სე­ნებ­და კრის­ტენს სან­დერსთან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალს, - ამ­ბობს წყვი­ლის კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი, - ის კრის­ტენს ამის და­ვი­წყე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Life & Style-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი კეტი პერიმ დააშორა?

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი კეტი პერიმ დააშორა?

"ბინდის" ვარსკვლავების, რობერტ პატინსონისა და კრტისტენ სტიუარტის მორიგი დაშორების შესახებ ინფორმაცია დასავლურ პრესაში ამ დღეებში გავრცელდა. ამერიკული ჟურნალი Life & Style წყვილის დაშორების დეტალებზე წერს. ჟურნალის წყაროს ინფორმაციით, რობერტი და კრისტენი პოპ-მომღერალმა კეტი პერიმ დააშორა. პატინსონი და მომღერალი ძველი მეგობრები არიან. როდესაც შარშან კრისტენ სტიუარტისა და ცოლიანი რეჟისორის, რუპერტ სანდერსის რომანის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, კეტი პერი რობერტს ამხნევებდა და რასელ ბრენდთან მისი ურთიერთობის გამოცდილებას უზიარებდა.

"კეტი არასდროს იყო იმის მომხრე, რომ რობერტი კრისტენის შერიგებოდა, - განუცხადა ჟურნალ Life & Style-ს ანონიმურმა წყარომ, - მომღერალი ყოველთვის ამბობდა, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. კეტი რობერტს ეუბნებოდა, რომ ისინი ღალატთან დაკავშირებულ სკანდალს ვერ გაუძლებდნენ და ის კრისტენზე უკეთეს გოგონას იმსახურებს, რომელიც ოჯახს არ დაანგრევს".

როგორც ჩანს, ძველი მეგობრის სიტყვებმა პატინსონზე გავლენა იქონია. ამასთან, კეტი პერი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც პატინსონს სტიუარტის მიტოვების საჭიროებაში არწმუნებდა. მისი 43 წლის მეგობარი, მსახიობი ვინს ვონი ასევე ამბობდა, რომ წყვილის რომანი უპერსპექტივო იყო. "ვიცი, როგორი ადვილიცაა ძველ საყვარელთან დაბრუნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ქალი გღალატობს, ეს იმის ნიშანია, რომ დროა მასთან ურთიერთობას წერტილი დაუსვა", - აცხადებს ვინს ვონი.

ვრცელდება ხმა, რომ პატინსონმა დღემდე ვერ შეძლო სანდერსთან სტიუარტის ღალატის დავიწყება. "რობერტი გამუდმებით ახსენებდა კრისტენს სანდერსთან დაკავშირებულ სკანდალს, - ამბობს წყვილის კიდევ ერთი მეგობარი, - ის კრისტენს ამის დავიწყების უფლებას არ აძლევდა".

მომზადებულია Life & Style-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება